1. თუ ამოღებული საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი მხარემ სასამართლოში მტკიცებულებად არ წარადგინა, იგი, როგორც წესი, უბრუნდება იმ პირს, რომლისგანაც იქნა ამოღებული.
2. თუ ამ მუხლის შესაბამისად დაბრუნებულ საგანთან, დოკუმენტთან, ნივთიერებასთან ან ინფორმაციის შემცველ სხვა ობიექტთან დაკავშირებით მესამე პირი პრეტენზიას აცხადებს, დავა განიხილება სამოქალაქო წესი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-1315(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
I, ს.ფ. 302), დ. ხ-ს ეთხოვა კუთვნილი ავტომანქანის დაბრუნება. თუ ამოღებული საგანი მხარემ სასამართლოში მტკიცებულებად არ წარადგინა, იგი უბრუნდება იმ პირს, რომლისგანაც იყო ამოღებული (ავტომანქანის დაბრუნების დროს მოქმედი 09.10.2009წ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 124-ე მუხლის 1-ლი ნაწ.). ავტომანქანის დაბრუნების თაობაზე ნების გამოვლენით ბრალდების მხარემ უარი თქვა სწორედ იმ ამოღებული ნივთის…
- საქმე №2კ-197აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2015
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლისა და სსსკ-ის 124-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებებად ცნობილი ს/ს „--“ და შპს --“ ობიექტები, კერძოდ: · შენობა-ნაგებობა, მდებარე ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სექტორი – --, კოდი --, კვარტალი --, ნაკვეთის №--, ფართობი 36კვ.მ.
- საქმე №2კ-642აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.12.2011
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი საგნების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 124-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ: შრომის წიგნაკი ¹... ¹..., რუსულ ენაზე შევსებული, თბილისის მესამე სახლმმართველობის მიერ ლ.
- საქმე №2კ-957აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.03.2011
დ-ისაგან ამოღებული 4881 ლარისა და 50 თეთრის საკითხი, რაც სსსკ-ის 124-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს დ. ვ-ეს, შესაბამისად, უნდა შემცირდეს თანხის ოდენობა, რაც დაზარალებულის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მსჯავრდებულებს.
- საქმე №2კ-425აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.10.2009
გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ არასწორად გადაწყვიტა ნივთმტკიცებად ცნობილი სამშენებლო მასალების საკითხი, რომლებიც სსსკ-ის 124-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს და არა მათ შემძენ პირებს.
- საქმე №2კ-535აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2011
- საქმე №2კ-814აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.01.2010
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება