1. მომხმარებლის მოტყუება ზომაში, წონაში ან ანგარიშში, ანდა მისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნა საქონლის სამომხმარებლო თვისების ან ხარისხის შესახებ, აგრეთვე მისი სხვაგვარი მოტყუება მომსახურებისას, რამაც მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზიანა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
შენიშვნა:
ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება მოტყუებით მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც აღემატება მომხმარებლის მიერ გადასახდელი ღირებულების 20 პროცენტს.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 219. მომხმარებლის მოტყუება 1. მომხმარებლის მოტყუება ზომაში, წონაში ან ანგარიშში, ანდა მისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნა საქონლის სამომხმარებლო თვისების ან ხარისხის შესახებ, აგრეთვე მისი სხვაგვარი მოტყუება მომსახურებისას, რამაც მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზიანა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) დიდი ოდენობით; გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება მოტყუებით მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც აღემატება მომხმარებლის მიერ გადასახდელი ღირებულების 20 პროცენტს. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №2კ-823აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.11.2024
…მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-200 მუხლით, 2001 მუხლის პირველი ნაწილით, 2051 მუხლით, 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 218-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით, 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 2201 მუხლის მე-2 ნაწილით (თუ ამ დანაშაულმა გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) ან 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
- საქმე №2კ-142აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.07.2021
ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილით და გამართლდა; ნ. მ. ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით და გამართლდა;
- საქმე №2კ-408აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.04.2021
…დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“, „ი“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 219-ე მუხლის პირველი ნაწილით, 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2401 მუხლის პირველი ნაწილით ან 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული…
- საქმე №2კ-44-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2019
ამავე დადგენილების ფარგლებში არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე იმ პირების მიმართ, ვისაც ევალებოდა სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა, ვინაიდან ინციდენტის შედეგად გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არავის მიუღია (რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). 8. პ. გ.-ის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რის გამოც მისი გამეორება აღარ მიაჩნია მიზანშეწონილად.
- საქმე №ბს-1079-1031(გ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2008
კ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ წარმოადგენს ამავე კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად პირის რეაბილიტაციის საფუძველს. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის…
- საქმე №2კ-20-I-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.04.2007
- საქმე №ბს-435-416(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2006
- საქმე №3გ-ად-311-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2003
- საქმე №340210017001995489 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.05.2019
- საქმე №010310018002348730 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 08.05.2019
- საქმე №080100119003016765 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.11.2019
- საქმე №340210017001995489 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 18.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება