დაუსაბუთებლად უარის თქმა საწარმოს რეგისტრაციაზე, ნებართვის ან ლიცენზიის გაცემაზე, ანდა მისი ეკონომიკური საქმიანობის უფლების ან თავისუფლების შეზღუდვა, საწარმოს საქმიანობაზე კონტროლის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელება, აგრეთვე მის საქმიანობაში ჩარევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №923 – სსმ I, №18, 28.06.2001 წ., მუხ.59
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5035 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №2კ-44-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2026
…პროცედურები: 1.1. 2023 წლის 22 ივნისს ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ა-უს პოლიციის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის მიერ გამოიცა დადგენილება დ./დ. უ–ის (D. U.) ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ, ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 პუნქტით (თაღლითობა ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით.
- საქმე №2კ-32-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.06.2026
…საგამოძიებო სამმართველოს საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ცალკეული ასეულის გამომძიებლის მიერ მიღებული – ა. შ-ის (A. Sh.) ქმედების კვალიფიკაციის შესახებ დადგენილების თანახმად, ა. შ-ი (A. Sh.) ეჭვმიტანილია ყ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (თაღლითობა, ანუ სხვისი ქონების მიტაცება მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენების გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
- საქმე №2კ-16-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.05.2026
…(ა-ას რაიონი) რაიონული მაგისტრატი მოსამართლის – შ. ჩეტეშ გუპთას – მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის 2023 წლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 111 (3) მუხლთან და 190-ე მუხლთან ერთობლიობაში 103 (1) და 109 (1) მუხლებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით), 191 (3) მუხლით…
- საქმე №2კ-36-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.06.2023
ნ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გაგრძელდა - ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის 1-ლი, მე-2 პუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით), ამავე კოდექსის…
- საქმე №2კ-24-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.04.2023
პ-ი ეჭვმიტანილია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) შესაძლო ჩადენაში.
- საქმე №2კ-376-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2021
- საქმე №2კ-361-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.06.2021
- საქმე №20აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.12.2020
- საქმე №17აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.10.2020
- საქმე №14აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.08.2020
- საქმე №1აგ.-2019 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.03.2020
- საქმე №36აგ.-2019 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2020
- საქმე №21საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.04.2007
- საქმე №2კ-33-I-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2005
- საქმე №2კ-52-I-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.02.2005
- საქმე №2კ-36-I-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2003
- საქმე №2კ-188დად.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.09.2002
- საქმე №2კ-25-I-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2001
- საქმე №2კ-48კოლ.-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.07.2000
- საქმე №2კ-3აპ.-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.02.2000
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება