1. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების ავტორებს, შემსრულებლებს, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის დამამზადებლებს, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელებს (შემდგომ − უფლების მფლობელი) საკუთარი ქონებრივი უფლებების კოლექტიურად სამართავად შეუძლიათ შექმნან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია.
2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც ავტორების, საავტორო უფლებების სხვა მფლობელებისა და მომიჯნავე უფლებების სუბიექტების ქონებრივი უფლებების კოლექტიურად სამართავად „საქპატენტი“ ანიჭებს აკრედიტაციას ამ კანონით დადგენილი წესით.
3. ერთი უფლების ან უფლებათა კატეგორიის მიმართ ქონებრივი უფლებების მართვა მხოლოდ ერთმა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს.
4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, საკუთარი წესდების საფუძველზე და უფლების მფლობელის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
5. უფლების მფლობელი, რომელიც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს საკუთარ ქონებრივ უფლებებს კოლექტიურად სამართავად, ამავე ორგანიზაციას გადასცემს უფლებებს ყველა იმ ნაწარმოებზე, რომლებიც მან უკვე შექმნა ან/და რომლებსაც იგი შექმნის აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. დაუშვებელია, იურიდიული პირის, გარდა ამ კანონის შესაბამისად აკრედიტებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისა, საფირმო სახელწოდებაში გამოყენებულ იქნეს სიტყვები: „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ სიტყვების გამოყენებით.
7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრის წარმოების წესი მტკიცდება „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით.
საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.07.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 03.07.2023 კანონი №3450
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ას-956-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2025
საკასაციო პალატა მიუთითებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებზე, რომლის თანახმად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების…
- საქმე №ას-166-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
15. სპეციალური კანონის მე-18 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება). ამავე კანონის 63.1 მუხლის შესაბამისად კი, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის…
- საქმე №ას-256-256-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2018
…საავტორო უფლების სხვა მფლობელს ან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასა და, მეორე მხრივ, მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით), ფორმალური თვალსაზრისით ადასტურებს დავის საგნის არსებობას, მით უფრო, რომ ამავე კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და…
- საქმე №ას-385-701-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.01.2010
მან მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, ორგანიზაცია უფლებამოსილია, ქონებრივი უფლებების მართვა განახორციელოს მხოლოდ უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ მისი რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.
- საქმე №ას-1121-1271-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2009
ამასთან ერთად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო არ იკვლევს მოსარჩელის უფლებამოსილებას “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მოთხოვნათა დაცვით.
- საქმე №ას-564-794-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2008
- საქმე №ას-1137-1383-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2006
- საქმე №ას-820-1095-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.12.2005
- საქმე №ბს-1397-84-გ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.12.2004
- საქმე №010210016001491138 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 18.07.2018
- საქმე №010210018002387680 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.09.2019
- საქმე №010210018002516690 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 11.06.2019
- საქმე №010210018002387680 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 02.04.2019
- საქმე №330210016001591236 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება