1. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას და კანონით მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“. მისი სტატუსი და უფლებამოსილება დგინდება საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი დებულების საფუძველზე.
2. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონმდებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს წინადადებები მისი განვითარების თაობაზე;
ბ) წარმოადგინოს საქართველო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებში;
გ) განახორციელოს ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირება ამ კანონით დადგენილი წესით;
გ1) დაადგინოს ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირების წესი;
დ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ე) თავისი წარმომადგენლის მეშვეობით სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის საერთო კრებისა და სამეთვალყურეო ორგანოების სხდომებში, ხოლო თუ ორგანიზაცია არღვევს საქართველოს კანონმდებლობისა და წესდების მოთხოვნებს, ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი და უცხოელი უფლების მფლობელთა ქონებრივი უფლებების ეფექტიანად მართვასა და განხორციელებას, აგრეთვე აღნიშნული უფლებების გამოყენების პროცესში არღვევს მოსარგებლეთა კანონიერ ინტერესებს, ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებაზე განსახილველად დააყენოს შესაბამისი საკითხები.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №651 - სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ. 135
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
საქართველოს 2013 წლის 25 სექტემბრის
კანონი №1328
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.
თავი X
ქონებრივი უფლებების მართვა კოლექტიურ საფუძველზე
საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.07.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 03.07.2023 კანონი №3450
- 03.07.2023 კანონი №3450
- 25.09.2013 კანონი №1328
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-177-342-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.03.2004
…აქტის მოთხოვნები. სს “ო.-ის” წარმომადგენელმა გ. გ.-მ შუამდგომლობა დააყენა სასამართლოში და სსკ-ის 84-ე მუხლის თანახმად, ითხოვა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტოს არასათანადო მოსარჩელედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო სააგენტოს არ გააჩნდა ამა თუ იმ პირის საავტორო უფლების დარღვევის ფაქტზე სარჩელის შეტანის უფლებამოსილება.
- საქმე №ას-448-1091-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2003
“საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, 62-ე მუხლისა და სსკ-ს 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელეები ითხოვდნენ, საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების…
- საქმე №3კ/427-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2003
…შედგენილი სანოტარო აქტები, რომლითაც დადგენილია თბილისის ტერიტორიაზე საკაბელო სატელევიზიო კომპანია შპს “ტ-სა” და შპს “ნ-ის” მიერ ნებართვის გარეშე რუსეთის სამაუწყებლო კომპანია “რ-ის” სატელევიზიო გადაცემების რეტრანსლაციის ფაქტი. “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, თუ არსებობს მოპასუხის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება