1. გამოძიების დროს ამოსაცნობად წარდგენა ტარდება ამომცნობის თანხმობით.
2. ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი ამ კოდექსით დადგენილი წესით უნდა იყოს გამოკითხული/დაკითხული ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას ამოსაცნობ ობიექტთან ჰქონდა შეხება. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი.
3. ამომცნობს ამოსაცნობი უნდა წარედგინოს იმავე სქესის არანაკლებ 2 ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით.
4. ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი უნდა წარედგინოს არანაკლებ 2 სხვა ერთგვაროვან საგანთან ერთად. ამომცნობს სთავაზობენ, მიუთითოს ობიექტი, რომლის ამოცნობაც შეუძლია, და განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო იგი.
5. როცა ამომცნობისათვის ამოსაცნობი ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა შეუძლებელია ან ეს დაკავშირებულია არაგონივრულ ძალისხმევასთან, ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ 3 სხვა ფოტოსურათი, რომლებზე აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან. ფოტოსურათების ამოსაცნობად წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით.
6. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის, ან თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე.
7. ამომცნობის მიერ ამოსაცნობი ობიექტის განმეორებით ამოცნობა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წინა ამოცნობა ფოტოსურათით ჩატარდა.
8. გვამის, მისი ნაწილის, აგრეთვე ისეთი ობიექტის ამოცნობისას, რომლის ანალოგის შერჩევაც შეუძლებელია, ამოცნობა ტარდება მხოლოდ 1 ამოსაცნობი ობიექტის მიხედვით.
9. ამოცნობის ჩატარება აუცილებელი არ არის, თუ ამომცნობი ასახელებს ამოსაცნობი პირის პერსონალურ მონაცემებს, რომლებითაც შესაძლებელია მისი ზუსტი იდენტიფიცირება.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6549 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№4677
- ვებგვერდი, 29.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.12.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 18.12.2015 კანონი №4677
- 22.06.2012 კანონი №6549
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (31.05.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 131. პირის და ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა 1. გამოძიების დროს ამოსაცნობად წარდგენა ტარდება ამომცნობის თანხმობით. 2. ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი ამ კოდექსით დადგენილი წესით უნდა იყოს გამოკითხული/დაკითხული ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას ამოსაცნობ ობიექტთან ჰქონდა შეხება. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი. 3. ამომცნობს ამოსაცნობი უნდა წარედგინოს იმავე სქესის არანაკლებ 2 ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით. 4. ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი უნდა წარედგინოს არანაკლებ 2 სხვა ერთგვაროვან საგანთან ერთად. ამომცნობს სთავაზობენ, მიუთითოს ობიექტი, რომლის ამოცნობაც შეუძლია, და განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო იგი. 5. როცა ამომცნობისათვის ამოსაცნობი ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა შეუძლებელია ან ეს დაკავშირებულია არაგონივრულ ძალისხმევასთან, ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ 3 სხვა ფოტოსურათი, რომლებზე აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან. ფოტოსურათების ამოსაცნობად წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით. 6. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის, ან თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე. 7. ამომცნობის მიერ ამოსაცნობი ობიექტის განმეორებით ამოცნობა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წინა ამოცნობა ფოტოსურათით ჩატარდა. 8. გვამის, მისი ნაწილის, აგრეთვე ისეთი ობიექტის ამოცნობისას, რომლის ანალოგის შერჩევაც შეუძლებელია, ამოცნობა ტარდება მხოლოდ 1 ამოსაცნობი ობიექტის მიხედვით. 9. ამოცნობის ჩატარება აუცილებელი არ არის, თუ ამომცნობი ასახელებს ამოსაცნობი პირის პერსონალურ მონაცემებს, რომლებითაც შესაძლებელია მისი ზუსტი იდენტიფიცირება. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(74)
- საქმე №2კ-796აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.02.2026
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ ხსენებული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული იქნა საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, რამდენადაც ფოტოზე გამოსახული პირები იერსახითა და თმის ფერით ერთმანეთისგან მკვეთრად არ განსხვავდებიან.
- საქმე №2კ-676აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2025
ამოცნობისას, რომელიც ჩატარდა საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და ბ. ჯ-ის ადვოკატის მონაწილეობით, დაზარალებულმა მიუთითა, რომ ყაჩაღური თავდასხმისას კარგად დაამახსოვრდა დანაშაულის ჩამდენი პირების სახის დაუფარავი ნაწილი, მათი აღნაგობა და დანახვისთანავე იცნო ბ.
- საქმე №2კ-243აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2025
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, როდესაც ამოცნობა ტარდება ფოტოსურათით, ასეთ შემთხვევაში ამომცნობს წარედგინება არანაკლებ 3 სხვა ფოტოსურათი, რომლებზე აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისა და ამოსაცნობისაგან.
- საქმე №2კ-169აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.05.2025
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამოცნობის ოქმის გაუზიარებლობის ნაწილში, რამეთუ უგულებელყოფილია საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის კანონისმიერი დანაწესი (ბრალდებულს ამოსაცნობი პირებისგან წვერი განასხვავებს).
- საქმე №2კ-94აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.05.2025
კ– ა–ს მონაწილებით ჩატარებული ამოცნობა წარიმართა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. 5.19. დაცვის მხარის მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომ დაზარალებულთა და სამართლდამცავთა…
- საქმე №2კ-965აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №2კ-923აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.02.2025
- საქმე №2კ-423აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.09.2024
- საქმე №2კ-244აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2024
- საქმე №2კ-832აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.10.2023
- საქმე №2კ-561აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.09.2023
- საქმე №2კ-407აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2023
- საქმე №2კ-1099აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.02.2023
- საქმე №2კ-636აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.10.2022
- საქმე №2კ-541აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.08.2022
- საქმე №2კ-396აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2022
- საქმე №2კ-671აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2021
- საქმე №2კ-388აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2021
- საქმე №2კ-432აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.12.2020
- საქმე №2კ-355აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.10.2020
- საქმე №2კ-501აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2020
- საქმე №2კ-291აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.08.2020
- საქმე №2კ-266აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2020
- საქმე №2კ-655აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.04.2019
- საქმე №2კ-633აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.05.2018
- საქმე №2კ-533აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.02.2018
- საქმე №2კ-469აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2018
- საქმე №2კ-296აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.10.2017
- საქმე №2კ-637აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.04.2017
- საქმე №2კ-251აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2016
- საქმე №2კ-605აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.05.2016
- საქმე №2კ-483აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.04.2015
- საქმე №2კ-12აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2014
- საქმე №2კ-218აპ.-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.06.2014
- საქმე №2კ-620აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №2კ-589აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №2კ-838აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №330100117002119919 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.04.2019
- საქმე №060100119003174188 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №330100119003022852 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.03.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 74-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება