განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 26 აპ 7 აპრილი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ისაევი
წევრები: რ. შველიძე, თ. ყრუაშვილი
განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორის რ. კ-ის და დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენელი, სამოქალაქო მოსარჩელე, ადვოკატ კ. გ-ის საკასაციო საჩივრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც ი. ვ-ძის და ფ. კ-იანის მიმართ გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 7 დეკემბრის განაჩენი საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწლის "ბ" პუნქტის საფუძველზე გამართლებული იქნენ სსკ-ის 164-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სამოქალაქო მოსარჩელეს, სააქციო საზოგადოება … წარმომადგენელს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. სააქციო საზოგადოება... სამოქალაქო სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად. პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მ. ისაევის მოხსენება და გამოარკვია:
სააქციო საზოგადოება .. ბათუმის ფილიალის დირექტორის ი. ვ-ძის და ამავე ფილიალის მთავარი ბუღალტრის ფ. კ-იანის მიმართ 1998 წლის 31 მარტს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მათ ბრალი დაედოთ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და ყალბი დოკუმენტების გაკეთებაში, რითაც სათაო ბანკს მიაყენეს 213648 ლარის ზარალი, ანუ დანაშაულში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 186-ე მუხლის მეორე ნაწილით და 213- ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საქმე დაბრუნებული იქნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. სასამართლომ დაბრუნების მოტივებად მიუთითა, წინასწარი გამოძიების მიერ ი. ვ-ძისა და ფ. კ-იანის თანამდებობის პირებად მიჩნევა, მაგრამ სასამართლოს აზრით ეს გარემოება არ იყო სათანადოდ შემოწმებული და გამოთქვა ეჭვი, რომ მათ შეიძლება ჩადენილი სამეურნეო დანაშაული და ხომ არ ეხებოდათ 1995 წლის ამნისტია.
პროკურორის კერძო საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ, რომელმაც ჩათვალა, რომ მითითებული საკითხები თვით პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გაერკვია და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. კოლეგიამ 1998 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 26 ივლისის გაჩინებით საქმე კვლავ დაუბრუნდა პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. სასამართლომ სააქციო საზოგადოება ... დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის დ. ნ-ძის ჩვენებასა და წარმოდგენილ ცნობაზე დაყრდნობით ჩათვალა, რომ დამატებითი გამოძიების მიერ საჭირო იყო ფილიალის ხელმძღვანელობის მხრიდან სახელმწიფოსათვის შემოსავლების დამალვისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით რიგი საკითხების გამორკვევა. შემდეგ გამოძიებას უნდა ემსჯელა, ხომ არ იყო ი. ვ-ძის და კ-იანის ქმედებაში საქართველოს სსკ 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და სწორი კვალიფიკაცია მიეცა მისთვის.
საქმის დამატებითი გამოძიებისას ი. ვ-ძის და ფ. კ-იანის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილებები საქართველოს სსკ 160-ე მუხლით გათვალისწინებული და-ნაშაულის ნიშნებით სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის და საქართველოს სსკ 213-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების შეწყვეტის შესახებ.
საბოლოოდ, წინასწარი გამოძიების მიერ ი. ვ-ძეს და კ-იანს ბრალი დაედოთ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში, სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდის კუთვნილი ფულადი სახსრების გადარიცხვის და გაცემის დაგვიანებასა და მათ არამიზნობრივად გამოყენებაში და სამსახურებრივ სიყალბეში, ანუ დანაშაულში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 164-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 191-ე მუხლით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ი. ვ-ძე მუშაობდა სააქციო საზოგადოება ... ბათუმის ფილიალის დირექტორად, ხოლო ფ. კ-იანი ამავე ფილიალის მთავარ ბუაღლტრად. ისინი ურთიერთშეთანხმებით, სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, განზრახ პირადი მოტივით, საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, არ რიცხავდნენ გადასახადებს მინიმალურ სარეზერ-ვო მოთხოვნათა შესახებ ეროვნული ბანკის სასარგებლოდ რეგულირების ფონდში და თავისი შეხედულებით, ყოველგვარი გირავნობისა და სხვაგვარი უზრუნველყოფის გარეშე ახდენდნენ მოქალაქეებზე დიდი რაოდენობის კრედიტების გაცემას. ამგვარი კრედიტების დაუბრუნებლობის შედეგად სააქციო საზოგადოება ... მიიღო განსაკუთრებით მძიმე შედეგი 213648 ლარის ზარალი, რითაც დაირღვა, ხსენებული ბანკის ბათუმის ფილიალის ნორმალური ფუნქციონირების პირობები. მათ წინასწარი შეთანხმებით არაერთგზის დააგვიანეს ცენტრალური, საქართველოს ტერიტორიული ბიუჯეტისა და სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდის კუთნვილი ფულადი სახსრების დანიშნულებისამებრ გადარიცხვა, რაც გამოიხატა იმაში, რომ 1996-1997 წლებში არ შეასრულეს მოცემული ბანკის მომსახურებაში მყოფი იურიდიული პირების საბანკო დავალება კუთვნილი ანგარიშებიდან ფულადი სახსრების ცენტრალური, საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდის სასარგებლოდ გადარიცხვის შესახებ, რაც დაგვიანებით შესრულებული იქნა 1997 წლის სექტემბერში, სათაო ბანკის მიერ ამგვარი ვალდებულებების აღმოჩენისთანავე, თუმცა ფულადი სახსრების დაგვიანებით გადარიცხვის შედეგად ცენტრალურ-მა, საქართველოს ტერიტორიულმა ბიუჯეტმა და სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდებმა დროულად ვერ მიიღეს 111589, 63 ლარი, რითაც სახელმწიფოს მიადგა მნიშ-ვნელოვანი ზიანი.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების დამალვის მიზნით, ისინი წინასწარი შეთანმხებით და პირადი მოტივით, 1994-95-96-97 წლებში შეგნებულად ადგენდნენ ყალბ საბუღალტრო ბალანსს და ანგარიშებიდან ყალბ ამონაწერებს ბანკის კლიენტების თანხის ჩარიცხვის შესახებ. ყალბ საბუღალტრო ბალანსს უდგენდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის აჭარის განყოფილებას, ბათუმის საგადასახადო ინსპექციას და სათაო ბანკს, ხოლო ყალბ ამონაწერებს ანგარიშებიდან ბანკის კლიენტების თანხების ჩარიცხვის შესახებ უდგენდნენ ბანკის მომსახურებაში მყოფ იურიდიულ პირებს მათი საბანკო დავალების შესრულების დასადასტურებლად.
სასამართლო განაჩენით ი. ვ-ძე და ფ. კ-იანი ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ 164-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ი. ვ-ძეს შეეფარდა თავისფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვის ვადით საერთო რეჟიმის შრომა-გასწორერებით კოლონიაში მოხდით. ხოლო ფ. კ-იანს - თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით, ორთავე მათგანს საქართვე-ლოს სსკ 471 მუხლის გამოყენებით გადაედო მისჯილი აღსრულება 2 წლის ვა-დით. სასამართლომ იმის გათვალისწინებით, რომ სააქციო საზოგადოება წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს და არ არის სახელმწიფო საწარმო, ან სა- ზოგადოებრივი ორგანიზაცია, ი. ვ-ძე და ფ. კ-იანი არ სცნო თანამდებობის პირებად, ანუ საქართველოს სსკ 186-ე და 191-ე მუხლებით გათვალსწინებული დანა-შაულის სუბიექტებად და მოუხსნა მათ ამ მუხლებით წარდგენილი ბრალდებები. ისინი ამ ნაწილში გამართლებული იქნენ. განაჩენით მსჯავრდებულებს დაეკისრათ 60480, 73 ლარის გადახდა სააქციო საზოგადოება ... სასარგებლოდ. დაზარალებული მოითხოვდა 247000 ლარის დაკისრებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საქართველოს სსკ 164-ე მუხლი, რომლითაც ცნობილი იქნენ დამნაშავედ ი. ვ-ძე და ფ. კ-იანი, მიღებული იქნა 1997 წლის 17 აპრილს, ხოლო დანაშაული კი დამთავრდა ამავე წლის 29 სექტემბერს. დაკისრებული თანხა სწორედ ამ პერიოდში მიყენებული ზარალით იქნა გაანგარიშებული.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი რ. კონცელიძე ითხოვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 თებერვლის განაჩენის გაუქმებას, ხოლო ბათუმის 1999 წლის 7 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას, იგი მიუთითებს შემდეგ მოტივებზე:
საქართველოს სსკ-ის 164-ე მუხლის ობიექტია საქართველოს ბიუჯეტი, როგორც მისი გახარჯვის, ასევე შესრულების ნაწილში. ი. ვ-ძე და ფ. კ-იანი არ ასრულებდნენ ბანკის კლიენტების დავალებას, მათი ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამორიცხვის და საქართველოს ცენტრალური, ტერიტორიული და სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდის სასარგებლოდ გადარიცხვის შესახებ. მათ მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით და თანხების დამალვის მიზნით. ი. ვ-ძემ და ფ. კ-იანმა გამოიწერეს ყალბი ამონაწერი ანგარიშებიდან ბანკის კლიენტების თან-ხების ჩარიცხვის შესახებ შეუსრულებელი საბანკო დავალებისა და დასტურებისათვის და ეს ამონაწერები წარუდგინეს ბანკის მომსახურებაში მყოფ იურიდიულ პირებს.
სააპელაციო სასამართლოს მითითება, თითქოს დაუშვებული იყო დამატებითი გამოძიების დროს ი. ვ-ძეს და ფ. კ-იანს წარდგენოდა ახალი ბრალდება, არ გამომდინარეობს მოქმედი საპროცესო კანონიდან, რადგან დამატებითი გამოძიებით დადგინდა, რომ მათ ჩადენილი ჰქონდათ სსკ-ის 164-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც წარედგინათ კიდეც ასეთი ბრალდება.
სამოქალაქო მოსარჩელე, ... წარმოდგენილი ადვოკატი კ. გ-ი ითხოვს სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმებას და საქმის დამატებით გამოძიებისათვის დაბრუნებას.
წარმოდგენილია ი. ვ-ძის და ფ. კ-იანის შეპასუხება, რომლითაც ითხოვენ უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრებს, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებები როგორც დასაბუთებული და კანონიერი, დატოვებული იქნეს უცვლელად.
პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის ლ. ყ-ის განმარტება, რომელმაც პროკურატურის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარს ცვლილებით დაუჭირა მხარი, იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ორივე პირის მიმართ გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემა. სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელმა ადვოკატმა გოგოტიშვილმა იშუამდგომლა, რომ საქმე დაბრუნებულ იქნეს დამატებით გამოძიების ჩასატარებლად, რათა დაზარალუბლ ... მიეცეს საშუალება ამოიღოს მისი კუთვნილი თანხები.
ვ-ძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. თ-მა მხარი არ დაუჭირა არცერთ საკასაციო საჩივარს და ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლკიის უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 7 თებერვლის განაჩენი ი. ვ-ძისა და ფ. კ- იანის სსკ-ის 164-ე მუხლის მეორე ნაწილით გამართლების ნაწილში და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 7 დეკემბრის განაჩენი იმავე ნაწილში ი. ვ-ძისა და ფ. კ-იანის მსჯავრდების ეპიზოდში უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში დამატებით გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს პროკუ-რატურას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, თითქოს წინასწარ გამოძიებას არ ჰქონდა უფლება დაემძიმებინა ვ-ძისა და კ-იანის ბრალდება, საკა-საციო პალატა ვერ დაეთანხმება. საქართველოს სსსკ-ის 452-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო განხილვისას გამოვლინდა, რომ განსასჯელმა კვლავ ჩაიდინა დანაშაული, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს აბრუნებს დამატებით გამოძიებისათვის. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, როდესაც დააბრუნა საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად და დადგენილებაში მიუთითა, რომ გამოძიებას გამოერკვია, ვ-ძესა და კ-იანს ხომ არ ჰქონდათ ჩადენილი სხვა ახალი დანაშაული, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოქმედ საპროცესო კანონის დარღვევად.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 164-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში როგორც წინასწარი, ასევე სასამართლო გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად, რის გამოც სასამართლოებმა მიიღეს არაკანონიერი გადაწყვეტილება, ერთი სასამართლოს მიერ ისინი მსჯავრდებული იქნენ, ხოლო მეორეს მიერ კი- გამართლებული.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვ-ძე და კ-იანი დაუსაბუთებლად იქნენ გამართლებული, რადგან მათ მიმართ სსკ-ის 164-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ეპიზოდში წინასწარი გამოძიება ფაქტობრივად არ წარმოებულა; გაურკვეველია, ისინი არიან თუ არა აღნიშნული დანაშაულის სუბიექტები; დაზუსტებული არაა თუ რა თანხა უნდა გადაეხადა ... ფილიალს.
უფრო მეტიც, ბრალდების წარდგენის დადგენილების ფორმულირება ძალზე ზერელე და ზოგადია, საპროცესო კანონის მოთხოვნათა თანახმად დადგენილებაში არაა მითითებული, თუ კონკრეტული რა მასალებით დგინდება ვ-ძეზე და კ-იანზე წარდგენილი ბრალდების ეს ეპიზოდი.
პალატა თვლის, რომ ამ ეპიზოდში უნდა ჩატარდეს სრულყოფილი წინასწარი გამოძეიბა, უნდა შემოწმდეს საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდეს ვ. ვ-ძისა და კ-იანის ბრალეულობის საკითხი.
საკასაციო პალატა ვერ დააკმაყოფილებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან საკასაციო პალატა უფლებამოსილი არაა გააუქმოს სააპელაციო პალატის განაჩენი და ძალაში დატოვოს რაიონული სასამართლოს პირველი ინსტანციით მიღებული გადაწყვეტილება (ასეთს კანონი არ ითვალისწინებს).
საკასაციო პალატა ასევე ევერ დააკმაყოფილებს სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან სამოქალაქო მოსარჩელე უფლებამოსილი არაა საკასაციო წესით ბრალდების კვალიფიკაციაზე, მას შეუძლია მხოლოდ საკითხი დააყენოს სამოქალაქო დავის ნაწილში.
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 თებერვლის განაჩენი ი. ვ-ძისა და ფ. კ- იანის სსკ-ის 164-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში გამართლებისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 7 დეკემბრის განაჩენი იმავე ნაწილში, მათი მსჯავრდების ეპიზოდში და საქმე ამ ნაწილში, დამატებით გამოძიების ჩასატარებლად, გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
პროკურორისა და სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი