1. მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით.
2. გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს:
ა) გადაცემის ჩაწერა;
ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;
დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;
ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.
ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;
ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;
თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-6(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
…დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი,,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტი, რის გამოც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული…
- საქმე №ას-954-912-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2014
…განაკვეთის მიხედვით, რომელიც შეადგენდა 2500 ლარს. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18, მე-20.3 მუხლები და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის. გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 115-ე და 54-ე…
- საქმე №ბს-177-170(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.12.2013
…დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი.
- საქმე №ბს-567-557(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2013
…დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის,,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
- საქმე №ას-1121-1271-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2009
…რომლებიც ამ გადაცემათა შემქმნელი ორგანიზაციის მიერ უკვე დაცული და ანაზღაურებული უნდა იყოს საავტორო უფლების მქონე პირებთან. შპს „ტ...“ იყენებს არა საავტორო უფლების ობიექტს, არამედ „საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომიჯნავე უფლების ობიექტს – მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემას და მას ტრანზიტით აწვდის აბონენტებს, მოსარჩელე კი რეგისტრაციის მოწმობით ახორციელებს მხოლოდ საავტორო უფლებათა რეალიზაციასა და დაცვას და არა მომიჯნავე უფლებათა რეალიზაციასა და დაცვას.
- საქმე №ას-564-794-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2008
- საქმე №330310118002411295 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.03.2019
- საქმე №330310118002574837 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება