1. საავტორო უფლება გადაიცემა კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის წესით ანდა ხელშეკრულებით.
2. კანონით მემკვიდრეებზე საავტორო უფლების მოქმედების ვადის ფარგლებში გადადის ამ კანონის მე-18 მუხლში აღნიშნული ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლებები, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ავტორობის, სახელისა და ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებები მემკვიდრეობით არ გადადის. მემკვიდრეებს უფლება აქვთ განახორციელონ აღნიშნულ პირად უფლებათა დაცვა. მათი ეს უფლებამოსილება ვადით არ იზღუდება.
4. თუ ავტორის მიერ მის სიცოცხლეში სხვა რამ არ იყო განსაზღვრული, მისი პირადი უფლებებიდან მემკვიდრეობით გადადის უფლება, ნება დართოს სხვა პირებს, დაურთონ ნაწარმოებს სხვა ავტორთა ნაწარმოებები (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და სხვა). აღნიშნული უფლება მემკვიდრეებზე გადადის საავტორო უფლების მოქმედების ვადით.
5. ავტორს უფლება აქვს მიუთითოს პირი, რომელსაც ის ნიშნავს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული უფლებების დამცველად. ეს პირი თავის მოვალეობას ასრულებს ავტორის გარდაცვალებამდე.
6. თუ მემკვიდრეები არ არსებობენ ან არაჯეროვნად ახორციელებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ უფლებებს, ამ უფლებების დაცვას აწარმოებს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №651 - სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ. 135
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-22-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
…იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36323-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი მე-10, მე-16, მე-17, მე-18, 35-ე, 42-ე მუხლებით, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით, „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ “ შეთანხმების 1.
- საქმე №ას-173-162-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2015
…პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-9 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტზე, მე-18 მუხლზე, 35-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 42-ე მუხლზე, 58-ე მუხლის პირველ, მეორე და მესამე პუნქტებზე, 59-ე მუხლის პირველ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ რ.ტ.მ თავისი საავტორო უფლება მათემატიკის მე-2 კლასის სახელმძღვანელოს გასაფორმებლად შესრულებულ ნახატებზე გადასცა შპს „გ.ს.
- საქმე №010210017002001437 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 22.10.2019
ასეთი პირობა გამომდინარეობს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან. კერძოდ: - საავტორო უფლება გადაიცემა კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის წესით ანდა ხელშეკრულებით.
- საქმე №330210118002558776 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.03.2019
კერძოდ, აღნიშნული კანონის 35-ე მუხლი განსაზღვრავს საავტორო უფლების გადაცემის საფუძვლებს. ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით საავტორო უფლება გადაიცემა კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის წესით ანდა ხელშეკრულებით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება