1. ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №285 – ვებგვერდი, 06.02.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.02.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 06.02.2025 კანონი №285
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (06.02.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 222. ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება 1. ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №199აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.04.2017
ჭ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის…
- საქმე №2კ-6-I-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2014
(თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 14 ივნისის დადგენილებით რუსეთის ფედერაციის მოსკოვის გაგარინის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 23 ივნისის განაჩენით შერაცხული რფ-ის სსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“,,,ბ“,,,გ“ პუნქტები და სსკ-ის 222-ე მუხლის 1-ლი ნაწილი შესაბამისობაში მოვიდა იმ დროს მოქმედი სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლ, მე-6 პუნქტებსა და სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 ნაწილებთან).
- საქმე №2კ-27-I-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.02.2011
რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით, 28-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 222-ე მუხლის მეორე ნაწილით, ასევე 235-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. 2010 წლის 8 თებერვალს ვ.
- საქმე №53საზ.-2008 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.07.2009
ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ უკრაინის სსკ-ის 69-ე მუხლის, 142-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 222-ე მუხლის საფუძველზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, მთელი ქონების კონფისკაციით. ამავე დროს უკრაინის სსკ-ის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იგი ცნობილ იქნა განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად.
- საქმე №2კ-318აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.10.2008
1998 წელს გაასამართლა მოსკოვის მუნიციპალურმა სასამართლომ რუსეთის სსკ-ის 162-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ვ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 222-ე მუხლის I ნაწილით, 33-ე მუხლით, 327-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელად დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.
- საქმე №17I · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.06.2008
- საქმე №2კ-17-I-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.06.2008
- საქმე №430-დად · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.01.2006
- საქმე №2კ-83დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.04.2003
- საქმე №2კ-59დადგ.-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.11.2000
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება