1. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია, ანდა ასეთ პროდუქციაზე ეტიკეტის უკანონოდ გამოყენება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
3. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 198. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია 1. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია, ანდა ასეთ პროდუქციაზე ეტიკეტის უკანონოდ გამოყენება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 3. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-426(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
ამავე კოდექსის 198-ე და 205-ე მუხლების ერთობლიობით, ანალოგიური პირობა ვრცელდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე.
- საქმე №2კ-431აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2010
კ-ა ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 198-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-429აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.07.2010
კ-ა ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 198-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-452აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2010
ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 22 იანვრიდან.
- საქმე №2კ-32-I-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.09.2001
საქართველოს სსსკ-ის 371-ე მუხლის მეორე ნაწილის იმპერატიული ხასიათის მოთხოვნათა შესაბამისად, სხვა აუცილებელ რეკვიზიტებთან ერთად ექსპერტიზის დასკვნაში უნდა აღინიშნოს ექსპერტის გაფრთხილება განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს სსკ-ის 197-ე და 198-ე მუხლებით. აღნიშნული მოთხოვნა უგულებელყო ექსპერტმა, რის გამოც ამავე საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმეში არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნევა, თუ იგი მიღებულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
- საქმე №330100118002786682 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.08.2019
- საქმე №140100118002735343 · გორის რაიონული სასამართლო · 31.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება