1. საავტორო უფლების ობიექტზე ავტორობის მითვისება ან თანაავტორობაზე იძულება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის რეპროდუცირება ან მათი ასლების უნებართვო შეძენა, იმპორტი, შენახვა, გაყიდვა, გაქირავება, გადაცემა, ან/და საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების სხვაგვარი ხელყოფა, ჩადენილი დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით;
ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით ჩადენილად ითვლება, თუ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების ღირებულება ან საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების კანონიერი გამოყენების შემთხვევაში საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის მიერ მისაღები შემოსავალი აღემატება ხუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით – თუ ზემოაღნიშნული ღირებულება ან შემოსავალი აღემატება ათი ათას ლარს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1733 - სსმ I, №38, 15.07.2005 წ., მუხ.247
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 189. საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა 1. საავტორო უფლების ობიექტზე ავტორობის მითვისება ან თანაავტორობაზე იძულება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 3. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის რეპროდუცირება ან მათი ასლების უნებართვო შეძენა, იმპორტი, შენახვა, გაყიდვა, გაქირავება, გადაცემა, ან/და საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების სხვაგვარი ხელყოფა, ჩადენილი დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით ჩადენილად ითვლება, თუ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების ღირებულება ან საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების კანონიერი გამოყენების შემთხვევაში საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის მიერ მისაღები შემოსავალი აღემატება ხუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით – თუ ზემოაღნიშნული ღირებულება ან შემოსავალი აღემატება ათი ათას ლარს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1733 - სსმ I, №38, 15.07.2005 წ., მუხ.247 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
- საქმე №2კ-364-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.06.2021
კ-ი ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; · ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუს ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს 2015 წლის 22 ივნისის დადგენილებით დაზუსტდა მ.
- საქმე №127აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.03.2016
მ-ე დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 189-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) – 10 წლით, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, ხოლო 338–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქმე №ას-998-1031-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2011
არბიტრაჟის მიერ არ დარღვეულა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მხარეთა შეთანხმებით ან კანონით დადგენილი წესები და საქმესთან დაკავშირებით არბიტრაჟის წევრს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. პალატამ აღნიშნა, რომ ე. ნ-შვილმა სამკვიდრო მოწმობა ვ.
- საქმე №ას-587-552-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.09.2010
სასამართლომ იხელმძღვანელა „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კანონმდებლობას, არბიტრაჟის წევრს სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება არ ჩაუდენია. პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმება არ არსებობდა.
- საქმე №7I-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2010
ს-ი ცნობილ იქნა ბრალეულად უზბეკეთის რესპუბლიკის სსკ-ის 242-ე მუხლის I ნაწილით, 2441-ე მუხლის III ნაწილის „ა“, „ბ“ და 159-ე მუხლის III ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 2442-ე მუხლის I ნაწილით, 223-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 246-ე მუხლის I ნაწილით, 243-ე მუხლით, 189-ე მუხლის III ნაწილით, 177-ე მუხლის III ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 28, 209-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 165-ე მუხლის III ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.
- საქმე №2კ-103დად.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.04.2005
- საქმე №ბს-1277-1080-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2005
- საქმე №2კ-31კოლ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2004
- საქმე №2კ-111-დად · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.06.2003
- საქმე №2კ-241დად.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2002
- საქმე №2კ-20კოლ.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.03.2002
- საქმე №2კ-45-I-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.12.2001
- საქმე №2კ-56კოლ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.09.2001
- საქმე №2კ-25-I-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2001
- საქმე №2კ-22-კოლ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.04.2001
- საქმე №080100117002079660 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.05.2019
- საქმე №330310017002224966 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.09.2018
- საქმე №080100117002079660 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 08.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება