1. მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ ორგანიზაცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
ე) შვიდ დღეზე მეტი ხნით;
ვ) ანგარებით;
ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;
თ) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივ დაცვას დაქვემდებარებულის მიმართ;
ი) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თოთხმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან თვრამეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2018 წლის 30
მაისის
კანონი №2395
–
ვებგვერდი, 08.06.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.05.2018 კანონი №2395
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(170)
- საქმე №2კ-33-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.06.2026
ტ-ს ექსტრადიცია მოითხოვება შვეიცარიის კონფედერაციის ბ-ს კ-ს პროკურატურის მიერ 2024 წლის 17 დეკემბერს გაცემულ დაკავების განჩინებაში მითითებული დანაშაულებისთვის, კერძოდ: შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ცეცხლის წაკიდება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია);
- საქმე №2კ-888აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2026
მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ აიძულონ პირი შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“,,,გ“,,,ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
- საქმე №2კ-1151აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2025
საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-12 ნაწილის,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 სექტემბრის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს – 2020 წლის 21 ოქტომბრის N----- გადაწყვეტილებით საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული შინაპატიმრობა;
- საქმე №2კ-1046აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.12.2024
ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19, 178-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – ჯარიმა 5000 ლარი.
- საქმე №2კ-206-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.12.2024
…გამართლდა; 3.1. გ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: 3.1.1. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“, „თ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით; 3.1.2. საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ი“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
- საქმე №2კ-12აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2024
- საქმე №ბს-873(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2024
- საქმე №19აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.10.2023
- საქმე №2კ-2-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.02.2023
- საქმე №33აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2022
- საქმე №2კ-54-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.11.2022
- საქმე №2კ-703აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.10.2022
- საქმე №2კ-450აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.08.2022
- საქმე №2კ-311აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.08.2022
- საქმე №6აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2022
- საქმე №50აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.12.2021
- საქმე №2კ-680აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.11.2021
- საქმე №2კ-202აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.04.2021
- საქმე №2კ-274-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.03.2021
- საქმე №2კ-275-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.03.2021
- საქმე №2კ-319აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2020
- საქმე №113აგ.-2018 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.06.2019
- საქმე №70აგ.-2018 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2018
- საქმე №2კ-138აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.09.2018
- საქმე №115აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.04.2018
- საქმე №100აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.03.2018
- საქმე №96აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.03.2018
- საქმე №46აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.11.2017
- საქმე №2კ-322აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.11.2017
- საქმე №53აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.10.2017
- საქმე №214აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.02.2017
- საქმე №162აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.01.2017
- საქმე №140აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.12.2016
- საქმე №133აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2016
- საქმე №2კ-327აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.11.2016
- საქმე №481აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.04.2016
- საქმე №2კ-598აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2016
- საქმე №2კ-474აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.02.2016
- საქმე №2კ-349აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.12.2015
- საქმე №19აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2015
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 170-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება