1. ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4785 - სსმ I, №19, 01.06.2007 წ., მუხ.166
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 197. ფალსიფიკაცია 1. ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4785 - სსმ I, №19, 01.06.2007 წ., მუხ.166 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(27)
- საქმე №2კ-124-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.12.2025
დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ფულის გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 8 თვის ვადით.
- საქმე №ას-1116-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2022
სააპელაციო პალატამ აპელანტის არც ის შედავება გაიზიარა, რომ, რაკი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტს მიღებული განაჩენით, მოპასუხე საწარმოს იმდროინდელი დირექტორი გამართლდა ფალსიფიკაციის ბრალდებაში ( საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი), განაჩენი გამორიცხავდა მათთვის სამოქალაქოსამართლებრივი კუთხით პასუხისმგებლობის დაკისრებას.
- საქმე №2კ-289აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.07.2020
შ–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც, კერძოდ: შპს „............” 2016 წლის 20 ივლისის ლაბორატორიული გამოცდის №...
- საქმე №131აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2016
…სსკ–ის 196–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი; სსკ–ის 197–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
- საქმე №2კ-141აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.07.2016
კ-ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 19, 196–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპნუქტით, 27, 197–ე მუხლის პირველი ნაწილით, მე–200 მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 27, 362–ე მუხლის პირველი ნაწილით.
- საქმე №2კ-311აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.12.2015
- საქმე №2კ-17-I-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.09.2015
- საქმე №2კ-1056აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.03.2011
- საქმე №2კ-678აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.12.2010
- საქმე №ბს-1434-1370(2კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2010
- საქმე №2კ-753აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2008
- საქმე №2კ-1659აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.01.2008
- საქმე №2კ-1779აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.12.2007
- საქმე №2კ-1576აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.12.2007
- საქმე №ბს-13-13(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.11.2007
- საქმე №ბს-435-416(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2006
- საქმე №2კ-222აპ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.01.2004
- საქმე №2კ-32-I-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.09.2001
- საქმე №330100119002996897 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.02.2020
- საქმე №010100117001837686 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.01.2020
- საქმე №330100116001357591 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2018
- საქმე №330100119002996897 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.08.2019
- საქმე №330100118002786682 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.08.2019
- საქმე №140100118002735343 · გორის რაიონული სასამართლო · 31.03.2019
- საქმე №010100117001837686 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 15.03.2019
- საქმე №330100118002561368 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.10.2018
- საქმე №190100118002632840 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 30.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება