საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100119002796440
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №421აპ-19 ქ. თბილისი
ჩ–ე ი. 421აპ-19 27 მაისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენზე ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი გაგნიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
პროკურორი გიორგი გაგნიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ი. ჩ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ასევე მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ჩ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ქრთამის აღება არაერთგზის, ე.ი. მოხელის მიერ არაერთგზის პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და სამსახურებრივი მფარველობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს ....... მინისტრის 2005 წლის 19 თებერვლის N... ბრძანებით ი. ჩ. დაინიშნა საქართველოს ..... სამინისტროს ..... ......... უფროსის თანამდებობაზე და საქართველოს ....... მინისტრის 2005 წლის 5 მაისი N..... ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, სხვა ფუნქციებთან ერთად, ევალებოდა სამინისტროსათვის საჭირო საქონლის (მომსახურების), ........ აღჭურვილობის შესყიდვის განხორციელება, სახელშეკრულებო პირობების შესრულების კონტროლი და შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ი. ჩ. წარმოადგენდა მოხელეს, ამავე კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას ევალებოდა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უზენაესობის დაცვა, ხოლო „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის თანახმად, როგორც თანამდებობის პირს, უფლება არ ჰქონდა საჯარო სამსახურის უფლებამოსილება ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოეყენებინა საჯარო სამსახურის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
მიუხედავად აღნიშნულისა, ი. ჩ–მ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საჯარო სამსახურის თანამდებობასთან დაკავშირებული სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა კანონით აკრძალული ქონებრივი სიკეთის მისაღებად და განზრახ არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ:
საქართველოს ..... სამინისტროს ......... ........ უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ, ი. ჩ–ს, თანამდებობრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, დაევალა საქართველოს ...... სამინისტროს სისტემისათვის საჭირო საქონლის (მომსახურების) შესყიდვის წარმოება და .... დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია, რაც უნდა განეხორციელებინა შესაბამის პერიოდში მოქმედი „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესყიდვებისა.
თანამდებობრივი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, ი. ჩ–ს, როგორც შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საჯარო მოსამსახურეს უნდა უზრუნველეყო მის დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურაში მიმდინარე ...... შესყიდვებისას ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა, ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, შესყიდვების პროცედურებში მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა, რაც უნდა განეხორციელებინა ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ტენდერის, ფასთაკოტირების ან ერთპირთან მოლაპარაკების გზით. ი. ჩ–ს, განზრახული ჰქონდა რა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით თავისთვის გამორჩენისა და ქრთამის სახით მატერიალური სარგებლის მიღება, დაუკავშირდა 2004 წლიდან საქართველოს ..... სამინისტროს ერთ-ერთი კონტრაქტორი სამეწარმეო სუბიექტის - ი/მ „......“ ფაქტობრივ მმართველს კ. ბ–ს, რომელსაც სამომავლოდ .... სამინისტროსთან გარანტირებული თანამშრომლობისა და მისი მხრიდან სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა ხელშეკრულებების ღირებულების 3%-დან - 5%-მდე ოდენობის თანხის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში წააგებინებდა კონკურენტებთან სატენდერო ბრძოლას.
კ. ბ–თან ფარული მოლაპარაკების წარმოების ფაქტის შენიღბვისა და გარეშე პირთა ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, ი. ჩ. მოელაპარაკა ამ უკანასკნელს თანხა მისთვის გადაეცა ხელშეკრულების გაფორმებისა და ........... შესყიდვისათვის განსაზღვრული სახსრების ჩარიცხვის შემდგომ, ხოლო ქრთამის გადაცემასთან და უკანონო გარიგებასთან დაკავშირებული საკითხები მოეგვარებინა უშუალოდ მასთან, ლ. ი–ის ჩარევის გარეშე, რასაც კ. ბ–ი დათანხმდა.
ი. ჩ–მ ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ქრთამის აღებისათვის წინაპირობების შესაქმნელად და ი/მ „ ........“ შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი კონკურენტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად, ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 2005 წლის 7 მარტს, როგორც ქართული არმიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, ი/მ „ .........“ გააფორმა N.. ხელშეკრულება 21 000 ლარის ღირებულების თეთრეულის 1500 კომპლექტის ფონდისათვის მიწოდების თაობაზე, სანაცვლოდ კი კ. ბ–ს მოსთხოვა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის გადახდა.
შეთანხმებისამებრ, საქართველოს ....... სამინისტროსათვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულების მიღების შემდგომ, კ. ბ–მა, გამოძიებით ზუსტად დაუდგენელ დროს, ი. ჩ–ს ქრთამის სახით გადასცა 1050 ლარი.
მანვე, ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ქრთამის აღებისთვის წინაპირობების შესაქმნელად და ი/მ „ ..........“ შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი კონკურენტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად, ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 2005 წლის 18 ნოემბერს, როგორც საქართველოს ...... სამინისტროს ..... ..... უფროსმა ი/მ „ ............“ გააფორმა N ხელშეკრულება ...... სამინისტროსათვის 576 000 ლარის ღირებულების, სამხედრო პირთა უნიფორმისა და ქურთუკების მიწოდების თაობაზე, სანაცვლოდ კი კ. ბ–ს მოსთხოვა ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის გადახდა.
შეთანხმებისამებრ, საქართველოს ..... სამინისტროსათვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულების მიღების შემდგომ, კ. ბ–მ, გამოძიებით ზუსტად დაუდგენელ დროს, ი. ჩ–ს ქრთამის სახით გადასცა 17280 ლარი.
მანვე, ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ქრთამის აღებისათვის წინაპირობების შესაქმნელად და ი/მ „ ............“ შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად, ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 2005 წლის 16 დეკემბერს, როგორც საქართველოს ....... სამინისტროს ..... ........... უფროსმა, ი/მ „...........“ გააფორმა N.. ხელშეკრულება..... სამინისტროსათვის 55000 ლარის ღირებულების კ.......ს მიწოდების თაობაზე, სანაცვლოდ კი კ. ბ–ს მოსთხოვა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის გადახდა.
შეთანხმებისამებრ, საქართველოს ....... სამინისტროსათვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულების მიღების შემდგომ, კ. ბ–მ, გამოძიებით ზუსტად დაუდგენელ დროს ი. ჩ–ს ქრთამის სახით გადასცა 2750ლარი.
მანვე, ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ქრთამის აღებისათვის წინაპირობების შესაქმნელად და ი/მ „...........“ შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად, ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 2016 წლის 31 მაისს, როგორც საქართველოს ....... სამინისტროს ...... .......... უფროსმა ი/მ „.....“ გააფორმა N.... ხელშეკრულება ...... სამინისტროსთვის 449 000 ლარის ღირებულების სამხედრო უნიფორმისა და ქამრის მიწოდების თაობაზე, სანაცვლოდ კი კ. ბ–ს მოსთხოვა ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის გადახდა.
შეთანხმებისამებრ, საქართველოს ....... სამინისტროსათვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულების მიღების შემდგომ, კ. ბ–მა, გამოძიებით ზუსტად დაუდგენელ დროს, ი. ჩ–ს ქრთამის სახით გადასცა 13470 ლარი.
მანვე, ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ქრთამის აღებისათვის წინაპირობების შესაქმნელად და ი/მ „ ........“ შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად, ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 2006 წლის 16 ივნისს, როგორც საქართველოს ..... სამინისტროს ..... .......... უფროსმა ი/მ „........“ გააფორმა N.... ხელშეკრულება ..... სამინისტროსთვის 232000 ლარის ღირებულების სანივთე საქონლის (საწვიმარი ლაბადა და ქამარი) მიწოდების თაობაზე, სანაცვლოდ კ. ბ–ს მოსთხოვა ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის გადახდა.
შეთანხმებისამებრ, საქართველოს ..... სამინისტროსათვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულების მიღების შემდგომ, კ. ბ–მა, გამოძიებით ზუსტად დაუდგენელ დროს ი. ჩ–ს ქრთამის სახით გადასცა 6960 ლარი.
მანვე, ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ქრთამის აღებისათვის წინაპირობების შესაქმნელად და ი/მ „ ........“ შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად, ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 2006 წლის 17 ნოემბერს, როგორც საქართველოს ..... სამინისტროს ...... ........ უფროსმა, ი/მ „........“ გააფორმა N..... ხელშეკრულება ..... სამინისტროსთვის 120 000 ლარის ღირებულების დათბილული ქურთუკის მიწოდების თაობაზე, სანაცვლოდ კი კ. ბ–ს მოსთხოვა ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის გადახდა.
შეთანხმებისამებრ, საქართველოს ...... სამინისტროსათვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულების მიღების შემდგომ, კ. ბ–მა, გამოძიებით ზუსტად დაუდგენელ დროს ი. ჩ–ს ქრთამის სახით გადასცა 3600 ლარი.
ამდენად, ი. ჩ., როგორც საჯარო მოხელე, 2005 წლის იანვრიდან 2006 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სისტემატურად იყენებდა ბოროტად სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ი/მ „ ........“ შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი კონკურენტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად და ამ გზით მისთვის უპირატესობის მისანიჭებლად, განზრახ არღვევდა „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებს და ტენდერის გზით შესასყიდ მომსახურებაზე ხელშეკრულებას უფორმებდა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, უწევდა მას სამსახურებრივ მფარველობას და სანაცვლოდ საერთო ჯამში, ქრთამის სახით მიიღო 45110 ლარი, რითაც არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ი. ჩ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ ი. ჩ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ი. ჩ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს ი. ჩ–ის საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, კერძოდ:
8. ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დასაკითხად წარმოადგინა ა. ქ–ე, ლ. ი–ე და კ. ბ–ი.
9. ა. ქ–ე არ არის პირდაპირი მოწმე, მან განმარტა, რომ ი/მ ,,.............“ სახელით, კ. ბ–თან ერთად, ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, თავად ძირითადად იმყოფებოდა უცხოეთში და ი. ჩ–თან მოლაპარაკებებს აწარმოებდა კ. ბ–ი. ი. ჩ–თვის არასოდეს თანხა არ გადაუცია; გადმოცემით იცის, რომ ....... სამინისტროს მიერ გადახდილი თანხიდან გარკვეული პროცენტი უნდა გადაეცათ ი. ჩ–თვის.
10. მოწმე ლ. ი–ის ჩვენებაც არ არის პირდაპირი მტკიცებულება, თუმცა აღნიშნულ მოწმეს ირიბადაც არ დაუდასტურებია ი. ჩ–დმი წარდგენილი ბრალდება. მოწმემ განმარტა, რომ ა. ქ–თან და კ. ბ–თან ერთად, „ ....“ სახელით დაფუძნებული ჰქონდა ინდივიდუალური საწარმო, რომლის სახელით საზღვარგარეთიდან შემოჰქონდათ სამხედრო ტანსაცმელი. თავად არანაირ მოლაპარაკებაში მონაწილეობას არ ღებულობდა და მისთვის უცნობია .... სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმების დეტალები. ამასთან, არასდროს შეხვედრია ი. ჩ–ს და მისი პარტნიორების მხრიდან მასზე თანხის გადახდასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
11. რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხულ კ. ბ–ს, რომელიც ი/ს „ ......“ სახელით უშუალოდ მონაწილეობდა ...... სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში და ასევე, ფორსმაჟორულ სიტუციაში, პირდაპირი მიყიდვის წესით ხელშეკრულებებს აფორმებდა ი. ჩ–თან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში კატეგორიულად უარყო ი. ჩ–ზე ქრთამის სახით ფულის გადაცემის და მისი მხრიდან ფულის მოთხოვნის ფაქტი. მოწმე კ. ბ–მა განმარტა, რომ მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, თითქოს ი. ჩ–თვის სხვადასხვა დროს ქრთამის სახით გადახდილი აქვს გარკვეული ოდენობის თანხა, არ შეესაბამება სინამდვილეს და აღნიშნული ჩვენება მიცემული იყო მისი დაკავების შემდგომ, იძულების, დაშინების და ზეწოლის შედეგად. რაც შეეხება სხვა წერილობით მტკიცებულებებს, კერძოდ ..... ბრძანებასა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებს, ისინი ადასტურებენ ი. ჩ–ის თანამდებობაზე განმწესებისა და კონკრეტულ სუბიექტებს შორის ხელშეკრულებების გაფორმების ფაქტებს, თუმცა გამართლებულ ი. ჩ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებად, სხვა პირდაპირი მტკიცებულების არ არსებობის პირობებში, ვერ იქნება მიჩნეული.
12. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით ი. ჩ–ეს მიენიჭა პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდება აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
14. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი გაგნიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე