1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი, დაცვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება შესაძლებელია ჩატარდეს პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წესით.
2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს მომსახურების მომწოდებლისაგან მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაციის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის, მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაცია არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მომსახურების მომწოდებელი ინახავს კომპიუტერული მონაცემების ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც დაკავშირებულია მისი მომსახურების მომხმარებლებთან, განსხვავდება ინტერნეტტრაფიკისა და შინაარსობრივი მონაცემებისაგან და რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დადგინდეს/განისაზღვროს:
ა) გამოყენებული კომუნიკაციის მომსახურების ტიპი, გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და მომსახურების დრო;
ბ) მომხმარებლის ვინაობა, საფოსტო ან საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის და სხვა საკონტაქტო ნომრები, ანგარიშისა და გადასახადების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მომსახურების ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე;
გ) დამონტაჟებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის თაობაზე არსებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მომსახურების ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე.
31. დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების, აგრეთვე ამ კოდექსის 1381 მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისგან დასაშვებია მხოლოდ იმ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემის გამოთხოვა, რომლის შენახვისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 85 მუხლით დადგენილი ვადა გასული არ არის.
4. (ამოღებულია - 24.05.2022, №1575).
41. ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 111-ე, 112-ე და 134-ე მუხლების დებულებები.
42. გამომძიებელი უფლებამოსილია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, წერილობით ან მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემის საშუალებით წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შედეგად დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების დაუყოვნებლივ შეტყობინების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) დაუყოვნებლივ შეტყობინების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში პროკურორი ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისგან გამოითხოვს ინფორმაციას სატელეფონო ნომრისა და მისი მფლობელის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ. გამომძიებლისა და პროკურორის მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენის შემთხვევაში ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის უტყუარობის დასადასტურებლად საკმარისია მასზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/650,699 – ვებგვერდი, 03.02.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1575 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 14 ივნისის კანონი №3147 – ვებგვერდი, 03.07.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1300
- 14.06.2023 კანონი №3147
- 24.05.2022 კანონი №1575
- 30.12.2021 კანონი №1314
- 01.08.2014 კანონი №2634
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 136. დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვა 1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი, დაცვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება შესაძლებელია ჩატარდეს პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წესით. 2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს მომსახურების მომწოდებლისაგან მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაციის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. 3. ამ მუხლის მიზნებისათვის, მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაცია არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მომსახურების მომწოდებელი ინახავს კომპიუტერული მონაცემების ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც დაკავშირებულია მისი მომსახურების მომხმარებლებთან, განსხვავდება ინტერნეტტრაფიკისა და შინაარსობრივი მონაცემებისაგან და რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დადგინდეს/განისაზღვროს: ა) გამოყენებული კომუნიკაციის მომსახურების ტიპი, გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და მომსახურების დრო; ბ) მომხმარებლის ვინაობა, საფოსტო ან საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის და სხვა საკონტაქტო ნომრები, ანგარიშისა და გადასახადების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მომსახურების ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე; გ) დამონტაჟებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის თაობაზე არსებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მომსახურების ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე. 31. დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების, აგრეთვე ამ კოდექსის 1381 მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისგან დასაშვებია მხოლოდ იმ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემის გამოთხოვა, რომლის შენახვისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 85 მუხლით დადგენილი ვადა გასული არ არის. 4. (ამოღებულია - 24.05.2022, №1575). 41. ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 111-ე, 112-ე და 134-ე მუხლების დებულებები. 42. გამომძიებელი უფლებამოსილია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, წერილობით ან მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემის საშუალებით წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შედეგად დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების დაუყოვნებლივ შეტყობინების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) დაუყოვნებლივ შეტყობინების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში პროკურორი ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისგან გამოითხოვს ინფორმაციას სატელეფონო ნომრისა და მისი მფლობელის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ. გამომძიებლისა და პროკურორის მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენის შემთხვევაში ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის უტყუარობის დასადასტურებლად საკმარისია მასზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების კონტროლსა და ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახორციელებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. [ 5. ამ მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან)] საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/650,699 – ვებგვერდი, 03.02.2017წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(53)
- საქმე №2კ-916აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2026
კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი შეიძლება ამოღებულ იქნეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ არის“ (თუ არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა), – ბრალდების მხარის მიერ არ მოხდა ი. გ–ისაგან მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ავტომობილის გადაადგილების გრაფიკის ამოღება.
- საქმე №2კ-1085აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2026
სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ კომპიუტერულ სისტემაში შენახული ინფორმაციის მოპოვება დათვალიერების გზით, საქართველოს სსსკ-ში აღნიშნულის მომწესრიგებელი სპეციალური საგამოძიებო მოქმედების – საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოთხოვის – არსებობის პირობებში დაუშვებელია (მაგალითისთვის, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 16 იანვრის N1001აპ-25;
- საქმე №2კ-1066აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.03.2026
…განცხადების საფუძველზე (იხ.:. ტ.1, ს.ფ. 45). 12.2. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს ვიდეოჩანაწერის წარმოდგენას/განცხადებაზე დართვას, როგორც მტკიცებულების საპროცესო დამაგრების ფორმას. საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის თანახმად, თუ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი ინახება კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა…
- საქმე №2კ-1012აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2026
საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დათვალიერებისას კომპიუტერულ სისტემაში არსებული მონაცემების დათვალიერების ოქმში გადატანა (ბრალდების მხარემ მიმოწერის შინაარსი გადაიტანა დათვალიერების ოქმში) ვერ შეცვლის ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვას საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლით დადგენილი წესით. შესაბამისად, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმში მითითებული/ასახული,,მიმოწერა” ვერ დაედება საფუძვლად პირის მსჯავრდებას (მაგალითისთვის, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს N670აპ-22 და 2022 წლის 28 დეკემბრის N909აპ-22 განჩინებები).
- საქმე №2კ-781აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.02.2026
კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი შეიძლება ამოღებულ იქნეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ არის“ (თუ არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა), – ბრალდების მხარის მიერ არ მოხდა შ...ა ი..ასგან მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ამოღება.
- საქმე №2კ-364აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.10.2025
- საქმე №2კ-1209აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.05.2025
- საქმე №2კ-1001აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.01.2025
- საქმე №2კ-475აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.10.2023
- საქმე №2კ-80აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.06.2023
- საქმე №2კ-320აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.05.2023
- საქმე №2კ-909აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.12.2022
- საქმე №2კ-670აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.08.2022
- საქმე №2კ-2აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2022
- საქმე №2კ-80აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.06.2021
- საქმე №2კ-124აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.06.2021
- საქმე №2კ-230აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.07.2020
- საქმე №2კ-560აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.03.2019
- საქმე №2კ-469აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2018
- საქმე №2კ-331აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.11.2017
- საქმე №2კ-1075აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №2კ-1093აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №330100116001336411 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.03.2020
- საქმე №330100119002937171 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.01.2020
- საქმე №330100118002558034 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.12.2019
- საქმე №330100119002819898 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.12.2019
- საქმე №330100117001854191 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.08.2019
- საქმე №330310016001460030 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №190100117002063219 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.04.2019
- საქმე №330100117001908449 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.10.2018
- საქმე №010100218700053141 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.05.2018
- საქმე №180100119003294854 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 25.03.2020
- საქმე №140100120003439876 · გორის რაიონული სასამართლო · 11.02.2020
- საქმე №140100119003364817 · გორის რაიონული სასამართლო · 10.02.2020
- საქმე №140100119003141571 · გორის რაიონული სასამართლო · 27.09.2019
- საქმე №140100119003124725 · გორის რაიონული სასამართლო · 22.08.2019
- საქმე №140100119003135887 · გორის რაიონული სასამართლო · 16.08.2019
- საქმე №140100119003092065 · გორის რაიონული სასამართლო · 07.08.2019
- საქმე №140100119003031452 · გორის რაიონული სასამართლო · 24.06.2019
- საქმე №140100119003033233 · გორის რაიონული სასამართლო · 20.06.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 53-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება