1. ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
2. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად.
3. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება:
ა) ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება;
ბ) უფლების მართვის ინფორმაციის შეცვლა ან წაშლა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე;
გ) თუ ნაწარმოები, მომიჯნავე უფლების ობიექტი ან მონაცემთა ბაზა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა (საჯარო გაცნობის, მათი ჩანაწერის ასლების გავრცელების, გაქირავების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით), როდესაც აღნიშნულის განმახორციელებელმა პირმა იცოდა ან სათანადო საფუძველი ჰქონდა სცოდნოდა, რომ უფლების მართვის ინფორმაცია შეცვლილი ან წაშლილი იქნა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე;
დ) ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლა;
ე) ნებისმიერი ისეთი ტექნოლოგიის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის წარმოება, იმპორტი, გავრცელება, გაყიდვა, გაქირავება ან რეკლამირება:
ე.ა) რომლის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ემსახურება ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლას;
ე.ბ) რომელსაც აქვს შეზღუდული კომერციული მნიშვნელობა და ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლის გარდა შესაძლებელია მისი სხვა მიზნით გამოყენება;
ე.გ) რომელიც თავიდანვე შექმნილია, განკუთვნილია, წარმოებულია ან გადაკეთებულია იმისთვის, რომ შესაძლებელი გახადოს ან ხელი შეუწყოს ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლას;
ვ) ტექნოლოგიის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის გამოყენებით ტექნოლოგიური საშუალებების ნეიტრალიზაციის მიზნით მომსახურების შეთავაზება და გაწევა;
ზ) „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შუალედური მომსახურების (ჰოსტინგის) მიმწოდებლის (შემდგომ − შუალედური მომსახურების მიმწოდებელი) მიერ ამ კანონის 601 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1137 - ვებგვერდი, 12.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 09.12.2025 კანონი №1137
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(34)
- საქმე №ას-473-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
…გადამუშავება (გადამუშავების უფლება), 58.1 (ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას), 58-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის (ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება),…
- საქმე №ას-854-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ”, „ე” და „ვ” ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-6-7 პუნქტებით, 58-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლით, ასევე, წინამდებარე განჩინების 2.8 და 2.10 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და იმის…
- საქმე №ას-613-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2021
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 59-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 პუნქტით და…
- საქმე №ას-1040-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2019
…არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. 42. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
- საქმე №ას-173-162-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2015
…პირველ პუნქტზე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-9 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტზე, მე-18 მუხლზე, 35-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 42-ე მუხლზე, 58-ე მუხლის პირველ, მეორე და მესამე პუნქტებზე, 59-ე მუხლის პირველ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ რ.ტ.მ თავისი საავტორო უფლება მათემატიკის მე-2 კლასის სახელმძღვანელოს გასაფორმებლად შესრულებულ ნახატებზე გადასცა შპს „გ.ს.
- საქმე №ას-547-520-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2015
- საქმე №ბს-177-170(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.12.2013
- საქმე №ას-733-689-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2012
- საქმე №ას-977-1011-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2011
- საქმე №ას-434-410-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.06.2011
- საქმე №ას-1029-965-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2011
- საქმე №ას-1334-1174-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2011
- საქმე №ას-468-780-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2009
- საქმე №ას-568-798-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2008
- საქმე №ას-957-1223-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2006
- საქმე №ას-723-989-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2005
- საქმე №ას-134-458-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2005
- საქმე №ბს-177-342-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.03.2004
- საქმე №3კ/324-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2003
- საქმე №3კ-121-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2000
- საქმე №330210015002138594 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.03.2018
- საქმე №330210019002869702 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.01.2020
- საქმე №010210017002001437 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 22.10.2019
- საქმე №330210118002773213 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №330210017001880301 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.04.2019
- საქმე №010210018002387680 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 02.04.2019
- საქმე №330210018002748383 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №330210118002438119 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №330310118002411295 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.03.2019
- საქმე №330210118002558776 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.03.2019
- საქმე №330310118002574837 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.02.2019
- საქმე №330210115001190320 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.02.2019
- საქმე №330210018002287649 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №330210115001204102 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება