საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობის გარეშე განახორციელოს შესრულების ან გადაცემის ჩაწერა მოკლევადიანი სარგებლობისათვის და ასეთი ჩანაწერის რეპროდუცირება შემდეგი პირობების დაცვით:
ა) წინასწარი თანხმობის მიღება ამ შესრულების ან პროგრამის გადაცემაზე;
ბ) მოკლევადიანი ჩანაწერის დამზადება და რეპროდუცირება საკუთარი მოწყობილობით, საკუთარი გადაცემისათვის;
გ) მოკლევადიანი ჩანაწერის განადგურება იმ პირობით, რომელიც გათვალისწინებულია მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა მოკლევადიანი ჩანაწერებისათვის.
თავი VII
მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებები
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-17-324-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2004
მოსარჩელემ მოითხოვა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ინდივიდუალური მეწარმე „გ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება