დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 03.07.2000
საქმის ნომერი
2კ-48კოლ.-2000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.07.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 48-კოლ 3 ივლისი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. ტურავა

მოსამართლეები: გ. ბორჩხაძე, თ. ყრუაშვილი

განიხილა საქართველოს გენერალური როკურატურის სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი განყოფილების უფროსის გ. ხაბაშვილის, მსჯავრდებულ თ. ე-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ია პატარავას, ლევან გორხელა-შვილისა და გოგმარ გაბუნიას, დაზარალებულების _ მ. კ-ძის, მ. ხ-ავას, ქ. გ-შვილის, ნ. ო-შვილის, ზ. ს-შვილის, მ. ს-შვილისა და გ. ი-შვილის ადვოკატების _ თ. გვიშიანის, მ. ჭუმბაძისა და მ. სვანიძის საკასაციო საჩივრები თბილისის სა-ოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 18 აპრილის განაჩენზე, რომლითაც თ. ე-შვილი _ დაბადებული 1962 წელს, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, შპს „ელიზის" პრეზიდენტი გამართლებულ იქნა მაშინ მოქმედი საქართველოს სსკ-ის 78-ე და 143-ე მუხლებით, 190-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 238-ე მუხლის მე- 2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ცნობილ იქნა დამნაშავედ მხოლოდ საქართველოს სსკ 238-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის აღსრულება გადაედო სსკ-ის 471-ე მუხლის გამოყენებით.

პროკურორის საკასაციო საჩივარი ითხოვს თ. ე-შვილის გამამართლებელ ყველა ნაწილში განაჩენის გაუქმებას და არსებითად განხილვის მიზნით საქმის გადაცემას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის. იმავე მოთხოვნას ითვალისწინებს დაზარალებულთა ადვოკატების საკასაციო საჩივარი. მსჯავრდებულ თ. ე-შვილის ადვოკატთა საჩივარი კი ითხოვს ამ უკანასკნელის მიმართ სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილითაც საქმის შეწყვეტას და გამამართლებელ ნაწილში კი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის გ. ბორჩხაძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საბრალდებო დასკვნის მიხედვით თ. ე-შვილს ბრალი ედებოდა შემდეგი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში:

"მან გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან სათანადო ნებართვის გარეშე შეიძინა "ჩზ-75" სისტემის ¹ V-4231 პისტოლეტი 14 საბრძოლო ვაზნით და „ტტ"- ს სისტემის პისტოლეტის ერთი მჭიდი რვა საბრძოლო ვაზნით, რომლებსაც სათანადო ნებართვის გარეშე ინახავდა 1997 წლის 20 მარტამდე შპს „ელიზი-1"-ის ოფისში _ თავისი სამუშაო კაბინეტის საწერი მაგიდის უჯრაში და კედლის კარადაში.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ელიზის" კომერციული საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა საზღვარგარეთიდან თამბაქოს ნაწარმის შემოტანა და საქართველოში შემდგომი რეალიზაცია. 1996 წლის გა-ზაფხულზე ამ ფირმის პრეზიდენტმა თ. ე- შვილმა კომერციულ საქმიანობაში კონკურენტებთან უპირატესობის მოსაპოვებლად გადაწყვიტა შეექმნა ბანდიტური ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის შეიარაღებული თავდასხმის გზით, მატერიალურ ზარალს მიაყენებდა „ელიზის" კონკურენტ ფირმებს. ბანდიტური ჯგუფის სანდო პირებით დაკომპლექტება და უშუალო ხელმძღვანელობა მან დაა-ვალა თავის ნათესავს, შპს „ელიზის" თანამშრომელს _ გ. ბ-შვილს. ამ უკანასკნელმა 1996 წლის გაზაფხულზე ბანდიტურ ჯგუფში გააერთიანა გ. ხ-ული, გ. ქ-ია, ზ. ც-ძე და ოთხი სხვა პირი. თ. ე-შვილის

კონკრეტული დავალებების საფუძველზე ისინი აწარმოებდნენ თამბაქოს ნაწარმის შემოტანა- რეალიზაციის საქმეში "ელიზის" კონკურენტის _ აჭარის ინვალიდთა საერთაშორისო ასოციაციის კომერციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციების მოპოვებას, რასაც აფისქირებდნენ ვიდეო და ფოტოფირებზე. მოპოვებული ინფორმაციები მიეწოდებოდა უშუალოდ თ. ე-შვილს.

1996 წლის ივნისიდან თ. ე-შვილმა მიიღო გადაწყვეტილება „ელიზის" კონკურენტის _ აჭარის ინვალიდთა საერთაშორისო ასოციაციის საქმიანობის შე-სახებ კონკრეტული ინფორმაციები მოეპოვებინა ასოციაციის თანამშრომელთა სამსახურისა და ბინების სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენის გზით. ამ მიზნით მისი დავალებით ბანდის წევრი ზ. ც-ძე დაუკავშირდა თბილისის საბურთალოს რაიონის ავტომატური სატელეფონო სადგურის _ კროსის უფროს ელექტრომექანი-კოსს _ ი. ტ-ძეს. ეს უკანასკნელი გარკვეული საზღაურის საფასურად შეჰპირდა ზ. ც-ძეს სასურველი აბონენტების საუბრების მოსმენაში დახმარებას. სატელეფონო საუბრების მოსმენასთან დაკავშირებით ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ თ. ე-შვილისაგან მიღებული თანხით ზ. ც-ძემ საბურთალოს რაიონში იქირავა ბინა, სადაც დაამონტაჟა სატელეფონო საუბრების მოსასმენად შეძენილი სპეციალური ტექნიკური მოწყობილობები. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები _ გ. ბ-შვილი, გ. ქ-ია, ზ. ც-ძე და ოთხი სხვა პირი ი. ტ-ძის მიერ მათ-თვის სასურველი სატელეფონო აბობენტების პარალელური ჩართვის გზით აწარ-მოებდნენ აჭარის ინვალიდთა საერთაშორისო ასოციაციის თანამშრომლების სატელეფონო საუბრების უკანონოდ მოსმენას. ზ. ც-ძემ 1996 წლის ივნის-ივლისში გაწეული სამსახურისათვის ი. ტ-ძეს ქრთამის სახით გადასცა თ. ე-შვილისაგან ამავე მიზნით მიღებული 200 ამერიკული დოლარი.

1996 წლის აგვისტოდან ზ. ც-ძის მეშვეობით ი. ტ-ძეს დაუკავშირდნენ გ. ბ-შვილი და გ. ხ- ული. იმავე წლის სექტემბერში გ. ბ-შვილმა გაწეული სამსახურისათვის ი. ტ-ძეს ქრთამის სახით გადასცა ამ მიზნით თ. ე-შვილისაგან მიღებული 1500 აშშ დოლარი. 1996 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში გ. ხ-ულმა ი. ტ-ძეს ქრთამის სახით გადასცა თ. ე-შვილისაგან ამავე მიზნით მიღებული 200-200 ამერიკული დოლარი. 1996 წლის ნოემბერში გ. ბ-შილმა ი. ტ-ძეს ქრთამის სახით გადასცა

თ.ე-შვილისაგან ამავე მიზნით მიღებული 250 დოლარი, ხოლო იმავე წლის დეკემბერში კი 500 დოლარი, 1997 წლის იანვარ-თებერვალში სხვადასხვა დროს მან ი. ტ-ძეს ქრთამის სახით გადასცა

თ.ე-შვილისაგან ამ მიზნით მიღებული 250-250 და 500 აშშ დოლარი. სატელეფონო საუბრების მოსმენის შედეგად მიღებულ ინფორმაციებს, რაც აუდიო-კასეტებზე ფიქსირდებოდა, გ. ბ-შვილი გაშიფრული ტექსტის სახით აწვდიდა თ. ე-შვილს, მასვე მიეწოდებოდა აუდიოკასეტებიც. სულ 1996 წლის ივნისიდან 1997 წლის თებერვლის ჩათვლით ზ. ც-ძემ, გ. ხ-ულმა და გ. ბ-შვილმა ი. ტ-ძეს ქრთამის სახით გადასცეს თ. ე-შვილისაგან ამავე მიზნით მიღებული 3850 ამერიკული დოლარი.

1996 წლის ბოლოს, ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის მოსმენისას გ. ბ-შვილისათვის ცნობილი გახდა, რომ აჭარის ინვალიდთა საერთაშორისო ასოციაციის თანამშრომლებს თბილისიდან ავტომანქანით ბათუმში უნდა გადაეტანათ ასოციაციის კუთვნილი დიდი რაოდენობის თანხა. მიღებული ინფორმაცია მან გადასცა თ. ე-შვილს და ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა შეიარაღებული თავდასხმის განხორციელება კონკურენტისათვის მატერიალური ზარალის მიყენების მიზნით. თავდასხმის განხორ-ციელებისათვის ბანდიტური ჯგუფის შემადგენლობაში შეირაღებული პირების ჩაბმა და თავდასხმის უშუალო ხელმძღვანელობა მან გ. ბ-შვილს დაავალა. ეს უკანასკნელი თავის მხრივ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს მუშაკს გ. დ-იანს, რომელსაც ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღის გარდა უკანონოდ ჰქონდა შეძენილი „აკმ"-ისა და „აკს"-ის სისტემის ავ-ტომატური იარაღები, "ნაგანის" სისტემის რევოლვერი და შესთავაზა ბანდიტურ ჯგუფში გაერთიანება. თავის მხრივ გ. დ-იანმა ბანდიტურ ჯგუფში ჩააბა შს სა-მინისტროს თანამშრომელი ნ. ხ-შვილი, თბილისის შს მთავარი სამმართველოს მუშაკი _ ზ. ნ-ძე და ამჟამად ძებნაში მყოფი კიდევ ერთი პირი. თანხის გადატა- ნასთან დაკავშირებით გ. ბ-შვილისაგან ზუსტი ინფორმაციის მიღების შემდეგ ზე-მოხსენებულ პირებს უშუალოდ უნდა განეხორციელებინათ შეირაღებული თავდასხმა. ამის შესახებ გ. ბ-შვილმა საქმის კურსში ჩააყენა თ. ე-შვილი. სატელეფონო სა-უბრების უკანონო მოსმენით ბანდის წევრებმა დაადგინეს ქ. ბათუმში თანხის გა-დატანის ზუსტი თარიღი _ 1996 წლის 5 სექტემბრის დილა, ავტომანქანა, რომ-ლითაც მოხდებოდა ფულის ტრანსპორტირება და გზის მარშრუტი. ეს ინფორმაცია გ. ბ-შვილმა გადასცა დანაშაულებრივი განზრახვის უშუალო შემსრულებლებს _ გ. დ- იანს, ნ. ხ-შვილს, ზ. ნ-ძეს და ამჟამად მიმალვაში მყოფ ერთ პირს, რომლებმაც ქარელის რაიონის ტერიტორიაზე ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთზე შეიარაღებულები თავს დაესხნენ „ვაზ-2107" მარკის ავტომანქანას და მასში მყოფ მ. კ-ძესა და მ. ხ-ავას იარაღის გამოყენების მუქარით წაართვეს აჭარის ინვალიდთა საერთაშორისო ასოციაციის კუთვნილი 364350 ამერიკული დოლარი, ხოლო მათ თანმხლებ _ საბურთალოს რაიონის საკუთრების დაცვის პოლიციის მუშაკს _ მ. ს-შვილს წაართვეს „მაკაროვის" სისტემის ტაბელური პისტოლეტი და პოლიციის თანამშრომლის პირადობის მოწმობა.

თავდასხმის განხორციელების შემდეგ ბანდის წევრებმა ერთამანეთში გაინაწილეს გატაცებული ფული. გ. ბ-შვილს გადასცეს 110000 დოლარი. ამ უკანასკნელმა ბანდის წევრებს _ გ. ხ-ულს, გ. ქ-იასა და კიდევ ორ წევრს გაუნაწილა თითოეულს 4200 დოლარი და 100 ლარი. ამჟამად მიმალვაში მყოფ ერთ პირს ერგო 31000 დოლარი და 100 ლარი, ხოლო მეორეს _ 29200 დოლარი და 100 ლარი. დარჩენილი თანხა კი დანაშაულის უშუალო შემსრულებებმა მიიღეს. გ. ბ- შვილმა იმავე დღეს პირადად აცნობა თ. ე-შვილს წარმატებული შეიარაღებული თავდასხმის განხორციელების შესახებ.

ამის შემდეგ ბანდიტური ჯგუფის წევრები მორიგი შეიარაღებული თავდას-ხმის განხორციელების მიზნით ისევ აგრძელებდნენ აჭარის ინვალიდთა საერთაშორი-სო ასოციაციისა და შემდგომში ამავე ბაზაზე შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლო-ბის საზოგადოება „ომეგა-2"-ის თანამშრომლების სატელეფონო საუბრების მოსმენას.

1996 წლის ოქტომბრიდან გ. ბ-შვილმა ბანდიტური ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩააბა თავისი ნათესავი თ. ბ-შვილი.

1997 წლის თებერვალში თ. ე-შვილმა და გ. ბ-შვილმა გადაწყვიტეს კვლავ განეხორციელებინათ შეიარაღებული თავდასხმა შპს „ომეგა-2"-ის კუთვნილი თანხების გატაცების მიზნით. სატელეფონო მოსმენებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ ფირმის თანამშრომლებს ყოველი კვირის პარასკევს თანხები გადაჰქონდათ თბილისის აეროპორტის მიმართულებით. გ. ბ- შვილი დაუკავშირდა ბანდის წევრებს _ გ. დ-იანსა და ნ. ხ-შვილს, რომლებმაც თავის მხრივ ბანდიტურ ჯგუფში გააერთიანეს და შეირაღებულ თავდასხმაში მონაწილეობაზე დაითანხმეს ა. კ- ოლი, ფ. დ-იანი და გ. ს-ძე.

სატელეფონო მოსმენების გზით მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფირმას 1997 წლის 14 მარტს, დილით, დიდი რაოდენობით თანხა უნდა გა-დაეტანა აეროპორტის მიმართულებით, გ. ბ-შვილმა გადასცა თავდასხმის უშუალო შემსრულებლებს. მისივე მითითებით ბანდის წევრები _ გ. ქ-ია, გ. ხ-ული, თ. ბ-შვილი და დღემდე ძებნილი სხვა ორი პირი აკონტროლებდნენ „ომეგა-2"-ის მან-ქანების გამოსვლის დროს, მოძრაობის მარშრუტს, გადაადგილების მიმართულებებს და რადიოგადამცემების საშუალებით პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციებს ერთმანეთს და გ. ბ-შვილს.

ამ უკანასკნელმა დაახლოებით 07 საათზე რადიოკავშირით აცნობა ბანდიტუ-რი ჯგუფის წევრებს _ გ. დ-იანს, ნ. ხ-შვილს, გ. ს-ძეს, ფ. დ-იანს, ა. კ-ოლსა და დღემდე მიმალვაში მყოფ კიდევ ერთ პირს იმის შესაებ, რომ ფირმის კუთვნი-ლი ორი უცხოური წარმოების ავტომანქანა გავიდა აეროპორტის მიმართულებით. ზემოთ აღნიშნული ბანდის წევრები ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულნი თავს დაესხნენ აეროპორტისაკენ მიმავალ ზემოაღნიშნულ ორ ავტომანქანას და იარაღის გამოყენების მუქარით ნ. ო-შვილსა და ქ. გ-შვილს წაართვეს „ომეგა-2"-ის კუთვნილი 939485 ამერიკული დოლარი, ქ. გ-შვილის პირადი თანხა _ 235 დოლარი და 30 ლარი და პირადობის მოწმობა, ასევე, ამ მანქანებში მსხდომ მათ გამცილებელ პირებს _ საბურთალოს რაიონის საკუთრების დაცვის პოლიციის მუშაკებს _ ზ. ს-შვილსა და გ. ი-შვილს წაართვეს „მაკაროვის" სისტემის ტაბელური იარაღები. გატაცებული თანხა სხვადასხვა რაოდენობით იმავე დღეს გაინაწილა ბანდის ყველა წევრმა, გარდა თ. ე-შვილისა. ამ უკანასკნელს, არც პირველი გატაცების დროს მიუღია რაიმე თანხა. გ. ბ-შვილმა იმავე დღეს აცნობა ბანდის ორგანიზატორსა და ხელმძღვანელს _ თ. ე-შვილს ბანდის მიერ წარმატებით შესრულებული „ოპერაციის" თაობაზე".

სისხლის სამართლის საქმე გ. ბ-შვილის, ზ. ც-ძის, გ. ქ-იას, თ. ბ-შვი-ლის, ა. კ-ოლის, გ. ხ- ულის, გ. დ-იანის, ნ. ხ-შვილის, ზ. ნ-ძისა და ი. ტ-ძის მი-მართ ზემოაღნიშნული ბრალდებებით 1997 წლის 17 ოქტომბერს განსახილველად წარიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენით ზემოთ მითითებული თორმეტივე განსასჯელი ცნობილ იქნა დამნაშავედ გამოძიების მიერ წარდგენილ ბრალდებებში (მხოლოდ ზ. ც- ძეს მოეხსნა ბრალდება ბანდიტიზმში) და განესაზღვრათ სხვადახვა ზომის სასჯელები. თ. ე-შვილის მიმართ კი, ამ უკანასკნელის ავადმყოფობოს გამო, საქ-მე განახილველად სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 1999 წლის 15 მარტს.

თბილისის საოლქო სასამართლომ განიხილა რა თ. ე-შვილის ბრალდების საქმე, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განსასჯელს მონაწილეობა არ მიუღია იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე, 143-ე და 190-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში, ხოლო იმავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში მისი ქმედება დანაშაულის შემადგენლობას არ შეიცავს. ასეთ დასკვნამდე საოლქო სასამართლო მივიდა შემდეგ მოსაზრებათა გამო:

1. ბრალდების მხარე თ. ე-შვილის ბრალეულობის დასადასტურებლად იყენებს ისეთ მტკიცებულებებს, რომელთა უტყუარობა და ობიექტურობა სათანადოდ დასაბუთებული არ არის. სახელდობრ _ ე-შვილის ბრალის დამადასტურებელ ერთ-ერთ ძირითად პირდაპირ მტკიცებულებად ბრალდება მიიჩნევს გ. ბ-შვილის წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემულ ორ ჩვენებას, რომელიც შემდგომში მან კატეგორიულად უარყო და როგორც უზენაეს სასამართლოში, ასევე საოლქო სასამართლოში სასამართლო გამოძიების დროს აჩვენა, რომ თ. ე-შვილს არავითარიო მონაწილეობა არ მიუღია არც ბანდიტური ჯგუფის ჩამოყალიბება-ორგანიზებაში, არც უკანონო სატელეფონო მოსმენების წარმოებაში და არც ქრთამის მიცემაში. ყოველივე ამას პირადად მან (გ. ბ-შვილმა) თ. ე-შვილისაგან დამოუკიდებლად გაუკეთა ორგანიზაცია და თვითონვე ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ თავდასხმებს. ამასთან, მან სათანადოდ ახსნა წინასწარი გამოძიების ერთ ეტაპზე თ. ე-შვილის მამხილებელი ჩვენებების მიცემის მიზეზი.

2.ზ. ც-ძის ის ჩვენებები, რომლებიც მან მისცა გამოძიებას საქმის წარმოების თვადაპირველ ეტაპზე და რომლებიც საბრალდებო დასკვნის მიხედვით საფუძვლად უნდა დაედოს თ. ე-შვილის ბრალეულობას, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამადასტურებელ მტკიცებულებებად იმის გამო, რომ არც მათი ობიექტურობა და უტყუარობა არის დადგენილი საქმის მასალების მიხედვით. ზ. ც- ძემ თავისი ჩვენებები იმ ნაწილში, რომ განსასჯელი იყო უკანონო სატელეფონო მოსმენებისა და ქრთამის არაერთხელ მიცემის ორგანიზატორი, უარყო ჯერ კიდევ გამოძიების სტადიაზე და აჩვენა, რომ ამ დანაშაულთა ორგანიზატორი გ. ბ-შვილი იყო.

3.სასამართლო კოლეგიამ მტკიცებულებითი მნიშვნელობა არ მისცა გ. ხ-ულის იმ ჩვენებებს, რომლებიც ბრალდების მხარემ წარადგინა თ. ე-შვილის ბრალის დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებად, მათი არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო. სასამართლო გამოძიებისას გ. ხ-ულმა არ დაადასტურა მის მიერ საქმის წინასწარი გამოძიების სტადიაზე და უზენაესი სა-სამართლოს სხდომაზე მიცემული ჩვენებები თ. ე-შვილის მხილების ნაწილში და განმარტა, რომ სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენების ორგანიზატორი იყო გ. ბ-შვილი. თ. ე-შვილს კი საერთოდ არ იცნობდა და მასთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია.

4.პირველი ინსტანციის სასამართლომ განსასჯელის ბრალდების დამადას-ტურებელ მტკიცებულებად არ მიიჩნია მოწმე მ. ჩ-იას ჩვენებები იმის გამო, რომ ისინი „არ შეესაბამებიან როგორც გ. ხ-ულის მიერ სასამართლო გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებს, ისე საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებსაც".

5.საქმის მასალებიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ არასარწმუნოდ და არაობიექტურად მიიჩნია მოწმეების _ ფირმა „ომეგას" თანამშრომლების _ ლ. კ-ძის, რ. ო- შვილისა და ა. შ-ძის ჩვენებები.

6.სასამართლოს აზრით, არც მოწმის სახით დაკითხული მსჯავრდებულების _ ი. ტ-ძის, გ. ქ-იას, ნ. ხ-შვილის, გ. დ-იანის, ა. კ-ოლის, ზ. ნ-ძისა და ფ. დ-იანის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მოცემული ჩვენებების ანალიზი იძლევა საშუალებას გაკეთდეს ობიექტური დასკვნა იმის შესახებ, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშულების ორგანიზატორი თ. ე-შვილია.

7.სასამართლომ მიიჩნია, რომ წინასწარი გამოძიების დროს ადგილი ჰქონდა საპროცესო ნორმების დარღვევას, სახელდობრ _ ფირმა „ელიზის" ოფისში 1997 წლის 21 მარტს ჩატარებული ჩხრეკა უკანონოა და ამ საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმს იურიდიული ძალა არა აქვს, როგორც კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას.

8.სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა დაზარალებულ მ. ს-შვილის ინ-ტერესების წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თ. ე-შვილის დამნაშავედ ცნობას საფუძვლად დადებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენი სხვა მსჯავრდებულთა მიმართ და თავის განაჩენში მიუთითა: „საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის მე-2პუნქტის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად სხვა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სა-სამართლო განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამათლებრივი შეფასება სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოს არ ხდის ამ განაჩენის კანონიერებას". მოცემულ შემთხვევაში კი, დაცვის მხარე ხსენებულ განაჩენში მითითებულ გარემოებებსა და დასკვნებს სადავოდ ხდის.

9. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ თ. ე-შვილის ქმედება არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობას იმის გამო, რომ მან 1994 წლის ივლისში მუშაობა დაიწყო სამთავრობო დაცვის სამსახურში, სადაც ნებაყოფლობით წარადგინა თავის დროზე მის მიერ უნებართვოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი „ჩზ-75" და დაკანონდა მის საკუთრებათ, რაც ათავისუფლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან. ამ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ კი იგი ვალდებული იყო მიეღო იარაღის შენახვის ნებართვა, რაც მას არ გაუკეთებია და ამიტომ პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვოდ შენახვისათვის.

პროკურორის საკასაციო საჩვარი მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიის განაჩენი თ. ე- შვილის გამამართლებელ ნაწილში არის უკანონო იმის გამო, რომ სათანადო შეფასება არ მიეცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, ბრალდების მტკიცებულებათა ძირითადი ნაწილი ამორიცხულ იქნა ზერელე დასაბუთებით, შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა გაუთვალისწინებლად. იმავე მოსაზრებებს იზიარებს დაზარალებული მხარის საკასაციო საჩივარი და საბოლოოდ მიუთითებს: „სასამართლომ დაადგინა რა თ. ე-შვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი სსკ 78-ე, 190-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 143-ე მუხლებით, გაურკვეველი დატოვა ვინ ჩამოაყალიბა შეიარაღებული ბანდა და ვინ იყო მისი მეთაური".

თ. ე-შვილის ადვოკატთა საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ "სასამართლო კოლეგიამ სწორად ასახა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ე-შვილის მსჯავრდების ნაწილში არ მისცა მათ სწორი იურიდიული შეფასება. კოლეგიამ არ გაითვალისწინა, რომ ცვეცხლსასროლი იარაღი იყო თ. ე-შვილის საკუთრება _ აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. იარაღი შემოწმებული და აღრიცხული იყო. უდავოდ ცნობილი იყო, რომ იგი ინახებოდა თ. ე-შვილთან და საჭიროების შემთხვევაში არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა მისი ამოღება. ამასთან, არ არსებობდა რაიმე გარემოება, რის გამოც სათანადო ორგანოებს უარი ეთქვათ ამ იარაღის შენახვის უფლების ნებართვის გაფორმებაზე. ამდენად, თ. ე-შვილის ქმედებაში არის აღრიცხვის წესის დარღვევა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს არ წარმოადგენს მისი მცირე საზოგადოებრივი საშიშროების გამო".

პალატამ მოისმინა რა ყველა კასატორის მოსაზრება წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ირგვლივ, გააანალიზა მათი საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და განაჩენის კანონიერება, მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 18 აპრილის განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო წრმოდგენილი ყველა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უარყოფილ იქნეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო გამოძიების დროს მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია სრულყოფილად, დადგენილ ფაქტებს მისცა სწორი იურიდიული შეფასება და გამოიტანა კანონიერი განაჩენი. საქართველოს სსსკ-ის 566-ე მუხლის შესაბამისად „საკასაციო ინსტანციას უფ-ლება არა აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენსა თუ გასაჩივრებულ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები". იმავე კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად „არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავიანთი შინაგანი რწმენით. მტკიცებულებათა შეფასება ხდება იმ მიზნით რომ გაირკვეს: მათი დამოკიდებულება საქმისადმი (შესახებობა), დაცული იყო თუ არა საპროცესო კანონი მათი შეკრებისას (დასაშვებობა), მათი უტყუარობა და საკმარისობა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის ... განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას".

სასამართლო გამოძიების დროს სასამართლო კოლეგიამ ვერ მოიპოვა იმის უტყუარი მტკიცებულებანი, რომ თ. ე-შვილმა ნამდვილად დაარღვია მოქალაქეთა ტელეფონით ლაპარაკის საიდუმლოება, არაერთხელ მისცა ქრთამი თანამდებობის პირს და ორგანიზება გაუკეთა შეიარაღებული ბანდიტური ჯგუფის შექმნას საზოგადოებრივ საწარმოებსა და ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით და განაჩენში სამართლიანად მიუთითა, რომ „ბრალდების მხარე იყენებს ისეთ მტკიცებულებებს, რომელთა უტყუარობა და ობიექტურობა საეჭვოა". ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ეჭვის გასაბათილებლად პრაქტიკულად დამატებით მტკიცებულებათა შეკრების შესაძლებლობა აღარ არსებობს. ამდენად, სასამართლო კოლეგიამ საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის შესაბამისად ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულებების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე სწორად გადაწყვიტა განსასჯელ თ. ე-შვილის სასარგებლოდ.

ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საამართლო კოლეგიამ განაჩენის დადგენის დროს არაობიექტური შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, უსაფუძვლოა. საქმეზე სასამართლო გამოძიების დროს ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა თითქმის ვერავითარი პირდაპირი მტკიცებულება გამოძიების მიერ თ. ე-შვილზე შერაცხული ბრალდებების (გარდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვისა) დასადასტურებლად. ამიტომ, ბრალდებამ გამოიყენა ის მტკიცებულებანი, რომლებიც მოპოვებულ იქნა წინასწარი გამოძიების პროცესში, მაგრამ მათი უმრავლესობა უარყოფილ იქნა ისევ წინასწარი გამოძიების დროს, ხოლო დარჩენი _ სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას.

პალატა ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემული საქმის წინასწარი გამოძიების დროს დაშვებული იყო საპროცესო ნორმების დარღვევები და ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული არ არის კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც საეჭვო ხდება ამ გზით მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობა. ერთ-ერთ ასეთ საგამოძიებო მოქმედებად უნდა ჩაითვალოს ფირმა „ელიზის" ოფისში 1997 წლის 21 მარტს ჩატარებული ჩხრეკა და ამ საგამოძიებო მოქმედების დამადასტურებელი ოქმი. ამ ოქმში მითი- თებული არ არის საკმაოდ დიდი მოცულობის ოფისში რა თანმიმდევრობით ჩა-ტარდა ჩხრეკა, კონკრეტულად რომელი გამომძიებელი რა მოქმედებას ასრულებდა, პოლიციის ხუთი მუშაკი რითი იყო დაკავებული, ოქმში მითითებული ერთი თანა-მოწმე ოქმზე რატომ არ აწერს ხელს. ასევე, სრულყოფილად აღწერილი არ არის ის ნივთები და დოკუმენტები, რომლებიც ჩრეკის დროს იქნა ამოღებული. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თაბახის იმ ოთხ ფურცელს, რომელიც ბრალდებამ მოქალაქეთა სატელეფონო საუბრის უკანონო მოსმენის მტკიცებად წარადგინა. ოქმში ამ ოთხი ფურცლიდან მითითებულია მხოლოდ რა სიტყვებით იწყება პირველი ფურცელი და რომელი სიტყვით მთავრდება მეოთხე, არ არის გადმოცემული არა მარტო ამ ფურცლებზე შესრულებული ტექსტის მოკლე ში-ნაარსი, არამედ არც ის, ტექსტი ხელნაწერია თუ ნაბეჭდი, მეორე-მესამე ფურცლები რა სიტყვებით იწყება და მთავრდება. ოქმის მიხედვით გაუგებარია როგორი წესით მოხდა ამოღებული ნივთების დალუქვა და რა ნომერი ბეჭდით დაილუქა.

საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მიხედვით „მხარის მიერ შეკრებილი და წარდგენილი მტკიცებულებები ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა შემოწმდეს, რაც ითვალისწინებს მიღებულ მტკიცებულებათა ანალიზს, მათ შეჯერებას სხვა მტკიცებულებებთან, იმის გარკვევას, დაცული იყო თუ არა სათანადო პროცედურა მტკიცებულებათა გამოვლენისა და საპროცესო დამაგრების დროს". ამ საპროცესო ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ კანონიერად უარყო როგორც ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება ზემოთ მითითებული ჩხრეკით მო- პოვებული მასალები. რაც შეეხება ცეცხლსასროლ იარაღს, იგი თ. ე-შვილმა ჩხრეკის დაწყებამდე ნებაყოფლობით წარუდგინა გამომძიებელს და ამდენად, ეს საკითხი სადავო არ არის.

სასამართლო კოლეგიამ სწორი ინტერპრეტაცია მისცა საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" პუნქტის შინაარსს იმის თაობაზე, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით დადგენილი ფაქტობროვი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა ახალი საქმის განმხილველი სასამართლოსათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე სადავოდ არ ხდის ამ განაჩენის კანონიერებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენი გ. ბ-შვილისა და სხვათა მიმართ თ. ე-შვილის ბრალდების საქმის განხილვის დროს არ შეიძლებოდა ამ უკანასკნელის დამნაშავედ ცნობას უდავოდ დადებოდა საფუძვლად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ ასევე სწორად მოუხსნა ბრალდება თ. ე-შვილს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის ნაწილში. ამასთან, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის პოზიციას ამ ნაწილში, რომ თ. ე-შვილის მიმართ სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილითაც (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა) გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგენილიყო. იარაღის შეძენის დაკანონება არ ნიშნავს მისი შენახვის ნებართვასაც.

ამიტომ, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში თ. ე-შვილის დამნაშავედ ცნობა კანონიერია, ხოლო შეფარდებული სასჯელი _ სამართლიანი.

ყოველივე აღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568- ე და 571-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 18 აპრილის განაჩენი თ. ე-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად;

საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს; განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.