1. ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულების მიხედვით ავტორი კისრულობს ვალდებულებას, შექმნას ნაწარმოები ხელშეკრულების პირობების მიხედვით და გადასცეს იგი შემკვეთს, ხოლო შემკვეთი კისრულობს ვალდებულებას, მიიღოს ნაწარმოები და გადაუხადოს ავტორს ჰონორარი.
2. ავტორი ვალდებულია პირადად შექმნას ნაწარმოები, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ნაწარმოების შექმნაში სხვა პირის (პირების) ჩართვა დასაშვებია მხოლოდ შემკვეთის თანხმობით.
3. შემკვეთი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომისთანავე დაათვალიეროს ნაწარმოები და წერილობით შეატყობინოს ავტორს ნაწარმოების მოწონების ანდა ხელშეკრულების პირობების საფუძველზე მისი დაწუნების ან მასში შესწორებათა შეტანის აუცილებლობის შესახებ.
4. თუ ავტორს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, ნაწარმოები შემკვეთის მიერ მოწონებულად ითვლება.
5. ავტორისათვის ავანსის გადახდის წესი, ვადა და ავანსის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
6. ბათილია ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ზღუდავს ავტორის უფლებას მომავალში შექმნას ნაწარმოები განსაზღვრულ თემაზე ან განსაზღვრულ დარგში.
7. ხელშეკრულების საგანი არ შეიძლება იყოს იმ ნაწარმოებზე უფლების გადაცემა, რომელიც შეიძლება მომავალში შექმნას ავტორმა.
8. შეკვეთის შედეგად შექმნილ ნაწარმოებზე ქონებრივი საავტორო უფლებები ეკუთვნის შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3032 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ას-1522-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2023
…შექმნისას და გამოყენებისას წარმოშობილ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ნაწარმოების ერთ-ერთ სახეს კი, კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, სკულპტურა წარმოადგენს. ხსენებული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულებით ავტორი კისრულობს ვალდებულებას, შექმნას ნაწარმოები ხელშეკრულების პირობების მიხედვით და გადასცეს იგი შემკვეთს, ხოლო შემკვეთი კისრულობს ვალდებულებას, მიიღოს ნაწარმოები და გადაუხადოს ავტორს ჰონორარი.
- საქმე №ას-1428-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2018
რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას საავტორო უფლების დარღვევის ნაწილში, საქალაქო სასამართლო განმარტა, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-8 ნაწილების შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელა თეატრის მშენებლობის არქიტექტურული სამუშაოები და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება.
- საქმე №ას-1036-971-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.01.2013
…მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის, „,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლით, ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი და მერვე პუნქტების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ე. ქ.-ის მიერ ქონებრივი საავტორო უფლებების რეალიზაციის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
- საქმე №ას-1036-971-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2012
…მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის, „,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლით, ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი და მერვე პუნქტების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ე. ქ.-ის მიერ ქონებრივი საავტორო უფლებების რეალიზაციის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
- საქმე №ას-353-329-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.10.2010
სადავო სცენარი არ შექმნილა სამსახურებრივი დავალების წესით, იგი შეიქმნა შეკვეთით ანუ სახეზე იყო მხარეთა შორის ნაწარმოების შექმნასთან დაკავშირებული ურთიერთობა ( “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 43-ე მუხლი). მოპასუხეს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია.
- საქმე №ას-721-996-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2005
- საქმე №030210015001070566 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 27.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება