1. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომელთა დამზადება, გავრცელება, გაქირავება ან სხვაგვარი გამოყენება იწვევს საავტორო და მომიჯნავე უფლების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევას, ითვლება კონტრაფაქციულ ასლებად.
2. კონტრაფაქციულად ითვლება აგრეთვე იმ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომლებიც დაცულია საქართველოში ამ კანონის შესაბამისად და რომლებიც უფლების მფლობელის თანხმობის გარეშე იმპორტირებულია საქართველოში იმ სახელმწიფოდან, სადაც ისინი არასდროს ყოფილა დაცული ან სადაც მათი დაცვა შეწყვეტილია.
3.
(ამოღებულია - 23.12.2017, №1917) .
4.
(ამოღებულია - 23.12.2017, №1917) .
5. (ამოღებულია - 23.12.2017, №1917).
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1917 – ვებგვერდი, 11.01.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.12.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 23.12.2017 კანონი №1917
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ას-468-780-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2009
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-60 მუხლით, რომელთა საფუძველზეც ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილია აპელანტის მიმართ პასუხისმგებლობის ისეთი ღონისძიების გამოყენება, როგორიცაა იმ ობიექტის განადგურება, რომელიც საავტორო უფლების დარღვევას იწვევს.
- საქმე №ას-134-458-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2005
მოპასუხე ორგანიზაციის აღნიშნული ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საავტორო უფლებების დარღვევად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით. ზემოაღნიშნული საავტორო პროექტის მითვისებით მოპასუხემ დაარღვია არა მარტო კასატორის…
- საქმე №ას-17-324-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2004
მოსარჩელემ მოითხოვა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ინდივიდუალური მეწარმე „გ.
- საქმე №3კ/829-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2002
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ყველა ის პროდუქცია, რომელიც დამზადებულია მოპასუხის მიერ და რომელზეც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ემბლემაა გამოსახული დამახინჯებული ფორმით, “საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” კანონის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იწვევს საავტორო უფლებათა დარღვევას და ითვლება კონტრაფაქციულ ეგზემპლარად, რის გამოც იგი უნდა ჩამოერთვას მოპასუხეს და გადაეცეს მოსარჩელეს.
- საქმე №010210018002387680 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.09.2019
გ) ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციულად მიჩნეული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტის ჩამორთმევა.
- საქმე №330210019002869702 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.01.2020
- საქმე №010210018002516690 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 11.06.2019
- საქმე №010210018002387680 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 02.04.2019
- საქმე №330210118002558776 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.03.2019
- საქმე №330210115001190320 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.02.2019
- საქმე №330210018002287649 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №330210115001172166 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.10.2018
- საქმე №330210115001204102 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება