განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა

სისხლის სამართლის 25.01.2001
საქმის ნომერი
2კ-135აპ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.01.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 135-აპ 25 იანვარი, 2001 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ტურავა მოსამართლეები: რ. შველიძე, გ. ბორჩხაძე

განიხილა მსჯავრდებულ მ. ა-ევის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე, რომ-ლითაც მ. ა-ევი _ ცნობილია დამნაშავედ საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობის წესით სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა ასი დღიური ანაზღაურებით _ სულ ორასი ლარის ოდენობით და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ერთი წლის ვადით. საქართველოს 1960 წლის კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში კი ის გამართლებულ იქნა.

ასეთივე განაჩენი იყო დადგენილი მ. ა-ევის მიმართ მარნეულის რაიონული სასამართლოს მიერ 2000 წლის 31 აგვისტოს.

საკასაციო საჩივარი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის აღნიშნული განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულ მ. ა-ევის ქმედება დანაშაულებრივ ხასიათს არ ატარებს.

პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს წევრის გ. ბორჩხაძის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წინასწარი გამოძიების მიერ მ. ა-ევს ბრალი დაედო მასში, რომ 1999 წლის 9 თებერვლიდან მუშაობდა რა მარნეულის რაიონის სოფ. ყაჩაღანის საკ-რებულოს თავმჯდომარედ, თანამდებობა გამოიყენა ბოროტად, ანგარებით, განზრახ ჩაიდინა სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგო ქმედება, რითაც არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფო ინტერესებს; მანვე, ანგარებით ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, მითვისების გზით, გაიტაცა მის გამგებლობაში არსებული სხვისი ქონება. საბრალდებო დას-კვნის მიხედვით ყოველივე ეს გამოიხტა შემდეგში: 2000 წლის 14 თებერვალს თავის სამუშაო კაბინეტში სოფელ კირაჩ-მუღანლოს ამბულატორიის მთავარ ექიმს გ. ა-ოვას მისცა ყალბი ცნობა თითქოს ამ უკანასკნელს გადახდილი ჰქონ-და სამედიცინო ამბულატორიის შენობის 27 თვის საიჯარო ქირა 270 ლარი. ამ ცნობასთან ერთად მ. ა-ევმა გამოწერა საკასო შემოსავლების ორი ქვითარი _ ერ-თი 1998 წლის 12 დეკემბრის თარიღით 150 ლარზე და მეორე 2000 წლის 20 იანვრის თარიღით 120 ლარზე, რომლებსაც დაუსვა გამოგონილი ნომრები _ “2” და “5” და ცნობასთან ერთად გადასცა გ. ა-ოვას, რომელმაც თავის მხრივ, ისინი წარადგინა მარნეულის რაიონის სასამართლოში, რომლის წარმოებაში იყო სამოქალა-ქო საქმე ზემოაღნიშნული ამბულატორიის შენობიდან იქ მცხოვრები პირების გა-მოსახლების შესახებ. ყოველივე ეს მ. ა-ევმა ჩაიდინა ანგარებით, რომ გ. ა-ოვას მიერ მასზე გადაცემული 270 ლარი არ შეეტანა სალაროში და მიეთვისებინა. ზემოაღნიშნულით მ. ა-ევმა არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფო ინტერესებს, რადგან სასამართლომ მიიღო ყალბი ცნობები მხედველობაში და გამოიტანა გ. ა-ოვას სასარგებლო გადაწყვეტილება. მანვე, იმის შემდეგ, რაც გ. ა-ოვასაგან მი-იღო 270 ლარი, გადააჭარბა თავის თანამდებობრივ მდგომარეობას, მის განმგებლობა-ში არსებული ეს თანხა არ შეიტანა სოფლის საკრებულოს სალაროში და მიითვისა, რაც გახარჯა მისი პირადი საჭიროებისათვის.

მ. ა-ევის აღნიშნული ქმედებები გამოძიებამ შეაფასა როგორც საქართველოს 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 191-ე მუხლითა და 194-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულობანი.

გ. ა-ოვას გამოძიების მიერ ბრალი დაედო მ. ა-ევისაგან ყალბი საბუთის (ცნობა და ქვითრები) შეძენასა და გამოყენებაში საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია).

მარნეულის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ გ. ა-ოვა წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ იქნა, რაც ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებული არ არის.

პალატამ, მოუსმინა რა მსჯავრდებულ მ. ა-ევს და მის ადვოკატ თ. კ-შვილს, პროკურორ ე. ღ-შვილს (ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას), შეისწავლა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება და საჩივრის საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება შეწყდეს საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სახელმწიფო თანხის _ 270 ლარის მითვისების ბრალდების ნაწილში მ. ა-ევი გამართლებულ იქნა ორთავე სასამართლო ინსტანციის მიერ, რაც ბრალდების მხარეს სადავოდ არ გაუხდია და არ გაუსაჩივრებია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ა-ოვამ ნამდვილად გადასცა მ. ა-ევს სამედიცინო ამბულატორიის შენობის 27 თვის საიჯარო ქირა _ 270 ლარი. აქედან გამომდინარე, მ. ა-ევის მიერ გ. ა-ოვაზე გაცემული ცნობა, რომ ამ უკა-ნასკნელს გადახდილი აქვს შენობის საიჯარო ქირა, არსებითად ყალბ ცნობად არ შეიძლება ჩაითვალოს და ამ ცნობის გაცემა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს რო-გორც თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩადენილი სისხლის სამართლის და-ნაშაული. მართალია, მ. ა-ევმა იმ მოქმედებით, რომ მიღებული საიჯარო ქირა _ 270 ლარი 23 დღის განმავლობაში არ შეიტანა სალაროში, დაარღვია საკასო დისციპლინა, მაგრამ ამ მოქმედებით გამოწვეული ვნების მცირე მნიშვნელობის გამო იგი უნდა შეფასდეს როგორც სამსახურებრივი გადაცდომა და არა სისხლის სამართლის დანაშაული. სისხლის სამართლის დანაშაულად არ შეიძლება ჩაითვალოს არც ის ფაქტი, რომ მ. ა-ევმა გამოწერა ფულის შემოსავლის ორი ქვითარი სხვა-დასხვა თარიღით და მათზე ბუღალტერიისა და მოლარის სახელით თვითონ მოა-წერა ხელი. სხვადასხვა თარიღით ქვითრების გამოწერას არც ანგარება და არც სხვა რაიმე პირადი მიზანი არ შეიძლება ედოს, ხოლო სხვა პირთა სახელით ხელმოწერის შესრულება მ. ა-ევს ბრალად არ დასდებია. აშკარა წინააღმდეგობებსა და ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს შეიცავს მარნეულის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 31 აგვისტოს განაჩენი. ამ განაჩენში ჯერ აღნიშნულია: “სასამართლოს დადგენილად მიაჩნია. რომ გ. ა-ოვასაგან მიღებული თანხა მ. ა-ევმა არ შეიტანა საკრებულოს ანგარიშზე და მიითვისა”. შემდეგ განაჩენში მითითებულია: “მ. ა-ევი უნდა გამართლდეს სსკ-ის 94-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან მას არ მიუთვისებია მისთვის მიბარებული ქონება _ 270 ლარი”. მიუხე-დავად ამისა, განაჩენში შემდეგ აღნიშნულია: “გ. ა-ოვას მიერ გადახდილი თანხა ა-ევმა არ შეიტანა სალაროში და მიითვისა. იგი შეიტანა მხოლოდ მოკვლევის ჩატარების შემდეგ 2000 წლის 7 მარტს”. საბოლოოდ, ამ ნაწილში სასამართლომ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი, რომელიც როგორც ზემოთ არის აღნიშნული, არ გასაჩივრებულა.

გარდა ამისა, იმავე განაჩენში მითითებულია: “მ. ა-ევს არ მიუთვისებია მისთვის მიბარებული ქონება (270) ლარი. მან ეს მოქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით საიჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმ-დეგოდ, თავისთვის გამორჩენის 270 ლარის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კა-ნონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია”. განაჩენის ამ ფრაზაში აბ-სოლუტურად გაუგებარია რას ნიშნავს საიჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმ-დეგო ქმედება, 270 ლარის გამორჩენის მიღება და რაში გამოიხატა “სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა”. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სააპელა-ციო სასამართლოს განაჩენში ჩაწერილია: “მ. ა-ევმა ორი ყალბი ქვითარი და ცნობა გადასცა გ. ა-ოვას, რომელმაც თავის მხრივ ისინი წარადგინა მარნეულის რაიონულ სასამართლოში, სადაც წარმოებაში იყო სამოქალაქო საქმე ამბულატორიის შენობიდან იქ მცხოვრები პირების გამოსახლების შესახებ. ზემოაღნიშნულის ჩა-დენით მ. ა-ევმა სახელმწიფო ინტერესებს მიაყენა არსებითი ზიანი, რადგან სასა-მართლომ მიიღო ყალბი ცნობები მხედველობაში და გამოიტანა გ. ა-ოვას სასარგებ-ლოდ გადაწყვეტილება”. როგორც საოლქო სასამართლოს განაჩენის ამ მონაკვეთიდან ჩანს, მ. ა-ევის მიერ ცნობისა და შემოსავლის ქვითრების გაცემით სახელმწიფომ ის არსებითი ზიანი განიცადა, რომ გ. ა-ოვამ უკანონოდ მოიგო სასამართლოში დაყენებული სასარჩელო დავა. მატერიალური ზიანი კი სახელმწიფოს არ განუცდია. ამ დებულების საწინააღმდეგოდ რაიონული სასამართლოს განაჩენში აღნიშნულია: “ძველი რიცხვებით შევსებული ქვითრები სასამართლოს საერთოდ არ უხსენებია გ. ა-ოვას სამოქალაქო საქმის გადაწყვეტილებაში. სასამართლოსათვის მთავარი იყო ნამდვილად იყო თუ არა საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული გ. ა-ოვასა და ყაჩაღანის საკრებულოს შორის. ის, რომ საიჯარო გადასახადი გადახდილი იყო თუ არა, ეს საკითხი სასამართლოზე არ დამდგარა და არც საჭიროებდა ეს ფაქტი დადასტურებას”. შემდგომში, ამავე აზრს ანვითარებს თვით სააპელაციო სასამართლოს განაჩენიც მისივე ზემოთ აღნიშნული დებულების საწინააღმდეგოდ და მიუთითებს: “არაფერს არ შეცვლიდა თუ ის იმავე (რეალური) რიცხვით გააფორმებდა ქვითრებს და მისცემდა გ. ა-ოვას. სასამართლოსათვის მთავარი იყო არსებობდა თუ არა საიჯარო ხელშეკრულება გ. ა-ოვასა და ყაჩაღანის საკრებულოს შორის. ამდენად, მ. ა-ევმა ეს სიყალბე ჩაიდინა პირადი მოტივით”. მიუხედავად განაჩენში გატარებული ასეთი მოსაზრებისა, მასში ერთი სიტყვითაც კი არ არის აღნიშნული, თუ რაში გამოიხატება ეს პირადი მოტივი და საერთოდ რითი დასტურდება მ. ა-ევის მიერ თუნდაც რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა.

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს მ. ა-ევის მიმართ მარნეულის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 31 აგვისტოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 17 ნოემბრის განაჩენები და საქმის წარმოება შეწყდეს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო;

განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.