1. უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №2კ-25-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.10.2017
ჯ-ს ბრალად ედება ა-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე მუხლით, 147-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 148-ე მუხლის მეორე ალტერნატიული შემადგენლობით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა (კვალიფიციური…
- საქმე №151აგ.-2012 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.01.2013
2006 წლის 31 მაისს გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი კანონის, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო აქტების დარღვევით გამოიტანა, რომლითაც ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე, 146–ე, 177–ე, 363–ე და 178–ე მუხლების საფუძველზე და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 და მე–4 ნაწილების თანახმად, მიუსაჯა 18 წელი.
- საქმე №76აგ.-2011 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.03.2012
…თაობაზე იმ მოტივით, რომ 2006 წლის 31 მაისს გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი კანონის, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო აქტების დარღვევით გამოიტანა, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე, 146-ე, 177-ე, 363-ე და 178-ე მუხლების საფუძველზე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, მიესაჯა 18 (თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-5-I-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2011
რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე მუხლითა და 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნული ქმედებისათვის...
- საქმე №12I · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.04.2010
სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-12 პუნქტისა (განზრახ მკვლელობა, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფთან ერთად) და 146-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადამიანის უკანონო გატაცება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო ვ.
- საქმე №2კ-12-I-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.04.2010
- საქმე №ბს-1379-954(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.03.2006
- საქმე №2კ-84კოლ.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.10.2002
- საქმე №330100118002786682 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.08.2019
- საქმე №140100118002735343 · გორის რაიონული სასამართლო · 31.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება