1. სხდომის თავმჯდომარე ადგენს ბრალდებულის ვინაობას (სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი) და განუმარტავს მას უფლებებს, ბრალდების არსს, ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაციას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმსა და მაქსიმუმს, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, აგრეთვე ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის არსს. სხდომის თავმჯდომარე ბრალდებულს ასევე განუმარტავს, რომ მისი ნებაა, ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს, როგორც მოწმემ. თუ საქმეში რამდენიმე ბრალდებულია, ასეთი განმარტება ეძლევა თითოეულ მათგანს.
2. სხდომის თავმჯდომარე არკვევს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ და თუ ცნობს – რაში. ბრალდებულს უნდა განემარტოს, რომ იგი შეზღუდული არ არის გამოძიების დროს მის მიერ ბრალის აღიარებით ან უარყოფით, რომ არ არის ვალდებული, პასუხი გასცეს დასმულ კითხვას, და რომ დუმილის უფლებით სარგებლობა არ შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული.
3. სხდომის თავმჯდომარე არკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით გათვალისწინებული დებულებები საპროცესო შეთანხმების შესახებ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.04.2025 კანონი №500
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №330100116001213854 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.10.2018
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება გამამტყუენებლ განაჩენს საფუძვლად დაედოს ის გარემოება, რომ ი-----–------–---–ი გამოძიების ეტაპზე აღიარებდა მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებას, შემდეგ გარემეობათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს უნდა განემარტოს, რომ იგი შეზღუდული არ არის გამოძიების დროს მის მიერ…
- საქმე №080100119003052191 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 20.11.2019
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით, 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 230-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 274-ე, 275-ე, 276-ე,
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება