1. დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მის ან/და მისი ოჯახის წევრის მიერ დაკავებულ შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაში ამოღება ან ჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ ამ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობით ან თხოვნით.
2. ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობის გამოთხოვა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 122. ამოღება და ჩხრეკა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში და დიპლომატიურ წარმომადგენელთან 1. დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მის ან/და მისი ოჯახის წევრის მიერ დაკავებულ შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაში ამოღება ან ჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ ამ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობით.თანხმობით ან თხოვნით. 2. ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობის გამოთხოვა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.3
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330100115788156 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.02.2019
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა: მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ავტომატის მჭიდი, ვაზნები, ტყვიები და ხელყუმბარა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, გადაეცემა შესაბამის ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება