1. დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
2. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას. სასამართლოს განჩინება საჭირო არ არის აგრეთვე საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის, დოკუმენტის ან მონაცემის დათვალიერებისთვის.
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1575 – ვებგვერდი, 06.06.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.05.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.05.2022 კანონი №1575
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 125. დათვალიერება 1. დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. 2. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას. სასამართლოს განჩინება საჭირო არ არის აგრეთვე საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის, დოკუმენტის ან მონაცემის დათვალიერებისთვის.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(39)
- საქმე №2კ-1036აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.01.2023
ამასთან, დათვალიერება ჩატარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და…
- საქმე №2კ-2აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2022
რაც შეეხება დათვალიერებას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის…
- საქმე №2კ-739აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2020
…რომლებითაც ირკვევა, რომ მან მებაჟე-ოფიცერ ა. შ-ს წერილობითი თანხმობის საფუძველზე დაათვალიერა ა. ნ-ს ხელბარგის დათვალიერებისას ამოღებული აბი, წარწერით „TESLA" და მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი N... 21. საქართველოს სსსკ-ის 125-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის…
- საქმე №2კ-584აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.03.2018
დაცვის მხარის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს სსსკ-ის 125-ე მუხლის (დათვალიერება) მიზნები; არ არის დადგენილი, ო. ლ-მ როდის დაკარგა ნივთები. ბ. ბ-ის დაკავებამდე მას არსად განუცხადებია რა ნივთები, დაეკარგა და აღნიშნულის დადგენა აუცილებელია სასამართლოს მხრიდან სს დევნის ხანდაზმულობის შესაფასებლად.
- საქმე №2კ-251აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2016
ბ-ს ავტომანქანის დათვალიერების ოქმი შედგენილია საქართველოს სსსკ-ის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის არსებითი დარღვევით და იგი გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.
- საქმე №2კ-798აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №140100119002995701 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.12.2019
- საქმე №140100119003014791 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.12.2019
- საქმე №330100117001934424 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2019
- საქმე №330100118002463187 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.09.2019
- საქმე №160100118002456691 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.07.2019
- საქმე №080100116002250741 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 01.07.2019
- საქმე №330100117002001586 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.10.2018
- საქმე №180100116002314193 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.06.2018
- საქმე №330100117001890228 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.04.2018
- საქმე №080100119003130833 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 27.02.2020
- საქმე №140100120003439876 · გორის რაიონული სასამართლო · 11.02.2020
- საქმე №140100119003364817 · გორის რაიონული სასამართლო · 10.02.2020
- საქმე №140100119003141571 · გორის რაიონული სასამართლო · 27.09.2019
- საქმე №140100119003124725 · გორის რაიონული სასამართლო · 22.08.2019
- საქმე №140100119003135887 · გორის რაიონული სასამართლო · 16.08.2019
- საქმე №140100119003092065 · გორის რაიონული სასამართლო · 07.08.2019
- საქმე №330100116001254478 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.07.2019
- საქმე №140100119003031452 · გორის რაიონული სასამართლო · 24.06.2019
- საქმე №140100119003033233 · გორის რაიონული სასამართლო · 20.06.2019
- საქმე №120100118002679364 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 30.05.2019
- საქმე №140100119002966232 · გორის რაიონული სასამართლო · 23.05.2019
- საქმე №140100119002910769 · გორის რაიონული სასამართლო · 20.05.2019
- საქმე №080100118002243326 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 15.04.2019
- საქმე №330100115786152 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.12.2018
- საქმე №330100116001371338 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.11.2018
- საქმე №160100118002456691 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 26.10.2018
- საქმე №080100118002412044 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 12.10.2018
- საქმე №110100118002387544 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 17.09.2018
- საქმე №080100118002385683 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 23.05.2018
- საქმე №050100117002098848 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 21.05.2018
- საქმე №080100117002101353 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 10.05.2018
- საქმე №080100117001942160 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 10.04.2018
- საქმე №020100117002042751 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 09.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება