1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
3. საქართველოს საბაჟო საზღვარზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხული სხვა კულტურული მემკვიდრეობის, ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის ან ნაკეთობის ჯართის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
4. საქართველოს საბაჟო საზღვარზე შხამიანი, მომწამლავი, რადიოაქტიური ან ფეთქებადი ნივთიერების, შეიარაღების, ასაფეთქებელი მოწყობილობის, ცეცხლსასროლი იარაღის, იმ მასალის ან მოწყობილობის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნედლეულის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) საბაჟო კონტროლის განმახორციელებლის მიმართ ძალადობით;
დ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.
6. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლში, გარდა ამ შენიშვნის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ოცდახუთი ათას ლარს.
2. სამალავით ან საქართველოს საბაჟო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გზით საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი ნივთისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ხუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტი ათას ლარს.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, 66, 03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4630 -ვებგვერდი, 19.05.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №595
– ვებგვერდი, 12.04.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.03.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 27.03.2012 კანონი №595
- 05.05.2011 კანონი №4630
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 214. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა 1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. 3. საქართველოს საბაჟო საზღვარზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხული სხვა კულტურული მემკვიდრეობის, ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის ან ნაკეთობის ჯართის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 4. საქართველოს საბაჟო საზღვარზე შხამიანი, მომწამლავი, რადიოაქტიური ან ფეთქებადი ნივთიერების, შეიარაღების, ასაფეთქებელი მოწყობილობის, ცეცხლსასროლი იარაღის, იმ მასალის ან მოწყობილობის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნედლეულის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) საბაჟო კონტროლის განმახორციელებლის მიმართ ძალადობით; დ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე. 6. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლში, გარდა ამ შენიშვნის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ოცდახუთი ათას ლარს. 2. სამალავით ან საქართველოს საბაჟო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გზით საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი ნივთისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ხუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტი ათას ლარს. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, 66, 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №595 0 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(213)
- საქმე №2კ-37აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2025
ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქმე №40აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.05.2025
გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ორივე ეპიზოდისათვის) შეფარდებული სასჯელისაგან.
- საქმე №ბს-540(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.11.2024
კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით (საქმე №1/2492-11) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
- საქმე №2კ-823აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.11.2024
…პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-200 მუხლით, 2001 მუხლის პირველი ნაწილით, 2051 მუხლით, 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 218-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით, 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 2201 მუხლის მე-2 ნაწილით (თუ ამ დანაშაულმა გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის…
- საქმე №2კ-421აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2024
წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
- საქმე №9აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.06.2024
- საქმე №2კ-1082აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.01.2024
- საქმე №ას-1908-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2023
- საქმე №2კ-479აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.09.2023
- საქმე №2კ-36-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.06.2023
- საქმე №ბს-58(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.04.2023
- საქმე №2კ-740აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.10.2022
- საქმე №2კ-731აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.08.2022
- საქმე №2კ-589აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2022
- საქმე №2კ-607აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2021
- საქმე №2კ-618აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.11.2021
- საქმე №2კ-82აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.03.2021
- საქმე №ბს-127(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2020
- საქმე №2კ-358აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.09.2020
- საქმე №2კ-1015აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.06.2020
- საქმე №2კ-645აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2020
- საქმე №2კ-450აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.02.2020
- საქმე №2კ-541აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2019
- საქმე №2კ-337აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2018
- საქმე №2კ-283აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.11.2018
- საქმე №49აგ.-2018 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.10.2018
- საქმე №2კ-259აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.10.2018
- საქმე №2კ-17-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2018
- საქმე №2კ-62აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2018
- საქმე №2კ-509აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2018
- საქმე №2კ-432აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.01.2018
- საქმე №ბს-823-819(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2017
- საქმე №60აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2017
- საქმე №2კ-524აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2017
- საქმე №153აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.12.2016
- საქმე №2კ-360აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2016
- საქმე №2კ-136აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2016
- საქმე №108აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.06.2016
- საქმე №527აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.05.2016
- საქმე №2კ-480აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.02.2016
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 213-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება