ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 06.12.2007
საქმის ნომერი
2კ-1576აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1576აპ ქ. თბილისი

6 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. შ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განაჩენით მ. შ-ვა, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 25 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 192-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 25 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 50 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც უნდა ჩაირიცხოს ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი --, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში ¹--.

მ. შ-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი უძრავი ნივთი, საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ზუგდიდი, ---ს ქ.¹33-ში, უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს (მ. შ-ას) განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ მ. შ-ას მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ქ. ზუგდიდში, ---ს ქ. ¹330-ში მცხოვრებ მ. შ-ას თავისი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გააჩნდა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ჩამოსასხმელი კუსტარული საამქრო, სადაც 1995 წლიდან 2006 წლის 11 იანვრამდე სპეციალური ნებართვის გარეშე ასხამდა სხვადასხვა დასახელების, როგორც ალკოჰოლურ, ისე უალკოჰოლო სასმელებს, რასაც მოგების მიღების მიზნით, რეალიზაციას უკეთებდა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, ასევე მას არა აქვს გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი, რომლის განაკვეთი ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელებისათვის მთლიანად შეადგენს 400 ლარს.

მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2006 წლის 11 იანვარს ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მიერ ქ. ზუგდიდში, ---ს ქ. ¹33-ში მდებარე მ. შ-ას საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა მის მიერ ჩამოსხმული 360 ცალი „---მი“, ნახევარლიტრიან მინის ბოთლებში; 5 ბოთლი შამპანური „---მი“, 2 ბოთლი შამპანური „---ნი“, 4 ბოთლი შამპანური „---სი“, 2 ბოთლი შამპანური „---ფი“, 3 ბოთლი შამპანური „---რი“, 3 ბოთლი შამპანური „---ლი“, 6 ბოთლი არაყი „---კი“, 8 ბოთლი არაყი „---სი“, 3 ბოთლი არაყი „---ია“, 4 ბოთლი „---ის», ლიქიორი, 12 ბოთლი ლიმონათი „---გი“, 22 ბოთლი ლიმონათი „---ლი“, 40 ბოთლი ლიმონათი „---ლი“, 3 ბოთლი ლიქიორი „---ზა“, 27 ბოთლი სხვადასხვა ფერის კონცენტრატები, შამპანურის ეტიკეტები, ---სა და სხვადასხვა დასახელების ლიმონათის ეტიკეტები, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ჩამოსასხმელი კუსტარული დანადგარ-მოწყობილობა 5 ცალად და ჟანგბადის ბალონი _ 2 ცალად, ასევე ---ის ბოთლის თავსახურავები _ საცობები.

მ. შ-ვს მიერ გამოშვებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები: 360 ცალი ---მი, ნახევარლიტრიან მინის ბოთლებში: 5 ბოთლი შამპანური „---მი“, 2 ბოთლი შამპანური „---ნი“, 4 ბოთლი შამპანური „---სი“, 2 ბოთლი შამპანური „---ლი“, 6 ბოთლი არაყი „---კი“, 8 ბოთლი არაყი „---სი“, 3 ბოთლი არაყი „---ია“, 4 ბოთლი „---ის“ ლიქიორი, 12 ბოთლი ლიმონათი „---გი“, 22 ბოთლი ლიმონათი „---ლი“, 40 ბოთლი ლიმონათი „---ლი“, 3 ბოთლი ლიქიორი „---ზა“, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, ორგანოლეპტიკური და ფიზიკოქიმიური მაჩვენებლებით არ შეესაბამება სახელმწიფო სსტ -- მაჩვენებლებს და სახელმწიფო გოსტ- -- -ის მაჩვენებლებს, ეს სასმელები არის ფალსიფიცირებული, შეცვლილია მათი თვისებრივი სახე, მაგრამ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული მ. შ-ვა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, ჯარიმის შემცირებას სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი ნორმის სანქციის მინიმუმამდე. კასატორი საჩივარში აღნიშნავს, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია ცალმხრივად, რასაც შედეგად მოჰყვა დაუსაბუთებელი და უკანონო განაჩენის გამოტანა; განაჩენი ემყარება მხოლოდ დაუშვებელ მტკიცებულებებს და მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია; ამოღებული სასმელები მ. შ-ას არ ეკუთვნის და, შესაბამისად, ნაწარმის ფალსიფიცირებაზე საუბარიც კი ზედმეტია. კასატორ მ. შ-ას განმარტებით, სახლის ჩხრეკისას მის მიმართ უხეშად დაირღვა კანონით გათვალისწინებული პროცესულური ნორმები და მისი, როგორც მესაკუთრის, ასევე _ ადამიანის უფლებები, კერძოდ: საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩატარდა მისი დასწრების გარეშე, რის გამოც აღნიშნული ოქმი არის დაუშვებელი მტკიცებულება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. სასამართლო ორგანოებმა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება, საქმეზე დადგენილია კანონიერი განაჩენი, რომლის გაუქმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დასტურდება მსჯავრდებულ მ. შ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა. ეს მტკიცებულებებია არა მხოლოდ მოწმეების _ ე. კ-ას, ა. შ-ას, ბ. რ-ას, ლ. ფ-ას, ზ. შ-სა და სხვათა ჩვენებები, არამედ აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, 2005 წლის 11 იანვარს მ. შ-ას საცხოვრებელ სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმი, ნივთმტკიცებად ცნობის დადგენილება და საქმეში არსებული სხვა მასალები.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას და სასჯელის ზომაც სამართლიანად განუსაზღვრა.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მესამე მუხლის მეორე პუნქტში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი), მსჯავრდებული მ. შ-ვა მთლიანად უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 25 000 ლარის მოხდისაგან, ხოლო ამავე კოდექსის 197–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 25 000 ლარი უნდა გაუნახევრდეს და საბოლოოდ, მ. შ-ას სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა _ 12 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც უნდა ჩაირიცხოს ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი --, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში ¹--.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტითა და მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მესამე მუხლის მეორე პუნქტში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი), მსჯავრდებული მ. შ-ვა მთლიანად გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის მოხდისაგან.

მსჯავრდებულ მ. შ-ას საქართველოს სსკ-ის 197–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი გაუნახევრდეს.

მსჯავრდებულ მ. შ-ას საბოლოოდ სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა _ 12 500 (თორმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც ჩაირიცხოს ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი --, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში ¹--.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.