1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება განმარტების ან ჩვენების მიცემისათვის ანდა ექსპერტისა – დასკვნის მიცემისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.
საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2355 – სსმ I, №18, 24.06.2003 წ., მუხ.117
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1751 - სსმ I, №38, 15.07.2005 წ., მუხ.250
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №2კ-23-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.05.2026
ვ–ის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილების, საბრძოლო მასალის და სხვა ნივთების მოწყობილობების და…
- საქმე №2კ-102-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.08.2025
331-ე, 333-ე, 335-ე, მე-20 მუხლებით (გაყალბება), 339-ე, მე-20 მუხლებით (ყალბი დოკუმენტის გამოყენება); ფულის გათეთრების აღკვეთისა და აღსრულების შესახებ კვიპროსის რესპუბლიკის კანონი, 2007 (188(I)/2007)-ის მე-3, მე-4 (1) (iii) და მე-5 მუხლებით (ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საქმიანობა).
- საქმე №108აგ.-2018 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.07.2022
…- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: 1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ვ’’ და,,ო’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; 1.2. საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; 1.3. საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
- საქმე №7აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.03.2022
კ–ე დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებითა (2001 წლის ივლისში მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-10-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2022
კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებითა (2001 წლის ივლისში მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 117–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №ბს-510(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2021
- საქმე №17აგ.-2019 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2020
- საქმე №ბს-704(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2019
- საქმე №2კ-632აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.06.2016
- საქმე №236აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.11.2013
- საქმე №2კ-61აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.09.2009
- საქმე №2კ-1662აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2008
- საქმე №2კ-7კოლ. · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.06.2006
- საქმე №2კ-84კოლ.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.10.2002
- საქმე №010141318700056779 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.03.2019
- საქმე №030310018002437275 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 16.01.2019
- საქმე №030310018002437275 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 27.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება