1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული) მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 144-ე−1442 მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით.
2. ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე იქნეს განხილული. ამ შემთხვევაში საქმეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე განიხილავს.
3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
4. თუ შეუძლებელია საქმის სამართლიანად და ობიექტურად განხილვის უზრუნველყოფა მასმედიით მისი ინტენსიური გაშუქების ან მისდამი კონკრეტული ტერიტორიის მოსახლეობის დამოკიდებულების გათვალისწინებით, საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით დაადგინოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადატანა ამ კოდექსის 211 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე სხვა სასამართლოში.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის
კანონი
№5591
- ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 17
მაისის
კანონი №2355
–
ვებგვერდი, 29.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 17.05.2018 კანონი №2355
- 24.06.2016 კანონი №5591
- 28.10.2011 კანონი №5170
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №2კ-779აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.01.2026
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 226-ე მუხლი განსაზღვრავს იმ დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელთა შემთხვევაშიც, ბრალდებულს აქვს უფლება მოითხოვოს საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ.
- საქმე №2კ-1აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.06.2025
ს-ის ბრალდება მოიცავდა დამთავრებულ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში ( სსკ-ის 109-ე მუხლი), რომელიც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განხილვის სფეროში ექცეოდა.
- საქმე №020100120003433686 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.04.2020
რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ როდის არის სისხლის სამართლის საქმე ნაფიც მსაჯულთა განსჯადი, ამას ადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც იმპერატიულად მოიცავს იმ მუხლების ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
- საქმე №330100119003053704 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.10.2019
…ხანჯლის დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შედეგად გ------ ი---------–---–ი გარდაიცვალა. ვ-----–ი გ-----ას ქმედება დაკვალიფიცირდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საქართველოს სსსკ-ის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ ბრალდება წარდგენილია იმავე მუხლში მითითებული კონკრეტული მუხლებით, რომელთა შორისაა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (დამთავრებული) მუხლი.
- საქმე №330100118002786682 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.08.2019
…შურისძიების მოტივით, ამ უკანასკნელის განზრახ მოკვლის მიზნით, მანქანის საჭე აიღო მარჯვნივ და შეგნებულად, დიდი სიჩქარით დააჯახა და მიაჭყლიტა კედელს, თავად კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. 2. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი: 2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება…
- საქმე №140100118002735343 · გორის რაიონული სასამართლო · 31.03.2019
- საქმე №330100118002536127 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.12.2018
- საქმე №080100117001915243 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 10.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება