ბრძანება N 10991

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.05.2026
№ დოკუმენტი 10991
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10991

19 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------)

(ფაქტ. მის.: -------------------------;

იურ. მის.: --------------------------)

2026 წლის 26 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) 2026 წლის 26 აპრილის №101988/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 31 მარტის №225-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელის განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღრის საფუძველი გახდა ე.წ. „შავი ჩანაწერები“. მიუთითებს, რომ მიუხედავად მისი მოთხოვნისა არ მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა აღნიშნულს ჩანაწერებს და გადაეღო ქსეროასლები. შესაბამისად, აცხადებს, რომ მისთვის უცნობია გაანგარიშების დეტალები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს ე.წ. „შავი ჩანაწერების“ მიწოდებას და საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 დეკემბრის №27613 და 2026 წლის 20 თებერვლის №3899 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 12 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 26 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 31 მარტის №7192 ბრძანება და ამავე არიღის №225-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 49 771 ლარი, მათ შორის, გადასახადი 34 674 ლარი, ჯარიმა 9 262 ლარი, საურავი 5 835 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს სასოფლოსამეურნეო შხამ-ქიმიკატებისა და დამხმარე ინვენტარის შეძენა/რეალიზაცია. პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 24 ნოემბრიდან, ხოლო დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. პირი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული პროგრამით და არ გააჩნია სრულყოფილი საბუღალტრო ჩანაწერები. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის მოწოდებულ იქნა საბანკო ამონაწერები და სხვადასხვა ახსნა-განმარტებები. საქონლის შეძენას ახდენდა ადგილობრივ ბაზარზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ----ის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №-- საქმე, ი/მ -----ის მიერ ფალსიფიკაციის, ესეიგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლის ფაქტზე ჩადენილი ანგარებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით. პირის შემოსავლების განსაზღვრისთვის შესწავლილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ----ის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №--- საქმეში არსებული მასალები, რომელიც შემოწმების მიმდინარეობისას გადმოგზავნილ იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ, კერძოდ: ე.წ. "შავი ჩანაწერები", შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 16 დეკემბრის №27559 ,,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ“ ბრძანების საფუძველზე ი/მ ----ის კუთვნილ ობიექტებში 2025 წლის 16 დეკემბერს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალები, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 31 ივლისის №17240 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების მასალები. აქედან გამომდინარე. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა ინდივიდუალური მეწარმის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი/გამოქვითვები 2023 და 2024 წლებისათვის. კერძოდ, 2023 წლის დასაბეგრი შემოსავალი გამოთვლილ იქნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალებითა და მასში არსებული გადასახადის გადამხდელის მიერ გაცხადებული სარეალიზაციო ფასებით, რომლის შედეგადაც გამოყვანილ იქნა პირის საქმიანობის საშუალო ფასნამატი. ხოლო, 2024 წლის ერთობლივი შემოსავალი გაანგარიშებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №--- საქმეში არსებული მასალებისა და ე.წ. "შავი ჩანაწერების" შესაბამისად, ხოლო ხარჯები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-80 და 105-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 16 დეკემბერს ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალებით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 31 ივლისის №17240 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების მასალებით, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ინდივიდუალური მეწარმის ერთობლივი შემოსავალი/გამოქვითვები 2023 და 2024 წლებისათვის, კერძოდ, 2023 წლის დასაბეგრი შემოსავალი გაანგარიშებულ იქნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალებითა და მასში არსებული გადასახადის გადამხდელის მიერ გაცხადებული სარეალიზაციო ფასებით, რომლის შედეგადაც გამოყვანილ იქნა პირის საქმიანობის საშუალო ფასნამატი. ხოლო, 2024 წლის ერთობლივი შემოსავალი გაანგარიშებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არსებული მასალებისა და ე.წ. "შავი ჩანაწერების" შესაბამისად. ამასთან, ხარჯები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით., რამაც საბოლოო ჯამში გამოწვია საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების დადგენა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია გაანგარიშების დეტალები.ითხოვს ე.წ. „შავი ჩანაწერების“ მიწოდებას და საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №27613 და №3899 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 12 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №7192 ბრძანება და №225-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 49 771 ლარი, მათ შორის, გადასახადი 34 674 ლარი, ჯარიმა 9 262 ლარი, საურავი 5 835 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ პირის შემოსავლების განსაზღვრისთვის შესწავლილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები, რომელიც შემოწმების მიმდინარეობისას გადმოგზავნილ იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ, კერძოდ: ე.წ. "შავი ჩანაწერები", შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №27559 ,,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ“ ბრძანების საფუძველზე მომჩივანის კუთვნილ ობიექტებში 2025 წლის 16 დეკემბერს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალები, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №17240 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების მასალები. აქედან გამომდინარე. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა ინდივიდუალური მეწარმის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი/გამოქვითვები 2023 და 2024 წლებისათვის. კერძოდ, 2023 წლის დასაბეგრი შემოსავალი გამოთვლილ იქნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალებითა და მასში არსებული გადასახადის გადამხდელის მიერ გაცხადებული სარეალიზაციო ფასებით, რომლის შედეგადაც გამოყვანილ იქნა პირის საქმიანობის საშუალო ფასნამატი. ხოლო, 2024 წლის ერთობლივი შემოსავალი გაანგარიშებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებისა და ე.წ. "შავი ჩანაწერების" შესაბამისად, ხოლო ხარჯები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-80 და 105-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“); 79(„ა“); 80(1); 81(1); 100(1); 102(1 „ა“); 105(1.2);