მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონო რეგისტრაცია, სახელმწიფო მიწის კადასტრის სააღრიცხვო მონაცემის დამახინჯება ანდა მიწის გადასახადის შემცირება ანგარებით ანდა სხვა პირადი მოტივით, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(30)
- საქმე №2კ-130აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2017
საქმეში არსებული, თ-ს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლისა და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის 2016 წლის 23 აგვისტოს მომართვის მიხედვით,,,ოპიუმი“ და,,მარიხუანა“ თ-ს რესპუბლიკის კანონმდებლობით განეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებას და მისი უნებართვოდ მოხმარებ, თ-ს სსკ-ის 191 მუხლის თანახმად, ითვლება დანაშაულად. ამგვარი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სამართალწარმოების დაწყება გადაიდება 5 წლით.
- საქმე №26აგ.-2011 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2011
მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლის მე-2 ნაწილის, იმავე კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 191-ე მუხლის საფუძველზე, რის გამოც მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, აქედან 5 (ხუთი) წლის საპყრობილეში, ხოლო 10 (ათი) წლის გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
- საქმე №2კ-9-I-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.06.2011
ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 191-ე მუხლის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება.
- საქმე №ბს-972-932(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2008
…ნაწილის ეპიზოდში ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობის გამო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.05.97წ. განაჩენით გ. კ.-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187.3 მუხლით, 195.2 მუხლით, 109 და 191 მუხლებით და საჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლის თავისუფლების აღკვეთა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 10.05.2000წ.
- საქმე №ბს-198-187(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2007
ჯ-ემ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 191-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუმცა, რადგან გასული იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტით უარი ეთქვა სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე და შეწყდა სისხლის სამართლის საქმე.
- საქმე №191საზ.-2007 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.10.2007
- საქმე №ბს-438-553-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2004
- საქმე №2კ-290დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.12.2003
- საქმე №2კ-261დად.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.12.2002
- საქმე №2კ-106კოლ.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2002
- საქმე №3გ/ად-29-გ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2002
- საქმე №2კ-230დად.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.11.2002
- საქმე №2კ-49კოლ.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2002
- საქმე №3გ/ად-238-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2002
- საქმე №2კ-15კოლ.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.03.2002
- საქმე №2კ-128დად.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.01.2002
- საქმე №2კ-114დად.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.10.2001
- საქმე №2კ-30შ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.08.2001
- საქმე №2კ-85აპ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.07.2001
- საქმე №2კ-60აპ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.06.2001
- საქმე №2კ-3აპ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.02.2001
- საქმე №2კ-135აპ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.01.2001
- საქმე №2კ-77დად.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2001
- საქმე №2კ-33-I-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.09.2000
- საქმე №2კ-12-I-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.05.2000
- საქმე №2კ-15კოლ.-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.04.2000
- საქმე №2კ-26აპ.-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.04.2000
- საქმე №2კ-10საზ.-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.03.2000
- საქმე №050100116001608015 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 07.10.2019
- საქმე №330100118002508680 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.10.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება