1. მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი მოწმეების გამოცხადება სასამართლოში.
2. თუ მხარე არ აპირებს რომელიმე პირის მოწმედ დაკითხვას სასამართლოში, სასამართლოს მიერ ამ პირის საკუთარი ინიციატივით გამოძახება და დაკითხვა დაუშვებელია.
3. სასამართლო სხდომის მდივანი სასამართლოს მოახსენებს მხარეებისა და მოწმეების გამოცხადების ფაქტს და გამოუცხადებლობის მიზეზებს.
4. სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს პროცესის მონაწილეებს და სხდომაზე დამსწრე პირებს წესრიგის დაცვის მიზნით სასამართლოს მითითების სავალდებულოობისა და სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიებების გატარების თაობაზე.
5. გამოცხადების შემოწმების შემდეგ მოწმედ დასაკითხი პირები, გარდა ბრალდებულისა, ტოვებენ სასამართლო სხდომის დარბაზს. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გასცეს აღნიშნული პირების მათთვის განკუთვნილ ოთახში გაყვანის განკარგულება და იღებს ზომებს, რომ დაკითხვამდე მათ ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-981(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
…თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის N7 ოქმზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებზე საქმეზე „პოღოსიანი და ბაღდასარიანი სომხეთის წინააღმდეგ“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე, 227-ე, 228-ე, 223-ე, 165-ე, 188-ე, 221-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, შესაბამისად, სახეზეა მარეაბილიტირებელი გარემოება, რაც ქმნის მ.
- საქმე №2კ-1062აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.04.2022
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას საქართველოს სსსკ-ის 228-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული, სასამართლოში მოწმის დაკითხვის წესის დარღვევით დაზარალებულისა და მისი შვილის დაკითხვის თაობაზე და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ დასახელებული მუხლი მოთავსებულია თავში, რომელიც გულისხმობს საქმის არსებით განხილვას სასამართლოში.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება