საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010100117001837686
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №289აპ-20 ქ. თბილისი
შ–ი ზ., 289აპ-20 27 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14იანვრის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორმა ადილარ წირღვავამ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ზ. შ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოსსსკ-ის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი საფუძვლებით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ზ. შ–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც, კერძოდ: შპს „............” 2016 წლის 20 ივლისის ლაბორატორიული გამოცდის №... და №.... ოქმებით დგინდება, რომ შპს „......“ მიერ ექსპორტირებულ თხილის პროდუქციაში (მესამე პარტიაში) შერეული იყო შედარებით დაბალფასიანი და სხვა სამომხმარებლო თვისებებისა და ხარისხის მიწის თხილი, რითაც ექსპორტზე გატანილ თხილის პროდუქციას შეცვლილი ჰქონდა თვისებრიობა; გარდა ამისა, ........... ......... რესპუბლიკიდან მიღებული ექსპერტიზის დასკვნებითაც დადასტურებულია, რომ ............ რესპუბლიკაში შპს „............“ მიერ ექსპორტირებული თხილის პირველ და მეორე პარტიებში შერეული იყო სხვა სამომხმარებლო თვისებებისა და ხარისხის მქონე მიწის თხილი, რითაც ექსპორტზე გატანილ თხილის პროდუქციას შეცვლილი ჰქონდა თვისებრიობა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. შ–ს ბრალი დაედო ფალსიფიკაციაში, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლაში მწარმოებლისა და გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით; ყალბი საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადებასა და გამოყენებაში.
ზ. შ–ს ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2015 წლის შემოდგომაზე ზ. შ–მა, როგორც შპს „............” დირექტორმა, ............. რესპუბლიკიდან მიიღო დაკვეთა თხილის პროდუქციის – 2,4 მმ დიამეტრის ზომის მოხალული კალიბრირებული თხილის გულისა და 0,2მმ დიამეტრის ზომის მოხალული თხილის ფქვილის მიწოდების შესახებ. დაკვეთის მიღების შემდეგ ზ. შ–მა, როგორც შპს „.........” დირექტორმა, ფიზიკური პირებისგან შესყიდული თხილი გადაამუშავა თხილის პროდუქციად – 2,4 მმ დიამეტრის ზომის მოხალულ კალიბრირებულ თხილის გულად და 0,2მმ დიამეტრის ზომის მოხალულ თხილის ფქვილად.
დასახელებული თხილის პროდუქციის გადამუშავების, დაფასოების, შეფუთვისა და გადაზიდვის პროცესში, ზ. შ–მა, როგორც შპს „............” დირექტორმა, დამზადებულ თხილის პროდუქციაში შედარებით დაბალფასიანი და სხვა სამომხმარებლო თვისებისა და ხარისხის მიწის თხილის შერევით, თხილის პროდუქციას შეუცვალა თვისებრიობა, რომლის, როგორც თხილის პროდუქციის, ექსპორტიც 2015 წლის შემოდგომაზე განხორციელდა ................. რესპუბლიკაში. შპს „........” ექსპორტირებულ თხილის პროდუქციაში თვისებრიობის შეცვლის ფაქტი გამოავლინა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის ევროპის კომისიამ.
- ზ. შ–მა და ე. შ–მა დააფუძნეს და 2014 წლის 19 ნოემბერს დაარეგისტრირეს შპს „....“ (ს/ნ ......). საზოგადოების ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებდა ზ. შ–ი, ხოლო კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა თხილის წარმოება და განვითარება. შპს „......“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 ივლისის №1406 განკარგულებით თხილის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის, წარმოების დაწყებისა და განვითარების მიზნით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ქ––ში, ..... ქუჩაზე მდებარე, 5000 კვ/მ - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ზ. შ–მა, როგორც შპს „......“ დირექტორმა, 2014-2015 წლების საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტით მიღებული თანხებით, ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური პირებისაგან ნაჭუჭგაუცლელი თხილის შესყიდვის პროცესში, გამოყენების მიზნით, დაამზადა საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები - შესყიდვის აქტები, კერძოდ:
2015 წლის 30 იანვრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 4210 კილოგრამი, ხოლო 39574 ლარის მიმღებად - ს. კ–ა (ამჟამინდელი გვარი შ–ი, პ/ნ ......); 2014 წლის 20 დეკემბრით დათარიღებული №... შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 4250 კილოგრამი, ხოლო 34850 ლარის მიმღებად - ს. შ–ი (პ/ნ ......); 2015 წლის 22 მარტით დათარიღებული №... შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია - 2980 კილოგრამი, ხოლო 27416 ლარის მიმღებად - მ. შ–ი (პ/ნ .....); 2015 წლის 31 მაისით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 2580 კილოგრამი, ხოლო 28380 ლარის მიმღებად - ა. პ–ე (პ/ნ ....); 2015 წლის 13 სექტემბრით დათარიღებული №... შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 6680 კილოგრამი, ხოლო 33400 ლარის მიმღებად - ა. პ–ე (პ/ნ .....); 09 სექტემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 4580 კილოგრამი, ხოლო 25648 ლარის მიმღებად - ა. პ–ე (პ/ნ ..........); 2015 წლის 22 იანვრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 4170 კილოგრამი, ხოლო 37530 ლარის მიმღებად - რ. ა–ი (პ/ნ ....); 2015 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 4520 კილოგრამი, ხოლო 25312 ლარის მიმღებად - რ. ა–ი (პ/ნ ....); 2015 წლის 10 სექტემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 5550 კილოგრამი, ხოლო 24975 ლარის მიმღებად - რ. ა–ი (პ/ნ .....); 2015 წლის 3 სექტემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 5520 კილოგრამი, ხოლო 24840 ლარის მიმღებად - ბ. ქ–ე (პ/ნ .....); 2015 წლის 21 მარტით დათარიღებული №... შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია - 2430 კილოგრამი, ხოლო 24543 ლარის მიმღებად - ზ. ჩ–ე (პ/ნ ....); 2015 წლის 27 მარტით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3990 კილოგრამი, ხოლო 38304 ლარის მიმღებად - დ. შ–ა (პ/ნ .......); 2015 წლის 28 სექტემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 4600 კილოგრამი, ხოლო 29900 ლარის მიმღებად - შ. მ–ა (პ/ნ ....); 2015 წლის 25 სექტემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 5500 კილოგრამი, ხოლო თანხის - 33000 ლარის მიმღებად - ნ. ს–ა (პ/ნ .....); 2015 წლის 26 სექტემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 5100 კილოგრამი, ხოლო თანხის - 31620 ლარის მიმღებად - მ. გ–ა (პ/ნ ....); 2015 წლის 29 სექტემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 5250 კილოგრამი, ხოლო 34125 ლარის მიმღებად - რ. კ–ე (პ/ნ ....); 2015 წლის 1 ოქტომბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 4400 კილოგრამი, ხოლო 28600 ლარის მიმღებად - ლ. გ–ა (პ/ნ .......); 2015 წლის 30 მარტით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3780 კილოგრამი, ხოლო 37044 ლარის მიმღებად - მ. შ–ე (პ/ნ ....); 2015 წლის 16 მარტით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3350 კილოგრამი, ხოლო თანხის - 31490 ლარის მიმღებად - დ. ფ–ა (პ/ნ .....); 2015 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 6540 კილოგრამი, ხოლო 35970 ლარის მიმღებად - დ. ფ–ა (პ/ნ .....); 2015 წლის 8 სექტემბრით დათარიღებული №... შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 5540 კილოგრამი, ხოლო 26592 ლარის მიმღებად - დ. ფ–ა (პ/ნ......); 2015 წლის 04 აპრილით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3860 კილოგრამი, ხოლო 39758 ლარის მიმღებად - რ. თ–ა (პ/ნ .....); 2015 წლის 30 მარტით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3910 კილოგრამი, ხოლო 37927 ლარის მიმღებად - ო. თ–ა (პ/ნ ....); 2015 წლის 10 სექტემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 4520 კილოგრამი, ხოლო 25312 ლარის მიმღებად - ო. თ–ა (პ/ნ ....); 2015 წლის 15 სექტემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 5820 კილოგრამი, ხოლო 29100 ლარის მიმღებად - ო. თ–ა (პ/ნ .....); 2015 წლის 4 აპრილით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3670 კილოგრამი, ხოლო 38168 ლარის მიმღებად - ნ. ჯ–ა (პ/ნ ...........); 2015 წლის 7 აპრილით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3390 კილოგრამი, ხოლო 35510 ლარის მიმღებად - ძ. ჯ–ა (პ/ნ ......); 2015 წლის 7 აპრილით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3540 კილოგრამი, ხოლო 37524 ლარის მიმღებად - ლ. ა–ა (პ/ნ ....); 2015 წლის 25 მარტით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 4120 კილოგრამი, ხოლო 37924 ლარის მიმღებად - ზ. ფ–ა (პ/ნ .....); 2015 წლის 27 მარტით დათარიღებული №... შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 4020 კილოგრამი, ხოლო 38592 ლარის მიმღებად - ვ. ხ–ი (პ/ნ ......); 2015 წლის 8 აპრილით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 2940 კილოგრამი, ხოლო 31458 ლარის მიმღებად - რ. ო–ა (პ/ნ ....); 2015 წლის 10 აპრილით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3310 კილოგრამი, ხოლო 35748 ლარის მიმღებად - მ. შ–ა (პ/ნ ....); 2015 წლის 6 თებერვლით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3690 კილოგრამი, ხოლო 39114 ლარის მიმღებად - ა. კ–ი (პ/ნ ....); 2014 წლის 6 დეკემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3850 კილოგრამი, ხოლო 26180 ლარის მიმღებად - ა. გ–ი (პ/ნ ....); 2015 წლის 7 თებერვლით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 940 კილოგრამი, ხოლო 10246 ლარის მიმღებად - ო. თ–ი (პ/ნ ......); 2015 წლის 5 თებერვლით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3750 კილოგრამი, ხოლო 39375 ლარის მიმღებად - ი. თ–ა (პ/ნ .....); 2015 წლის 18 ოქტომბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 4200 კილოგრამი, ხოლო 29400 ლარის მიმღებად - ი. თ–ა (პ/ნ ....); 2015 წლის 24 ოქტომბრით დათარიღებული №... შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3250 კილოგრამი, ხოლო 23725 ლარის მიმღებად - თ. მ–ა (პ/ნ ....); 2015 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3260 კილოგრამი, ხოლო 24450 ლარის მიმღებად - ე. მ–ა (პ/ნ ....); 2015 წლის 20 ოქტომბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 4180 კილოგრამი, ხოლო 29260 ლარის მიმღებად - თ. მ–ა (პ/ნ ....); 2015 წლის 4 ივნისით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 2740 კილოგრამი, ხოლო 30688 ლარის მიმღებად - მ. ჭ–ა (პ/ნ ....); 2015 წლის 3 იანვრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 4080 კილოგრამი, ხოლო 33864 ლარის მიმღებად - ც. ფ–ე (პ/ნ: ....); 2015 წლის 5 იანვრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3650 კილოგრამი, ხოლო 30660 ლარის მიმღებად - მ. შ–ე (პ/ნ ....); 2015 წლის 23 მარტით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3470 კილოგრამი, ხოლო 29495 ლარის მიმღებად - ვ. ნ–ე (პ/ნ ....); 2015 წლის 6 თებერვლით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3670 კილოგრამი, ხოლო თანხის - 39269 ლარის მიმღებად - ა. მ–ე (პ/ნ .....); 2015 წლის 4 თებერვლით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3890 კილოგრამი, ხოლო 39449 ლარის მიმღებად - დ. შა–ი (პ/ნ .....); 2014 წლის 5 დეკემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3530 კილოგრამი, ხოლო 24004 ლარის მიმღებად - გ. ჟ–ი (პ/ნ .....); 2014 წლის 22 ნოემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3410 კილოგრამი, ხოლო 26257 ლარის მიმღებად - ი. კ–ე (პ/ნ .....); 2014 წლის 6 დეკემბრით დათარიღებული №... შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 4140 კილოგრამი, ხოლო 28566 ლარის მიმღებად - მ. შ–ი (პ/ნ .....); 2014 წლის 26 ნოემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3810 კილოგრამი, ხოლო 30099 ლარის მიმღებად - ე. ნ–ე (პ/ნ ......); 2014 წლის 27 ნოემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 4300 კილოგრამი, ხოლო 33540 ლარის მიმღებად - რ. დ–ე (პ/ნ ......); 2014 წლის 20 ნოემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 2450 კილოგრამი, ხოლო 18130 ლარის მიმღებად - ჯ. ბ–ე (პ/ნ .........); 2015 წლის 03 იანვრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3210 კილოგრამი, ხოლო 26643 ლარის მიმღებად - ნ. ბ–ე (პ/ნ .......); 30 ნოემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3850 კილოგრამი, ხოლო 30952,5 ლარის მიმღებად - ბ. ქ–ე (პ/ნ .....); 2014 წლის 16 დეკემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 4120 კილოგრამი, ხოლო 33784 ლარის მიმღებად - ს. ც–ე (პ/ნ .....); 2015 წლის 21 სექტემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3250 კილოგრამი, ხოლო 182000 ლარის მიმღებად - ს. ც–ე (პ/ნ .....); 2014 წლის 20 სექტემბრით დათარიღებული №... შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 5250 კილოგრამი, ხოლო 28875 ლარის მიმღებად - ს. ც–ე (პ/ნ .....); 2014 წლის 17 დეკემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3740 კილოგრამი, ხოლო 30668 ლარის მიმღებად - ც. ხ–ი (პ/ნ .....); 2014 წლის 4 დეკემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3610 კილოგრამი, ხოლო 24187 ლარის მიმღებად - დ. ს–ე (პ/ნ ......); 2014 წლის 20 ნოემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3215 კილოგრამი, ხოლო 24112 ლარის მიმღებად - ე. ა–ე (პ/ნ ......); 2014 წლის 4 დეკემბრით დათარიღებული №.. შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 3890 კილოგრამი, ხოლო 25674 ლარის მიმღებად - ხ. კ–უ (პ/ნ ......); 2015 წლის 9 ნოემბრით დათარიღებული №... შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 5400 კილოგრამი, ხოლო 36720 ლარის მიმღებად - ბ. ს–ე (პ/ნ .....); 2015 წლის 4 დეკემბრით დათარიღებული №... შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 6550 კილოგრამი, ხოლო 39300 ლარის მიმღებად - დ. ჩ–ე (პ/ნ .....); 2015 წლის 22 ნოემბრით დათარიღებული №... შესყიდვის აქტი, რომელშიც შესყიდული თხილის ოდენობად მითითებულია 6000 კილოგრამი, ხოლო 39000 ლარის მიმღებად - ლ. ა–ე (პ/ნ ......). აღნიშნული ყალბი დოკუმენტები ზ. შ–მა, როგორც შპს ,,............” დირექტორმა, გამოიყენა კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშებში.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენით ზ. შ–ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 (ოთხი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა ზ. შ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას ე. შ–ის (პ/ნ .....) საკუთრებაში არსებული, ქ.......ის რაიონის სოფელ ............ში მდებარე (ზონა - ....... .., სექტორი - ..... ...., კვარტალი - .., ნაკვეთი - ... საკადასტრო კოდი №.....) უძრავი ქონების 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორმა დავით ჭარბაძემ. აპელანტმა საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა ზ. შ–ის გამართლების ნაწილში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ასევე - საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ზ. შ–სათვის უფრო მკაცრი სახის სასჯელის განსაზღვრა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14იანვრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ზ. შ–ის მიერ ............. რესპუბლიკაში ექსპორტირებული თხილის პროდუქციაში მიწის თხილის შერევით მისი ფალსიფიკაციის ფაქტი, კერძოდ: უტყუარად არ არის დადგენილი ის გარემოება, რომ თხილის პარტიები, რომლებშიც ................... რესპუბლიკის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა მიწის თხილის შემცველობა, ნამდვილად შპს „...........“ მიერ იყო ექსპორტირებული ..... ში; ამასთან, ამ კვლევისათვის გამოყენებული ნიმუშები და თავად ის პროდუქცია, საიდანაც ისინი იქნა აღებული, ..........ში არ დაბრუნებულა და მათი შემდგომი ბედი უცნობია, ხოლო ..........ში დაბრუნებული თხილის პარტიებიდან აღებულ ნიმუშებში ................ის აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად მიწის თხილის შემცველობა არ დადასტურდა, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას ზ. შ–ის საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გამართლების ნაწილში.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი