დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.04.2007
საქმის ნომერი
2კ-20-I-06
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹201 23 აპრილი, 2007 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის

პროკურორების _ გ. ო-ის, მ. ზ-ას

ადვოკატ _ რ. ა-ის

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ _ ლ. გ-ის

რეაბილიტირებულ _ გ. ჯ-ის

მონაწილეობით განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორ ბ. ტ-ას კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 23 მაისს გ. ჯ-ში, დაკავებულ იქნა ეჭვმიტანილის სახით, ხოლო 24 მაისს მიეცა პასუხისგებაში ბრალდებულის სახით საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

2004 წლის 25 მაისს სოხუმის საქალაქო მოსამართლის ბრძანებით გ. ჯ-შს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა 3 თვით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 20 დეკემბრის განაჩენით გ. ჯ-შს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

აღნიშნული განაჩენი გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 14 ივნისის განჩინებით და სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

2005 წლის 18 ნოემბერს გ. ჯ-მა განცხადებით მიმართა აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლეს სასამართლოს და ითხოვა უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება შემდეგი მოტივებით:

გ. ჯ-მა წელიწადი და ერთი თვე გაატარა პატიმრობაში. არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. ჰყავს ინვალიდი დედა, რომელიც შვილზე ნერვიულობამ დააავადა. თავად დაუზიანდა ნერვული სისტემა, ვინაიდან არ ჰქონდა ნორმალური ძილის საშუალება, არასრულფასოვანი კვების გამო დაუზიანდა კუჭ-ნაწლავი. განიცადა როგორც მატერიალური, ასევე მორალური და ფიზიკური ზიანი. გ. ჯ-ში ითხოვდა მიუღებელი ხელფასის, ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარის, ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გ. ჯ-ის განცხადება განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 იანვრის დადგენილებით გ. ჯ-ის განცხადება განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნა მარნეულის რაიონულ სასამართლოს.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის დადგენილებით გ. ჯ-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გ. ჯ-ში ცნობილ იქნა რეაბილიტირებულად საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 14 ივნისის განჩინების საფუძველზე. დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში _ „---ში“ გამოქვეყნდეს ინფორმაცია გ. ჯ-ის რეაბილიტაციის შესახებ.

საქართველოს ---ის დაცვის დეპარტამენტის ¹-- რეგიონული სამმართველოს --- განყოფილებას დაევალა გ. ჯ-ის პირად დეპოზიტზე არსებული, 2004 წლის მაისიდან-ოქტომბრამდე პერიოდში მიუღებელი ხელფასის თანხის _ 617 ლარის და 75 თეთრის გაცემა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა გ. ჯ-ის მიმართ უკანონო და დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედებით მიყენებული მორალური ზიანის _ 7000 ლარის ანაზღაურება.

გ. ჯ-ის მოთხოვნა საადვოკატო მომსახურების, მატერიალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ზემოაღნიშნული დადგენილება გაასაჩივრეს გ. ჯ-მა და გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორმა ბ. ტ-ამ და ფინანსთა მინისტრიეს მოადგილემ გ. გ-ემ.

აღნიშნული სააპელაციო საჩივრები არ იქნა განხილული, ვინაიდან ისინი შეტანილი იყო კანონით დადგენილი ვადის გაშვებით. გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ გ. ჯ-მა და გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამეტის იურიდიული სამმართველოს პროკურორმა ბ. ტ-ამ განცხადებით მიმართეს მარნეულის რაიონულ სასამართლოს.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 ივლისის დადგენილებით გასაჩივრების ვადა აღუდგა გ. ჯ-სა და გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორ ბ. ტ-ას.

გ. ჯ-ში თავის კერძო სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ დადგენილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს. იგი ითხოვდა არა მაისი-ოქტომბრის თვეების მიუღებელი ხელფასის, არამედ მთელი წლის ხელფასის ანაზღაურებას. აპელანტი ასევე ითხოვდა ფინანსთა სამინისტროსათვის საადვოკატო მომსახურების _ 2000 ლარის, მატერიალური ზიანის _ 2600 ლარის, ფიზიკური ზიანის _ 263 ლარის და მორალური ზიანის _ 100 000 ლარის დაკისრებას.

გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორი ბ. ტ-უა თავის კერძო სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ დადგენილება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არის დაუსაბუთებელი. დაკისრებული თანხა არ არის ადეკვატური გ. ჯ-სათვის სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების მიერ უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული მორალური ზიანისა. აპელანტი ითხოვს გონივრულ ფარგლებში შემცირდეს გ. ჯ-ის სასარგებლოდ განსაზღვრული მორალური ზიანის ოდენობა.

თბიისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორ ბ. ტ-ას მოთხოვნა და მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის დადგენილება შეიცვალა იმ მიმართებით, რომ გ. ჯ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის _ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება დაეკისტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

დადგენილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორმა ბ. ტ-ამ კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

პროკურორი ბ. ტ-უა კერძო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 2006 წლის საქართველოს კანონში რეაბილიტირებულ პირთათვის ყველა სახის ზიანის ანაზღაურების სახით გათვალისწინებულია მხოლოდ 70 000 ლარი. ამდენად, იგი ითხოვს ცვლილების შეტანას 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინებაში და რეაბილიტირებულ გ. ჯ-ის სასარგებლოდ განსაზღვრული მორალური ზიანის ოდენობის შემცირებას გონივრულ ფარგლებში.

რეაბილიტირებული გ. ჯ-ში შესაგებლით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებასა და კასატორის მოთხოვნაზე უარის თქმას.

საკასაციო პალატის სხდომაზე რეაბილიტირებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ა-მა აღნიშნა, რომ გ. ჯ-მა წელიწადი და ერთი თვე გაატარა პატიმრობაში, დაუზიანდა ნერვული სისტემა, განიცადა დიდი მატერიალური, მორალური, ფიზიკური ზიანი და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.

რეაბილიტირებული გ. ჯ-ში დაეთანხმა თავისი ადვოკატის მოთხოვნას.

პალატის სხდომაზე პროკურორებმა _ გ. ო-ემ და მ. ზ-ამ მხარი დაუჭირეს პროკურორ ბ. ტ-ას კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, აღნიშნეს, რომ განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით დაკისრებული 5000 ლარი არაადეკვატურია გ. ჯ-სათვის სისხლის სამართლის საპროცესო ორგანოების მიერ უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანისა.

ამდენად, პროკურორებმა ითხოვეს ცვლილების შეტანა 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინებაში და რეაბილიტირებულ გ. ჯ-ის სასარგებლოდ განსაზღვრული მორალური ზიანის ოდენობის შემცირება გონივრულ ფარგლებში.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ლ. გ-ძე დაეთანხმა პროკურორის მოთხოვნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგი გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სსსკ-ის 165-ე მუხლის მესამე ნაწილისა და ამავე კოდექსის 245-ე მუხლის თანახმად პირის უკანონო ან დაუსაბუთებელი დაკავების ან დაპატიმრების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია საქმის ფაქტობრივ გარემოებათა გამო, როგორც ფულადი კომპენსაციით, ასევე პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, რეაბილიტაციისათვის სათანადო საპროცესო მოქმედების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ან ბოდიშის მოხდის გზით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საჩივრის მოთხვნა მორალური ზიანის კომპენსაციის ნაწილში დაკისრებული თანხის შემცირების შესახებ უკანონო და დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა რეაბილიტირებული გ. ჯ-ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სახელმწიფო ბიუჯეტით რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კანონიერად დააკისრა მის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით ფულადი კონპენსაცია _ 5000 ლარი, რომლის ოდენობაც განსაზღვრულია გონივრულ ფარგლებში და არარსებობს მისი შეცვლის საფუძველი.

ამასთან, პალატა თვლის, რომ არასწორია თბილისის სააპელაციო სასმართლოს სისხლის სამართლის პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინებაში არსებული მითითება იმის თაობაზე, რომ გ. ჯ-ში რეაბილიტირებული იქნეს საქართველოს უზნეაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 14 ივნისის განჩინების საფუძველზე.

საქართველოს სსკ-ის 219 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: “პირის რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მოსამართლის ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “დ”, “ი”, “კ” და “მ” ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით სამედიცინო ხასიათის იძუელბით ღონიძიების გამოყენების თაობაზე სასამართლო განჩინების (დადგენილების) გაუქმების შესახებ”.

საქმის მასალების მიხედვი, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხის სამართლის საქმეთა პალატამ 2005 წლის 14 ივნისს გ. ჯ-ის მჯავრდების თაობაზე შეწყვითა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწიებული ქმედების არარსებობის გამო.

საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ჯ-ის რეაბილიტაციის საფუძველია სასამართლოს მიერ გამოტანილი ზემოთაღნიშნული განჩინება. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ პირის ასეთი მარიაბილიტირებელი საპროცესო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ იგივე პირი, ხელახლა, დამატებით სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით რეაბილიტირებულად ცნობას აღარ საჭიროებს, რის გამოც აღნიშნული მითითება განჩინებიდან უნდა ამოირიცხოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორ ბ. ტ-ას კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინებიდან ამოირიცხოს მითითება გ. ჯ-ის რეაბილიტირებულად ცობის შესახებ.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.