საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100119003345828
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №208აპ-26 1 ივლისი, 2026 წელი
ბ–ი გ., №208აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 22 იანვრის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის მირანდა წერეთელის, ასევე მსჯავრდებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ვ. ხ–ისა და მ. მ–ის, ასევე მსჯავრდებულ ჯ. ა–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ს–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. კ–ია (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში: საქართველოს სსკ-ის) 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობაში დახმარება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი დიდი ოდენობით), საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება ჯგუფურად), საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონებრივი უფლების გაფლანგვა), საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება ჯგუფურად) და საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
ი. კ–ია, 2014 წლის 2 აგვისტოდან 2017 წლის 12 ნოემბრამდე, არჩეული იყო ფ–ს მუნიციპალიტეტის მერად. ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის N9/30, 2014 წლის 29 სექტემბრის N.....და 2016 წლის 27 აპრილის N7/13 დადგენილებით დამტკიცებული ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირს. ამავე დებულების შესაბამისად, ის საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდიანციას უწევდა მერიის სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქსურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობას, უზრუნველყოფდა დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. როგორც, მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი, ანგარიშსწორების მიზნით, ხელმოწერით ადასტურებდა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში მიმწოდებელსა და ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებულ შუალედურ და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებს.
1.1.1. 2015 წლის 15 სექტემბერს, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერს – ი. კ–სა და შპს „...... ფილიალს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N.... ხელშეკრულება, რომლითაც ქ.. ფ–ის მერიის მიერ შესყიდული იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდული სამუშაოების ღირებულება, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2016 წლის N..... შეთანხმებით და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით განისაზღვრა 4169346,18 ლარით.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებდნენ ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის სპეცილისტი – თ. ლ–ა, სამსახურის უფროსი – ზ. ყ–, მისი გათავისუფლების შემდეგ – ზ. ჯ–ა.
2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწფიო შესყიდვების შესახებ N.... ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს “.... ფილიალთან“ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო, ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების ეტაპობრივი შესრულების დროს წარდგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა N.. და ფორმა N.. საფუძველზე. ამდენად, ი. კ–სთვის, როგორც ხელშეკრულების უშუალო მონაწილე მხარისათვის ცნობილი იყო, მომწოდებლისათვის თანხის ანაზღაურების ფორმა და წესი. მიუხედავად აღნიშნულისა, ი. კ–ია, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, გ. მ–ასთვის უპირატესობის მიღების მიზნით, 2015 წლის დეკემბრის თვეში შეუთანხმდა ამ უკანასკნელს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს აუნაზღაურებდა წინასწარ, სამუშაოების უშუალო შესრულებამდე. ამ მიზნით, გ. მ–ას შესრულებულად უნდა ეჩვენებინა ფაქტობრივად შეუსრულებელი სამუშაოები, ხოლო ი. კ–ს, თავის მხრივ, უნდა უზრუნველეყო გ. მ–ას მიერ უსაფუძვლოდ მოთხოვნილი თანხის შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე გადარიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ–ამ ეტაპობრივად, 2015 წლის 23 დეკემბრიდან 2017 წლის 9 თებერვლის ჩათვლით, დაამზადა შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები – ფორმა N.. (დათარიღებული – 23.12.2015წ, 24.02.2016წ, 18.05.2016წ, 29.07.2016წ, 23.08.2016წ, 07.10.2016წ, 21.10.2016წ, 07.11.2016წ, 24.11.2016წ. 09.02.2017წ) და ფორმა N.. (დათარიღებული – 24.12.2015წ, 24.02.2016წ, 18.05.2016წ, 29.07.2016წ, 25.08.2016წ, 07.10.2016წ, 21.10.2016წ, 07.11.2016წ. 24.11.2016წ, 09.02.2017წ), რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობის და ღირებულების შესახებ, რის შემდეგაც ხელმოსაწერად წარუდგინა ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს, სპეციალისტ – თ. ლ–ს და სამსახურის უფროსს – ზ. ყ–ს. ზ. ყ–ს გათავისუფლების შემდეგ კი, ზ. ჯ–ას. შესრულებულ სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აზომვის შედეგად, ზ. ყ–სთვის, ზ. ჯ–ასთვის და თ. ლ–ასთვის ცნობილი იყო, რომ გ. მ–ას მიერ შესრულებულ სამუშაოთა აქტებში შეტანილი მონაცემები სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულების შესახებ არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს და გაზრდილი იყო ხელოვნურად, რის გამოც, თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ უარი განაცხადეს ყალბი დოკუმენტების დამოწმებაზე. ამავდროულად, მათ საქმის კურსში ჩააყენეს ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერი ი. კ–ია. ამ უკანასკნელმა კი, შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე თანხის უკანონოდ გადარიცხვის უზრუნველსაყოფად, თავდაპირველად სამსახურის უფროსის – ზ. ყ–ს, ვიცე- მერის – ლ. ჩ–სა და მერის მოადგილის – ნ. გ–ს მეშვეობით, შემდეგ კი, პირადად დაავალა თ. ლ–ასა და ზ. ჯ–ას ხელმოწერით დაედასტურებინათ გ. მ–ას მიერ დამზადებული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები. რის შემდეგაც, ზ. ყ–მ, თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ ეტაპობრივად, ხელმოწერით დაადასტურეს გ. მ–ას მიერ წარდგენილი, თითოეული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტი.
შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტების საფუძველზე, გ. მ–ამ ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერს – ი. კ–ს ეტაპობრივად წარუდგინა: 24.12.2015წ. N.., 18.05.2016 წ. N.., 29.07.2016წ. N.., 25.08.2016წ. N.., 07.10.2016წ. N.., 21.10.2016წ. N.., 24.11.2016წ. N.., 28.03.2017წ. N.. შუალედური შესრულების ყალბი აქტები.
ი. კ–იამ, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ შპს “.... ფილიალის“ დირექტორის მინდობილი პირის – გ. მ–ას მიერ, შესრულებულ სამუშაოთა აქტებსა და შუალედური შესრულების აქტებში მითითებული სამუშაოთა მოცულობები და ღირებულებები არ შეესაბამებოდა რეალურად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებსა და ღირებულებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, გ. მ–ასთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, ხელმოწერით დაადასტურა თითოეული ზემოაღნიშნული შუალედური შესრულების აქტი, რომელთა საფუძველზეც შპს “.... ფილილალის“ ანგარიშზე, ქ.. ფ–ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაირიცხა 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა 4095954,8 ლარი, საიდანაც გ. მ–ა თაღლითურად დაეუფლა 4398...,46 ლარს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
1.1.2. 2015 წლის 15 სექტემბერს, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერს – ი. კ–სა და შპს “.... ფილიალს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულება, რომლითაც ქ. ....ის მერიის მიერ შესყიდული იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდული სამუშაოების ღირებულება, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2016 წლის N.../.. შეთანხმებით და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით განისაზღვრა 4169346,18 ლარით.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებდნენ ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის სპეცილისტი – თ. ლ–ა, სამსახურის უფროსი – ზ. ყ–, მისი გათავისუფლების შემდეგ – ზ. ჯ–ა.
2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწფიო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს “.... ფილიალთან“ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო, ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების ეტაპობრივი შესრულების დროს წარდგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა N. და ფორმა N..-ის საფუძველზე. ამდენად, ი. კ–იასთვის, როგორც ხელშეკრულების უშუალო მონაწილე მხარისათვის ცნობილი იყო, მომწოდებლისათვის თანხის ანაზღრაურების ფორმა და წესი. მიუხედავად აღნიშნულისა, ი. კ–ია, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, გ. მ–ასთვის უპირატესობის მიღების მიზნით, 2015 წლის დეკემბრის თვეში შეუთანხმდა ამ უკანასკნელს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს აუნაზღაურებდა წინასწარ, სამუშაოების უშუალო შესრულებამდე. ამ მიზნით, გ. მ–ას შესრულებულად უნდა ეჩვენებინა ფაქტობრივად შეუსრულბელი სამუშაოები, ხოლო ი. კ–იას კი, თავის მხრივ, უნდა უზრუნველეყო გ. მ–ას მიერ უსაფუძვლოდ მოთხოვნილი თანხის შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე გადარიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ–ამ 2015 წლის 23 დეკემბრიდან 2017 წლის 9 თებერვლის ჩათვლით ეტაპობრივად დაამზადა შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები – ფორმა N.. დათარიღებული: 23.12.2015წ, 24.02.2016წ, 18.05.2016წ, 29.07.2016წ, 23.08.2016წ, 07.10.2016წ, 21.10.2016წ, 07.11.2016წ, 24.11.2016წ, 09.02.2017წ. და ფორმა №.. დათარიღებული: 24.12.2015წ, 24.02.2016წ, 18.05.2016წ, 29.07.2016წ, 25.08.2016წ, 07.10.2016წ, 21.10.2016წ, 07.11.2016წ, 24.11.2016წ, 09.02.2017წ, რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობების და ღირებულებების შესახებ, რის შემდეგაც ხელმოსაწერად წარუდგინა ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის სპეცილისტს – თ. ლ–ას, სამსახურის უფროსს – ზ. ყ–ს, მისი გათავისუფლების შემდეგ – ზ. ჯ–ას.
შესრულებულ სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აზომვის შედეგად, ზ. ყ–ს, ზ. ჯ–ასა და თ. ლ–ასთვის ცნობილი იყო, რომ გ. მ–ას მიერ, ეტაპობრივად წარდგენილ შესრულებულ სამუშაოთა აქტებში შეტანილი მონაცემები სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულებების შესახებ არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს და გაზრდილი იყო ხელოვნურად, რის გამოც თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ უარი განაცხადეს ყალბი დოკუმენტების დამოწმებაზე. ამავდროულად, მათ ამ გარემოებების შესახებ აცნობეს ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერს – ი. კ–ს. ამ უკანაკსნელმა კი, გ. მ–ასთვის დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების მიზნით, თავდაპირველად ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის – ზ. ყ–ს, ვიცე-მერის – ლ. ჩ–სა და მერის მოადგილის – ნ. გ–ს მეშვეობით, შემდეგ კი პირადად, დაავალა თ. ლ–ასა და ზ. ჯ–ას ხელმოწერებით დაედასტურებინათ გ. მ–ას მიერ დამზადებული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები. რის შემდეგაც, ზ. ყ–მ, თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ, ი. კ–ს უშუალო დავალებით, ეტაპობრივად, ხელმოწერით დაადასტურეს გ. მ–ას მიერ წარდგენილი, შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები, თუმცა ყოველი შესრულებული სამუშაოს აქტის დადასტურების შემთხვევაში, ი. კ–ს საქმის კურსში აყენებდნენ, რომ გ. მ–ა სამუშაოებს არ ასრულებდა სრულყოფილად.
შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტების საფუძველზე, გ. მ–ამ, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერს – ი. კ–იას, ეტაპობრივად წარუდგინა: 24.12.2015წ. N..., 18.05.2016წ. N..., 29.07.2016წ. N..., 25.08.2016წ. N..., 07.10.2016წ. N..., 21.10.2016წ. N..., 24.11.2016წ. N... შუალედური შესრულების ყალბი აქტები.
ი. კ–იამ, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ შპს “.... ფილიალის“ დირექტორის მინდობილი პირის – გ. მ–ას მიერ, შესრულებულ სამუშაოთა აქტებსა და შუალედური შესრულების აქტებში მითითებული სამუშაოთა მოცულობები და ღირებულებები არ შეესაბამებოდა რეალურად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებსა და ღირებულებებს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გ. მ–ასთვის თაღლითობაში დახმარების მიზნით, ხელმოწერით დაადასტურა თითოეული ზემოაღნიშნული შუალედური შესრულების ყალბი აქტი, რომელთა საფუძველზეც შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე, ქ.. ფ–ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაირიცხა 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა 4095954,8 ლარი, საიდანაც გ. მ–ა თაღლითურად დაეუფლა ფ–ს ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 4398...,46 ლარს.
1.1.3. 2015 წლის 15 სექტემბერს, ქ.. ფ–ის მუნციპალიტეტის მერს – ი. კ–სა და შპს “.... ფილიალს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულება, რომლითაც ქ.. ფ–ის მუნციპალიტეტის მერიის მიერ შესყიდული იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდული სამუშაოების ღირებულება, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2016 წლის N.../.. შთანხმებით და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით განისაზღვრა 4169346,18 ლარით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს “.... ფილიალთან“ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების ეტაპობრივი შესრულების დროს წარდგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა №.. და ფორმა №..-ის საფუძველზე.
2015 წლის დეკემბრის თვეში ი. კ–ია შეუთანხმდა შპს “.... ფილიალის“ დირექტორის მინდობილ პირს – გ. მ–ას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს აუნაზღაურებდა წინასწარ, სამუშაოების უშუალო შესრულებამდე. ამ მიზნით, გ. მ–ას შესრულებულად უნდა ეჩვენებინა ფაქტობრივად შეუსრულბელი სამუშაოები, ხოლო ი. კ–იას კი თავის მხრივ, შუალედური შესრულების აქტებზე ხელმოწერით უნდა უზრუნველეყო გ. მ–ას მიერ უსაფუძვლოდ მოთხოვნილი თანხის შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე გადარიცხვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.. ფ–ის მუნციპალიტეტის მერმა – ი. კ–მ, შპს “.... ფილიალის“ დირექტორის მინდობილმა პირმა – გ. მ–მ და მაკონტროლებელი სამსახურის თანამშრომლებმა: ზ. ყ–მ და ზ. ჯ–ამ 2015 წლის 24 დეკემბრიდან 2016 წლის 24 ნოემბრამდე პერიოდში, ეტაპობრივად, გამოყენების მიზნით, ჯგუფურად დაამზადეს ყალბი საანგარიშსწორებო ბარათები: 24.12.2015წ. N..., 18.05.2016წ. №.., 29.07.2016წ N.., 25.08.2016წ N.., 07.10.2016წ N.., 21.10.2016წ N.., 24.11.2016წ N..შუალედური შესრულების ყალბი აქტები, რომლებშიც ხელოვნურად გაზარდეს შესრულებული სამუშაოების ღირებულება. უფს შპს “..............-ის ფილიალის“ ანგარიშზე თანხების უკანონოდ გადარიცხვის უზრუნველყოფის მიზნით, ი. კ–მ, ზ. ჯ–ასთან, თ. ლ–ასთან და ზ. ყ–სთან ერთად, ჯგუფურად გამოყენების მიზნით დაამზადა 2017 წლის 28 მარტით დათარღებული ფორმა №.. და ფორმა №.., რომლებშიც ხელოვნურად გაზარდეს შესრულებული სამუშაოების ღირებულება. ი. კ–იას მიერ, პირთა ჯგუფთან ერთად დამზადებილი ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტების – შუალედური შესრულების აქტების, ფორმა №.. და ფორმა №.. საფუძველზე, შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე, ქ.. ფ–ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკანონოდ, შუალედურ შესრულების აქტებში მითითებული ღირებულების სამუშაოების ფაქტობრივად შესრულების გარეშე გადაირიცხა 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა – 4095954,8 ლარი, საიდანაც გ. მ–ა თაღლითურად დაეუფლა ფ–ს ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 4398...,46 ლარს.
1.1.4. 2015 წლის 15 სექტემბერს, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერს – ი. კ–სა და შპს “.... ფილიალს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულება, რომლითაც ქ.. ფ–ის მერიის მიერ შესყიდული იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდული სამუშაოების ღირებულება, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2016 წლის N.../.. შეთანხმებით და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით განისაზღვრა 4169346,18 ლარით, ხოლო პროექტის ფარგლებში შესასრულებელი თითოეული სამუშაოს ღირებულება და ჩამონათვალი განისაზღვრა ხელშეკრულებასა და 2016 წლის N.../.. შეთანხმებაზე დართული ხარჯთაღრიცხვებით.
2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს “.... ფილიალთან“ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო, ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების ეტაპობრივი შესრულების დროს წარდგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა №.. და ფორმა №..-ის საფუძველზე.
შესაბამისად, ი. კ–სთვის, როგორც ხელშეკრულების უშუალო მონაწილე მხარისათვის ცნობლი იყო, რომ შპს “.... ფილიალს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად ფ–ს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა აუნაზღაურდებოდა მხოლოდ, ხარჯთაღრიცხცით გათვალისწინებული, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულების შესაბამისად.
2015 წლის 23 ოქტომბრიდან 2017 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში, შესრულებულ სამუშაოთა აქტების (ფორმა №.., ფორმა №..) და შუალედური შესრულების აქტების საფუძველზე, 2015 წლის 15 სექტემბრის N... ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის ფ–ს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე, ფ–ს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთობლიობაში გადაირიცხა 4131991,89 ლარი. შპს “.... ფილიალის“ მინდობილი პირის – შ. დ–ს მიერ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები გათვალისწინებული სამუშაოების საბოლოო ღირებულების დასადგენად მოწვეული იქნა შპს „......ის ჯგუფი“. შპს „......ის ჯგუფის“ ინსპექტირების ორგანოს მიერ, 2017 წლის 3 ნოემბრის ინსპექტირების ანგარიშით (დასკვნით), ქ.. ფ–ში მ–ის უბანში, სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის სამუშაოებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 4113737,90 ლარით. ამდენად, შპს „....... ფილაილის“ ანგარიშზე, ზემოაღნიშნული ინსპექტორების დასკვნის საფუძელზე, 2015 წლის 15 სექტემებრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად ზედმეტად გადარიცხული აღმოჩნდა 18253,99 ლარი. აღნიშნული გარემოების შესახებ ცნობილი იყო ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერის – ი. კ–სთვის, რომელიც ვალდებული იყო მომწოდებელი კომპანიისათვის მოეთხოვა ზედმეტად გადარიცხული 18253,99 ლარის ფ–ს ადგილობრივი ბიუჯეტისათვის დაბრუნება, რაც არ განახორციელა და სამსახურებაივი მდგომარეობის გამოყენებით, გაფლანგა, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ქონებრივი უფლება – ფ–ს ადგილობროვი ბიუჯეტის სასარგებლოდ, შპს “.... ფილიალისათვის“ ზედმეტად გადარიცხული დიდი ოდენობით თანხის – 18253,99 ლარის დაბრუნების მოთხოვნის უფლება. კერძოდ, 2017 წლის 10 ნოემბერს, ი. კ–იამ, ხელმოწერით დაადასტურა N... საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც უარი განაცხადა შპს “.... ფილიალისათვის“ ზედმეტად გადარიცხული თანხის – 18253,99 ლარის ფ–ს ადგილობრივი ბიუჯეტისთვის დაბრუნების მოთხოვნაზე, იმ მოტივით, რომ აღნიშნული თანხა, შპს “.... ფილიალს“ ჩაეთვლებოდა 2015 წლის 15 სექტემბრის N... ხელშეკრულებითა და მასზე დართული ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი სამუშაოების ანაზღაურებაში. ი. კ–იას ქმედებით 18253,99 ლარის ოდნებით ზიანი მიადგა ფ–ს ადგილობრივ ბიუჯეტს.
1.1.5. 2015 წლის 15 სექტემბერს, ქ.. ფ–ის მუნციპალიტეტის მერს – ი. კ–სა და შპს “.... ფილიალის“ დირექტორის მინდობილ პირს – გ. მ–ას შორის, დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულება, რომლითაც ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესყიდული იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2017 წლის 23 მარტის N.../5 შეთანხმებით, ცვლილება შევიდა ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერს – ი. კ–იასა და შპს „.......... ფილიალის“ დირექტორის მინდობილ პირს შორის დადებულ ხელშკრულებაში. ცვლილების თანახმად, შპს „.... .... ფილიალის“ დირექტორის მინდობილ პირად გ. მ–ას ნაცვლად განისაზღვრა ზ. ყ–, ხოლო 2017 წლის 26 ივნისის N.../.. შეთანხმებით კი, შპს “........ ფილიალის“ დირექტორის მინდობილ პირად ზ. ყ–ს ნაცვლად განისაზღვრა შ. დ–. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში განხორციელებული ორივე ცვლილების, მათ შორის დირექტორის მინდობილ პირად შ. დ–ს დანიშვნის შესახებ ცნობილი იყო ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერისთვის – ი. კ–სთვის. კერძოდ, 2017 წლის 22 ივნისს შპს “.... ფილიალის“ დირექტორმა ა. მ–მა, ქ. ....ის მერიას წერილობით აცნობა, რომ ზ. ყ–ს ნაცვლად, შპს “.... ფილიალის“ დირექტორის მინდობილ პირს წარმოადგენდა – შ. დ–. ამავე წერილს, ა. მ–მა დაურთო შ. დ–ს სახელზე გაცემული რწმუნებულება. ა. მ–ის 2017 წლის 22 ივნისის წერილს და მასზე დართულ რწმუნებულებას პირადად გაეცნო ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერი – ი. კ–ია, რის შემდეგაც თავისივე რეზოლუციით შესაბამისი რეაგირებისათვის გადასცა ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს – ნ. გ–სა და ზ. ჯ–ას.
ი. კ–იამ, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ ზ. ყ. არ წარმოადგენდა შპს “.... ფილიალის“ დირექტორის მინდობილ პირს, 2017 წლის 10 ნოემბერს, ზ. ყ–სთან ერთად, ჯგუფურად დაამზადა ყალბი საანგარიშსწორებო ბარათები – ფორმა №.., რომელშიც ხელოვნურად იყო გაზრდილი შესრულებული სამუშაოების ღირებულება და საბოლოო მიღება-ჩაბარების ყალბი აქტი N..., რომლითაც უარი განაცხადა შპს “.... ფილიალისათვის“ ამავე კომპანიის ანგარიშზე ზედმეტად გადარიცხული თანხის – 18253,99 ლარის ფ–ს ადგილობრივი ბიუჯეტისათვის დაბრუნების მოთხოვნაზე. ზემოაღნიშნული საბოლოო მიღება-ჩაბარების N... ყალბი აქტი და ფორმა №.. ი. კ–იასა და ზ. ყ–ს მიერ გამოყენებული იქნა შპს “.... ფილიალთან“ საბოლოო ანგარიშსწორებისათვის.
1.1.6. 2015 წლის 15 სექტემბერს, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერს – ი. კ–იასა და შპს “.... ფილიალს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულება, რომლითაც ქ.. ფ–ის მერიის მიერ შესყიდული იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდული სამუშაოების ღირებულება, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2016 წლის N.../.. შეთანხმებით და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით განისაზღვრა 4169346,18 ლარით.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებდნენ ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის სპეცილისტი – თ. ლ–ა, სამსახურის უფროსი – ზ. ყ–, მისი გათავისუფლების შემდეგ – ზ. ჯ–ა.
2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწფიო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს “.... ფილიალთან“ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო, ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების ეტაპობრივი შესრულების დროს წარდგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა №.. და ფორმა №.. საფუძველზე. ამდენად, ი. კ–სთვის, როგორც ხელშეკრულების უშუალო მონაწილე მხარისათვის ცნობლი იყო, რომ შპს “.... ფილიალს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად ფ–ს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა აუნაზღაურდებოდა მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულების შესაბამისად. მიუხედავად აღნიშნულისა, ი. კ–მ, სამსახურებრივი უფლებამისლების განხორციელებისას შპს “.... ფილიალის“ დირექტორის მინდობილ პირს – გ. მ–ას, ქრთამის სახით, თავის სასარგებლოდ პირდაპირ მოსთხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფული, რის სანაცვლოდაც დაჰპირდა სამსახურებრივ მფარველობას და 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად ფ–ს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების სამუშაოების ფაქტობრივად შესრულებამდე გადარიცხვას. კერძოდ, 2015 წლის დეკემბრის თვეში ი. კ–ია, შეუთანხმდა გ. მ–ას, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშკრულებით გათვალისწინებულ თანხებს აუნაზღაურებდა წინასწარ, სამუშაოების უშუალო შესრულებამდე. ამ მიზნით, გ. მ–ას შესრულებულად უნდა ეჩვენებინა ფაქტობრივად შეუსრულებელი სამუშაოები, ხოლო ი. კ–იას კი, თავის მხრივ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნდა უზრუნველეყო გ. მ–ას მიერ უსაფუძვლოდ მოთხოვნილი თანხის შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე გადარიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ–ამ 2015 წლის 23 დეკემბრიდან 2017 წლის 9 თებერვლის ჩათვლით ეტაპობრივად დაამზადა შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები – ფორმა №.. (დათარიღებული: 23.12.2015წ, 24.02.2016წ, 18.05.2016წ, 29.07.2016წ, 23.08.2016წ, 07.10.2016წ, 21.10.2016წ, 07.11.2016წ, 24.11.2016წ. 09.02.2017წ) და ფორმა №.. (დათარიღებული: 19.10.2015წ, 10.11.2015წ, 30.11.2015წ, 24.12.2015წ, 24.02.2016წ, 18.05.2016წ, 29.07.2016წ, 25.08.2016წ, 07.10.2016წ, 21.10.2016წ, 07.11.2016წ, 24.11.2016წ, 09.02.2017წ), რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობების და ღირებულების შესახებ, რის შემდეგაც ხელმოსაწერად წარუდგინა ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტს – თ. ლ–ას, სამსახურის უფროსს – ზ. ყ–ს, მისი გათავისუფლების შემდეგ კი – ზ. ჯ–ას. შესრულებულ სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აზომვის შედეგად. ზ. ყ–ს, ზ. ჯ–ასა და თ. ლ–ასთვის ცნობილი იყო, რომ გ. მ–ას მიერ, ეტაპობრივად წარდგენილ შესრულებულ სამუშაოთა აქტში შეტანილი მონაცემები სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულებების შესახებ არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს და გაზრდილი იყო ხელოვნურად, რის გამოც თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ უარი განაცხადეს ყალბი დოკუმენტების დამოწმებაზე. ამავდროულად, მათ ამ გარემოებების შესახებ აცნობეს ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერს – ი. კ–ს. ამ უკანაკსნელმა კი, გ. მ–ასთვის დიდი ოდნეობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში დახმარების მიზნით, თავდაპირველად ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის – ზ. ყ–ს, ვიცე-მერის – ლ. ჩ–სა და მერის მოადგილის –ნ. გ–ს მეშვეობით, შემდეგ კი, პირადად დაავალა თ. ლ–ასა და ზ. ჯ–ას ხელმოწერით დაედასტურებინათ გ. მ–ას მიერ დამზადებული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები. რის შემდეგაც ზ. ყ–მ, თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ, ი. კ–ს უშუალო დავალებით, ეტაპობრივად, ხელმოწერით დაადასტურეს გ. მ–ას მიერ წარდგენილი, ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები, თუმცა ყოველი შესრულებული სამუშაოს აქტის დადასტურების შემთხვევაში, ი. კ–იას საქმის კურსში აყენებდნენ, რომ გ. მ–ა სამუშაოებს არ ასრულებდა სრულყოფილად. შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტების საფუძველზე, გ. მ–ამ, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერს – ი. კ–ს 2015 წლის 24 დეკემბრიდან 2016 წლის 24 ნოემბრამდე პერიოდში, ეტაპობრივად, ხელმოსაწერად ყალბი საანგარიშსწორებო ბარათები წარუდგინა 24.12.2015წ. N..., 18.05.2016 წ. №...., 29.07.2016წ. N..., 25.08.2016წ. N503, 07.10.2016წ. N..., 21.10.2016წ. N..., 24.11.2016წ. N... შუალედური შესრულების ყალბი აქტები. ი. კ–მ, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ შპს “.... ფილიალის“ დირექტორის მინდობილი პირის – გ. მ–ას მიერ შესრულებულ სამუშაოთა აქტებსა და შუალედური შესრულების აქტებში მითითებულ სამუშაოთა მოცულობები და ღირებულებები არ შეესაბამებოდა რეალურად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებსა და ღირებულებებს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გ. მ–ასთვის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში დახმარების მიზნით, ხოლო თავის სასარგებლოდ ქრთამის აღების სანაცვლოდ, ხელმოწერით დაადასტურა თითოეული ზემოაღნიშნული შუალედური შესრულების ყალბი აქტი, რომელთა საფუძველზეც შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე, ქ.. ფ–ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაირიცხა 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა 4131991,89 ლარი, საიდანაც, გ. მ–ა, თაღლითურად დაეუფლა ფ–ს ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდნეობით თანხას – 4398...,46 ლარს. ი. კ–იამ, კი გურამ მონივასთვის გაწეული სამსახურებრივი მფარველობისა და მატერიალური გამორჩენის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის აგვისტომდე დროის მონაკვეთში, ქ.. ფ–ში, მ–ის უბანში, ....ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. მ–სგან პირდაპირ აიღო, მოთხოვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 170000 ლარი – ქრთამის სახით.
1.2. ზ. ყ. (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება ჯგუფურად), საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
ზ. ყ., 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 23 ოქტომბრამდე მუშაობდა ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად. 2014 წლის 23 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე კი, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსად და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.
1.2.1. ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N... დადგენილებით დამტკიცებული ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულებით, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის N.... დადგენილებით დამტკიცებული ქ.. ფ–ის მუნციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტოის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამიახურის დებულებით, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N.... დადგენილებით დამტკიცებული ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით ზ. ყ–ს, ევალებოდა უზრუნველეყო ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, შესყიდული სამშენებელო სამუშაოების მუშა პროექტების სანებართვო პირობებში მოცემული ეტაპების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების საზედამხედველო აქტებისა და ოქმების მომზადება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას კომპეტენციის ფარგლებში, უნდა განეხორციელებინა კონტროლი, თვითმმართველი ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს “.... ფილიალს“ შორის 2015 წლის 15 სექტემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე, რაც ასევე განსაზღვრული იყო ამავე ხელშეკრულებით. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესყიდული იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდული სამუშაოების ღირებულება, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2016 წლის N.../.. შეთანხმებით და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით განისაზღვრა 4169346,18 ლარით. ამავე ხელშკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს “.... ფილიალთან“ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო, ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების ეტაპობრივი შესრულების დროს წარდგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა №.. და ფორმა №.. საფუძველზე, რაც ცნობილი იყო ზ. ყ–სთვის, როგორც მაკონტროლებელი სამსახურის უფროსისთვის. მიუხედავად ამისა, ზ. ყ–მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, გ. მ–ასთვის უპირატესობისა და გამორჩენის მიღების მიზნით, ხელმოწერით დაადასტურა გ. მ–ას მიერ წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები, კერძოდ: 2015 წლის დეკემბრის თვეში ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერი – ი. კ–ია, სამსახურებრივი უფლბამოსილების ბოროტად გამოყენებით, გ. მ–ასთვის უპირატესობის მიღების მიზნით, შეუთანხმდა ამ უკანასკნელს, რომ ხელშკრულებით გათვალისწინებულ თანხებს აუნაზღაურებდა წინასწარ, სამუშაოების უშუალო შესრულებამდე. ამ მიზნით, გ. მ–ას შესრულებულად უნდა ეჩვენებინა ფაქტობრივად შეუსრულბელი სამუშაოები, ხოლო ი. კ–იას თავის მხრივ უნდა უზრუნველეყო გ. მ–ას მიერ უსაფუძვლოდ მოთხოვნილი თანხის შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე გადარიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ–ამ ეტაპობრივად 2015 წლის 24 დეკემბრიდან 2017 წლის 9 თებერვლის ჩათვლით დაამზადა შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები: ფორმა №.. და ფორმა №.., რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის და ღირებულების შესახებ. გ. მ–ამ 2015 წლის 23 დეკემბრითა და 2016 წლის 24 თებერვლით დათარიღებული ფორმა №.., ასევე 2015 წლის 24 დეკემბრითა და 2016 წლის 24 თებერვლით დათარიღებული ფორმა №.. ხელმოსაწერად წარუდგინა ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს – სპეციალისტს თ. ლ–ას და სამსახურის უფროსს – ზ. ყ–ს. შესრულებულ სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აზომვის შედეგად, თ. ლ–ასთვის ცნობილი იყო, რომ გ. მ–ას მიერ შესრულებულ სამუშაოთა აქტებში შეტანილი მონაცემები სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულების შესახებ არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს და გაზრდილი იყო ხელოვნურად, რის შესახებაც, თ. ლ–ამ აცნობა სამსახურის უფროსს – ზ. ყ–ს და ამავდროულად უარი განუცხადა ყალბი დოკუმენტების ხელმოწერაზე. ზ. ყ–მ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, გ. მ–ასთვის უპირატესობისა და გამორჩენის მიღების მიზნით, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერის – ი. კ–ს უშუალო მითითებით, თ. ლ–ას დაავალა ხელმოწერით დაედასტურებინა გ. მ–ას მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №..), რაც შეასრულა თ. ლ–ამ. თ. ლ–ასთან ერთად, ზემოაღნიშნული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები, თავის მხრივ ხელმოწერით დაადასტურა ზ. ყ–მ. რის შემდეგაც, მანვე, გ. მ–ასთან ერთად ხელმოწერით დადასტურა 2015 წლის 24 დეკემბრითა და 2016 წლის 24 თებერვლით დათარიღებული ფორმა №... მანვე ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერთან – ი. კ–სთან და გ. მ–ასთან ერთად ხელმოწერით დადასტურა შუალედურ სამუშაოთა 2015 წლის 24 დეკემბრის N... ყალბი აქტი. მანვე ქ.. ფ–ის ვიცე-მერთან ლ. ჩ–სთან და გ. მ–ასთან ერთად ხელმოწერით დადასტურა შუალედურ სამუშაოთა 2016 წლის 24 თებერვლის N... ყალბი აქტი. ზემოაღნიშნული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტებისა და შუალედური შესრულების აქტების საფუძველზე, ქ. ....ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე გადაირიცხა 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა 4095954,8 ლარი, საიდანაც გ. მ–ა თაღლითურად დაეუფლა 4398...,46 ლარს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერსების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
1.2.2. ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N.... დადგენილებით დამტკიცებული ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულებით, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის N.... დადგენილებით დამტკიცებული ქ.. ფ–ის მუნციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტოის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებით, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N... დადგენილებით, დამტკიცებული ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ზ. ყ–ს, ევალებოდა უზრუნველეყო ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, შესყიდული სამშენებელო სამუშაოების მუშა პროექტების სანებართვო პირობებში მოცემული ეტაპების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების საზედამხედველო აქტებისა და ოქმების მომზადება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას უნდა განეხორციელებინა კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში, თვითმმართველი ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს “.... ფილიალს“ შორის 2015 წლის 15 სექტემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე, რაც ასევე განსაზღვრული იყო ამავე ხელშეკრულებით. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესყიდული იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდული სამუშაოების ღირებულება, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2016 წლის N.../.. შეთანხმებით და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით განისაზღვრა 4169346,18 ლარით. ამავე ხელშკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს “....თან“ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო, ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების ეტაპობრივი შესრულების დროს წარდგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა №.. და ფორმა №.. საფუძველზე, რაც ცნობილი იყო ზ. ყ–სთვის, როგორც მაკონტროლებელი სამსახურის უფროსისთვის. მიუხედავად ამისა, ზ. ყ–მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გ. მ–ასთვის თაღლითობაში დახმარების მიზნით, ხელმოწერით დაადასტურა გ. მ–ას მიერ წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები, კერძოდ: 2015 წლის დეკემბრის თვეში ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერი – ი. კ–ია, სამსახურებრივი უფლბამოსილების ბოროტად გამოყენებით, გ. მ–ასთვის უპირატესობის მიღების მიზნით, შეუთანხმდა ამ უკანასკნელს, რომ ხელშკრულებით გათვალისწინებულ თანხებს აუნაზღაურებდა წინასწარ, სამუშაოების უშუალო შესრულებამდე. ამ მიზნით, გ. მ–ას შესრულებულად უნდა ეჩვენებინა ფაქტობრივად შეუსრულბელი სამუშაოები, ხოლო ი. კ–იას თავის მხრივ უნდა უზრუნველეყო გ. მ–ას მიერ უსაფუძვლოდ მოთხოვნილი თანხის შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე გადარიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ–ამ ეტაპობრივად 2015 წლის 24 დეკემბრიდან 2017 წლის 9 თებერვლის ჩათვლით დაამზადა შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები: ფორმა №.. და ფორმა №.., რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის და ღირებულების შესახებ. გ. მ–ამ 2015 წლის 23 დეკემბრითა და 2016 წლის 24 თებერვლით დათარიღებული ფორმა №.., ასევე 2015 წლის 24 დეკემბრითა და 2016 წლის 24 თებერვლით დათარიღებული ფორმა №.. ხელმოსაწერად წარუდგინა ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს, სპეციალისტ თ. ლ–ას და სამსახურის უფროსს ზ. ყ–ს. შესრულებულ სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აზომვის შედეგად, თ. ლ–ასთვის ცნობილი იყო, რომ გ. მ–ას მიერ შესრულებულ სამუშაოთა აქტებში შეტანილი მონაცემები სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულების შესახებ არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს და გაზრდილი იყო ხელოვნურად, რის შესახებაც, თ. ლ–ამ აცნობა სამსახურის უფროსს – ზ. ყ–ს და ამავდროულად უარი განუცხადა ყალბი დოკუმენტების ხელმოწერაზე. ზ. ყ–მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გ. მ–ასთვის თაღლითობაში დახმარების მიზნით, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერის – ი. კ–ს უშუალო მითითებით, თ. ლ–ას დაავალა ხელმოწერით დაედასტურებინა გ. მ–ას მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №..), რაც შეასრულა თ. ლ–ამ. თ. ლ–ასთან ერთად, ზემოაღნიშნულ შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები, თავის მხრივ ხელმოწერით დაადასტურა ზ. ყ–მ. რის შემდეგაც, მანვე, გ. მ–ასთან ერთად ხელმოწერით დაადასტურა 2015 წლის 24 დეკემბრითა და 2016 წლის 24 თებერვლით დათარიღებული ფორმა №... მანვე ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერთან – ი. კ–იასთან და გ. მ–ასთან ერთად ხელმოწერით დაადასტურა შუალედურ სამუშაოთა 2015 წლის 24 დეკემბრის N.... ყალბი აქტი, ხოლო ქ.. ფ–ის ვიცე-მერთან ლ. ჩ–სთან და გ. მ–ასთან ერთად ხელმოწერით დაადასტურა შუალედურ სამუშაოთა 2016 წლის 24 თებერვლის N... ყალბი აქტი. ზემოაღნიშნული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტებისა და შუალედური შესრულების აქტების საფუძველზე, ქ.. ფ–ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე გადაირიცხა 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა 4095954,8 ლარი, საიდანაც გ. მ–ა თაღლითურად დაეუფლა 4398...,46 ლარს.
1.2.3. 2015 წლის 15 სექტემბერს, ქ.. ფ–ის მუნციპალიტეტის მერს – ი. კ–სა და შპს “.... ფილიალს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულება, რომლითაც ქ.. ფ–ის მერიის მიერ შესყიდული იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდული სამუშაოების ღირებულება, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2016 წლის N.../.. შეთანხმებით და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით განისაზღვრა 4169346,18 ლარით. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებდა ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის სპეცილისტი – თ. ლ–ა და სამსახურის უფროსი – ზ. ყ–. 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს “.... ფილიალთან“ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების ეტაპობრივი შესრულების დროს წარდგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა №.. და ფორმა №.. საფუძველზე, რაც ცნობილი იყო ზ. ყ–სათვის, როგორც მაკონტროლებელი სამსახურის უფროსისათვის. შესრულებულ სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აზომვის შედეგად, თ. ლ–ასთვის და ზ. ყ–სთვის ცნობილი იყო, რომ გ. მ–ას მიერ შესრულებულ სამუშაოთა აქტებში შეტანილი მონაცემები სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულების შესახებ არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს და გაზრდილი იყო ხელოვნურად. მიუხედავად აღნიშნულისა, ზ. ყ–მ, შპს “.... ფილიალის“ დირექტორის მინდობილ პირთან – გ. მ–ასთან და თ. ლ–ასთან ერთად, ჯგუფურად, გამოყენების მიზნით, დაამზადა ყალბი საანაგარიშსწორებო ბარათები: 2015 წლის 23 დეკემბრითა და 2016 წლის 24 თებერვლით დათარიღებული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №..). მანვე, ამავე მიზნით, გ. მ–ასთან ერთად ჯგუფურად დაამზადა 2015 წლის 24 დეკემბრითა და 2016 წლის 24 თებერვლით დათარიღებული ფორმა №... მანვე, გამოყენების მიზნით, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერთან – ი. კ–იასთან და გ. მ–ასთან ერთად ჯგუფურად დაამზადა შუალედურ სამუშაოთა 2015 წლის 24 დეკემბრის N... ყალბი აქტი, ხოლო ქ. ფ–ის ვიცე-მერთან ლ. ჩ–სთან და გ. მ–ასთან ერთად გამოყენების მიზნით, ჯგუფურად დაამზადა შუალედურ სამუშაოთა 2016 წლის 24 თებერვლის N... ყალბი აქტი. ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებში, შეტანილ იქნა ყალბი მონაცემები ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესახებ. ზემოაღნიშნული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტებისა და შუალედური შესრულების ყალბი აქტების საფუძველზე, შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე, ქ. ფ–ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკანონოდ, აქტებში მითითებული სამუშაოების ფაქტობრივად შესრულების გარეშე გადაირიცხა 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა 4095954,8 ლარი, საიდანაც გ. მ–ა თაღლითურად დაეუფლა ფ–ს ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდნეობით თანხას – 4398...,46 ლარს.
1.2.4. ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 26 დეკემბრის N... ბრძანების შესაბამისად ზ. ყ–, ამავდროულად წარმოადგენდა ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის წევრს. ის, როგორც სატენდერო კომისიის წევრი ვალდებული იყო გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის სისწორის შესწავლისას, სხვა ნორმატიულ აქტებთან ერთად ეხელმძღვანელა „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 იანვრის N44 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტითა და „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1/1463 ბრძანებით, რომელთა მიხედვით ელქეტროსამონტაჟო სამუშაოებს ზედნადები ხარჯები უნდა დაერიცხოს მუშახელის ძირითად ხელფასს და არა მთლიანად ელქტროსამონტაჟო სამუშაოების ღირებულებას. 2015 წელს ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა – ქალაქ ფ–ში მ–ის უბანში სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია. ზემოაღნიშნული ტენდერის მიმდინარეობისას, სატენდერო კომისიის წევრმა ქ. ფ–ის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა – ზ. ყ–მ, ამავე კომისიის სხვა წევრებთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილებისადმი გულგრილი დამოკიდებულებით არასრულად და არაჯეროვნად შეისწავლა შპს “.... ფილიალის“ მიერ წარმოდგენილი, კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა, რომელიც შედგენილი იყო ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, ელექტროსამონტაჟო სამუშაოებზე ზედანდები ხარჯები უკანონოდ იყო გაზრდილი 48279 ლარით, ამ ხარჯების ელქტროსამონტაჟო სამუშაოების მთლიან ღირებულებაზე დარიცხვის გზით. მიუხედავად აღნიშნულისა სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში, კომისიის სხვა წევრებთან ერთად, დააფიქსირა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და კომპანია გამოვლინდა გამარჯვებულად, რის შედეგადაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, რადგან შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე უკანონოდ გადაირიცხა ელქტროსამონტაჟო სამუშაოების ღირებულებაზე დარიცხული ზედანდები ხარჯები 48279 ლარის ოდენობით.
1.2.5. 2015 წლის 15 სექტემბერს, ქ.. ფ–ის მუნციპალიტეტის მერს – ი. კ–სა და შპს “.... ფილიალის“ დირექტორის მინდობილ პირს – გ. მ–ას შორის, დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულება, რომლითაც ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესყიდული იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2017 წლის 23 მარტის N.../5 შეთანხმებით, ცვლილება შევიდა ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერს – ი. კ–სა და შპს “.... ფილიალის“ დირექტორის მინდობილ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებაში. ცვლილების თანახმად, შპს „......... ფილიალის“ დირექტორის მინდობილ პირად გ. მ–ას ნაცვლად განისაზღვრა ზ. ყ–, ხოლო 2017 წლის 26 ივნისის N.../.. შეთანხმებით კი, შპს “........ ფილიალის“ დირექტორის მინდობილ პირად ზ. ყ–ს ნაცვლად განისაზღვრა შ. დ–. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში განხორციელებული ორივე ცვლილების, მათ შორის დირექტორის მინდობილ პირად შ. დ–ს დანიშვნის შესახებ ცნობილი იყო ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერისთვის ი. კ–იასთვის. კერძოდ, 2017 წლის 22 ივნისს შპს “.... ფილიალის“ დირექტორმა ა. მ–მა, ქ. ....ის მერიას წერილობით აცნობა, რომ ზ. ყ–ს ნაცვლად, შპს “.... ფილიალის“ დირექტორის მინდობილ პირს წარმოადგენდა – შ. დ. ამავე წერილს, ა. მ–მა დაურთო შ. დ–ს სახელზე გაცემული რწმუნებულება. ა. მ–ის 2017 წლის 22 ივნისის წერილს და მასზე დართულ რწმუნებულებას პირადად გაეცნო ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერი – ი. კ–ია, რის შემდეგაც თავისივე რეზოლუციით შესაბამისი რეაგირებისათვის გადასცა ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს – ნ. გ–სა და ზ. ჯ–ას. ფაქტი, იმის შესახებ, რომ ზ. ყ– აღარ წარმოადგენდა შპს “.... ფილიალის“ დირექტორის მინდობილ პირს 2017 წლის 26 ივნისიდან ასევე ცნობილი იყო თავად ზ. ყ–სთვის. ზ. ყ–მ, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ აღარ წარმოადგენდა შპს “.... ფილიალის“ დირექტორის მინდობილ პირს, 2017 წლის 10 ნოემბერს, ი. კ–სთან ერთად, ჯგუფურად დაამზადა ყალბი საანგარიშსწორებო ბარათი – საბოლოო მიღება- ჩაბარების ყალბი აქტი N.... აღნიშნული აქტით, ი. კ–იამ უარი განაცხადა შპს “.... ფილიალისათვის“ ამავე კომპანიის ანგარიშზე ზედმეტად გადარიცხული თანხის 18253,99 ლარის ფ–ს ადგილობრივი ბიუჯეტისათვის დაბრუნების მოთხოვნაზე. ზემოაღნიშნული საბოლოო მიღება-ჩაბარების N... ყალბი აქტი ი. კ–სა და ზ. ყ–ს მიერ გამოყენებული იქნა შპს “.... ფილიალთან“ საბოლოო ანგარიშსწორებისათვის.
1.3. ნ. გ. (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია), საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
ნ. გ–, 2014 წლის 18 აგვისტოდან 2017 წლის 12 ნოემბრამდე, მუშაობდა ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოზიციაზე და წარმოადგენდა მოხელეს. ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 29 მაისის №..... და 2016 წლის 30 დეკემბრის N... ბრძანებებით განსაზღვრული ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, ნ. გ–ს სამსახურბერივ უფლებამოსილებას არ განეკუთვნებოდა ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობაზე კონტროლი და ზედამხედველობა.
1.3.1. ნ. გ–მ შპს “.... ფილიალის“ მინდობილი პირის – გ. მ–ასთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტს – თ. ლ–ას და ზ. ჯ–ას, ქ.. ფ–ის მერის ი. კ–იას მითითებით, დაავალა ხელმოწერით დაედასტურებინათ გ. მ–ას მიერ წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები, კერძოდ: 2015 წლის 15 სექტემბერს, ქ.. ფ–ის მუნციპალიტეტის მერს – ი. კ–სა და შპს “.... ფილიალს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულება, რომლითაც ქ.. ფ–ის მერიის მიერ შესყიდული იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდული სამუშაოების ღირებულება, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2016 წლის N.../.. შეთანხმებით და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით განისაზღვრა 4169346,18 ლარით. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე უშუალო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებდნენ ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი – თ. ლ–ა, სამსახურის უფროსი – ზ. ყ–, ზ. ყ–ს გათავისუფლების შემდეგ კი, ზ. ჯ–ა. 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწფიო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს “.... ფილიალთან“ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო, ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების ეტაპობრივი შესრულების დროს წარდგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების, ფორმა №.. და ფორმა №..-ის საფუძველზე. 2015 წლის დეკემბრის თვეში ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერი – ი. კ–ია, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, გ. მ–ასთვის უპირატესობის მიღების მიზნით, შეუთანხმდა ამ უკანასკნელს, რომ ხელშკრულებით გათვალისწინებულ თანხებს აუნაზღაურებდა წინასწარ, სამუშაოების უშუალო შესრულებამდე. ამ მიზნით, გ. მ–ას შესრულებულად უნდა ეჩვენებინა ფაქტობრივად შეუსრულბელი სამუშაოები, ხოლო ი. კ–იას კი, თავის მხრივ უნდა უზრუნველეყო გ. მ–ას მიერ უსაფუძვლოდ მოთხოვნილი თანხის შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე გადარიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ–ამ ეტაპობრივად 2015 წლის 23 დეკემბრიდან 2017 წლის 09 თებერვლის ჩათვლით დაამზადა შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები: ფორმა №.. და ფორმა №.., რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის და ღირებულების შესახებ, რის შემდეგაც ხელმოსაწერად წარუდგინა ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედელობისა და სამსახურის თანამშრომელს, სპეციალისტს – თ. ლ–ას და სამსახურის უფროსს – ზ. ყ–ს, ზ. ყ–ს გათავისუფლების შემდეგ კი, ზ. ჯ–ას. შესრულებულ სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აზომვის შედეგად, თ. ლ–ასთვის ცნობილი იყო, რომ გ. მ–ას მიერ შესრულებულ სამუშაოთა აქტებში შეტანილი მონაცემები სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულებების შესახებ არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს და გაზრდილი იყო ხელოვნურად, რის შესახებაც, თ. ლ–ამ აცნობა თავდაპირველად სამსახურის უფროსს – ზ. ყ–ს, ხოლო ზ. ყ–ს გათავისუფლების შემდეგ ამავე სამსახურის უფროსს – ზ. ჯ–ას. თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ უარი განაცხადეს ყალბი დოკუმენტების დამოწმებაზე. აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი იყო მერის მოადგილის – ნ. გ–სთვის. მიუხედავად აღნიშნულისა, ნ. გ–მ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, გ. მ–ასთვის უპირატესობისა და გამორჩენის მიღების მიზნით, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერის – ი. კ–იას უშუალო მითითებით, თ. ლ–ას და ზ. ჯ–ას დაავალა ხელმოწერით დაედასტურებინათ გ. მ–ას მიერ წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №..), რის შემდეგაც თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ ეტაპობრივად, ხელმოწერით დაადასტურეს გ. მ–ას მიერ წარდგენილი, ზემოაღნიშნული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები. ზემოთ ჩამოთვლილი ყალბი საანგარისწორებო დოკუმენტების საფუძველზე, ქ.. ფ–ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე გადაირიცხა 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა 4095954,8 ლარი, საიდანაც გ. მ–ა თაღლითურად დაეუფლა 4398...,46 ლარს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერსების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
1.3.2. ნ. გ–ს თანამდებობიდან გამომდინარე, შეეძლო გარკვეული ზეგავლენა მოეხდინა ზემოაღნიშნული სამსახურის თანამშრომლებზე, რაც განახორციელა, კერძოდ: 2015 წლის 15 სექტემბერს, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერს – ი. კ–სა და შპს “.... ფილიალს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულება, რომლითაც ქ.. ფ–ის მერიის მიერ შესყიდული იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდული სამუშაოების ღირებულება, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2016 წლის N.../.. შეთანხმებით და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით განისაზღვრა 4169346,18 ლარით. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე უშუალო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებდნენ ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი – თ. ლ–ა, სამსახურის უფროსი – ზ. ყ., ზ. ყ–ს გათავისუფლების შემდეგ კი, ზ. ჯ–ა. 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს “.... ფილიალთან“ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო, ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების ეტაპობრივი შესრულების დროს წარდგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების, ფორმა №.. და ფორმა №.. საფუძველზე. 2015 წლის დეკემბერში, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერი – ი. კ–ია, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, გ. მ–ასთვის უპირატესობის მიღების მიზნით, შეუთანხმდა ამ უკანასკნელს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს აუნაზღაურებდა წინასწარ, სამუშაოების უშუალო შესრულებამდე. ამ მიზნით, გ. მ–ას შესრულებულად უნდა ეჩვენებინა ფაქტობრივად შეუსრულებელი სამუშაოები, ხოლო ი. კ–ს კი, თავის მხრივ უნდა უზრუნველეყო გ. მ–ას მიერ უსაფუძვლოდ მოთხოვნილი თანხის შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე გადარიცხვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ–ამ ეტაპობრივად 2015 წლის 23 დეკემბრიდან 2017 წლის 9 თებერვლის ჩათვლით დაამზადა შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები: ფორმა №.. და ფორმა №.., რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის და ღირებულების შესახებ, რის შემდეგაც ხელმოსაწერად წარუდგინა ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს – სპეციალისტს თ. ლ–ს და სამსახურის უფროსს – ზ. ყ–ს, ზ. ყ–ს გათავისუფლების შემდეგ კი, ზ. ჯ–ას. შესრულებულ სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აზომვის შედეგად, თ. ლ–ასთვის ცნობილი იყო, რომ გ. მ–ას მიერ შესრულებულ სამუშაოთა აქტებში შეტანილი მონაცემები სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულების შესახებ არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს და გაზრდილი იყო ხელოვნურად, რის შესახებაც, თ. ლ–ამ აცნობა თავდაპირველად სამსახურის უფროსს – ზ. ყ–ს, ხოლო ზ. ყ–ს გათავისუფლების შემდეგ კი, ამავე სამსახურის უფროსს – ზ. ჯ–ას. თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ უარი განაცხადეს ყალბი დოკუმენტების დამოწმებაზე. აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი იყო მერის მოადგილის – ნ. გ–სთვის. მიუხედავად აღნიშნულისა, ნ. გ–მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გ. მ–ასთვის დიდი ოდენობით სხვისი თანხის, მოტყუებით დაუფლებაში დახმარების მიზნით, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერის – ი. კ–იას უშუალო მითითებით, თ. ლ–ას და ზ. ჯ–ას დაავალა ხელმოწერით დაედასტურებინათ გ. მ–ას მიერ წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №..), რის შემდეგაც თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ ეტაპობრივად, ხელმოწერით დაადასტურეს გ. მ–ას მიერ წარდგენილი, ზემოაღნიშნული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები. ზემოთ ჩამოთვლილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების საფუძველზე, ქ.. ფ–ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე გადაირიცხა 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა 4095954,8 ლარი, საიდანაც გ. მ–ა თაღლითურად დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას – 4398...,46 ლარს.
1.3.3. ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 26 დეკემბრის N... ბრძანების შესაბამისად, ნ. გ– ასევე, წარმოადგენდა ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის წევრს. ის, როგორც სატენდერო კომისიის წევრი, ვალდებული იყო გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის სისწორის შესწავლისას, სხვა ნორმატიულ აქტებთან ერთად ეხელმძღვანელა „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 იანვრის N44 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტითა და „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ სამმართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გნვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1/1463 ბრძანებით, რომელთა მიხედვით ელექტროსამონტაჟო სამუშაოებს ზედნადები ხარჯები უნდა დაერიცხოს მუშახელის ძირითად ხელფასს და არა მთლიანად ელქტროსამონტაჟო სამუშაოების ღირებულებას. 2015 წელს ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა – ქალაქ ფ–ში მ–ის უბანში სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია. ზემოაღნიშნული ტენდერის მიმდინარეობისას, სატენდერო კომისიის წევრმა ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ - ნ. გ–მ, ამავე კომისიის სხვა წევრებთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილებისადმი გულგრილი დამოკიდებულებით, არასრულად და არაჯეროვნად შეისწავლა შპს “.... ფილიალის“ მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა, რომელიც შედგენილი იყო ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევით. ხარჯთაღრიცხვაში ელექტროსამონტაჟო სამუშაოებზე ზედანდები ხარჯები უკანონოდ იყო გაზრდილი 48279 ლარით, ამ ხარჯების ელქტრო სამონტაჟო სამუშაოების მთლიან ღირებულებაზე დარიცხვის გზით. მიუხედავად აღნიშნულისა, ნ. გ–მ, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში, კომისიის სხვა წევრებთან ერთად, დააფიქსირა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და კომპანია გამოვლინდა გამარჯვებულად, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, რადგან შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე უკანონოდ გადაირიცხა ელქტროსმონტაჟო სამუშაოების ღირებულებაზე დარიცხული ზედანდები ხარჯები 48279 ლარის ოდენობით.
1.4. ლ. ჩ– (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია), საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება ჯგუფურად) და საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
ლ. ჩ–, 2014 წლის 22 ოქტომბრიდან 2017 წლიის 12 ნოემბრამდე, მუშაობდა ქ. ....–ს მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის პოზიციაზე და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნეობდა სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კონტროლი და ზედამხედველობა. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ანგარიშსწორების მიზნით, ხელმოწერით ადასტურებდა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში მიმწოდებელსა და ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებულ შუალედურ და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებს. სხვა ფუნქცია-მოვალეობებთან ერთად, მის ერთ-ერთ სამსახურებრივ უფლებამოვალეობას განეკუთვნებოდა ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობაზე კონტროლის გაწევა, რაც განსაზღვრული იყო ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 29 მაისის №..53 და 2016 წლის 30 დეკემბრის N1039 ბრძანებებით. ლ. ჩ–ს, როგორც ვიცე-მერის უფლება-მოვალეოებები ასევე განსაზღვრული იყო ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N.... იდა 2016 წლის 27 აპრილის N....დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით.
1.4.1. 2015 წლის 15 სექტემბერს ქ.. ფ–ის მუნციპალიტეტის მერს – ი. კ–იასა და შპს “.... ფილიალს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულება, რომლითაც ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესყიდული იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდული სამუშაოების ღირებულება, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2016 წლის N.../2 შეთანხმებით და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით განისაზღვრა 4169346,18 ლარით. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე უშაულო კონტროლსა და ზედამხედვალობას ახორციელებდნენ ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის სპეცილისტი – თ. ლ–ა, სამსახურის უფროსი – ზ. ყ–, ზ. ყ–ს გათავისუფლების შემდეგ კი, ზ. ჯ–ა. 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწფიო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს “.... ფილიალთან“ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო, ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების ეტაპობრივი შესრულების დროს წარდგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების, ფორმა №.. და ფორმა №..-ის საფუძველზე. ამდენად, ლ. ჩ–სთვის, როგორც სახელმწიფო შესყიდვებზე საერთო ზედამხედველობის განმახორციელებლი პირისათვის ცნობლი იყო, მომწოდებლისათვის თანხის ანაზღაურების ფორმა და წესი. მიუხედავად ამისა, ლ. ჩ–მ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, გ. მ–ასთვის უპირატესობისა და გამორჩენის მიღების მიზნით, ხელმოწერით დაადასტურა გ. მ–ას მიერ წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები. მანვე, ამავე მიზნით, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის სპეცილისტს – თ. ლ–ას და ზ. ჯ–ას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით დაავალა ხელმოწერით დაედასტურებინათ შპს “.... ფილიალის“ მინდობილი პირის – გ. მ–ას მიერ წარმოდგენილი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები, კერძოდ: 2015 წლის დეკემბერში, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერი – ი. კ–ა, სამსახურებრივი უფლბამოსილების ბოროტად გამოყენებით, გ. მ–ასთვის უპირატესობის მიღების მიზნით, შეუთანხმდა ამ უკანასკნელს, რომ ხელშკრულებით გათვალისწინებულ თანხებს აუნაზღაურებდა წინასწარ, სამუშაოების უშუალო შესრულებამდე. ამ მიზნით, გ. მ–ას შესრულებულად უნდა ეჩვენებინა ფაქტობრივად შეუსრულბელი სამუშაოები, ხოლო ი. კ–იას თავის მხრივ უნდა უზრუნველეყო გ. მ–ას მიერ უსაფუძვლოდ მოთხოვნილი თანხის შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე გადარიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ–ამ ეტაპობრივად 2015 წლის 23 დეკემბრიდან 2017 წლის 9 თებერვლის ჩათვლით დაამზადა შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები – ფორმა №.. და ფორმა №.., რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის და ღირებულების შესახებ, რის შემდეგაც ხელმოსაწერად წარუდგინა ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედელობისა და სამსახურის თანამშრომლებს – სპეციალისტს თ. ლ–ს და სამსახურის უფროსს – ზ. ყ–ს, ზ. ყ–ს გათავისუფლების შემდეგ კი, ზ. ჯ–ას. შესრულებულ სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აზომვის შედეგად, თ. ლ–ასთვის ცნობილი იყო, რომ გ. მ–ას მიერ შესრულებულ სამუშაოთა აქტებში შეტანილი მონაცემები სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულების შესახებ არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს და გაზრდილი იყო ხელოვნურად, რის შესახებაც, თ. ლ–ამ აცნობა თავდაპირველად სამსახურის უფროსს – ზ. ყ–ს, ხოლო ზ. ყ–ს გათავისფლების შემდეგ ამავე სამსახურის უფროსს – ზ. ჯ–ას. თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ უარი განაცხადეს ყალბი დოკუმენტების დამოწმებაზე. აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი იყო ვიცე-მერის – ლ. ჩ–სთვის, მიუხედავად აღნიშნულისა, ლ. ჩ–მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, გ. მ–ასთვის უპირატესობისა და გამორჩენის მიღების მიზნით, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერის – ი. კ–იას უშუალო მითითებით, თ. ლ–ას და ზ. ჯ–ას დაავალა ხელმოწერით დაედასტურებინათ გ. მ–ას მიერ წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №..), რის შემდეგაც თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ ეტაპობრივად, ხელმოწერით დაადასტურეს გ. მ–ას მიერ წარდგენილი, ზემოაღნიშნული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები. ამავდროულად, ლ. ჩ–მ, გ. მ–ასთან, ზ. ყ–სთან და ზ. ყ–ს გათავისუფლების შემდეგ – ზ. ჯ–ასთან ერთად ხელმოწერით დაადასტურა 2016 წლის 24 თებერვლის N.., 2016 წლის 7 ნოემბრის N... და 2017 წლის 9 თებერვლის N.. შუალედური შესრულების ყალბი აქტები. ზემოთ ჩამოთვლილი ყალბი საანგარისწორებო დოკუმენტების საფუძველზე, ქ.. ფ–ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე გადაირიცხა 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა 4095954,8 ლარი, საიდანაც გ. მ–ა თაღლითურად დაეუფლა 4398...,46 ლარს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერსების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
1.4.2. 2015 წლის 15 სექტემბერს ქ.. ფ–ის მუნციპალიტეტის მერს – ი. კ–იასა და შპს “.... ფილიალს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულება, რომლითაც ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესყიდული იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდული სამუშაოების ღირებულება, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2016 წლის N.../.. შეთანხმებით და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით განისაზღვრა 4169346,18 ლარით. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე უშუალო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებდნენ ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის სპეცილისტი – თ. ლ–ა, სამსახურის უფროსი – ზ. ყ–, ზ. ყ–ს გათავისუფლების შემდეგ კი, ზ. ჯ–ა. 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს “.... ფილიალთან“ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო, ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების ეტაპობრივი შესრულების დროს წარდგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების, ფორმა №.. და №..-ის საფუძველზე. ამდენად, ლ. ჩ–სთვის, როგორც სახელმწიფო შესყიდვებზე საერთო ზედამხედველობის განმახორციელებლი პირისათვის ცნობლი იყო, მომწოდებლისათვის თანხის ანაზღაურების ფორმა და წესი. მიუხედავად ამისა, ლ. ჩ–მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გ. მ–ასთვის თაღლითობაში დახმარების მიზნით, ხელმოწერით დაადასტურა გ. მ–ას მიერ წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები. მანვე, ამავე მიზნით, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტს – თ. ლ–ას და ზ. ჯ–ას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, დაავალა ხელმოწერით დაედასტურებინათ შპს “.... ფილიალის“ მინდობილი პირის – გ. მ–ას მიერ წარმოდგენილი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები, კერძოდ: 2015 წლის დეკემბრის თვეში, ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერი – ი. კ–ია, სამსახურებრივი უფლბამოსილების ბოროტად გამოყენებით, გ. მ–ასთვის უპირატესობის მიღების მიზნით, შეუთანხმდა ამ უკანასკნელს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს აუნაზღაურებდა წინასწარ, სამუშაოების უშუალო შესრულებამდე. ამ მიზნით, გ. მ–ას შესრულებულად უნდა ეჩვენებინა ფაქტობრივად შეუსრულბელი სამუშაოები, ხოლო ი. კ–იას თავის მხრივ უნდა უზრუნველეყო გ. მ–ას მიერ უსაფუძვლოდ მოთხოვნილი თანხის შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე გადარიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ–ამ, ეტაპობრივად 2015 წლის 23 დეკემბრიდან 2017 წლის 9 თებერვლის ჩათვლით დაამზადა შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები: ფორმა №.. და №.., რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულიბის და ღირებულების შესახებ, რის შემდეგაც ხელმოსაწერად წარუდგინა ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედელობისა და სამსახურის თანამშრომლებს: სპეციალისტს – თ. ლ–ს და სამსახურის უფროსს – ზ. ყ–ს, ზ. ყ–ს გათავისუფლების შემდეგ კი, ზ. ჯ–ას. შესრულებულ სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აზომვის შედეგად, თ. ლ–ასთვის ცნობილი იყო, რომ გ. მ–ას მიერ შესრულებულ სამუშაოთა აქტებში შეტანილი მონაცემები სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულების შესახებ არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს და გაზრდილი იყო ხელოვნურად, რის შესახებაც, თ. ლ–ამ აცნობა თავდაპირველად სამსახურის უფროსს – ზ. ყ–ს, ხოლო ზ. ყ–ს გათავისფლების შემდეგ კი ამავე სამსახურის უფროსს – ზ. ჯ–ას. თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ უარი განაცხადეს ყალბი დოკუმენტების დამოწმებაზე.
აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი იყო ვიცე-მერის – ლ. ჩ–სთვის, მიუხედავად აღნიშნულისა, ლ. ჩ–მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გ. მ–ასთვის თაღლითობაში დახმარების მიზნით, ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერის – ი. კ–იას უშუალო მითითებით, თ. ლ–ას და ზ. ჯ–ას დაავალა ხელმოწერით დაედასტურებინათ გ. მ–ას მიერ წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №..), რის შემდეგაც თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ ეტაპობრივად, ხელმოწერით დაადასტურეს გ. მ–ას მიერ წარდგენილი, ზემოაღნიშნული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები. ამავდროულად, ლ. ჩ–მ, გ. მ–ასთან, ზ. ყ–სთან და ზ. ყ–ს გათავისუფლების შემდეგ ზ. ჯ–ასთან ერთად ხელმოწერით დაადასტურა 2016 წლის 24 თებერვლის N..., 2016 წლის 7 ნოემბრის N... და 2017 წლის 9 თებერვლის N.. შუალედური შესრულების ყალბი აქტები. ზემოთჩამოთვლილი ყალბი საანგარისწორებო დოკუმენტების საფუძველზე, ქ.. ფ–ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე გადაირიცხა 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა 4095954,8 ლარი, საიდანაც გ. მ–ა თაღლითურად დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას – 4398...,46 ლარს.
1.4.3. 2015 წლის 15 სექტემბერს ქ.. ფ–ის მუნციპალიტეტის მერს ი. კ–სა და შპს “.... ფილიალს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულება, რომლითაც ქ.. ფ–ის მერიის მიერ შესყიდულ იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდული სამუშაოების ღირებულება, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2016 წლის N.../.. შეთანხმებით და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით განისაზღვრა 4169346,18 ლარით. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე საერთო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებდა ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი – ლ. ჩ–, ხოლო უშუალო ზედამხედველობასა და კონტროლს კი – მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის სპეცილისტი – თ. ლ–ა და სამსახურის უფროსი – ზ. ყ–, ზ. ყ–ს გათავისუფლების შემდეგ კი, ზ. ჯ–ა. 2015 წლის 15 სექტემბრის N... სახელმწფიო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს “.... ფილიალთან“ ანგარიშსწორება უნდა ანხორციელებულიყო ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების ეტაპობრივი შესრულების დროს წარდგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა №.. და №..-ის საფუძველზე, რაც ცნობილი იყო ლ. ჩ–სთვის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე საერთო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებლი პირისათვის. სამსახურბერივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ლ. ჩ–სთვის ცნობილი იყო, რომ გ. მ–ას მიერ შესრულებულ სამუშაოთა აქტებში შეტანილი მონაცემები სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულების შესახებ არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს და გაზრდილი იყო ხელოვნურად, მიუხედავად აღნიშნულისა, ლ. ჩ–მ, შპს “.... ფილიალის“ დირექტორის მინდობილ პირთან – გ. მ-სთან და ზ. ყ–სთან ერთად, ჯგუფურად, გამოყენების მიზნით, დაამზადა ყალბი საანაგრიშსწორებო ბარათი – 2016 წლის 24 თებერვლით დათარიღებული N.. შესრულების შუალედური აქტი. მანვე, გ. მ–ასთან და ზ. ჯ–ასთან ერთად ჯგუფურად, გამოყენების მიზნით, დაამზადა ყალბი საანაგრიშსწორებო ბარათები: 2016 წლის 7 ნოემბრის N... და 2017 წლის 9 თებერვლის N.. შუალედური შესრულების ყალბი აქტები. ზემოაღნიშნულ ყალბ დოკუმენტებში შეტანილ იქნა ყალბი მონაცემები ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესახებ. ზემოაღნიშნული ყალბი აქტების საფუძველზე, შპს “....ის“ ანგარიშზე, ქ.. ფ–ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკანონოდ, აქტებში მითითებული სამუშაოების ფაქტობრივად შესრულების გარეშე გადაირიცხა 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა 4095954,8 ლარი, საიდანაც გ. მ–ა თაღლითურად დაეუფლა ფ–ს ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდნეობით თანხას 4398...,46 ლარს.
1.4.4. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 26 დეკემბრის N... ბრძანების შესაბამისად, ლ. ჩ– წარმოადგენდა ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის წევრს. ის, როგორც სატენდერო კომისიის წევრი ვალდებული იყო გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხევვაში, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის სისწორის შესწავლისას, სხვა ნორმატიულ აქტებთან ერთად ეხელმძღვანელა „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 იანვრის N... დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტითა და „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N..-.... ბრძანებით, რომელთა მიხედვით ელქეტროსამონტაჟო სამუშაოებს ზედნადები ხარჯები უნდა დაერიცხოს მუშახელის ძირითად ხელფასს და არა მთლიანად ელქტროსამონტაჟო სამუშაოების ღირებულებას. 2015 წელს ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ.. ფ–ში მ–ის უბანში სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია. ზემოაღნიშნული ტენდერის მიმდინარეობისას, სატენდერო კომისიის წევრმა ქ.. ფ–ის ვიცე-მერმა – ლ. ჩ–მ, ამავე კომისიის სხვა წევრებთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილებისადმი გულგრილი დამოკიდებულებით, არასრულად და არაჯეროვნად შეისწავლა შპს “....ფილიალის“ მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა, რომელიც შედგენილი იყო ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ ელექტროსამონტაჟო სამუშაოებზე ზედანდები ხარჯები უკანონოდ იყო გაზრდილი 48279 ლარით, ამ ხარჯების ელქტროსამონტაჟო სამუშაოების მთლიან ღირებულებაზე დარიცხვის გზით. მიუხედავად აღნიშნულისა, ლ. ჩ–მ, სატენდერო-კომისიის სხდომის ოქმში, კომისიის სხვა წევრებთან ერთად, დააფიქსირა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და კომპანია გამოვლინდა გამარჯვებულად, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, რადგან შპს “.... ფილიალის“ ანგარიშზე უკანონოდ გადაირიცხა ელქტროსმონტაჟო სამუშაოების ღირებულებაზე დარიცხული ზედანდები ხარჯები 48279 ლარის ოდენობით.
1.5. გ. ბ–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.5.1. გ. ბ–ი 2016 წლიდან 2019 წლის მარტის თვემდე მუშაობდა შპს „......ის ჯგუფის“ ინსპექტორის პოზიციაზე. მის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობას წარმოადგენდა სამშენებლო სამუშაოებზე ინსპექტირების ანგარიშის შედგენა. 2015 წლის 15 სექტემბერს ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერს ი. კ–იასა და შპს “.... ფილიალს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულება, რომლითაც ქ.. ფ–ის მერიის მიერ შესყიდულ იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდული სამუშაოების ღირებულება, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2016 წლის N.../2 შეთანხმებით და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით განისაზღვრა 4169346,18 ლარით. აღნიშნული ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს “.... ფილიალთან“ საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც უნდა წარედგინა სამუშაოების შემსრულებელს – შპს “.... ფილიალს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემსრულებელმა შპს “.... ფილიალის“ წარმომადგენელმა საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით, საექსპერტო კვლევისათვის მიმართა შპს „......ის ჯგუფს“ და დაუკვეთა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ინსპექტირების ჩატარება. შპს „......ის ჯგუფის“ ინსპექტორმა გ. ბ–მა 2017 წლის 3 ნოემბერს გასაღების მიზნით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი N..... ინსპექტირების ყალბი ანგარიში, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები შპს “.... ფილიალის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების შესახებ, რაც გადასცა შპს “.... ფილიალის“ უფლებამოსილ წარმომადგენლს. გ. ბ–ის მიერ დამზადებული ყალბი ინსპექტირების ანგარიშის საფუძველზე, შპს “.... ფილიალის“ მიერ შედგა 2017 წლის 10 ნოემბრით დათარიღებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც შპს “.... ფილიალს“ შესრულებულად ჩაეთვალა 4113737,90 ლარის ღირებულების სამუშაო. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით კი, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 3673845,44 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ბ–ის მერ დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე ქ.. ფ–ის ადგილობრივ ბიუჯეტს მიადგა 4398...,46 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
1.6. ჯ. ა–ა (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
ჯ. ა–ა 2018 წლის აპრილიდან მუშაობს შპს “....... “.......“-ში ინსპექტორის პოზიციაზე. მის სამსახურებრივ უფლებამოვალეობას წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობისა და ინსპექტირების გაწევა. 2017 წლის 30 ივნისს ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერს ი. კ–იასა და უსფ „შპს “.......“-ის დირექტორს გ. ჟ–ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N.. ხელშეკრულება, რომლითაც ქ.. ფ–ის მერიის მიერ შესყიდულ იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდული სამუშაოების ღირებულება, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმებით და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით განისაზღვრა 3805...5,79 ლარით. ქ.. ფ–ის მუნიციპალიტეტსა და შპს “....... “.......“-ს შორის 2017 წლის 25 აგვისტოს გაფორმებული N109 ხელშეკრულების შესაბამისად, შპს “....... “.......“-ს ევალებოდა ქ.. ფ–ის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 50000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოების, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N84 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და ინსპექტირება. შპს “....... “.......“-ის ინსპექტორმა ჯ. ა–ამ 2018 წლის 18 ივნისს გასაღების მიზნით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - ......... ინსპექტირების ყალბი ანგარიში, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები უსფ „შპს “.......“-ის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N.. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების შესახებ. კერძოდ მიუთითა, რომ კომპანიას სრულად ჰქონდა შესრულებული გარე განათების ბოძების მოწყობის სამუშაოები. ჯ. ა–ას მიერ გაცემული ყალბი ინსპექტირების ანგარიშის საფუძველზე, უსფ „შპს “.......“-ის ანგარიშზე, გარეგანათების ბოძების მოწყობისათვის გათვალისწინებული თანხიდან, უკანონოდ გადაირიცხა 41203,43 ლარი. შესაბამისად, ჯ. ა–ას მიერ დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე ქ.. ფ–ის ადგილობრივ ბიუჯეტს მიადგა 41203,43 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1.ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა:
2.1.1. ჯ. ა–ა 2018 წლის აპრილიდან მუშაობს შპს “....... “.......ში“ ინსპექტორის პოზიციაზე. მის სამსახურებრივ უფლებამოვალეობას წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის, ინსპექტირების გაწევა და შესრულებული სამუშაოს ამსახველი აქტის შედგენა. ქ.. ფ–ის მუნიციპალიტეტსა და შპს “....... “.......“-ს შორის 2017 წლის 25 აგვისტოს გაფორმებული N...-ე ხელშეკრულების შესაბამისად, შპს “....... “.......ს“ ევალებოდა ქ.. ფ–ის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 50000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოების, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N.. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და ინსპექტირება. შპს “....... “.......ის“ ინსპექტორმა ჯ. ა–ამ 2018 წლის 18 ივნისს შეადგინა “.......ინსპექტირების ანგარიში, რომელშიც, ენდო რა მისთვის მიწოდებულ შაბლონსა და ინფორმაციას, შაბლონის კრიტიკულად გააზრების გარეშე, არასწორი მონაცემების წაუშლელად გადმოიტანა მასში მითითებული მონაცემები თითქოს ფარულ სამუშაოთა აქტების გათვალისწინების შესახებ, ასევე გადაუმოწმებლად და სათანადო დოკუმენტების მოთხოვნის გარეშე გადმოიტანა სხვადასხვა დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია მის მიერ შემოწმებული ანძების მასალის, სიგრძის, ღირებულებისა და მასთან დაკავშირებული შესრულებული სამუშაოების შესახებ. კერძოდ, სათანადოდ უშუალოდ ფიზიკურად შემოწმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოთხოვნის გზით დარწმუნების გარეშე მიუთითა, რომ უშუალო შემოწმებისა და სათანადო დოკუმენტაციის, მათ შორის ფარულ სამუშაოთა აქტების საფუძველზე დარწმუნდა, რომ კომპანიას დამონტაჟებული ჰქონდა 6 მეტრიანი მეტალის ანძები, რომლის 2 მეტრი მიწის ქვევით იყო, ხოლო ანძების, მისი დეტალებისა და მოწყობის სამუშაოების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით იყო 47934,33 ლარი მაშინ, როცა მის მიერ ანგარიშში მითითებული ეს გარემოებები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად შესრულებული იყო ამ ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილი, თუმცა მის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე უსფ შპს „“.......“-ის ანგარიშზე შესაბამისი ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობის პირობებში გადაირიცხა თანხა.
2.1.2. გ. ბ–ი 2016 წლიდან 2019 წლის მარტის თვემდე მუშაობდა შპს „......ის ჯგუფის“ ინსპექტორის პოზიციაზე. მის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობას წარმოადგენდა სამშენებლო სამუშაოებზე ინსპექტირების ანგარიშის შედგენა. 2015 წლის 15 სექტემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ქ.. ფ–ის მერიის მიერ შესყიდულ იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “.... ფილიალის“ წარმომადგენელმა საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით, საექსპერტო კვლევისათვის მიმართა შპს „......ის ჯგუფს“ და დაუკვეთა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ინსპექტირების ჩატარება. შპს „......ის ჯგუფის“ ინსპექტორმა გ. ბ–მა 2017 წლის 3 ნოემბერს შეადგინა N....... ინსპექტირების ანგარიში, რომელშიც, ენდო რა მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, გადაუმოწმებლად გადმოიტანა სხვადასხვა დოკუმენტში, მათ შორის ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების და მათი ღირებულებების შესახებ. კერძოდ, გადამოწმების გარეშე მიუთითა, რომ ბულვარის გარე განათების ზედნადები ხარჯები მონტაჟზე იყო 28601,85 ლარი მაშინ, როცა, ზედნადები ხარჯების განსაზღვრის წესის შესაბამისად, უნდა ყოფილიყო 24999 ლარით ნაკლები; მიუთითა, რომ შიდა ელექტრო მომარაგების ზედნადები ხარჯები მონტაჟზე იყო 1463,95 ლარი, მაშინ როცა ზედნადები ხარჯების განსაზღვრის წესის შესაბამისად უნდა ყოფილიყო 1328 ლარით ნაკლები; მიუთითა, რომ ძალოვანი ქსელის ზედნადები ხარჯები მონტაჟზე იყო 142...,07 მაშინ, როცა სინამდვილეში იყო 13966 ლარით ნაკლები; მიუთითა, რომ სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოებში იატაკზე მოზაიკური ფილების დაგებისას დაიხარჯა 2968,75 ლარის ღირებულების ყინვაგამძლე წებო-ცემენტი და 2398,75 ლარის ღირებულების მოზაიკური ფილები, მაშინ როცა არცერთი მათგანი სინამდვილეში არ ყოფილა გამოყენებული; მეორე შემთხვევაში მითითებული აქვს, რომ გამოყენებულია 4812,5 ლარის ღირებულების ყინვაგამძლე წებო-ცემენტი და 3110,8 ლარის ღირებულების მოზაიკური ფილები, რომლებიც ასევე არ გამოყენებულა; მიუთითა, რომ იატაკზე მოზაიკური ფილებისას გამოყენებულ იქნა 6150 ლარის წებო-ცემენტი, მაშინ როცა არ ყოფილა გამოყენებული; მიუთითა, რომ სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების საერთო ღირებულება იყო 14180,31 ლარი მაშინ, როცა სინამდვილეში იყო 3586 ლარით ნაკლები; მიუთითა, რომ ხიდზე მოზაიკური ფილების დაგებისას გამოყენებულ იქნა 5687,5 ლარის ყინვაგამძლე წებო-ცემენტი და 3676,4 ლარის მოზაიკური ფილები, რაც არ გამოყენებულა და სხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ბ–ის მიერ შექმნილი ანგარიშის საფუძველზე, ბიუჯეტს მიადგა ათი ათასობით ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.
2.1.3. ნ. გ–ს მიმართ სამსახურებრივი გულგრილობის ნაწილში ბრალადწარდგენილი ქმედება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.
ნ. გ–მ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც გამოიხატა შემდეგით:
ნ. გ– 2014 წლის 18 აგვისტოდან 2017 წლის 12 ნოემბრამდე მუშაობდა ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოზიციაზე და წარმოადგენდა მოხელეს. ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 29 მაისის №.... და 2016 წლის 30 დეკემბრის N.... ბრძანებებით განსაზღვრული ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, ნ. გ–ს სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ განეკუთვნებოდა ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობაზე კონტროლი და ზედამხედველობა. მიუხედავად აღნიშნულისა, ნ. გ–მ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტს – თ. ლ–ას და ზ. ჯ–ას დაავალა, ხელმოწერით დაედასტურებინათ გ. მ–ას მიერ წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები. ზემოაღნიშნული ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების საფუძველზე გ. მ–ა თაღლითურად დაეუფლა ბიუჯეტის კუთვნილ თანხებს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ნ. გ–მ ჩაიდინა თაღლითობაში დახმარება დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგით:
2015 წლის 15 სექტემბერს ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერს – ი. კ–სა და შპს “.... ფილიალს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულება, რომლითაც ქ.. ფ–ის მერიის მიერ შესყიდული იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე უშუალო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებდნენ ქ.ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი – თ. ლ–ა, სამსახურის უფროსი – ზ. ყ–, ზ. ყ–ს გათავისუფლების შემდეგ კი, ზ. ჯ–ა. შესრულებულ სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აზომვის შედეგად, თ. ლ–ასთვის ცნობილი იყო, რომ გ. მ–ას მიერ შესრულებულ სამუშაოთა აქტებში შეტანილი მონაცემები სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულების შესახებ არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს და გაზრდილი იყო ხელოვნურად. თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ უარი განაცხადეს ყალბი დოკუმენტების დამოწმებაზე. აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი იყო მერის მოადგილის – ნ. გ–სთვის. მიუხედავად აღნიშნულისა, ნ. გ–მ, მერთან კარგი პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე, თავისი პირადი გავლენის გამოყენებით, გ. მ–ასთვის სხვისი თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების მიზნით, თ. ლ–ას და ზ. ჯ–ას მიუთითა, ხელმოწერით დაედასტურებინათ გ. მ–ას მიერ წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №..), რის შემდეგაც თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ ეტაპობრივად ხელმოწერით დაადასტურეს ზემოაღნიშნული ყალბი აქტები. ზემოთ ჩამოთვლილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების საფუძველზე, ქ.. ფ–ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შპს “.... ფილიალს“ ანგარიშზე გადაირიცხა 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სინამდვილეში სრულად შესრულებული არ იყო.
2.1.4. ი. კ–ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ი. კ–მ ჩაიდინა საანგარიშსწორებო ბარათის/ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, დამზადება და გამოყენება/გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგით:
2015 წლის 15 სექტემბერს ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერს - ი. კ–იასა და შპს „..... ფილიალ“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულება, რომლითაც ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესყიდულ იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს “.... ფილიალთან“ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების ეტაპობრივი შესრულების დროს წარდგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა №.. და ფორმა №..-ის საფუძველზე. ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერმა - ი. კ–მ და მაკონტროლებელი სამსახურის თანამშრომლებმა: ზ. ყ–მ და ზ. ჯ–ამ 2015 წლის 24 დეკემბრიდან 2016 წლის 24 ნოემბრამდე პერიოდში ეტაპობრივად, გამოყენების მიზნით, ჯგუფურად დაამზადეს ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები, რომლებიც არ არის ფასიანი ქაღალდი - 24.12.2015 წ N..., 18.05 2016 წ. №...., 29.07 2016 წ N..., 25.08 2016წ N..., 07.10.2016 წ N..., 21.10.2016 წ N..., 24.11.2016 წ N... შუალედური შესრულების აქტები, რომლებშიც ხელოვნურად გაზარდეს შესრულებული სამუშაოების ღირებულება. ი. კ–იამ ზ. ჯ–ასთან, თ. ლ–ასთან და ზ. ყ–სთან ერთად ჯგუფურად გასაღების მიზნით დაამზადა 2017 წლის 28 მარტით დათარიღებული ფორმა №.. და ფორმა №.., რომლებშიც ხელოვნურად გაზარდეს შესრულებული სამუშაოების ღირებულება. ი. კ–ს მიერ პირთა ჯგუფთან ერთად დამზადებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები - შუალედური შესრულების აქტები, ფორმა №..-ები და ფორმა №..-ები გადაცემულ იქნა შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის შემდგომი მსვლელობისათვის. ი. კ–ია, როგორც მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი, ანგარიშსწორების მიზნით, ხელმოწერით ადასტურებდა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში მიმწოდებელსა და ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებულ შუალედურ და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებს. 2017 წლის 23 მარტის N.../.. შეთანხმებით, ცვლილება შევიდა ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერს - ი. კ–იასა და შპს “.... ფილიალი“-ს დირექტორის მინდობილ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებაში. ცვლილების თანახმად, შპს “....... ფილილიალი“-ს დირექტორის მინდობილ პირად გ. მ–ას ნაცვლად განისაზღვრა ზ. ყ–, ხოლო 2017 წლის 26 ივნისის N.../.. შეთანხმებით კი, შპს „........ ფილილიალი“-ს დირექტორის მინდობილ პირად ზ. ყ–ს ნაცვლად განისაზღვრა შ. დ–. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში განხორციელებული ორივე ცვლილების, მათ შორის დირექტორის მინდობილ პირად შ. დ–ს დანიშვნის შესახებ ცნობილი იყო ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერისთვის - ი. კ–იასთვის. კერძოდ, 2017 წლის 22 ივნისს შპს “.... ფილიალის“ დირექტორმა ა. მ–მა ქ. ....ის მერიას წერილობით აცნობა, რომ ზ. ყ–ს ნაცვლად შპს „“....... ფილიალის“ დირექტორის მინდობილ პირს წარმოადგენდა შ. დ–. ამავე წერილს ა. მ–მა დაურთო შ. დ–ს სახელზე გაცემული რწმუნებულება. ა. მ–ის 2017 წლის 22 ივნისის წერილს და მასზე დართულ რწმუნებულებას პირადად გაეცნო ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერი - ი. კ–ია, რის შემდეგაც თავისივე რეზოლუციით შესაბამისი რეაგირებისათვის გადასცა ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს - ნ. გ–სა და ზ. ჯ–ას. ი. კ–მ, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ ზ. ყ– არ წარმოადგენდა შპს „“....... ფილიალის“-ს დირექტორის მინდობილ პირს, 2017 წლის 10 ნოემბერს ზ. ყ–სთან ერთად, ჯგუფურად დაამზადა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები, რომლებიც არ არის ფასიანი ქაღალდი - ფორმა №.., რომელშიც ხელოვნურად იყო გაზრდილი შესრულებული სამუშაოების ღირებულება და საბოლოო მიღება-ჩაბარების ყალბი აქტი N....
ი. კ–იამ ჩაიდინა თაღლითობაში დახმარება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგით:
ი. კ–ია 2014 წლის 2 აგვისტოდან არჩეული იყო ფ–ს მუნიციპალიტეტის მერად. ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის N..., 2014 წლის 29 სექტემბრის N.... და 2016 წლის 27 აპრილის N.... დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირს. ამავე დებულების შესაბამისად, ის საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევდა მერიის სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობას, უზრუნველყოფდა დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. როგორც მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი, ანგარიშსწორების მიზნით, ხელმოწერით ადასტურებდა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში მიმწოდებელსა და ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებულ შუალედურ და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებს. 2015 წლის 15 სექტემბერს ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერ ი. კ–იასა და შპს „პირამიდა-ფ.რ ფილიალ“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულება, რომლითაც ქ. ....ის მერიის მიერ შესყიდულ იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებდნენ ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი - თ. ლ–ა, სამსახურის უფროსი - ზ. ყ., ზ. ყ–ს გათავისუფლების შემდეგ - ზ. ჯ–ა. 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს “.... ფილიალთან“ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო, ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების ეტაპობრივი შესრულების დროს წარდგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა №.. და ფორმა №..-ის საფუძველზე. ამდენად, ი. კ–იასთვის, როგორც ხელშეკრულების უშუალო მონაწილე მხარისათვის ცნობილი იყო მომწოდებლისათვის თანხის ანაზღაურების ფორმა და წესი. მიუხედავად აღნიშნულისა, ი. კ–ა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, გ. მ–ასთვის უპირატესობის მიღების მიზნით, 2015 წლის დეკემბრის თვეში შეუთანხმდა ამ უკანასკნელს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს აუნაზღაურებდა წინასწარ, სამუშაოების უშუალო შესრულებამდე. ამ მიზნით, გ. მ–ას შესრულებულად უნდა ეჩვენებინა ფაქტობრივად შეუსრულებელი სამუშაოები, ხოლო ი. კ–იას კი, თავის მხრივ, უნდა უზრუნველეყო გ. მ–ას მიერ უსაფუძვლოდ მოთხოვნილი თანხის შპს „“.......ფილიალის“ ანგარიშზე გადარიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ–ამ 2015 წლის 23 დეკემბრიდან 2017 წლის 09 თებერვლის ჩათვლით ეტაპობრივად დაამზადა შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები - ფორმა №.., დათარიღებული 23.12.2015წ, 24.02.2016წ, 18.05.2016წ, 29.07.2016წ, 23.08.2016წ, 07.10.2016წ, 21.10.2016წ, 07.11.2016წ, 24.11.2016წ, 09.02.2017წ და ფორმა №.., დათარიღებული 24.12.2015წ, 24.02.2016წ, 18.05.2016წ, 29.07.2016წ, 25.08.2016წ, 07.10.2016წ, 21.10.2016წ, 07.11.2016წ, 24.11.2016წ, 09.02.2017წ, რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობების და ღირებულებების შესახებ, რის შემდეგაც ხელმოსაწერად წარუდგინა ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტ თ. ლ–ას, სამსახურის უფროს ზ. ყ–ს, ზ. ყ–ს გათავისუფლების შემდეგ კი - ზ. ჯ–ას. შესრულებულ სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აზომვის შედეგად, ზ. ყ–სთვის, ზ. ჯ–ასთვის და თ. ლ–ასთვის ცნობილი იყო, რომ გ. მ–ას მიერ ეტაპობრივად წარდგენილ შესრულებულ სამუშაოთა აქტებში შეტანილი მონაცემები სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულებების შესახებ არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს და გაზრდილი იყო ხელოვნურად, რის გამოც თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ უარი განაცხადეს ყალბი დოკუმენტების დამოწმებაზე. ამავდროულად, მათ ამ გარემოებების შესახებ აცნობეს ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერს - ი. კ–ს. ამ უკანასკნელმა კი, გ. მ–ასთვის დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების მიზნით, თავდაპირველად ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის - ზ. ყ–ს, ვიცე-მერის - ლ. ჩ–სა და მერის მოადგილის - ნ. გ–ს მეშვეობით, შემდეგ კი პირადად დაავალა თ. ლ–ასა და ზ. ჯ–ას, ხელმოწერებით დაედასტურებინათ გ. მ–ას მიერ დამზადებული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები, რის შემდეგაც, ზ. ყ–მ, თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ ი. კ–ს უშუალო დავალებით, ეტაპობრივად, ხელმოწერით დაადასტურეს გ. მ–ას მიერ წარდგენილი, შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები, თუმცა ყოველი შესრულებული სამუშაოს აქტის დადასტურებისას ი. კ–იას საქმის კურსში აყენებდნენ, რომ გ. მ–ა სამუშაოებს არ ასრულებდა სრულყოფილად. შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტების საფუძველზე, გ. მ–ამ ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერ ი. კ–ს ეტაპობრივად წარუდგინა 24.12.2015წ N..., 18.05.2016 წ. №...., 29.07.2016 წ N..., 25.08.2016წ N..., 07.10.2016 წ N..., 21.10.2016 წ N..., 24.11.2016 წ N...შუალედური შესრულების ყალბი აქტები. ი. კ–მ, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ შპს “....... ფილიალის“ დირექტორის მინდობილი პირის - გ. მ–ას მიერ შესრულებულ სამუშაოთა აქტებსა და შუალედური შესრულების აქტებში მითითებული სამუშაოთა მოცულობები და ღირებულებები არ შეესაბამებოდა რეალურად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებსა და ღირებულებებს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გ. მ–ასთვის თაღლითობაში დახმარების მიზნით, ხელმოწერით დაადასტურა თითოეული ზემოაღნიშნული შუალედური შესრულების ყალბი აქტი, რომელთა საფუძველზეც შპს „“.......ფილიალის“ ანგარიშზე ბიუჯეტიდან გადაირიცხა 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა, საიდანაც გ. მ–ა თაღლითურად დაეუფლა თანხას.
ი. კ–იამ ჩაიდინა ქრთამის აღება, რაც გამოიხატა შემდეგით:
ი. კ–ია 2014 წლის 02 აგვისტოდან არჩეული იყო ფ–ს მუნიციპალიტეტის მერად. ის საერთო ხელმძღვანელობასა და კორდინაციას უწევდა მერიის სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობას, უზრუნველყოფდა დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ი. კ–მ, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, შპს “.... ფილიალის“ დირექტორის მინდობილ პირის - გ. მ–ასგან, 2015 წლის დეკემბერში ქრთამის სახით პირდაპირ აიღო 30000 ლარი, რის სანაცვლოდაც დაჰპირდა სამსახურებრივ მფარველობას და 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად ფ–ს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების სამუშაოების ფაქტობრივად შესრულებამდე გადარიცხვას.
2.1.5. ზ. ყ–ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ნაწილში ბრალადწარდგენილი ქმედება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა. ზ. ყ–ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ზ. ყ–მ ჩაიდინა საანგარიშსწორებო ბარათის/ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, დამზადება გამოყენების/გასაღების მიზნით და გამოყენება/გასაღება რაც გამოიხატა შემდეგით:
შესრულებულ სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აზომვის შედეგად ზ. ყ–სთვის ცნობილი იყო, რომ გ. მ–ას მიერ შესრულებულ სამუშაოთა აქტებში შეტანილი მონაცემები სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულების შესახებ არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს და გაზრდილი იყო ხელოვნურად. მიუხედავად აღნიშნულისა, ზ. ყ–მ თ. ლ–ასთან ერთად, ჯგუფურად, გასაღების მიზნით, დაამზადა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები - 2015 წლის 23 დეკემბრითა და 2016 წლის 24 თებერვლით დათარიღებული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №..). მანვე ამავე მიზნით, გ. მ–ასთან ერთად ჯგუფურად დაამზადა 2015 წლის 24 დეკემბრითა და 2016 წლის 24 თებერვლით დათარიღებული ფორმა №... მანვე, იმავე მიზნით, ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერთან - ი. კ–სთან და გ. მ–ასთან ერთად ჯგუფურად დაამზადა შუალედურ სამუშაოთა 2015 წლის 24 დეკემბრის N... ყალბი აქტი, ხოლო ქ. ....ის ვიცე-მერთან ლ. ჩ–სთან და გ. მ–ასთან ერთად - შუალედურ სამუშაოთა 2016 წლის 24 თებერვლის N.. ყალბი აქტი. ზემოთჩამოთვლილ დოკუმენტებში, შეტანილ იქნა ყალბი მონაცემები ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესახებ. ზემოაღნიშნულ შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები და შუალედური შესრულების ყალბი აქტები გადაცემულ იქნა შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის შემდგომი მსვლელობისათვის. 2017 წლის 23 მარტის N.../.. შეთანხმებით, ცვლილება შევიდა ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერს - ი. კ–სა და შპს “.... ფილიალი“-ს დირექტორის მინდობილ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებაში. ცვლილების თანახმად, შპს “....... ფილილიალი“-ს დირექტორის მინდობილ პირად გ. მ–ას ნაცვლად განისაზღვრა ზ. ყ–, ხოლო 2017 წლის 26 ივნისის N.../.. შეთანხმებით კი, შპს “....... ფილილიალი“-ს დირექტორის მინდობილ პირად ზ. ყ–ს ნაცვლად განისაზღვრა შ. დ–. 2017 წლის 10 ნოემბერს ზ. ყ–მ ი. კ–იასთან ერთად, ჯგუფურად დაამზადა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები, რომლებიც არ არის ფასიანი ქაღალდი - ფორმა №.., რომელშიც ხელოვნურად იყო გაზრდილი შესრულებული სამუშაოების ღირებულება და საბოლოო მიღება-ჩაბარების ყალბი აქტი N....
ზ. ყ–მ ჩაიდინა თაღლითობაში დახმარება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგით:
ზ. ყ– 2014 წლის 23 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 მაისამდე მუშაობდა ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსად. ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N... დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულებით, ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის N.... დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებით, ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N... დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით ზ. ყ–ს ევალებოდა, უზრუნველეყო ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მუშა პროექტების სანებართვო პირობებში მოცემული ეტაპების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების საზედამხედველო აქტებისა და ოქმების მომზადება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი. აღნიშნულიდან, გამომდინარე, მას უნდა განეხორციელებინა კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველი ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,”....... ფილიალს“ შორის 2015 წლის 15 სექტემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე, რაც ასევე განსაზღვრული იყო ამავე ხელშეკრულებით. შპს “.... ფილიალთან“ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო, ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების ეტაპობრივი შესრულების დროს წარდგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა №.. და ფორმა №..-ის საფუძველზე, რაც ცნობილი იყო ზ. ყ–სთვის, როგორც მაკონტროლებელი სამსახურის უფროსისთვის. მიუხედავად ამისა, ზ. ყ–მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გ. მ–ასთვის თაღლითობაში დახმარების მიზნით, ხელმოწერით დაადასტურა გ. მ–ას მიერ წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები, კერძოდ: გ. მ–ამ ეტაპობრივად 2015 წლის 24 დეკემბრიდან 2017 წლის 09 თებერვლის ჩათვლით დაამზადა შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები - ფორმა №.., ფორმა №.., რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის და ღირებულების შესახებ. გ. მ–ამ 2015 წლის 23 დეკემბრითა და 2016 წლის 24 თებერვლით დათარიღებული ფორმა №.., ასევე 2015 წლის 24 დეკემბრითა და 2016 წლის 24 თებერვლით დათარიღებული ფორმა №.. ხელმოსაწერად წარუდგინა ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს - სპეციალისტს თ. ლ–ას და სამსახურის უფროსს - ზ. ყ–ს. ზ. ყ–მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გ. მ–ასთვის თაღლითობაში დახმარების მიზნით, ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერის - ი. კ–იას უშუალო მითითებით, თ. ლ–ას დაავალა, ხელმოწერით დაედასტურებინა გ. მ–ას მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №..), რაც შეასრულა თ. ლ–ამ. თ. ლ–ასთან ერთად, ზემოაღნიშნული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები ხელმოწერით დაადასტურა ზ. ყ–მ, რის შემდეგაც მანვე, გ. მ–ასთან ერთად, ხელმოწერით დაადასტურა 2015 წლის 24 დეკემბრითა და 2016 წლის 24 თებერვლით დათარიღებული ფორმა №... მანვე, ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერ ი. კ–იასთან და გ. მ–ასთან ერთად, ხელმოწერით დაადასტურა შუალედურ სამუშაოთა 2015 წლის 24 დეკემბრის N... ყალბი აქტი, ხოლო ქ. ....ის ვიცე-მერ ლ. ჩ–სთან და გ. მ–ასთან ერთად - შუალედურ სამუშაოთა 2016 წლის 24 თებერვლის N... ყალბი აქტი. შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტებისა და შუალედური შესრულების აქტების საფუძველზე, ქ. ....ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, შპს “..............“-ანგარიშზე გადაირიცხა 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა, საიდანაც გ. მ–ა თაღლითურად დაეუფლა თანხას.
2.1.6. ლ. ჩ–ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ნაწილში ბრალადწარდგენილი ქმედება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა. ლ. ჩ–ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ლ. ჩ–მ ჩაიდინა ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი დამზადება გამოყენება/გასაღების მიზნით და გამოყენება/გასაღება ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგით:
ლ. ჩ–სთვის ცნობილი იყო, რომ გ. მ–ას მიერ შესრულებულ სამუშაოთა აქტებში შეტანილი მონაცემები სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულების შესახებ არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს და გაზრდილი იყო ხელოვნურად. მიუხედავად აღნიშნულისა, ლ. ჩ–მ, შპს „“.......ფილიალის“ დირექტორის მინდობილ პირთან - გ. მ–ასთან და ზ. ყ–სთან ერთად, ჯგუფურად, გასაღების მიზნით, დაამზადა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტი - 2016 წლის 24 თებერვლით დათარიღებული N... შესრულების შუალედური აქტი. მანვე, გ. მ–ასთან და ზ. ჯ–ასთან ერთად, ჯგუფურად, იმავე მიზნით, დაამზადა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები - 2016 წლის 07 ნოემბრის N... და 2017 წლის 09 თებერვლის N.. შუალედური შესრულების ყალბი აქტები. ზემოაღნიშნულ ყალბ დოკუმენტებში შეტანილ იქნა ყალბი მონაცემები ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესახებ და გადაეცა შესაბამის თანამდებობის პირებს შემდეგი მსვლელობისათვის.
ლ. ჩ–მ ჩაიდინა თაღლითობაში დახმარება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგით:
ლ. ჩ– 2014 წლის 22 ოქტომბრიდან მუშაობდა ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის პოზიციაზე. მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კონტროლი და ზედამხედველობა, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ანგარიშსწორების მიზნით, ხელმოწერით ადასტურებდა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში მიმწოდებელსა და ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებულ შუალედურ და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებს. სხვა ფუნქცია-მოვალეობებთან ერთად, მის ერთ-ერთ სამსახურებრივ უფლება-მოვალეობას განეკუთვნებოდა ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობაზე კონტროლის გაწევა, რაც განსაზღვრული იყო ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 29 მაისის №.... და 2016 წლის 30 დეკემბრის N1039 ბრძანებებით. ლ. ჩ–ს, როგორც ვიცე-მერის უფლება-მოვალეობები ასევე განსაზღვრული იყო ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N.....და 2016 წლის 27 აპრილის N... დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით. 2015 წლის 15 სექტემბერს ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერს - ი. კ–იასა და შპს „პირამიდა-ფ.რ ფილიალ“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულება, რომლითაც ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესყიდულ იქნა მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოები. ლ. ჩ–სთვის, როგორც სახელმწიფო შესყიდვებზე საერთო ზედამხედველობის განმახორციელებელი პირისათვის, ცნობილი იყო მომწოდებლისათვის თანხის ანაზღაურების ფორმა და წესი. მიუხედავად ამისა, ლ. ჩ–მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გ. მ–ასთვის თაღლითობაში დახმარების მიზნით, ხელმოწერით დაადასტურა გ. მ–ას მიერ წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები. მანვე, ამავე მიზნით, ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტს - თ. ლ–ას და ზ. ჯ–ას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით დაავალა, ხელმოწერით დაედასტურებინათ შპს „“.......“-ს მინდობილი პირის - გ. მ–ას მიერ წარმოდგენილი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები, კერძოდ: გ. მ–ამ ეტაპობრივად 2015 წლის 23 დეკემბრიდან 2017 წლის 09 თებერვლის ჩათვლით დაამზადა შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები - ფორმა №.., ფორმა №.., რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის და ღირებულების შესახებ. ლ. ჩ–მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გ. მ–ასთვის თაღლითობაში დახმარების მიზნით, ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერის - ი. კ–იას უშუალო მითითებით, თ. ლ–ას და ზ. ჯ–ას დაავალა, ხელმოწერით დაედასტურებინათ გ. მ–ას მიერ წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №..), რის შემდეგაც თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ ეტაპობრივად, ხელმოწერით დაადასტურეს გ. მ–ას მიერ წარდგენილი, ზემოაღნიშნული შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები. ამავდროულად, ლ. ჩ–მ, გ. მ–ასთან, ზ. ყ–სთან და ზ. ყ–ს გათავისუფლების შემდეგ- ზ. ჯ–ასთან ერთად, ხელმოწერით დაადასტურა 2016 წლის 24 თებერვლის N..., 2016 წლის 07 ნოემბრის N694 და 2017 წლის 09 თებერვლის N.. შუალედური შესრულების ყალბი აქტები. ზემოთ ჩამოთვლილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების საფუძველზე, ქ. ....ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შპს „“.......“-ს ანგარიშზე გადაირიცხა 2015 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა, საიდანაც გ. მ–ა თაღლითურად დაეუფლა თანხას.
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, ჯ. ა–ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ჯ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10000 ლარი.
გ. ბ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი.
ნ. გ– საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
ნ. გ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ნ. გ– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი.
ლ. ჩ– საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
ლ. ჩ–ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ლ. ჩ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
ლ. ჩ– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, ასევე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 40000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, ასევე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 30000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელი.
ზ. ყ– საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
ზ. ყ–ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ზ. ყ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
ზ. ყ– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, ასევე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 20000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, ასევე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 10000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი.
ი. კ–იას ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ი. კ–იას ქმედება საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან – 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ი. კ–ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, ასევე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 20000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, ასევე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 10000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 3 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, ასევე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 40000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები.
ამავე განაჩენით მსჯავრი დაედო რ. შ–ს, გ. ჟ–ს, ზ. ჯ–ას, გ. მ–ასა და თ. ლ–ს.
2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მირანდა წერეთელმა და მოითხოვა ი. კ–იას, ნ. გ–ს, ლ. ჩ–ს, ზ. ყ–ს, ჯ. ა–ას და გ. ბ–ის წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა.
2.4. განაჩენი, ასევე გაასაჩივრა დაცვის მხარემ, კერძოდ: მსჯავრდებულ ჯ. ა–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ს–მა მოითხოვა ჯ. ა–ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
2.5. მსჯავრდებულ ი. კ–იას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე. ქ-მ მოითხოვა ი. კ–იას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
2.6. მსჯავრდებულებმა ნ. გ–მ და ლ. ჩ–მ, ასევე ზ. ყ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. წ–ემ მოითხოვეს თაღლითობის ნაწილში გამართლება და სასჯელის შემსუბუქება.
2.7. მსჯავრედბულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ვ. ხ–მა და მ. მ–ემ მოითხოვეს დანიშნული სასჯელის შემსუბიუქება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ი. კ–იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ ი. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ე. ქ–ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
მსჯავრდებულების: ნ. გ–ს, ზ. ყ–ს, ლ. ჩ–ს შუამდგომლობები დაკმაყოფილდა. მსჯავრდებულების: ნ. გ–ს, ზ. ყ–ს, ლ. ჩ–სა და მათი ინტერესების დაცველი ადვოკატის რ. წ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
3.2. მსჯავრდებული ი. კ–ია საქართველოს პრეზიდენტის 2025 წლის 24 აპრილის №...... განკარგულებით შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან.
მსჯავრდებული ლ. ჩ– საქართველოს პრეზიდენტის 2025 წლის 24 აპრილის №...... განკარგულებით შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან.
მსჯავრდებული ზ. ყ. საქართველოს პრეზიდენტის 2025 წლის 24 აპრილის №...... განკარგულებით შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან.
3.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 22 იანვრის განაჩენით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის მირანდა წერეთელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების: ვ. ხ–ის და მ. მ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
მსჯავრდებულ ჯ. ა–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ს–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 დეკემბრის განაჩენში გ. ბ–ის მიმართ შეტანილ იქნა ცვლილება.
ი. კ–იას ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ი. კ–იას ქმედება საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
ი. კ–იას ქმედება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ი. კ–ია ცნობილ იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 20000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 10000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 3 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 40000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელებმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. კ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 3 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 40000 ლარი.
ზ. ყ– ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ზ. ყ–ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ზ. ყ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
ზ. ყ– ცნობილ იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 20000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 10000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ყ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 20000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ზ. ყ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 20000 ლარი.
ნ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ნ. გ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ნ. გ– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. გ–ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლით.
ლ. ჩ– ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ლ. ჩ–ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ლ. ჩ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
ლ. ჩ– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, ასევე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 40000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 30000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, ასევე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 40000 ლარი.
გ. ბ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50000 ლარი.
ჯ. ა–ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ჯ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10000 ლარი.
3.4. 2026 წლის 17 თებერვალს, მსჯავრდებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ვ. ხ–მა და მ. მ–ემ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს გ. ბ–ის მიმართ ამნისტიის შესახებ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელება.
3.5. 2026 წლის 19 თებერვალს, მსჯავრდებულ ჯ. ა–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ს–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ჯ. ა–ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.6. 2026 წლის 19 თებერვალს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მირანდა წერეთელმა და მოითხოვა ი. კ–იას, ნ. გ–ს, ლ. ჩ–ს, ზ. ყ–ს, ჯ. ა–ასა და გ. ბ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
3.7. მსჯავრდებულ ჯ. ა–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ს–მა წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორის, მსჯავრდებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების, ვ. ხ–ისა და მ. მ–ის პოზიციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი, გ. ბ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში უკანონოა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ამნისტიის შესახებ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის პირველი და მეთერთმეტე მუხლები. სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლით გამოძიებაში მყოფი პირები, ვინაიდან ყველა შემთხვევაში გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, ასევე პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ უკვე მსჯავრდებული პირები, რომელთაც უფრო მკაცრი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ დააკმაყოფილა და გ. ბ–ის ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით, შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეეწყვიტა, რადგანაც მსჯავრდებული თავს დამნაშავედ ცნობდა და თანახმა იყო მის მიმართ გავრცელებულიყო ამნისტიის შესახებ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მოთხოვნა. ამასთან, სასამართლოს მისთვის უნდა შეეფარდებინა საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სხვა სასჯელის სახე, მასზე გაევრცელებინა კანონის პირველი ნაწილის მოთხოვნა და იგი სამართლიანობის პრინციპის დაცვით გაეთავისუფლებინა სასჯელისაგან, სასამართლომ კი, პირიქით, სასჯელის ასეთი სახის გამოყენებით დაამძიმა მისი სამართლებრივი მდგომარეობა. ასევე, დაუდგენელია გ. ბ–ის ქმედებით გამოწვეული ზიანი, მით უმეტეს, რომ თანხის ჩარიცხვა განხორციელდა მანამდე და გ. ბ–ის ინსპექტირების საფუძველზე არ მომხდარა ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრის გადარიცხვა. ასევე, კასატორის პოზიციით, დაუდგენელია თუ რა სახის ზიანი შეერაცხა გ. ბ–ს და ასეთი ზიანი არის თუ არა საერთოდ არსებითი ხასიათის. სასამართლომ გ. ბ–ი არათანაბარ მდგომარეობაში ჩააგდო, როდესაც, ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ჯ. ა–ას – ჯარიმის ოდენობად 10000 ლარი განუსაზღვრა, ხოლო გ. ბ–ს – 50000 ლარი. ასევე, საგულისხმოა, რომ გ. ბ–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, აღნიშნული კი, მიუთითებს გ. ბ–ის მიმართ გამოყენებული სასჯელის უკანონობასა და არასამართლიანობაზე.
4.2. კასატორის, მსჯავრდებულ ჯ. ა–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის, გ. ს–ის აზრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი ჯ. ა–ას მიმართ უკანონოა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არაა არცერთი მტკიცებულება, რაც მიუთითებდა ჯ. ა–ას ან გ. ბ–ის მიერ იმის გაცნობიერებას, რომ მათ ქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რაც თავისმხრივ გამორიცხავს განზრახვის სხვა ნიშნების არსებობასაც. სასამართლომ კი, ნაცვლად იმისა, რომ დაედგინა გამამართლებელი განაჩენი, უკანონოდ შეცვალა კვალიფიკაცია და შეცვლილი კვალიფიკაციით დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მცდარია, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს მტკიცებულებებიდან. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ჯ. ა–ას ქმედებაში არ არსებობს დანაშაულის ნიშნები. კასატორის აზრით გასაჩივრებული განაჩენი, ასევე უკანონოა დანიშნული სასჯელის ნაწილში. სასამართლოსთვის ცნობილი, იყო რომ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილი ამნისტირებული იყო, თუმცა ამავე კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება სასჯელის სახით დაკისრებულ ჯარიმაზე. ამდენად, სასამართლომ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა გამოიყენა იმ მიზნით, რომ დანიშნულ სასჯელზე არ გაევრცელებინა ამნისტიის შესახებ კანონი, რაც ცალსახად უკანონოა. დაცვის მხარისთვის ასევე, გაუგებარია ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესი, ვინაიდან სასამართლომ არ დაადგინა ჯ. ა–ას ქმედებით გამოწვეული ზიანის ოდენობა.
4.3. ბრალდების მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა და მასში უნდა შევიდეს ცვლილება. კერძოდ, ნ. გ–, ლ. ჩ– და ზ. ყ– ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოთ სამართლიანი სასჯელი.
ამასთან, ზ. ყ–ს და ი. კ–ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ორ ცალ-ცალკე ჩადენილ დამოუკიდებელ დანაშაულად, როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული. თითოული მათგანი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და შეეფარდოთ სამართლიანი სასჯელი.
ი. კ–ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დამოუკიდებელ დანაშაულად და იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეეფარდოს სამართლიანი სასჯელი.
ი. კ–ია ასევე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნასა და აღებაში, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
ასევე, ი. კ–იას, ზ. ყ–ს, ნ. გ–სა და ლ. ჩ–ს ქმედება თაღლითობის ნაწილში გამოძიების მიერ სწორადაა დაკვალიფიცირებული და ამ მუხლით უნდა დადგინდეს მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი.
ბრალდების მხარე ასევე არ იზიარებს, სასამართლოს მსჯელობას ი. კ–ს, ლ. ჩ–ს და ზ. ყ–ს ბრალდებიდან საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ამორიცხვის თაობაზე, ვინაიდან მათ მიერ აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენა დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ ჯ. ა–ა და გ. ბ–ი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვროთ სამართლიანი სასჯელი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, განსახილველი საქმე არ მოიცავს იმგვარ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორთა საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარში, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). ამასთან, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.4. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის არგუმენტებს, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დაადგინა ფაქტები და მიანიჭა შესაბამისი კვალიფიკაცია.
5.5. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ნ. გ–ს, ზ. ყ–სა და ლ. ჩ–ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას სამსახურებრივ გულგრილობასთან დაკავშირებით, ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენს მათი გამართლების თაობაზე და განმარტავს, რომ სამსახურებრივი გულგრილობა წარმოადგენს სამოხელეო დანაშაულს, ამ დანაშაულის დასადგენად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოხელის უფლება-მოვალეობათა სამსახურებრივ რეგლამენტაციას. მოხელის ვალდებულება განისაზღვრება კანონით, კანონქვემდებარე აქტით, შრომითი ხელშეკრულებით ან ზემდგომი მოხელის ბრძანებით. შესაბამისად, მოხელის ქმედების შეფასებისთვის აუცილებელია დადგინდეს, თუ რა მოვალეობები ეკისრებოდა მას.
5.6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნ. გ–, ზ. ყ– და ლ. ჩ– იყვნენ სატენდერო კომისიის წევრები. თუმცა, არც სატენდერო კომისიის საქმიანობის შესახებ ბრძანებით და არც სხვა რაიმე აქტით არ არის განსაზღვრული კომისიის და მისი წევრების უფლებამოსილებები და მოვალეობები. ამასთან, ტენდერში გამარჯვება თავისთავად არ იყო თანხების გამარჯვებული კომპანიისთვის გადარიცხვის საკმარისი საფუძველი და თანხების გადარიცხვა ხდებოდა მხოლოდ შესრულებულ სამუშაოთა მიხედვით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვერ დადგინდა თუ რა ევალებოდათ მსჯავრდებულებს და რა არ შეასრულეს მათ.
5.7. რაც შეეხება ი. კ–სა და ზ. ყ–ს მიერ ყალბი დოკუმენტების დამზადება და გამოყენება/გასაღებას, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს, რომ საქმეში წარმოდგენილი საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტთა და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ დოკუმენტებში იყო შეტანილი არასწორი ინფრომაცია. თავად ზ. ყ–ს და ლ. ჩ–ს განმარტებით, წინსწრებით სამუშაოების შესრულებამდე მოხდა თანხის დარიცხვა, რაც თავისთავად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იმ მომენტისთვის დოკუმენტები, რომლებზეც მათ მოაწერეს ხელი, იყო ყალბი. მათივე ჩვენებებით, აღნიშნული მათ მიზანმიმართულად გააკეთეს, რათა სამუშაოები არ შეჩერებულიყო და არ მიეღოთ საყვედური.
5.8. პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ყალბი დოკუმენტის დამზადებაში იგულისხმება არასწორი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის შედგენა. დოკუმენტი შედგენილად ითვლება მას შემდეგ, რაც მასში აისახება ყველა აუცილებელი რეკვიზიტი, მათ შორის ყველა საჭირო ხელმოწერა. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, შესრულებულ სამუშაოთა აქტებს, შუალედურ აქტებსა და მიღება-ჩაბარების აქტებს აღენიშნებათ სათანადო ადგილი, სადაც მსჯავრდებულები აწერენ ხელს. ამდენად, მათი ხელმოწერა აღნიშნული აქტების აუცილებელ რეკვიზიტს წარმოადგენს, ურომლისოდაც ეს აქტები ვერ გადაეცემოდა შესაბამის თანამდებობის პირებს გ. მ–ასთვის თანხის გადასარიცხად.
5.9. პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამის გრაფებში ხელმოწერამ დაასრულა დოკუმენტის შექმნის პროცესი, რის გამოც ი. კ–იამ, ზ. ყ–მ და ლ. ჩ–მ აქტებზე ხელის მოწერით დაამზადეს აღნიშნული დოკუმენტები. დოკუმენტის გამოყენებაში იგულისხმება ამ დოკუმენტის სარგებლობა, მის საფუძველზე სასურველი შედეგის მიღება. დოკუმენტის გასაღება გულისხმობს დოკუმენტის გადაცემას სხვისთვის. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ი. კ–მ, ზ. ყ–მ და ლ. ჩ–მ მათ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები პირადად კი არ გამოიყენეს, არამედ გადასცეს სხვას, რათა ამ დოკუმენტებს შემდგომი მსვლელობა მისცემოდათ, რითაც ჩაიდინეს მათი გასაღება.
5.10. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით (შესრულებულ სამუშაოთა აქტებით - ფორმა №.., №.., შუალედური შესრულების აქტებით, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით, ფარული აუდიოჩანაწერებით) უტყუარად დადასტურებულია, რომ ი. კ–იამ, ზ. ყ–მ და ლ. ჩ–მ ჯგუფურად დაამზადეს და გაასაღეს ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები, რომლებიც არ არის ფასიანი ქაღალდი.
5.11. რაც შეეხება ზ. ყ–ს და ი. კ–ას ქმედებების ორ დამოუკიდებელ ეპიზოდად დაკვალიფიცირებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან, მათ ჰქონდათ საერთო მიზანი – მოეტყუებინათ სახელმწიფოს შესაბამისი თანამდებობის პირები და დახმარებოდნენ კომპანიის წარმომადგენელს თანხების დაუფლებაში მათი ქმედება წარმოადგენს ერთიან განგრძობად დანაშაულს. ხსენებულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. ყ–ს და ი. კ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილია ,,ა“ ქვეპუნქტის (10.11.2017წ. ეპიზოდი), როგორც ზედმეტად წარდგენილის ამორიცხვის თაობაზე.
5.12. რაც შეეხება ი. კ–იას, ზ. ყ–ს და ლ. ჩ–ს მიმართ წარდგენილ ბრალდებებს – დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ი. კ–იას მიმართ ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ქონებრივი უფლების გაფლანგვას, საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს და მიუთითებს, რომ გ. მ–ას მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად ქ.. ფ–ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაეუფლების ფაქტი მოცემულ საქმეზე დადგენილ იქნა გ. მ–ას ბრალდების ნაწილში, აღნიშნული თავად გ. მ–ასაც არ გაუხდია სადავოდ. საქმეში წამოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: თ. ლ–ას, ზ. ჯ–ას, ლ. ჩ–ს და გ. მ–ას ჩვენებებით, ასევე უდავოდ ცნობილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ი. კ–სთვის, ლ. ჩ–სთვის და ზ. ყ–სთვის ცნობილი იყო, რომ სამშენებლო სამუშაოები შესრულებული არ იყო, რაც მიუთითებდა შესრულებულ სამუშაოთა აქტების სიყალბეზე და, რომ სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე არ აწერდნენ ხელს თ. ლ–ა და ზ. ჯ–ა მათ. ამ აქტების შედგენის მიზანი იყო სახელმწიფოს მოტყუებით გ. მ–ას მიერ თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება. სწორედ ამ მიზნით ი. კ–იამ, ლ. ჩ–მ და ზ. ყ–მ იქონიეს გავლენა თ. ლ–ასა და ზ. ჯ–აზე, რათა მათ მოეწერათ ხელი ყალბი აქტებისათვის და ამ გზით გ. მ–ას შეძლებოდა მართლსაწინააღმდეგოდ თანხების დაუფლება. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია ისიც, რომ ი. კ–იას, ლ. ჩ–ს და ზ. ყ–ს ქმედებების შედეგად თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ საბოლოოდ მოაწერეს ხელი ყალბ აქტებს.
5.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ი. კ–იას, ლ. ჩ–ს და ზ. ყ–ს როგორც თაღლითობაში დამხმარეების როლი, უტყუარად არის დადასტურებული. შესაბამისად, ი. კ–იამ, ლ. ჩ–მ და ზ. ყ–მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩაიდინეს გ. მ–ას თაღლითობაში დამხარება. პალატა ასევე სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას დიდ ოდენობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნით არ არის დადგენილი იმ კონკრეტულ დოკუმენტებზე ხელმოწერით, რომლითაც დაეხმარნენ ცალ-ცალკე ი. კ–ია, ზ. ყ– და ლ. ჩ– გ. მ–ას, რა ოდენობით თანხებს დაეუფლა ეს უკანასკნელი. საქმის მასალებით დადგენილია მხოლოდ ის, რომ ი. კ–ია იყო მერი, ლ. ჩ– – ვიცე-მერი, ხოლო ზ. ყ– – მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი და რომ მათ სამსახურებრივ უფლებამოსილებაში შედიოდა შესრულებული სამუშაოების კონტროლი და შესაბამისი აქტების ხელმოწერით დადასტურება. ამასთან, მათ სამსახურებრივად მინიჭებული სპეციალური უფლებამოსილება გამოიყენეს გ. მ–ას მიერ თაღლითობაში დახმარებისათვის. მსჯავრდებულებს ბრალდების მხარე ედავება სხვადასხვა დოკუმენტებზე ხელმოწერას, რის გამოც შეუძლებელია თითოეულ მათგანს მსჯავრი დაედოს იმ საერთო ზიანის გამო, რაც გ. მ–ას მიერ ჩადენილმა თაღლითობამ სამივე მსჯავრდებულის ქმედების შედეგად საერთო ჯამში გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დადგინდეს კონკრეტული მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ რა ოდენობით ზიანი გამოიწვია, რაც მოცემულ შეთხვევაში დადგენილი არ არის, შესაბამისად, მათი ქმედება ვერ ჩაითვლება დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებად.
5.14. საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. ჩ–ს, ზ. ყ–ს და ი. კ–იას მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების როგორც ზედმეტად წარდგენილის ამორიცხვა კანონიერია, რადგან მათ ბრალი დაედოთ როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის, ასევე თაღლითობაში დახმარებისათვის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. საგულისხმოა, რომ ორივე დანაშაული გამოიხატა ერთსა და იმავე ქმედებაში.
5.15. ამასთან, ვინაიდან ი. კ–ია გ. მ–ას დაეხმარა თაღლითურად თანხის დაუფლებაში, იმავე თანხის გაფლანგვის ბრალდება წინააღმდეგობაში მოდის პირველ ბრალდებასთან, რადგან ი. კ–ს ქმედება გამოიხატა იმაში, რომ იგი დაეხმარა გ. მ–ას ბიუჯეტიდან თანხების დაუფლებაში, ხოლო გაფლანგვის ბრალდების მიხედვით, ი. კ–იას დახმარებით გ. მ–ას მიერ უკვე დაუფლებული თანხები გაფლანგა ი. კ–იმ, რაც გამოიხატა ამ თანხების უკან დაბრუნების მოთხოვნის წარუდგენლობაში. შესაბამისად, ვიანიდან აღნიშნულ თანხას გ. მ–ა უკვე დაუფლებული იყო თაღლითურად, რაშიც დაეხმარა ი. კ–ია იმავე თანხის გაფლაგვა ზედმეტადაა წარდგენილი.
5.16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ფაქტი, რომ ი. კ–იამ აიღო ქრთამი მხარეებს შორის არ წარმოადგენს დავის საგანს. სადავოდაა გამხდარი აღებული ქრთამის ოდენობა. უპირველეს ყოვლისა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გ. მ–ას ჩვენების თანახმად, იგი შეხვდა ი. კ–იას და შეთანხმდნენ ე.წ. „მაღარიჩის“ სახით 30000 ლარის მისთვის გადაცემის თაობაზე, რაც ქალაქის მერს მან გადასცა 2015 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში. მის მიერ ხსენებული თანხის დათვლას ესწრებოდა გ. ჟ–, რის შემდეგაც თანხის გადასაცემად გავიდა გარეთ. მან ი. კ–იას, რომელიც შავი ჯიპით მივიდა, გადასცა 30000 ლარი. დეკემბრის ბოლოს კი, შეთანხმებისამებრ, სამუშაოების შეუსრულებლობის მიუხედავად, მერიის თანამშრომლების მიერ ხელმოწერილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე ჩაურიცხეს 400000 ლარი. სამუშაოების სრულად შეუსრულებლობის მიუხედავად, მერიის თანამშრომლების მიერ ხელმოწერილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, სულ ოთხჯერ ჩაურიცხეს ამ წესით თანხა. ოთხივეჯერ ი. კ–იას მისცა შეთანხმებული ოდენობა, კერძოდ, ბოლო ორ შემთხვევაში 50-50 ათასი ლარი. ი. კ–იას მთლიანობაში მან გადასცა 170000 ლარი.
5.17. მოწმე გ. ჟ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის დეკემბრის ბოლოს მივიდა გ. მ–ასთან, რომელსაც პარკი ეჭირა. გ. მ–ამ ფულის თვლა დაიწყო და მასაც სთხოვა დახმარება. ზუსტად არ ახსოვს თანხის ოდენობა, დაახლოებით, 30000 თუ 40000 ლარი დაითვალეს. გ. მ–ამ თანხა გადაახვია ფურცელში, გაუკეთა რეზინი, პარკში ჩადო და გარეთ გავიდა. მან დაინახა, რომ გ. მ–ასთან ავტომანქანით მივიდა ი. კ–ია. გ. მ–ამ ი. კ–იას პარკი გადასცა, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში გ. მ–ა დაბრუნდა, ხოლო ი. კ–ია წავიდა.
5.18. საკასაციო პალატა ეთანხმება დადგენილ კვალიფიკაციას და მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ არის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უტყუარად დაადასტურებდა ი. კ–იას მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტს, მხოლოდ მოწმე გ. მ–ას ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ ი. კ–მ ქრთამის სახით აიღო 30000 ლარზე მეტი ოდენობით თანხა, არ არის საკმარისი აღნიშნული ბრალდების დასადასტურებლად.
5.19. რაც შეეხება ნ. გ–ს მიერ დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: გ. მ–ას, თ. ლ–ას, ზ. ჯ–ას და ლ. ჩ–ს ჩვენებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ნ. გ–ს ქმედებით თ. ლ–ამ და ზ. ჯ–ამ რამდენჯერმე მოაწერეს ხელი ყალბ აქტებს, რითაც საბოლოო ჯამში გ. მ–ა თაღლითურად დაეუფლა ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს. ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს კონკრეტულად ნ. გ–ს მიერ გაწეული დახმარების შედეგად რა ოდენობის ზიანი მიადგა დაზარალებულს. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ნ. გ– გავლენას ახდენდა თ. ლ–ასა და ზ. ჯ–ას მიერ დოკუმენტების ხელმოწერაზე, თუმცა მოწმეებმა ვერ დაასახელეს, თუ კონკრეტულად რომელი ან/და რამდენი დოკუმენტი იქნა ხელმოწერილი უშუალოდ ნ. გ–ს დავალებით. ამდენად, შეუძლებელია ნ. გ–ს ქმედებით გამოწვეული ზიანის ოდენობის განსაზღვრა, რის გამოც ნ. გ–ს ბრალდებიდან სწორად ამოერიცხა მაკვალიფიცირებული ნიშანი - დიდი ოდენობა. იმის გათვალისწინებით, რომ ნ. გ–ს სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა თ. ლ–ასა და ზ. ჯ–ასთვის დავალებების მიცემა, მის მიერ გ. მ–ასთვის თაღლითობაში დახმარება არ უნდა იქნეს მიჩნეული სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილად. შესაბამისად, ნ. გ–ს ბრალდებიდან მაკვალიფიცირებელი ნიშნის (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარება) ამორიცხვა მართებულია და მისი ქმედება კანონიერად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5.20. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც მიუთითებდა ჯ. ა–ას და გ. ბ–ის მიერ იმის გაცნობიერებას, რომ მათ ქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რაც გამორიცხავს განზრახვის სხვა ნიშნების არსებობასაც. მოცემულ შემთხვევაში, ჯ. ა–ას და გ. ბ–ის ჩვენებებით უტყუარად დადგენილია, რომ ჯ. ა–ა და გ. ბ–ი არ ითვალისწინებდნენ მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მათ ევალებოდათ და შეეძლოთ კიდეც, რის გამოც ბრალდებულები მოქმედებდნენ გაუფრთხილებლად, კერძოდ, დაუდევრად.
5.21. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი 2018 წლის 23 აპრილის შპს “....... “.......ის“ დირექტორის ბრძანებით დადგენილია, რომ ჯ. ა–ას შპს “....... “.......ში“ ჰქონდა სპეციალური უფლებამოსილება, კერძოდ ევალებოდა სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობისა და ინსპექტირების გაწევა. ასევე უდავოდ ცნობილი შპს „......ის ჯგუფსა“ და გ. ბ–ს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით დადგენილია, რომ გ. ბ–ი წარმოადგენდა შპს „......ის ჯგუფის“ სპეციალური უფლებამოსილების პირს, კერძოდ, მას ევალებოდა სამშენებლო სამუშაოებზე ინსპექტირების ანგარიშის შედგენა. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ გ. ბ–ი და ჯ. ა–ა იყვნენ მათ ორგანიზაციებში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირები – კონკრეტული სამუშაოების შემოწმებაზე პასუხისმგებელი პირები. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოდგენს, რომ მათ ევალებოდათ გაეწიათ ინსპექტირება ქ.. ფ–ში მ–ის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, სათანადოდ შეემოწმებინათ როგორც დოკუმენტების სისწორე, ასევე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ღირებულება, მათი შესაბამისობა დოკუმენტებთან და შეედგინათ მათი სამუშაოს ამსახველი ანგარიში, რაც დადასტურებულია როგორც ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით, ასევე ჯ. ა–ას და გ. ბ–ის ჩვენებებით.
5.22. ჯ. ა–ას შემთხვევაში დადგენილია, რომ ის ინსპექტირების აქტს ადგენდა სპეციალური შაბლონის შესაბამისად, სადაც მას უყურადღებობის გამო ჩარჩა წინა შაბლონიდან გადმოტანილი ფრაზები ისევე, როგორც გადაუმოწმებლად გადმოიტანა შესამოწმებელ დოკუმენტაციაში ასახული მონაცემები ანძების მასალის, სიგრძის, ღირებულების შესახებ, რითაც მან არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა.
5.23. რაც შეეხება გ. ბ–ს, ირკვევა, რომ მის მოვალეობაში შედიოდა ობიექტების ინსპექტირება, ადგილზე შემოწმება, შესაბამისი აზომვების გაკეთება, შესრულებული სამუშაოებისა და დოკუმენტაციების შესაბამისობის შემოწმება, დოკუმენტებში ასახული მონაცემების სისწორის შემოწმება და მისი სამუშაოების ამსახველი ანგარიშის შედგენა, რაც მან არაჯეროვნად შეასრულა, სრულყოფილად არ გადაამოწმა ყველა დოკუმენტში ასახული ინფორმაციის სისწორე, რითიც ჩაიდინა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად არ იქნა გაზიარებული ბრალდების მხარის მოთხოვნა და გ. ბ–ის და ჯ. ა–ას ქმედება კანონიერად დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5.24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.25. ჯ. ა–ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფოს კანონიერ ინტერესს წარმოადგენს მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მართლწესრიგის დაცვა, სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის მიზნობრივი და კანონიერი ხარჯვა, გამოცხადებული ტენდერით გათვალისწინებული პროექტების კეთილსინდისიერად, მაღალკვალიფიციურად და ხარისხიანად შესრულება. შესაბამისად, აღნიშნული ინტერესის არსებითი დარღვევა არის ბიუჯეტისთვის, როგორც ფინანსური თვალსაზრისით ზიანის მიყენება, ასევე ტენდერით გათვალისწინებული პროექტების არსებითად გაუარესებული სახით ან ფორმით შესრულება, რის გამოც მოქალაქეები საერთოდ ვერ იღებენ ან იღებენ მნიშვნელოვნად უარეს პროდუქტს, ვიდრე გაწეული ხარჯებით იყო გათვალისწინებული. ასევე სახელმწიფოს ინტერესის არსებით დარღვევას წარმოადგენს მოქალაქეებში სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობისა და პატივისცემის დაკარგვა, მართლწესრიგის დაცვის აუცილებლობის შეგრძნების გაქრობა.
5.26. განსახილველ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნებით, შესრულებულ სამუშაოთა აქტებით, ექსპერტების ჩვენებებით, საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხვებით, ინსპექტირების ანგარიშებით და თავად ჯ. ა–ას ჩვენებით დგინდება, რომ მას უყურადღებობის გამო ჩარჩა წინა შაბლონიდან გადმოტანილი ფრაზები ისევე, როგორც გადაუმოწმებლად გადმოიტანა შესამოწმებელ დოკუმენტაციაში ასახული მონაცემები ანძების მასალის, სიგრძის, ღირებულების შესახებ. შესაბამისად, მისმა ქმედებამ გამოიწვია ბიუჯეტიდან ათიათასობით ლარის ზედმეტად გადარიცხვა, შესასრულებელი სამუშაოების არსებითად განსხვავებული, პროექტით გაუთვალისწინებელი, გაუარესებული ხარისხით შესრულება, რაც უნდა შეფასდეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებით დარღვევად.
5.27. რაც შეეხება ჯ. ა–ასა და გ. ბ–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლების მოთხოვნებზე დაყრდნობით, ჯ. ა–ას და გ. ბ–ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელის სახე – ჯარიმა, რაც საკასაციო პალატის შეაფსებით, თითოეულის მიერ ჩადენილი ქმედების თანაზომიერი სასჯელია. დანიშნული სასჯელის ოდენობასთან დაკავშირებით კი, სასამართლომ დაწვრილებით მიუთითა, დანაშაულის მოტივი (სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული ვალდებულებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (დოკუმენტების სათანადოდ და სრულყოფილად გადაუმოწმებლობა), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულთა წარსული ცხოვრება და ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.28. ამასთან, არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია ამნისტიის კანონის გავრცელების არასამართლიანობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო ჩადენილი დანაშაულის სანქციის ფარგლებში ჯერ ნიშნავს სასჯელს, ხოლო შემდეგ მსჯელობს ამნისტიის გავრცელებაზე. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა სასამართლოს მიერ დანიშნული იქნა კანონიერი და სამართლიანი სასჯელის სახე და ზომა. ამნისტიის შესახებ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად არ გაათავისუფლა სასჯელისგან ჯ. ა–ა და გ. ბ–ი.
5.29. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი ამნისტიის აქტის საფუძველზე დამნაშავის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების ანდა მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირების ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საფუძვლები. აღნიშნული დასკვნა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №1258აპ-24 განაჩენი).
5.30. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის მირანდა წერეთელის, ასევე მსჯავრდებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ვ. ხ–ისა და მ. მ–ის, ასევე მსჯავრდებულ ჯ. ა–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ს–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე