ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 17.12.2007
საქმის ნომერი
2კ-1779აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1779აპ ქ. თბილისი

17 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ც-ის, მსჯავრდებულ დ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. უ-ის, მსჯავრდებულ გ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ს-ის, მსჯავრდებულ თ. დ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 დეკემბრის განაჩენით:

გ. ი-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 196-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 197-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. ი-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 20 მაისიდან;

დ. ი-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 196-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 197-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. ი-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 20 მაისიდან;

გ. დ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 196-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 197-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. დ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 20 მაისიდან;

თ. დ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 24,196-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 24,197-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თ. დ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 21 მაისიდან;

რ. შ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 24,197-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 23 მაისიდან;

თ. ც-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 24,197-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 22 მაისიდან.

განაჩენით მსჯავრდებულების _ გ. ი-ის, დ. ი-ის, გ. დ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2002 წლის დეკემბერში გ. ი-ძე დანაშაულებრივად, ფულადი შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, სხვისი სასაქონლო ნიშნისა და საფირმო სახელწოდებით ნიშანდებული ფალსიფიცირებული საქონლის უკანონო წარმოებისა და რეალიზაციისათვის დაუკავშირდა თავის ბიძაშვილს _ დ. ი-სა და ამ უკანასკნელის სიძეს – გ. დ-ეს, რ. ფ-სა და ვინმე ,,ო-რს». მათ დაახლოებით ორ კვირაში ქ. თბილისში 3160 აშშ დოლარად შეიძინეს ფალსიფიცირებული წამლების (აბების) დასამზადებლად გამოსაყენებელი პრესავტომატი. მათ აღნიშნული დანადგარი დაამონტაჟეს დ. ი-ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ჭიათურის რაიონის სოფ. ---ში. ამის შემდეგ, 2004 წლის აპრილში, მათ 1500 აშშ დოლარად შეიძინეს აბების დასაფასოებელი სამართავი პულტი, კომპრესორის სამართავი პულტი და ხსენებული დანადგარები დაამონტაჟეს იმავე მისამართზე. ქ. თბილისში, ე.წ. „---ის ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ შხამ-ქიმიკატების მაღაზიაში მათ შეიძინეს დიდი ოდენობით ფხვნილები _ „---ზა“ „---კი“, „---ნი“ და ,,---ლი», აგრეთვე _ ფალსიფიცირებული მედიკამენტების დასამზადებლად საჭირო, დიდი ოდენობით შესაფუთი და სხვა მასალა: ცარიელი ბლისტერები, ფოლგა და დაიწყეს ფალსიფიცირებული პრეპარატების: „---ის“, „--- MB-ს“, „---ის“, „---ის, „---ის“, „--- Mღ-ის“ დამზადება, რომლის რეალიზაციას გ. დ-ძე დ. ი-სთან და ვინმე ,,ო-თან» ერთად ახდენდა ქ. თბილისში „--- ვაგზლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ აფთიაქებში, აგრეთვე სხვადასხვა კერძო პირებზე, რომლებიც ეწეოდნენ მედიკამენტებით ვაჭრობას, მათ შორის ვინმე ,,რიტას» 375 ლარად მიჰყიდეს 150 კოლოფი „კავინტონი“. მათ ფალსიფიცირებული მედიკამენტების შესაფუთი მასალა _ კოლოფები (თითოეული დასახელების მედიკამენტის 2000 ცალი ეგზემპლარი) დაამზადებინეს შ. შ-ეს, რაშიც გადაუხადეს 750 აშშ დოლარი, ხოლო ბლისტერებზე დასაკრავ ფოლგაზე ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტების შესაბამისი წარწერები, თითოეული დასახელების მედიკამენტის 1000 ცალი ეგზემპლარი, დაამზადებინეს თ. დ-ლს, რაშიც მას გადაუხადეს 900 ლარი.

2005 წლის ზაფხულში ქ. თბილისში, ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მიერ ფალსიფიცირებული მედიკამენტების დამზადება-რეალიზაციაში ეჭვმიტანილი პირების დაკავების გამო დ. ი-ეს შეეშინდა რა თავისი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოაშკარავებისა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ფალსიფიცირებული წამლების დასამზადებელი დანადგარები, დამხმარე საშუალებები და სხვა გადაიტანეს გ. ი-ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ჭიათურის რაიონის სოფ. ---ში, სადაც ამ უკანასკნელთან ერთად გააგრძელა ფალსიფიცირებული წამლების დამზადება.

2006 წლის მარტში დ. ი-ემ და გ. დ-ემ რ. შ-ეს მისსავე ოფსეტურ სტამბაში დაამზადებინეს პრეპარატ „--- Mღ» 700 ცალი შესაფუთი კოლოფი, რაშიც გადაუხადეს 80 ლარი. ამავე წლის აპრილის თვეში გ. დ-ემ დ. ი-ის მიერ დამზადებული მედიკამენტი „--- მრ“ მიჰყიდა ვინმე თ-ას, თ. ც-ლს 39 კოლოფი ფალსიფიცირებული სამედიცინო პრეპარატი „--- Mღ“ გადაუცვალეს 298 ბლისტერ ფალსიფიცირებულ მედიკამენტ „---ში“, ხოლო 10 კოლოფი „--- Mღ“ მიჰყიდეს ვინმე ,,ზ-დს», რომელსაც უნდა გადაეხადა გ. დ-სათვის 50 ლარი. 10 000 აშშ დოლარის, ანუ 18300 ლარის საფასურის ხსენებული დასახელების პრეპარატები ოთარმა 2005 წლის გაზაფხულზე სარეალიზაციოდ გაიტანა რუსეთის ფედერაციაში, 1100 აშშ დოლარის, ანუ 1994, 85 ლარის საფასურის მედიკამენტების რეალიზაცია გ. დ-ემ 2005 წლის ივლისში მოახდინა ქ. თბილისში „--- ვაგზლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ აფთიაქებში. 2800 აშშ დოლარის, ანუ 5077, 8 ლარის საფასურის ფალსიფიცირებული პრეპარატები: „---ნი“, „---ლი“, „---დი“, „---ლი“ და „--- მრ“ ამავე პერიოდში რეალიზებულ იყო რ. ფ-ის მიერ. 4400 აშშ დოლარის, ანუ 8019 ლარის საფასურის ფალსიფიცირებული მედიკამენტი „---ლი“ დ. ი-ემ 2005 წლის აგვისტოში სარეალიზაციოდ გაგზავნა თავის ნაცნობთან, ვინმე კ-სთან ქ. მოსკოვში, ხოლო სამედიცინო პრეპარატ „---ის» ცარიელი კოლოფები, სულ _ 148 ცალი, სამედიცინო პრეპარატ „--- მრ“-ის 66 ფურცელი, სამედიცინო პრეპარატ „--- Mღ“ის ცარიელი კოლოფები, 124 ცალი სამედიცინო პრეპარატ „---ის“ ანოტაციის 450 ფურცელი, სამედიცინო პრეპარატ „---ის“ 850 ფირფიტა (თითოეულში 30 აბი), „--- Mღ-ის“ 171 ბლისტერი (თითოეულში 30 აბი), სამედიცინო პრეპარატ „---ის“ კოლოფი, სულ 300 აბი (თითოეულში 60 აბი), რომელთა რეალიზაცია მათ ვერ მოასწრეს, 2006 წლის 20 მაისს ამოიღეს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დ. ი-ის საცხოვრებელი სახლებიდან _ მდებარე ქ. თბილისში, ---ის გამზ. ¹--, ბინა 49-ში და ჭიათურის რაიონის სოფ. ---ში. ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულ იქნა სამედიცინო პრეპარატების აბების დასამზადებელი პრეს-ავტომატი, „ბლისტერის» ფორმის დასამზადებელი ვაკუუმის ნასოსი მართვის პულტით, „ბლისტერებში“ აბების შესაფუთი დანადგარი მართვის პულტით, წითელი ფერის ფხვნილი, მოთავსებული პატარა ზომის მუყაოს კასრში, თეთრი ფერის ფხვნილი, მოთავსებული დიდი ზომის მუყაოს კასრში, ფოლგის ნაჭრები წარწერით _ „---ლი“, ,,---ლი», „---ნი Mღ“, აბების დასაფასოებელი ფორმები, წითელი და თეთრი ფერის აბები, მოთავსებული პოლიეთილენის პარკებში, ,,პლიონკები», ცარიელი ბლისტერები, ფხვნილები. ასევე, ჭიათურის რაიონის სოფ. ---ში მდებარე გ. ი-ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იყო სამედიცინო პრეპარატების აბების დასაფასოებელი პრეს-დანადგარი, სამედიცინო პრეპარატ „--- Mღ“-ის და „---ის“ შესაფუთი მასალა, დაფასოებული და კოლოფში მოთავსებული სამედიცინო პრეპარატ „---ის“ 250 მგ- 25 კოლოფი (თითოეულში 10 აბი).

ზემოხსენებული დანადგარების და მასალების გამოყენებით გ. ი-ემ ი-სთან, გ. დ-სთან, რ. ფ-სთან და ამ უკანასკნელის ნაცნობთან, ვინმე ,,ო-თან» ერთად, თ. ც-ის, თ. დ-ის, რ. შ-ის და სხვათა დახმარებით, 2004 წლის აპრილიდან 2006 წლის 20 მაისამდე საფრანგეთის კომპანია „---», უნგრეთის კომპანია „---ის“, სლოვენიის კომპანია „---ს“ და კომპანია „---’’-ს სასაქონლო ნიშნებისა და საფირმო სახელწოდებების გამოყენებით, დაამზადა და რეალიზაცია მოახდინა 33691, 65 ლარის საფასურის ფალსიფიცირებული მედიკამენტები: „---ლი“, „--- Mღ“, --- MB“, ---, „---დი“, „---ლი“. საქართველოს --- სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2006 წლის -- ივლისის ქიმიური ექსპერტიზის ¹--/-- დასკვნის თანახმად, დ. ი-ის საცხოვრებელი სახლებიდან _ მდებარე ქ. თბილისში, ---ის გამზ. ¹--, ბინა 49-ში და ჭიათურის რაიონის სოფ. ---ში, ასევე გ. ი-ის საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ჭიათურის რაიონის სოფ. ---ში, ამოღებული სამედიცინო პრეპარატებიდან ნორმატიულ-ანალიზური დოკუმენტაციის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს შემდეგი მედიკამენტები:

,,--- Mღ» 35 მკ. მწარმოებელი ,,---» სერიით 4ლ16606, ვარგ. ვადა 11.2007“.

„--- MB» 35 მგ 30 აბი ბლისტერზე, სერია 4L16606, ვარგ. ვადა 11. 2007, მწარმოებელი სს „---“.

„---ლი“, 60 აბი მ 4513, ვარგ. ვადა 12. 2007 წ მწარმოებელი „---" საფრანგეთი.

„---ლი“ 20 მგ 30 აბი ბლისტერზე, სერია 4 M4513, ვარგ. ვადა 12.2007 წ. მწარმოებელი „---" საფრანგეთი

სხვადასხვა ინტენსივობის ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი აბები, სავარაუდოდ, ,,პრედუქტალი Mღ» 35 მგ.

მუქი წითელი ფერის მრგვალი ორმხრივ ამოზნექილი აბები, სავარაუდოდ „---ლი“ 20 მგ.

წარმოადგენენ ფალსიფიცირებულ მედიკამენტებს, რომელთა შეფუთვა-მარკირება, აბების ფორმა, შეფერილობა, შიგთავსი არ აკმაყოფილებს სტანდარტულ მოთხოვნებს, არ შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს _ ---ის ,,---დს».

„---დი» 250 მგ, სერია 92513თF 10, ვარგ. ვადა 01.08.2007 მწარმოებელი „---ს იტალია. გამავრცელებელი ---

„--- 250 მგ, ¹-- სერია 058 თF0802, ვარგ. ვადა 01.08.2007 მწარმოებელი „---ს იტალია გამავრცელებელი ---.

ყვითელი ფერის, მოგრძო, ორმხრივ ჩაზნექილი აბები, შეფუთვის გარეშე (სავარაუდოდ „---დი“) წარმოადგენენ ფალსიფიცირებულ მედიკამენტებს, რომელთა შეფუთვა-მარკირება, აბების ფორმა, შეფერილობა, შიგთავსი არ აკმაყოფილებს სტანდარტულ მოთხოვნებს, არ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ,,---ნს».

„---ნი“ ,,---ის“ ლოგოთი, სერია თ39173, გამოშვება თარიღი 09.02.2003 წ. ვარგ. ვადა 09.2008წ.

მონაცრისფრო მრგვალი აბები ერთ მხარეს გრავირებით: „---ონ“ წარმოადგენენ ფალსიფიცირებულ მედიკამენტებს.

მონაცრისფრო, მოგრძო, ორმხრივ ამოზნექილი აბები ერთი მხარეს ბეფდით, შეფუთვის გარეშე (სავარაუდოდ ,,---ლი» ან ,,---აი») ფალსიფიცირებულია, არ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ,,---ნს».

საქართველოს --- სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2006 წლის -- ივნისის ტექნიკურ-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ¹--/-- დასკვნის თანახმად, დ. ი-ის საცხოვრებელი სახლებიდან, მდებარე ქ. თბილისში, ---ის გამზ. ¹-- 49-ში და ჭიათურის რაიონის სოფ. --ში, ასევე გ. ი-ის საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ჭიათურის რაიონის სოფ. ---ში, ამოღებული წამლების ბლისტერებსა და აბებზე ლოგოები შინაარსობრივად ერთნაირია, ყველა დასახელების წამლების ბლისტერებსა და ფოლგებზე წარწერა შესრულებულია კუსტარულად დამზადებული აბრეშუმის ტრაფარეტული ბეჭდვით.

წარმოდგენილი სამედიცინო პრეპარატების ყველა კოლოფსა და ანოტაციებზე არსებული წარწერები შესრულებულია ფაბრიკული წარმოების წესის დაცვით (ოფსეტური ბეჭდვით), მაგრამ შესაბამის ნიმუშებთან (ორიგინალებთან) შედარებით _ სხვადასხვა საბეჭდი ფორმით.

თანახმად საქართველოს --- სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2006 წლის -- აგვისტოს დამატებითი ტექნიკურ-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ¹--/-- დასკვნისა, ქ. თბილისში, ---ის ქ. ¹2-ში განთავსებული რ. შ-ის ოფსეტური სტამბის საამქროდან ამოღებული ორი ცალი კოლოფი წარწერით: „--- მრ“ (ფუთა ¹--) და დ. ი-ის საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ქ. თბილისში, ---ის გამზ. ¹--, ბინა 49-ში, ამოღებული კოლოფები წარწერით: „-- მრ“ (პარკი ¹--), ზომებით, წარწერების შინაარსითა და განლაგებით ერთნაირია და მათზე არსებული წარწერები შესრულებულია ერთი და იმავე ფაბრიკული წარმოების წესის დაცვით, ოფსეტური ბეჭდვით.

მსჯავრდებულ თ. დ-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

მან დახმარება გაუწია ზემოხსენებულ პირებს აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, ის 2002 წლის დეკემბრიდან მუშაობდა შპს „---ის“ დასაფასოებელ საამქროში მუშად და დასაქმებული იყო პოლიგრაფიული ფირების დამზადებით. ის დაეთანხმა დ. ი-ეს, რომ საწარმოში დაემზადებინა ზემოთ დასახელებული ფალსიფიცირებული სამედიცინო პრეპარატების წარმოებისა და გასაღებისათვის აუცილებელი დასაფასოებელი ფირები და ფოლგები, რომლებიც გამოყენებულ იქნა სხვისი სასაქონლო ნიშნით რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული ფალსიფიცირებული საქონლის წარმოებასა და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანაში.

მსჯავრდებულ რ. შ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგში: რ. შ-ძე დაეთანხმა დ. ი-სა და გ. დ-ეს, დაემზადებინა ზემოაღნიშნული ფალსიფიცირებული მედიკამენტების სარეალიზაციოდ საჭირო 700 ცალი კოლოფი და ანოტაციები თავის არასაცხოვრებელ ფართში განთავსებულ ოფსეტურ სტამბაში, რაც განახორციელა კიდეც. ამის სანაცვლოდ გადაუხადეს მას 80 ლარი.

თ. ც-ის ქმედება გამოიხატა შემდეგში: იგი 2006 წლის 8-10 მაისს ქ. თბილისში, --- სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. დ-ეს შეუთანხმდა, რომ ერთ კოლოფ ფალსიფიცირებულ „--- Mღ“-ის სანაცვლოდ მისცემდა „--- Mღ“-ს 8 ლარად, „---ვს“ _ 1 ლარად. მეორე დღეს ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ---ის გამზირზე, სადაც გ. დ-ემ თ. ც-ლს სარეალიზაციოდ მისცა 20 კოლოფი ფალსიფიცირებული სამედიცინო პრეპარატი „--- Mღ“, ხოლო სანაცვლოდ მისგან მიიღო 160 ბლისტერი ფალსიფიცირებული სამედიცინო პრეპარატი „---ვი“, რითაც თ. ც-მა დახმარება გაუწია როგორც გ. დ-სა და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, ასევე გამოძიებით დაუდგენელ პირს მედიკამენტების _ „--- მრ“-ისა და „---ის“ ფალსიფიკაციაში. თ. ც-მა, მოახდინა რა მიღებული პრეპარატების რეალიზაცია, კვლავ შეხვდა 2006 წლის 15 მაისს გ. დ-ეს იმავე პრეპარატის შესაძენად. ისინი შეთანხმდნენ, რომ 138 ბლისტერ ფალსიფიცირებულ „---ში“ გ. დ-ძე მისცემდა თ. ც-ლს 10 კოლოფ ფალსიფიცირებულ „--- Mღ“-ს წინა შეთანხმებისაგან განსხვავებით, ერთი ბლისტერი „---ის“ ფასი თ. ც-მა გაზარდა 10 თეთრით. იქვე მოილაპარაკეს, რომ შეხვედრის ადგილს დათქვამდნენ ტელეფონის საშუალებით. იმავე დღეს, ქ. თბილისში, ---ის გამზირზე, თ. ც-მა გ. დ-ეს გადასცა გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან შეძენილი 138 ბლისტერი ფალსიფიცირებული „---ვი“, 2006 წლის 17 მაისს გ. დ-ემ ტელეფონით დაურეკა თ. ც-ლს, რათა შეთანხმებულიყვნენ შეხვედრის ადგილზე 19 კოლოფი ფალსიფიცირებული „--- მრ»-ის გადასაცემად. რადგანაც თ. ც-ლი იმ მომენტში დაკავებული იყო პირადი საქმეებით, შეთანხმების თანახმად, გ. დ-ემ ზემოთ მითითებული პრეპარატები დატოვა სავაჭრო ცენტრ „---ის“ წინ მდებარე მათი საერთო ნაცნობის რ. პ-ის სპორტული ფეხსაცმლის მაღაზიაში გამყიდველ მ. თ-თან, საიდანაც თ. ც-მა იმავე დღეს აიღო ისინი და მოახდინა მათი რეალიზაცია, რითაც დახმარება გაუწია როგორც გ. დ-სა და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, ასევე გამოძიებით დაუდგენელ პირს მედიკამენტების _ „--- Mღ-ისა“ და „---ის“ ფალსიფიკაციაში.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ რ. შ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. ც-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და რ. შ-ის გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო; ბრალდებამ ვერ შეძლო რაიმე სახის მტკიცებულების წარდგენა, რაც დაადასტურებდა, რომ რ. შ-ემ დაამზადა 700 ცალი ,,---Mღ»-ის კოლოფები და ანოტაციები.

მსჯავრდებულ დ. ი-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. უ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის გაგზავნას ახალი სასამართლო განხილვისათვის ან განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დ. ი-სათვის სასჯელის შემსუბუქებას.

მსჯავრდებულ გ. ი-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ს-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. ი-ის გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო; განაჩენს საფუძვლად დაედო ვარაუდი, იგი გამოტანილია განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენაში უტყუარ მტკიცებულებათა არსებობის გარეშე. არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ საქმეზე ჩატარებულია არასწორი, ცალმხრივი და არასრული გამოძიება; განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

მსჯავრდებული თ. დ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას. იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

პალატა თვლის, რომ როგორც I-ლი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებს საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები გააჩნდათ მსჯავრდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

განაჩენით მსჯავრდებულების _ გ. ი-ის, დ. ი-ის, რ. შ-ის, თ. დ-ის მიმართ შერაცხული ბრალდება დადასტურებულია მსჯავრდებულების _ დ. ი-ის, გ. დ-ის მიერ წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოსათვის მიცემული აღიარებითი ჩვენებებით, თ. ც-ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული აღიარებითი ჩვენებით, თ. დ-ის აღიარებითი ჩვენებით; დაზარალებული ფირმის ,,---ეს» წარმომადგენელ გ. ჩ-ის ჩვენებებით, მოწმეების _ გ. კ-ას, მ. თ-ის, მ. ქ-ის ჩვენებებით, ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, აფთიაქების ჩხრეკისა და მათი დალუქვის ოქმებით, საქართველოს --- სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2006 წლის -- ივლისის, -- ივლისის ტექნიკურ-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით, საქართველოს --- სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2006 წლის -- ივლისის, -- ივლისის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების _ გ. ი-ის, დ. ი-ის, რ. შ-ის, თ. დ-ის მიერ ჩადენილ ქმედებებს და სასჯელის ზომაც სამართლიანად განუსაზღვრა.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულებს _ გ. დ-სა და თ. ც-ლს, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, სრული მოცულობით შეამოწმა საქმე მათ მიმართაც და მიიჩნია, რომ დადგენილი განაჩენი გ. დ-სა და თ. ც-ის მიმართ კანონიერია.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული გ. ი-ძე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 196-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ი-ეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 197-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს. მსჯავრდებულ გ. ი-ეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 197-ე მუხლის მეორე ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული დ. ი-ძე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 196-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ დ. ი-ეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 197-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს. მსჯავრდებულ დ. ი-ეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 197-ე მუხლის მეორე ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული თ. დ-ლი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 24,196-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ თ. დ-ლს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 24,197-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს. მსჯავრდებულ თ. დ-ლს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 24,197-ე მუხლის მეორე ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული გ. დ-ძე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 196-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ გ. დ-ეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 197-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს. მსჯავრდებულ გ. დ-ეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 197-ე მუხლის მეორე ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ რ. შ-ეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 24,197-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს. მსჯავრდებულ რ. შ-ეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 24,197-ე მუხლის პირველი ნაწილით მოსახდელად უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იმის გათვალისწინებით, რომ რ. შ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 23 მაისიდან, მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან;

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ თ. ც-ლს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 24,197-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს. მსჯავრდებულ თ. ც-ლს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 24,197-ე მუხლის მეორე ნაწილით მოსახდელად უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

იმის გათვალისწინებით, რომ თ. ც-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 22 მაისიდან, მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული გ. ი-ძე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 196-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ი-ეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 197-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს. მსჯავრდებულ გ. ი-ეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 197-ე მუხლის მეორე ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული დ. ი-ძე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 196-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ დ. ი-ეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 197-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს.

მსჯავრდებულ დ. ი-ეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 197-ე მუხლის მეორე ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული თ. დ-ლი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 24,196-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ თ. დ-ლს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 24,197-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს. მსჯავრდებულ თ. დ-ლს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 24,197-ე მუხლის მეორე ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული გ. დ-ძე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 196-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ გ. დ-ეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 197-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს.

მსჯავრდებულ გ. დ-ეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 197-ე მუხლის მეორე ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ რ. შ-ეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 24,197-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს.

მსჯავრდებულ რ. შ-ეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 24,197-ე მუხლის პირველი ნაწილით მოსახდელად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

იმის გათვალისწინებით, რომ რ. შ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 23 მაისიდან, მას დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან;

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ თ. ც-ლს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 24,197-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს.

მსჯავრდებულ თ. ც-ლს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 24,197-ე მუხლის მეორე ნაწილით მოსახდელად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

იმის გათვალისწინებით, რომ თ. ც-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 22 მაისიდან, მას დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.