მხარემ, რომელმაც არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ავტორის ქონებრივი უფლებების გადაცემის, ნაწარმოების შექმნის ან სალიცენზიო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მეორე მხარეს უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
თავი VI
მომიჯნავე უფლებები
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-353-329-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.10.2010
კ-ავას პრეტენზიის თაობაზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული თანხის ოდენობის განსაზღვრა გონივრულია საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 44-ე მუხლის საფუძველზე. რაც შეეხება საავტორო უფლების აღნიშნული დარღვევისათვის არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ასეთს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-17 მუხლი არ ითვალისწინებს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება