1. საგამოძიებო მოქმედების ოქმი დგება უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მსვლელობისას ან მისი დამთავრებისთანავე.
2. საგამოძიებო მოქმედების ოქმი შეიძლება დაიწეროს ხელით ან შედგეს ტექნიკური საშუალებით.
3. საგამოძიებო მოქმედების ოქმში აღნიშნული უნდა იყოს: საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი; მისი დაწყებისა და დამთავრების დრო; საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირობები; იმ პირის თანამდებობა და გვარი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება; საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელები და გვარები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მათი მისამართებიც. ოქმში ჩამოყალიბებული უნდა იყოს საქმისათვის არსებითი გარემოებები, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა განცხადებები და შენიშვნები.
4. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოყენებული იყო ხმის ან/და გამოსახულების ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით ჩაწერა, დამზადდა კვალის ანაბეჭდი ან ტვიფარი, შედგა ნახაზი ან სქემა, საგამოძიებო მოქმედების ოქმში უნდა აღინიშნოს გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მახასიათებლები, მათი გამოყენების პირობები და მიღებული შედეგები. ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების შესახებ საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს წინასწარ უნდა ეცნობოს და ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს ოქმში. ამ ნაწილში მითითებული ინფორმაციის შემცველი მასალა უნდა დაილუქოს, დადასტურდეს საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა ხელმოწერებით და დაერთოს საქმეს.
5. შედგენის შემდეგ საგამოძიებო მოქმედების ოქმი გასაცნობად წარედგინება საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილეს. მათვე უნდა განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, გამოთქვან შენიშვნა, დამატება ან შესწორება, რომელიც ოქმში აისახება. ოქმში შეტანილი ყველა შენიშვნა, დამატება და შესწორება დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ხელმოწერით.
6. საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილე. თუ საგამოძიებო მოქმედების მონაწილე უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამ ფაქტის შესახებ ოქმში კეთდება აღნიშვნა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი. ოქმის ხელმოწერაზე უარის მთქმელ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განმარტოს ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი, რომელიც ასევე აღინიშნება ოქმში. თუ საგამოძიებო მოქმედების მონაწილე ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აწერს ხელს ოქმს, მოიწვევა გარეშე პირი, რომელიც ხელმოწერით მის ნაცვლად ადასტურებს ოქმს.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6549 – ვებგვერდი, 04.07.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.06.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.06.2012 კანონი №6549
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №2კ-781აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.02.2026
ამავე მუხლის მე-41-ე ნაწილით – ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 111-ე, 112-ე და 134-ე მუხლების დებულებები. საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებს გამომძიებელი, რომელიც არ შეიძლება იყოს იგივე პირი, რომელიც მოცემული საქმის გამოძიებას აწარმოებს.
- საქმე №2კ-1345აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2025
კ–ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარებაზე უარის თქმის პირობებში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის მტკიცებულებად მიჩნევა არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რადგან არ ირკვევა, რომ დაზარალებულისათვის ცნობილი იყო ვიდეოგადაღების შესახებ, ამასთან, არ არის აღმოფხვრილი ეჭვი მის მიმართ ზეწოლის განხორციელების შესახებ.
- საქმე №2კ-511აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2021
…გარემოებებთან. შესაბამისად, სასამართლოს მოცემული მოწმის გამოძიების ეტაპზე (რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით დადგენილი წესით) და სასამართლოში მიცემული ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს. 27. საქართველოს სსსკ-ის 134-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, თუ საგამოძიებო მოქმედების მონაწილე ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აწერს ხელს ოქმს, მოიწვევა გარეშე პირი, რომელიც ხელმოწერით მის ნაცვლად ადასტურებს ოქმს.
- საქმე №2კ-510აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.12.2021
წ–ს გამოკითხვის ოქმების დაუშვებლად ცნობის შესახებ, რადგან მითითებულ პირთა გამოკითხვის ოქმები სწორად იქნა დაუშვებლად ცნობილი 2019 წლის 18 ივნისის წინასასამართლო სხდომაზე, ვინაიდან დაცვის მხარემ გამოკითხვის ოქმების შედგენისას არსებითად დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 134-ე მუხლის მოთხოვნები. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე კი დაცვის მხარის მიერ მითითებული პირების გამოკითხვის ოქმების თავიდან წარდგენა და იმაზე…
- საქმე №ბს-168(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2021
…წარმომადგენელმა ხელი საპროცესო დოკუმენტაციას, ამის გამორკვევა და შეფასება, წინამდებარე საქმის განხილვის ფარგლებში, არარელევანტურია. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169.5 და 134.6 მუხლები. ასევე, სასამართლომ არასწორად განმარტა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 327–ე მუხლი. საქმის მასალების გაცნობასთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს…
- საქმე №2კ-563აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2020
- საქმე №2კ-744აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.03.2020
- საქმე №2კ-459აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.01.2019
- საქმე №2კ-423აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №330100117001835602 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 16.01.2019
- საქმე №330100117001840367 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.10.2019
- საქმე №020100117001838146 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.06.2019
- საქმე №330100117001944043 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.10.2018
- საქმე №330100117001835602 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.06.2018
- საქმე №180100116002248823 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.04.2018
- საქმე №010100119002990290 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 29.01.2020
- საქმე №330100119002926418 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.10.2019
- საქმე №190100118002736973 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
- საქმე №010100117001779522 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 26.02.2019
- საქმე №020100117002042751 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 09.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება