1. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ ექსპერტი. საცდელ მოქმედებათა ჩატარებაში შეიძლება ჩააბან სხვა პირები.
2. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ პირი, რომლის ინფორმაციაც (ჩვენებაც) უნდა შემოწმდეს. მხარეებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს უნდა გააცნონ ექსპერიმენტის მიზანი და ჩატარების წესი.
3. თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება გამოსაკვლევი გარემოების აღსადგენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს შესამოწმებელ ინფორმაციას (ჩვენებას) ან ვერსიას. იმ პირს, რომლის მიერ მიცემული ინფორმაციაც (ჩვენებაც) მოწმდება, სთავაზობენ, აღიდგინოს შემთხვევის ვითარება, რომლის მონაწილე ან თვითმხილველიც თავად იყო. საჭიროების შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება არაერთგზის.
4. საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.
5. თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით, მხარე საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის თანდასწრებით კითხულობს შესამოწმებელ ინფორმაციას (ჩვენებას) და სთავაზობს ინფორმაციის (ჩვენების) მიმცემ პირს, დაადასტუროს ან დააზუსტოს მიცემული ინფორმაცია (ჩვენება), რასაც თან ახლავს გარკვეულ მოქმედებათა დემონსტრირება და მის მიერ მიცემული ინფორმაციის (ჩვენების) დაზუსტება.
6. რამდენიმე პირის ინფორმაციის (ჩვენების) ერთდროულად ადგილზე შემოწმება დაუშვებელია.
7. პირი, რომლის ინფორმაციაც (ჩვენებაც) ადგილზე მოწმდება, განმარტებას იძლევა სხვათა ჩაურევლად, კარნახისა და პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების გარეშე.
8. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეს შეუძლია დასვას კითხვები, მოითხოვოს მოქმედების გამეორება, მონაწილეობა მიიღოს აღმოჩენილი საგნის, დოკუმენტის, კვალის თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის დათვალიერებაში და მხარისა და სხვა მონაწილეთა ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(52)
- საქმე №2კ-21აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.07.2026
…სსსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად. საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება არაერთგზის (იხ.: საქართველოს სსსკ-ის 130-ე მუხლი). 15. დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მითითება, რომ სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ ოთხი შეტყობინება წარმოდგენილია მტკიცებულებათა ხელოვნურად შესაქმნელად და მ.
- საქმე №2კ-163აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.05.2026
საქართელოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.
- საქმე №2კ-194აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.05.2026
საქართელოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.
- საქმე №2კ-1127აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.03.2026
საქართელოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.
- საქმე №2კ-592აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.10.2025
…წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში: 1. ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2. საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.
- საქმე №2კ-579აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.10.2025
- საქმე №2კ-506აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.09.2025
- საქმე №2კ-1344აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2025
- საქმე №2კ-1145აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.12.2024
- საქმე №2კ-957აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.11.2024
- საქმე №2კ-732აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.10.2024
- საქმე №2კ-896აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.09.2024
- საქმე №2კ-565აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.09.2024
- საქმე №2კ-539აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.09.2024
- საქმე №2კ-424აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.08.2024
- საქმე №2კ-357აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.07.2024
- საქმე №2კ-193აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.06.2024
- საქმე №2კ-177აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.06.2024
- საქმე №2კ-1378აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2024
- საქმე №2კ-1356აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.03.2024
- საქმე №2კ-1243აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.02.2024
- საქმე №2კ-1195აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.02.2024
- საქმე №2კ-999აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2023
- საქმე №2კ-984აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.01.2023
- საქმე №2კ-12აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2014
- საქმე №120100119003012675 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.02.2020
- საქმე №170100118002456596 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.09.2019
- საქმე №160100119002900158 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.07.2019
- საქმე №160100119002874203 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.07.2019
- საქმე №170100119002958985 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.07.2019
- საქმე №190100118002576627 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.06.2019
- საქმე №160100118002518536 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.06.2019
- საქმე №180100118002499459 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.04.2019
- საქმე №180100118002516682 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.12.2018
- საქმე №330100118002358375 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.11.2018
- საქმე №170100119003368240 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 17.03.2020
- საქმე №170100118002738282 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 02.07.2019
- საქმე №170100119002871628 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 02.07.2019
- საქმე №170100119002885431 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 26.06.2019
- საქმე №170100119002951336 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 20.06.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 52-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება