მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით ანდა, კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, მის მართვაში მონაწილეობა, თუ ეს დაკავშირებულია მისთვის უკანონო შეღავათის ან უპირატესობის დაწესებასთან ან მის სხვა ფორმით მფარველობასთან, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 337. სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით ანდა, კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, მის მართვაში მონაწილეობა, თუ ეს დაკავშირებულია მისთვის უკანონო შეღავათის ან უპირატესობის დაწესებასთან ან მის სხვა ფორმით მფარველობასთან, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №2კ-16-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.05.2026
…მაგისტრატი მოსამართლის – შ. ჩეტეშ გუპთას – მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის 1860 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 201-ე მუხლით (მტკიცებულებების განადგურება), 337-ე მუხლით (ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა), 506-ე მუხლით (დაშინება) და იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე და 29-ე მუხლებით (უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
- საქმე №19აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.10.2024
…სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 220-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 337-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ.
- საქმე №23აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2024
…სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ნოემბრის განაჩენით ვ. ვ. საქმის არსებითად განხილვის გარეშე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით – 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა’’,,,ბ’’,,,დ’’, მე-3 ნაწილის,,ბ’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
- საქმე №ას-192-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2022
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის 2016 წლის 19 ივლისის დადგენილებით ამავე უწყებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N074290216801, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 337-ე მუხლით, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე ცნობილ იქნა დაზარალებულად. 6.8. საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 15 აპრილის წერილობითი პასუხით დგინდება, რომ 2019…
- საქმე №2კ-376-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2021
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ბ”,,,გ”,,,დ” და,,ე” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 190-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 337-ე მუხლით და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,გ” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3…
- საქმე №ას-1167-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2020
- საქმე №1აგ.-2019 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.03.2020
- საქმე №330100107002438486 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.06.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება