1. დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში. დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს, მხარის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოვლენას.
2. თუ ამოღებული საგნის, დოკუმენტის, ნივთიერებისა თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის დასათვალიერებლად საჭიროა დიდი დრო ან დამატებითი ტექნიკური საშუალება, საგამოძიებო მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს გამოძიების ჩატარების ადგილზე.
3. დათვალიერება შეიძლება ჩატარდეს ტექნიკური საშუალებებით, თუ ეს არ გამოიწვევს საგნის, დოკუმენტის, ნივთიერებისა თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ან მასზე არსებული კვალის განადგურებას ან დაზიანება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(23)
- საქმე №2კ-130აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2024
აღნიშნულისა და საქართველოს სსსკ-ის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დანაწესების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს…
- საქმე №2კ-714აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.01.2022
ო–ის მიმართ 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 2 აგვისტოსა და 2020 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა.
- საქმე №2კ-732აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.01.2022
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ თითქოსდა, დარღვეულია ავტომობილების -,,შკოდასა“ და,,მერსედესის“ ამოღებისა და საპროცესო დამაგრების კანონით დადგენილი წესი და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის…
- საქმე №2კ-640აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.09.2021
…მისი შინაარსი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტის ფარგლებში; შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ბრალდების ამ ეპიზოდშიც სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სრულად ეთანხმება და იზიარებს. 5.3.3. სსსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი (ფიზიკური შეურაცხყოფა): კასატორს ფიზიკური შეურაცხყოფის ნაწილშიც არ მიუთითებია სხვა მტკიცებულებაზე, გარდა მოწმე ი.
- საქმე №2კ-739აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2020
…კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას. 22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი…
- საქმე №2კ-18აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.05.2018
- საქმე №2კ-174აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.06.2017
- საქმე №060100117001944816 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 24.05.2018
- საქმე №160100118002456691 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.07.2019
- საქმე №330100118002684912 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
- საქმე №820100118002595309 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.05.2019
- საქმე №080100119003130833 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 27.02.2020
- საქმე №330100119002926418 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.10.2019
- საქმე №120100118002679364 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 30.05.2019
- საქმე №820100118002595309 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 13.11.2018
- საქმე №160100118002456691 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 26.10.2018
- საქმე №200100116001491147 · თელავის რაიონული სასამართლო · 30.07.2018
- საქმე №100100118002515840 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 12.07.2018
- საქმე №100100118002463188 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 03.07.2018
- საქმე №100100118002499555 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 02.07.2018
- საქმე №100100118002472047 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 19.06.2018
- საქმე №020100117002042751 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 09.02.2018
- საქმე №100100118002245630 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 23.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება