1. სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს: გამოსაყენებელი ნაწარმოების ზუსტ აღწერას (სახელწოდება, მოცულობა, ჟანრი), ნაწარმოების გამოყენების კონკრეტულ სახეს, ხელშეკრულების მოქმედების ვადას და ტერიტორიას, ჰონორარის ოდენობის განსაზღვრის წესს ან ჰონორარის ოდენობას ნაწარმოების გამოყენების ყოველი სახისათვის, მისი გადახდის წესსა და ვადას, აგრეთვე სხვა პირობებს, რომლებსაც მხარეები არსებითად მიიჩნევენ.
2. ნაწარმოების ყველა იმ სახით გამოყენების უფლება, რომელიც სალიცენზიო ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, ეკუთვნის ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს.
3. თუ სალიცენზიო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული ნაწარმოების გამოყენების კონკრეტული სახე, ხელშეკრულება ითვლება დადებულად ნაწარმოების ისეთ გამოყენებაზე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს აუცილებლად მხარეთა იმ განზრახვის შესრულებისათვის, რომელიც მათ ჰქონდათ ხელშეკრულების დადებისას.
4. თუ სალიცენზიო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ხელშეკრულება შეიძლება გააუქმოს ავტორმა ან საავტორო უფლების სხვა მფლობელმა მისი დადებიდან 3 წლის შემდეგ. ლიცენზიატს აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს წერილობით ხელშეკრულების გაუქმებამდე 6 თვით ადრე.
5. თუ სალიცენზიო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ტერიტორია, იგი მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
6. სალიცენზიო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიეცეს სხვა პირებს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
7. თუ ნაწარმოების რეპროდუცირების შესახებ სალიცენზიო ხელშეკრულებაში ჰონორარი განისაზღვრება ფიქსირებული თანხით, სალიცენზიო ხელშეკრულებით უნდა დადგინდეს ნაწარმოების მაქსიმალური ტირაჟი.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ას-284-266-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.12.2014
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოების დაცვის ბერნის კონვენციის 11 (ბისი) მუხლისა და,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-4, მე-18, მე-40, 65-ე მუხლების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და შპს „ს.
- საქმე №ას-1219-1070-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2011
კანონის თანახმად, დაცვის ობიექტია რეპერტუარში შემავალი ყველა ნაწარმოები, ხოლო სალიცენზიო ხელშეკრულებები, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-40 მუხლის თანახმად, იდება რეპერტუარში შემავალ კონკრეტულ ნაწარმოებებზე.
- საქმე №ას-762-713-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2011
კანონის თანახმად, დაცვის ობიექტია რეპერტუარში შემავალი ყველა ნაწარმოები, ხოლო სალიცენზიო ხელშეკრულებები, «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის მე-40 მუხლის თანახმად იდება რეპერტუარში შემავალ კონკრეტულ ნაწარმოებებზე.
- საქმე №3კ-121-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2000
მოპასუხეებმა ისარგებლეს რა ამ გარემოებით და 1999 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კანონის მე-13 მუხლის დარღვევით, დიდი ოდენობით და ხარვეზებით გამოსცეს და რეალიზაცია გაუკეთეს ავტორების მიერ ქართულად ნათარგმნ წიგნს „გეოპოლიტიკის საფუძვლებს“, რითაც დაარღვიეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე, 36-ე, მე-40 და 42-ე მუხლების მოთხოვნები. მოპასუხეებმა: დ. ე-ემ, შპს გამომცემლობა "მ.“ და გაერთიანება „ო.“ 1999 წლის 27 დეკემბერს შესაგებელით მიმართეს სასამართლოს და ითხოვეს შემდეგი: 1.
- საქმე №010210018002387680 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.09.2019
კანონის თანახმად, დაცვის ობიექტია რეპერტუარში შემავალი ყველა ნაწარმოები, ხოლო სალიცენზიო ხელშეკრულებები, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 40-ე მუხლის თანახმად იდება რეპერტუარში შემავალ კონკრეტულ ნაწარმოებებზე.
- საქმე №010210018002387680 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 02.04.2019
- საქმე №330210115001172166 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება