ცრუ მეწარმეობა, ესე იგი საწარმოს შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, კრედიტის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღების ანდა აკრძალული საქმიანობის დაფარვის მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 193. ცრუ მეწარმეობა ცრუ მეწარმეობა, ესე იგი საწარმოს შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, კრედიტის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღების ანდა აკრძალული საქმიანობის დაფარვის მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №2კ-1216აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.05.2023
ნ–ი, - დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 193-ე მუხლით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამავე კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება, ხოლო 25,…
- საქმე №2კ-60-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.12.2022
ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ბ-ს სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე და 196-ე მუხლებით (კომერციული, საბანკო ან კერძო დოკუმენტის გაყალბება, ჩადენილი თაღლითური განზრახვით ან ზიანის მიყენების მიზნით) და 496-ე მუხლის პირველი და მე-2…
- საქმე №2კ-957აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.06.2020
ა-მა ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 193-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები. 9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
- საქმე №2კ-533აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.03.2016
კ-ი, - დაბადებული 19… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 10000 ლარი, 193-ე მუხლით - 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-335აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2015
გ-ა, – ნასამართლობის არმქონე, – საქართველოს სსკ-ის 25-ე, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 25-ე, 193-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში; 2. გ. ნ-ე, – ნასამართლობის არმქონე, – საქართველოს სსკ-ის 193-ე მუხლით, 25-ე, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ე“…
- საქმე №2კ-27-I-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.02.2011
- საქმე №ბს-1054-1017(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2009
- საქმე №2კ-1870აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2007
- საქმე №ბს-435-416(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2006
- საქმე №2კ-279აპ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.09.2005
- საქმე №2კ-34კოლ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.05.2005
- საქმე №330100114487600 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.11.2019
- საქმე №820100110002629433 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 09.07.2019
- საქმე №330100114487600 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება