თავი XIV — სისტემის უსაფრთხოება და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა
1. მართვის სისტემა აწარმოებს სისტემიდან ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვისა და მიწოდების აღრიცხვას. აღრიცხვის მიზნით, მართვის სისტემა ინახავს გამოთხოვილი ინფორმაციის საერთო რაოდენობას, თითოეული მოთხოვნის გაგზავნის დროს და შინაარსს, მიღებული ინფორმაციის შინაარსსა და დროს. ასევე, მართვის სისტემა უზრუნველყოფს მისგან გაგზავნილი ყოველი მოთხოვნის ავტორის (მომხმარებლის) იდენტიფიცირებას და აღრიცხვას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია ინახება 6 თვის ვადით.
თავი XV
გარდამავალი დებულებე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 18/02/2021.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება