1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება ან მოთხოვნა, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღება თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
2. ქრთამის აღება:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) მექრთამეობისათვის მსჯავრდებულის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) გამოძალვით;
დ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ე) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.
შენიშვნა:
დიდი ოდენობით ქრთამად ითვლება ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი სარგებლის სახით თანხა ათი ათასი ლარის ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამად – თანხა ოცდაათი ათასი ლარის ზევით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
საქართველოს 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონი №403 - სსმ I, №29, 04.11.2008 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(146)
- საქმე №2კ-208აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2026
…მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონებრივი უფლების გაფლანგვა), საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება ჯგუფურად) და საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით: ი.
- საქმე №2კ-31-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.06.2026
…ორმაგი დასჯადობის პრინციპის სასჯელთან მიმართებით დადგენილი მოთხოვნები. 7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად: 8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ქრთამის აღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე ვადით.
- საქმე №2კ-16-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.05.2026
…დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლთან ერთობლიობაში 318 (4) მუხლით (თაღლითობა/შეცდომაში შეყვანა), 336 (3) მუხლით (დოკუმენტის გაყალბება), 338-ე მუხლით (სპეციალური დოკუმენტის გაყალბება), 340 (2) მუხლით (ყალბი დოკუმენტის ან ელექტრონული ჩანაწერის ნამდვილის სახით გამოყენება) და პასპორტის შესახებ 1967 წლის კანონის მე-12 მუხლით (ყალბი დოკუმენტების გამოყენება პასპორტის მისაღებად) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
- საქმე №2კ-626აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2025
ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 17 მარტის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქმე №2კ-367აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.09.2025
ჩ-ე - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 20 აპრილიდან.
- საქმე №2კ-71-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.05.2025
- საქმე №2კ-413აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.09.2024
- საქმე №ბს-1499(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
- საქმე №2კ-62აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.04.2023
- საქმე №№ბს-508(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.09.2022
- საქმე №2კ-366აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.07.2022
- საქმე №ბს-508(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.07.2022
- საქმე №2კ-943აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.10.2021
- საქმე №2კ-376-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2021
- საქმე №2კ-157აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.07.2021
- საქმე №2კ-753აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.03.2021
- საქმე №2კ-781აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.02.2021
- საქმე №2კ-727აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.02.2021
- საქმე №2კ-255აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.01.2021
- საქმე №3აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2020
- საქმე №2კ-421აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.05.2020
- საქმე №ბს-154(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2020
- საქმე №1აგ.-2019 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.03.2020
- საქმე №2კ-452აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2019
- საქმე №2კ-517აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.10.2019
- საქმე №2კ-558აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2019
- საქმე №2კ-538აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.03.2019
- საქმე №ას-271-271-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2018
- საქმე №110აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.04.2018
- საქმე №2კ-423აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.01.2018
- საქმე №2კ-152აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2017
- საქმე №25აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.04.2017
- საქმე №2კ-497აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.01.2017
- საქმე №2კ-366აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2016
- საქმე №2კ-322აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2016
- საქმე №2კ-128აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2016
- საქმე №2კ-225აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2015
- საქმე №2კ-335აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2015
- საქმე №2კ-308აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2015
- საქმე №ბს-312-308(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2014
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 146-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება