დანაშაულის პროვოკაცია, ესე იგი სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 145. დანაშაულის პროვოკაცია დანაშაულის პროვოკაცია, ესე იგი სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №234საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.02.2008
…წლის 24 აპრილის განაჩენით გ. ა-ა, _ დაბადებული … წელს, საქართველოს მოქალაქე, მცხ. ხობის რაიონის სოფელ ….., _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 3 წლით, 145-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, ხოლო 146-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ბ" და,,დ" ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-2179აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.02.2008
ჯ-ს მხრიდან ადგილი აქვს დანაშაულის პროვოკაციას ( სსკ-ის 145-ე მუხლი); დ. ჭ-სა და გ. ქ-ს ძალადობით, მუქარითა და მოტყუებით ათქმევინეს უარი ადვოკატზე; საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა…
- საქმე №177საზ.-2007 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.07.2007
რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის: 212Iñმუხლით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, 144-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, 145-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, 15-145-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
- საქმე №330100116001336411 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.03.2020
…მოთხოვნის შესაბამისად (ვესელოვი (Veselov) და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადები №23200/10, 24009/07 და 556/10, 02.10.2012, §103), მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობა შეიცავს დანაშაულის პროვოკაციის მკაფიო დეფინიციას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის პროვოკაცია განმარტებულია, როგორც სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად, მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
- საქმე №330100117002038702 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.07.2019
…შესაბამისად (ვესელოვი (Veselov) და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადები №23200/10, 24009/07 და 556/10, 02.10.2012, §103), საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა შეიცავს დანაშაულის პროვოკაციის მკაფიო დეფინიციას, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 145-ე მუხლით დანაშაულის პროვოკაცია განმარტებულია, როგორც სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად, მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება