1. მომიჯნავე უფლებათა სუბიექტები არიან: შემსრულებლები, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლები და მაუწყებლობის ორგანიზაციები.
2. ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლები და მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ თავით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ანდა ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორსა და შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
3. შემსრულებელი ამ თავით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებს შესრულებული ნაწარმოების ავტორის უფლებათა დაცვის პირობით.
4. მომიჯნავე უფლებათა წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის რაიმე ფორმალობათა დაცვა. ფონოგრამის დამამზადებელს ან შემსრულებელს თავისი უფლების განცხადებისათვის შეუძლია გამოიყენოს მომიჯნავე უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ფონოგრამის ყოველ ეგზემპლარზე ან/და მის ფუტლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან:
ა) ლათინური ასო P წრეწირში: P ;
ბ) განსაკუთრებული მომიჯნავე უფლების მფლობელის სახელი (დასახელება);
გ) ფონოგრამის პირველი გამოცემის წელ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-564-794-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2008
…მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის მიზანია საავტორო უფლებათა რეალიზაცია (განხორციელება) და დაცვა, ავტორების ან მათი მემკვიდრეებისა და საავტორო უფლებების სხვა მფლობელების კოლექტიურ საფუძველზე მართვა კანონით დადგენილი წესით. “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 46-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 45-ე მუხლის, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე შპს “თV XXI” ახდენს გადაცემებს კაბელით, მას ნებართვები აღებული აქვს მაუწყებლობის ორგანიზაციებისაგან.
- საქმე №ას-568-798-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2008
…შპს «ტელეკომპანია...მ» დაარღვია შპს «....ს» განსაკუთრებული უფლება საქართველოს ტერიტორიაზე მხატვრულ ფილმ «თუნუქის დოლის» საჯარო გადაცემაზე, არ გაითვალისწინა რა «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის მე-18, 37-ე, 46-ე და 58-ე მუხლები. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით გაზეთ «თV პროგრამაში» გამოქვეყნებული «ტელეკომპანია...»…
- საქმე №ას-723-989-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2005
…შპს «ტელეკომპანია...მ» დაარღვია შპს «ტ...ის» განსაკუთრებული უფლება საქართველოს ტერიტორიაზე მხატვრულ ფილმ «თუნუქის დოლის» საჯარო გადაცემაზე, არ გაითვალისწინა რა «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის მე-18, 37-ე, 46-ე და 58-ე მუხლები. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005წ. 5 იანვრის გადაწყვეტილებით გაზეთ «თV პროგრამაში» გამოქვეყნებული «ტელეკომპანია...» სამაუწყებლო…
- საქმე №330210115001172166 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.10.2018
…ჰონორარი განისაზღვრება ფიქსირებული თანხით, სალიცენზიო ხელშეკრულებით უნდა დადგინდეს ნაწარმოების მაქსიმალური ტირაჟი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სალიცენზიო შეთანხმება აკმაყოფილებდა ამ შეთანხმების დადების ყველა პირობას. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის თანახმად, მომიჯნავე უფლებათა სუბიექტები არიან, მომიჯნავე უფლებათა სუბიექტები არიან: შემსრულებლები, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლები და მაუწყებლობის ორგანიზაციები;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება