შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 60-აპ 28 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,თ. ლალიაშვილი
განიხილა მსჯავრდებულების ლ. ა-შვილის, ლ. ჩ-ძე-ზ-ძის, ლუ. დ-ძის, ლ. დ-შვილის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 აპრილის განაჩენზე, რომლითაც ლ. ა-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, მასვე ჩამოერთვა ერთი წლის ვადით საფარმაცევტო დაწესებულებაში თანამდებობის დაკავების და პროფესიული საქმიანობის უფლება.
საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ლ. ა-შვილს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ლ. ზ-ძე-ჩ-ძე განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვა საფარმაცევტო დაწესებულებაში თანამდებობის დაკავებისა და პროფესიული საქმიანობის უფლება. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ლ. ზ-ძე-ჩ-ძეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ლუ. დ-ძე განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვა საფარმაცევტო დაწესებულებებში თანამდებობის დაკავებისა და პროფესიული საქმიანობის უფლება, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ლუ. დ-ძეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად და მას გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ლ. დ-შვილი განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 341-ე მუხლით, სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელად განესაზღვრა 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე ჩამოერთვა 6 (ექვსი) თვით საფარმაცევტო დაწესებულებებში თანამდებობის დაკავების და პროფესიული საქმიანობის უფლება. სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა ერთი წელი.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ლ. ა-შვილს ბრალად შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 2521 მუხლის II ნაწილით (ძველი რედაქცია), სსკ-ის 186-ე მუხლის II ნაწილით, სსკ-ის 252-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ლ. ჩ-ძე-ზ-ძეს საბრალდებო დასკვნით ბრალად შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 2521-ე მუხლის II ნაწილით და 186-ე მუხლის II ნაწილით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ლუ. დ-ძეს საბრალდებო დასკვნით ბრალად შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 2521-ე მუხლის II ნაწილით, სსკ-ის 186-ე მუხლის II ნაწილით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ლ. დ-შვილს საბრალდებო დასკვნით ბრალად წარედგინა საქართველოს სსკ-ის 94-ე მუხლის I ნაწილით, 186-ე მუხლის II ნაწილით, 191-ე მუხლით და 211-ე მუხლით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა სასამართლო სხდომაზე ლ. ა-შვილს საქართველოს სსკ-ის 2521-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძველი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება მოუხსნა. მან საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, ლ. ა-შვილის მიერ განხორციელებული ქმედება დააკვალიფიცირა მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით, 332-ე მუხლის I ნაწილით.
სახელმწიფო ბრალმდებელმა სასამართლო სხდომაზე ლ. ზ-ძე-ჩ-ძეს სსკ-ის 2521-ე მუხლის II ნაწილით (ძველი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება მოუხსნა. წარმოდგენილი ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირების შესაბამისად, ლ. ზ-ძე-ჩ-ძის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირებულ იქნა მოქმედი სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სახელმწიფო ბრალმდებელმა სასამართლო სხდომაზე ლუ. დ-ძეს სსკ-ის 2522-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძველი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება მოუხსნა. სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირებით ლუ. დ-ძის ქმედება დაკვალიფიცირებულ იქნა მოქმედი სსკ-ის 332-ე მუხლის II ნაწილით.
სახელმწიფო ბრალმდებელმა სასამართლო სხდომაზე ლ. დ-შვილის მიერ განხორციელებული ქმედება, მოქმედი სსკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, დააკვალიფიცირა 332-ე მუხლის I ნაწილით, 341-ე მუხლით, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 ივლისის განაჩენით ლ. ა-შვილი მსჯავრდებულ იქნა შემდეგისათვის:
გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში ლ. ა-შვილმა მოიპოვა ქ. თბილისის 26-ე პოლიკლინიკის შტამპითა და მრგვალი ბეჭდით დამოწმებული შეუვსებელი ფორმა ¹107 სარეცეპტო ბლანკი. 1996 წლის 8 იანვარს ლ. ზ-ძე-ჩ-ძემ, ლუ. დ-ძემ და ლ. გ-იამ შეადგინეს ყალბი რეცეპტი მოგონილ პიროვნებაზე. ლ. ა-შვილმა ამ რეცეპტის საფუძველზე მის გამგებლობაში არსებული ნარკოტიკული საშუალება 0,2 გრამი კოდეინ-ფოსფატის ოფიციალური ხარჯვა 1996 წლის 10 იანვარს ფიქტიურად დაარეგისტრირა 37-ე აფთიაქის ნარკოტიკულ საშუალებათა საგნობრივ რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალში. ეს ნარკოტიკული ნივთიერება ლ. ა-შვილს და მითითებულ პირებს არ გაუტაციათ; ამ ნივთიერებით მათ წამალი დაუმზადეს ლ. ზ-ძე-ჩ-ძის ავადმყოფ შვილს, მაგრამ ლ. ა-შვილმა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით 0,2 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ოფიციალური ხარჯვა ფიქტიურად დაარეგისტრირა 37-ე აფთიაქის ნარკოტიკულ საშუალებათა საგნობრივ რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალში.
ლ. ა-შვილი 1980 წლის 20 მაისიდან მუშაობდა რა ქ. თბილისის ¹37 აფთიაქის გამგის მოადგილედ 1988 წელს სათანადო ბრძანებით დაეკისრა აფთიაქში ნარკოტიკული საშუალებების მიღება, აღრიცხვა, შენახვა, გაცემა, რაც უნდა ეწარმოებინა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და შს მინისტრის 1994 წლის 30 დეკემბრის ¹430-/ო/-80 ბრძანებით დადგენილი წესების დაცვით. ლ. ა-შვილმა დაარღვია ზემოაღნიშნული ბრძანება, რაც შემდეგში გამოიხატა: 1995 წლის 17 მაისს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სააფთიაქო სამმართველოს ბაზიდან 37-ე აფთიაქის გამგე ც-ძემ გამოიტანა 100 ამპულა მორფინის ჰიდროქლორიდი, რომელიც იმავე დღეს შეტანილ იქნა 37-ე აფთიაქში. ლ. ა-შვილმა დაარღვია რა ბრძანების მოთხოვნა, 100 ამპულა ნარკოტიკული საშუალება მორფინის ჰიდროქლორიდი ერთი თვის შემდეგ გაატარა ნარკოტიკული საშუალების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალში.
1995 წლის ივლისის თვეში აფთიაქის გამგე ც-ძემ ბაზიდან 37-ე აფთიაქში შეიტანა 1500 ამპულა მორფინის ჰიდროქლორიდი, რაც აღნიშნული თვის დასაწყისში თვის არსებულ ნაშთთან ერთად შეადგენდა 1566 ერთეულს. ლ. ა-შვილმა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი წესის დარღვევით, აღრიცხა ივლისის თვეში 1372 ცალი ამპულა მორფინის ჰიდროქლორიდის გაცემა და თვის ბოლოს ნაშთად აჩვენა 17 ამპულა, რაც 237 ამპულით ნაკლები იყო რეალურად გაცემულთან შედარებით.
1995 წელს, სხვადასხვა დროს, ავადმყოფ თ-ურზე იანვარ-სექტემბრის თვის ჩათვლით გამოწერილი თითო ფორმულა ¹ 148-8/უ-88 სარეცეპტო ბლანკით გასცა დაშვებულ ნორმაზე თითო ამპულით მეტი 2-პროცენტიანი ნარკოტიკული საშუალება ომნოპონი. განსასჯელმა ავადმყოფ ც-ძეზე 1995 წლის 20 თებერვალს ასეთივე დარღვევით და ასევე ისე, რომ რეცეპტს არ ჰქონდა პოლიკნიკის შტამპი, გასცა 10 ამპულა მორფინის ჰიდროქლორიდი.
1995 წლის 25 ივნისს ავადმყოფ რ. ლ-შვილზე, იმავე წლის თებერვლის თვეში ავადმყოფ ხ-ძეზე, 1995 წლის 26 ივლისს ავადმყოფ პ-ძეზე გასცა სულ 44 ამპულა მორფინის ჰიდროქლორიდი რეცეპტით, რომელსაც არ ჰქონდა პოლიკლინიკის შტამპი.
1995 წლის 24 თებერვალს ლ. ა-შვილმა ავადმყოფ ნ. კ-იანზე გასცა 80 ამპულა ნარკოტიკული საშუალება მორფინის ჰიდროქლორიდი, ისე, რომ რეცეპტი არ იყო დამოწმებული ექიმის პირადი ბეჭდით, ხოლო 1995 წლის 24 თებერვალს ავადმყოფ ა-ძეზე გასცა 36 ამპულა მორფინის ჰიდროქლორიდი რეცეპტით, რომელიც დამოწმებული არ იყო პოლიკლინიკის გერბიანი ბეჭდით. ანალოგიური დარღვევით გასცა 1995 წლის 1 მარტს და 1995 წლის 15 მარტს ავადმყოფებზე თ. ნ-ძესა და მ. ჩ-ძეზე 12 ამპულა ნარკოტიკული საშუალება მორფინის ჰიდროქლორიდი. 1995 წლის 20 თებერვალს ავადმყოფ წ-ელზე გასცა 8 ამპულა მორფინის ჰიდროქლორიდი. რეცეპტზე არ იყო დასმული პოლიკლინიკის შტამპი. 1995 წლის 15 თებერვალს ლ. ა-შვილმა ავადმყოფ თ-იაზე ნორმის გადამეტებით გასცა 12 ამპულა მორფინის ჰიდროქლორიდი, ანალოგიური დარღვევით გასცა განსასჯელმა 1995 წლის 28 აპრილს ავადმყოფ წ-ელზე 12 ამპულა ნარკოტიკული საშუალება მორფინის ჰიდროქლორიდი.
განაჩენით ლ. ზ-ძე-ჩ-ძე მსჯავრდებულ იქნა შემდეგისათვის:
1978 წლიდან იგი მუშაობდა ქ. თბილისის ¹ 37 აფთიაქის რეცეპტორ-კონტროლიორის თანამდებობაზე. 1996 წლის 8 იანვარს ეს უკანასკნელი დაუკავშირდა ლუ. დ-ძეს და ლ. გ-ძეს, მათ შეადგინეს ყალბი რეცეპტი, რომლის საფუძველზეც ლ. ა-შვილმა ფიქტიურად დაარეგისტრირა 37-ე აფთიაქის ნარკოტიკულ საშუალებათა საგნობრივ რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალში, 0.2 გრ. კოდეინ ფოსფატის გატანა, რაც ლ. ზ-ძე-ჩ-ძის ჩვენების თანახმად, მის ავადმყოფ შვილს მოხმარდა.
ლუ. დ-ძე განაჩენით მსჯავრდებულ იქნა შემდეგისათვის:
ლუ. დ-ძე 1980 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის 37-ე აფთიაქის სარეცეპტო განყოფილებაში დეფექტორის თანამდებობაზე. მას ეკისრებოდა კონცენტრული ხსნარების მომზადება, საწყობიდან შემოსული მედიკამენტების მიღება და ვადის შემოწმება, სათანადო შტანგლასებში დაფასოება, საასისტენტოდან შემოსული დეფექტების შევსება და მედიკამენტების განაწილება ასისტენტებს შორის.
1998 წლის 8 იანვარს წინასწარი შეცნობით მან წამლის დასამზადებლად გადასცა ყალბი რეცეპტი შესაბამის განყოფილებას, სადაც დამზადდა წამალი, რისთვისაც გამოყენებულ იქნა 0,2 გრამი კოდეინ ფოსფატი.
განაჩენით ლ. დ-შვილი მსჯავრდებულ იქნა შემდეგისათვის:
ლ. დ-შვილი ქ. თბილისის ¹ 37 აფთიაქში მუშაობდა მზა ფორმების განყოფილების გამგედ. იყო თანამდებობის პირი. 1995 წლის ოქტომბრის თვიდან ქ. თბილისის ჯანდაცვის მთავარი სამმართველოს უფროსის ბრძანების საფუძველზე პერსონალურად პასუხისმგებელი იყო ¹37 აფთიაქში ჰუმანიტარული გზით შემოსული სამკურნალო საშუალებების მიღების აღრიცხვასა და განაწილებაზე.
1997 წლის 29 სექტემბერს ლ. დ-შვილმა მოახდინა მის გამგებლობაში არსებული ჰუმანიტარული მედიკამენტებიდან ვადაგასულის აღწერა, რის შემდეგაც ამ წამლების განადგურებაზე ნებართვის მისაღებად მიმართა ქ. თბილისის ჯანდაცვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას. 1998 წლის 15 ივნისის წერილის თანახმად, დ-შვილს ნება დაერთო, მოეხდინა ვადაგასული მედიკამენტების განადგურება. მედიკამენტები უნდა განადგურებულიყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 1997 წლის 17 სექტემბრის ¹ 361/ო ბრძანების დანართის შესაბამისად. 1998 წლის ივნისის თვეში ¹ 37 აფთიაქის თანამშრომლებმა (რომელთაც ი. დ-შვილი ხელმძღვანელობდა) მედიკამენტები გაანადგურეს, რის შესახებაც შედგა სათანადო ოქმი. ოქმით მედიკამენტები განადგურებულ იქნა მთლიანად დამტვრევისა და დაწვის გზით.
რეალურად მედიკამენტები არ განადგურებულა, მათი ნაწილი 1999 წლის აპრილის თვეში იქნა ამოღებული აფთიაქიდან, ნაწილი კი ლ. ზ-ძე-ჩ-ძის და ლუ. დ-ძის ბინებიდან.
1999 წლის 5 იანვრით დათარიღებული აქტი მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესახებ, რომლითაც ლ. დ-შვილმა ჩამოწერა 1183 ლარად და 30 თეთრად ღირებული 8 დასახელების მედიკამენტები, ლ. დ-შვილმა შეადგინა 1999 წლის აპრილის თვეში, რაზედაც ხელი ძველი რიცხვით მოაწერა.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულების ლ. ა-შვილის, ლ. დ-შვილის, ლ. ზ-ძე-ჩ-ძის, ლუ. დ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ. ხ-შვილი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 აპრილის განაჩენის გაუქმებას და ლ. ა-შვილის, ლ. დ-შვილის, ლ. ზ-ძე-ჩ-ძის, ლუ. დ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
საკასაციო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ლ. ა-შვილის მიერ განხორციელებული მოქმედებები, კერძოდ კი შემდეგი: ლ. ა-შვილმა ყალბი ¹ 107 სარეცეპტო ბლანკი ისე დაარეგისტრირა ნარკოტიკულ საშუალებათა საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალში, რომ მისთვის წინასწარ არ იყო ცნობილი ამ სარეცეპტო ბლანკის სიყალბე. გაცემულ ნარკოტიკულ საშუალებათა რეგისტრაცია აღრიცხვის ჟურნალში კი ლ. ა-შვილის უშუალო მოვალეობა იყო.
საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ლ. ა-შვილი უსაფუძვლოდ არის მსჯავრდებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, ვინაიდან განაჩენი ვერ უთითებს, თუ რა გამორჩენა მიიღო ლ. ა-შვილმა მის მიერ განხორციელებული მოქმედებებით და ვის მიაყენა არსებითი ზიანი, რაც ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტებს წარმოადგენს.
კასატორი თვლის, რომ განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს. სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა სასამართლო გამოძიებისას დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები. კერძოდ, ბუღალტერ მ-შვილის ჩვენება, რომ ც-ძე ხშირად აგვიანებდა ფაქტურების წარმოდგენას, რაც ერთ-ერთი მტკიცებაა იმისა, რომ ლ. ა-შვილმა მაშინ აღრიცხა 100 ამპულა მორფინი, როცა ც-ძემ გადასცა.
რაც შეეხება 1500 ამპულა მორფინის ეპიზოდში მსჯავრდების ნაწილს, კასატორს ესეც უსაფუძვლოდ მიაჩნია, ვინაიდან იმ 237 სადავო ამპულის რეცეპტები სახეზეა და ინახება პროკურატურაში. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვა და 269-ე მუხლის შემადგენლობა.
კასატორს მიაჩნია, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე ნარკოტიკულ საშუალებებს გასცემდა არა ლ. ა-შვილი, არამედ ც-ძე. ამიტომ საქმეში თუ არსებობს რაიმე, რაც ეჭვს ბადებს, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს გასცემდა ლ. ა-შვილი, მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი.
საკასაციო საჩივრის ავტორს უსაფუძვლოდ მიაჩნია ლ. დ-შვილის მსჯავრდება იმ მოტივით, რომ მან სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, ვინაიდან მის ქმედებას არსებითი ზიანი არ გამოუწვევია.
1996 წლის 8 იანვრის ფაქტურაში აღნიშნული ვადაგასული მედიკამენტები არ არის განადგურებული და ინახება აფთიაქის სეიფში. ამიტომ ლ. დ-შვილის მიერ აქტის ყალბად შედგენა, კასატორის მითითებით, მხოლოდ ეჭვებს ეფუძნება.
კასატორის აზრით, მართალია, ¹ 37 აფთიაქში ნანახი იქნა ვადაგასული მედიკამენტები, რომლებიც ჩამოწერის ოქმში იყო ნაჩვენები და უნდა ყოფილიყო განადგურებული, მაგრამ იგი არ შეიძლება მითვისებად იქნეს ჩათვლილი.
ასევე მართალია, ლუ. დ-ძის და ლ. ზ-ძე-ჩ-ძის ბინების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ვადაგასული მედიკამენტები, მაგრამ ეს მედიკამენტები შეძენილი იყო თვით ლ. ზ-ძე-ჩ-ძის და ლუ. დ-ძის მიერ, ლ. დ-შვილი კი არ არის ვალდებული, აკონტროლოს, თუ რა მედიკამენტებს შეიძენდნენ ისინი.
კასატორის აზრით, სასამართლო საერთოდ ვერ საუბრობს განაჩენში და არ არის რაიმე მტკიცება იმისა, რომ ლ. დ-შვილის მხრიდან ადგილი ჰქონოდა დოკუმენტის, ბეჭდის ან შტამპის მართლსაწინააღმდეგო მიტაცებას.
კასატორს მიაჩნია, რომ ლ. ზ-ძე-ჩ-ძე ასევე უსაფუძვლოდ იქნა მსჯავრდებული, ვინაიდან ¹ 107 ბლანკი, რომლითაც გამოიწერა 0,2 გრ. კოდეინ-ფოსფატი, მან მიიღო აფთიაქის გამგე ც-ძისაგან და ეს რეცეპტი გამოიყენა თავისი შვილისათვის.
კასატორი თვლის, რომ ასევე უკანონოდ არის მსჯავრდებული ლუ. დ-ძე. ¹ 107 რეცეპტის მიღების შემდეგ, ლუ. დ-ძემ შეაფასა იგი და გადასცა წამლის მოსამზადებლად.
მსჯავრდებულებმა ლ. ა-შვილმა, ლუ. დ-ძემ, ლ. დ-შვილმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს.
პროკურორმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება, რამეთუ იგი ემყარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და არის კანონიერი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა კასატორებს, მსჯავრდებულებს ლ. ა-შვილს, ლუ. დ-ძეს, ლ. დ-შვილს, მათი ინტერესების დამცველ ადვოკატ ზ. ხ-შვილს, პროკურორს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. ა-შვილი მუშაობდა ქ. თბილისის ¹ 37 აფთიაქის გამგის მოადგილედ 1980 წლის 29 მაისიდან.
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების 1995 წლის 30 დეკემბრის ¹430-/ო/-80 ერთობლივი ბრძანების შესაბამისი დანართის თანახმად, “აფთიაქში ნარკოტიკული საშუალებების მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის ორგანიზაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი აფთიაქის გამგის ბრძანებით გამოყოფილ ფარმაცევტს”. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1998 წლიდან ¹ 37 აფთიაქის გამგე კ. ც-ძის ბრძანების საფუძველზე ამავე აფთიაქში ნარკოტიკული საშუალებების მიღება, შენახვა, აღრიცხვა და გაცემის ორგანიზაციაზე პასუხისმგებლობა დაკისრებული ჰქონდა ლ. ა-შვილს.
ზემოთ მითითებული ¹ 430 ბრძანებით დადგენილი წესების თანახმად “აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალებების გაცემა ხორციელდება მხოლოდ წესების სრული დაცვით გამოწერილი სპეციალური რეცეპტების ბლანკების საფუძველზე. რეცეპტი მოწმდება ბეჭდით “რეცეპტისათვის”, დაწესებულების შტამპითა და გერბიანი ბეჭდით, ექიმის პირადი ბეჭდით, რომლებიც უნდა იკითხებოდეს გარკვევით; რეცეპტს ხელს აწერენ (გარკვევით) კომისიის თავმჯდომარე და მკურნალი ექიმი. ნარკოტიკული საშუალებების გაცემაზე უფლებამოსილ ფარმაცევტს ეკრძალება ნარკოტიკული საშუალების გაცემა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე”.
მიუხედავად იმისა, რომ ლ. ა-შვილისთვის კარგად იყო ცნობილი აღნიშნული ბრძანებით დადგენილი წესები, მან 1995 წლის 20 თებერვალს ავადმყოფ ც-ძეზე 10 ამპულა მორფინის ჰიდროქლორიდი გასცა რეცეპტით, რომელსაც არ ჰქონდა პოლიკლინიკის შტამპი; იმავე თვეში ავადმყოფ ხ-ძეზე, იმავე წლის 26 ივლისს ავადმყოფ პ-ძეზე გასცა სულ 44 ამპულა მორფინის ჰიდროქლორიდი რეცეპტებით, რომელთაც არ ჰქონდა პოლიკლინიკის შტამპი; 1995 წლის 24 თებერვალს ლ. ა-შვილმა ავადმყოფ ნ. კ-იანზე ისე გასცა 20 ამპულა ნარკოტიკული საშუალება მორფინის ჰიდროქლორიდი, რომ რეცეპტი არ იყო დამოწმებული ექიმის პირადი ბეჭდით. 1995 წლის 24 თებერვალს ავადმყოფ ა-ძეზე გასცა 36 ამპულა მორფინის ჰიდროქლორიდი რეცეპტით, რომელიც დამოწმებული არ იყო პოლიკლინიკის ბეჭდით. ანალოგიური დარღვევით გასცა 1995 წლის 1 მარტს და 1995 წლის 15 მარტს ავადმყოფებზე თ. ნ-ძესა და მ. ჩ-ძეზე 12 ამპულა ნარკოტიკული საშუალება მორფინის ჰიდროქლორიდი. 1995 წლის 20 თებერვალს ავადმყოფ წ-ელზე გასცა 8 ამპულა მორფინის ჰიდროქლორიდი. რეცეპტზე არ იყო დასმული პოლიკლინიკის შტამპი.
ასევე დოკუმენტურად დადგენილია, რომ ლ. ა-შვილმა ავადმყოფ თ-ურზე იანვარ-სექტემბრის თვის ჩათვლით გამოწერილი თითო ფორმულა ¹ 148-1/უ/88 სარეცეპტო ბლანკით გასცა დაშვებულ ნორმაზე, 2%-ზე, თითო ამპულით მეტი ნარკოტიკული საშუალება ომნოპონი. 1995 წლის 5 თებერვალს ლ. ა-შვილმა ავადმყოფ თ-იაზე ნორმის გადამეტებით გასცა 12 ამპულა მორფინის ჰიდროქლორიდი, ანალოგიური დარღვევით გასცა მან 1995 წლის 28 აპრილს ავადმყოფ წ-ელზე 12 ამპულა ნარკოტიკული საშუალება მორფინის ჰიდროქლორიდი.
საქმეში არსებული დოკუმენტებით დადგენილია, რომ 1995 წლის 17 მაისს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სააფთიაქო სამმართველოს ბაზიდან ¹ 37 აფთიაქის გამგე ც-ძის მიერ გამოტანილ იქნა 100 ამპულა მორფინის ჰიდროქლორიდი, რომელიც იმავე დღეს იქნა შეტანილი აფთიაქში; ლ. ა-შვილმა აღნიშნული 100 ამპულა ნარკოტიკული საშუალება ერთი თვის შემდეგ გაატარა ნარკოტიკული საშუალების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალში. 1995 წლის ივლისის თვეში აფთიაქის გამგე ც-ძემ ბაზიდან ¹ 37 აფთიაქში შეიტანა 1560 ამპულა მორფინის ჰიდროქლორიდი, რაც აღნიშნული თვის დასაწყისისათვის არსებულ ნაშთთან ერთად შეადგენდა 1566 ერთეულს. ლ. ა-შვილმა დადგენილი წესის დარღვევით აღრიცხა ივლისის თვეში 1372 ცალი ამპულა მორფინის ჰიდროქოლორიდის გაცემა და თვის ბოლოს ნაშთად აჩვენა 17 ამპულა, რაც 237 ამპულით ნაკლები იყო რეალურად გაცემულთან შედარებით. აღნიშნული მოქმედებით ლ. ა-შვილმა დაარღვვია ნარკოტიკულ საშუალებათა მიღებისა და აღრიცხვის წესები.
წინასწარ გამოძიებაში ლ. ა-შვილის მიერ მიცემული ჩვენებებით, ასევე მსჯავრდებულების ლუ. დ-ძის, ლ. ზ-ძე-ჩ-ძის წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით, ფორმა ¹ 107 სარეცეპტო ბლანკით, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ¹ 26 პოლიკლინიკის შტამპითა და მრგვალი ბეჭდით დამოწმებული შეუვსებელი ფორმა ¹ 107 სარეცეპტო ბლანკი ლ. ზ-ძე-ჩ-ძემ შეავსო ყალბად, რითაც აფთიაქიდან გაცემულ იქნა 0,2 გრ. კოდეინ-ფოსფატი; ლ. ა-შვილმა იცოდა რა, რომ ეს რეცეპტი იყო ყალბი, მან კოდეინ-ფოსფატის ოფიციალური ხარჯვა უჩვენა აფთიაქის ნარკოტიკულ საშუალებათა რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალში 1998 წლის 10 იანვარს, რითაც დაარღვია ნარკოტიკულ საშუალებათა გაცემის წესი.
განაჩენით ლ. ა-შვილი ზემოთ მითითებულ ქმედებათა ჩადენისათვის მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, ე.ი. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის.
იმის გათვალისწინებით, რომ ლ. ა-შვილს მის მიერ განხორციელებული მოქმედებებით არც თავისთვის და არც სხვისთვის რაიმე გამორჩენა ან უპირატესობა არ მიუღია, ასევე მისი ამ მოქმედებით არსებითად არ დარღვეულა რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლება, საზოგადოების ან სახელმწიფო კანონიერი ინტერესი, პალატას მიაჩნია, რომ ლ. ა-შვილის ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის 332-ე მუხლით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
თვით მსჯავრდებულ ლ. ჩ-ძე-ზ-ძის წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით, ასევე მსჯავრდებულ ლუ. დ-ძის ჩვენებებით, ლ. ა-შვილის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით, გ-იას ჩვენებებით, ¹ 107 სარეცეპტო ბლანკით, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლ. ჩ-ძე-ზ-ძემ, რომელიც 1978 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის ¹ 37 აფთიაქის რეცეპტორ-კონტროლიორის თანამდებობაზე, 1996 წლის 8 იანვარს მოგონილ პიროვნებაზე ყალბად შეავსო ¹ 26 პოლიკლინიკის მიერ გაცემული ამავე პოლიკლინიკის შტამპითა და მრგვალი ბეჭდით დამოწმებული ცარიელი ფორმა ¹ 107 სარეცეპტო ბლანკი 0,2 გრ. კოდეინ-ფოსფატის მისაღებად; ლ. ჩ-ძე-ზ-ძის განმარტებით, ეს ნარკოტიკული საშუალება მას ესაჭიროებოდა ავადმყოფი შვილისათვის ხველების მიქსტურის დასამზადებლად, რაც ლუ. დ-ძის დახმარებით დამზადდა.
ლ. ჩ-ძე-ზ-ძემ ამ მოქმედებით ჩაიდინა ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო მიღება.
ლ. ჩ-ძე-ზ-ძე მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის.
იმის გათვალისწინებით, რომ ლ. ჩ-ძე-ზ-ძემ 0,2 გრ. კოდეინ-ფოსფატი მიიღო მის მიერ დამზადებული ყალბი რეცეპტის საფუძველზე, რაც გამოიყენა მისი ავადმყოფი შვილისათვის ხველების წამლის დასამზადებლად, პალატას მიაჩნია, რომ ამ მოქმედებით მას რაიმე გამორჩენა ან უპირატესობა არ მიუღია და ასევე არც ფიზიკური თუ იურიდიული პირის უფლების, სახელმწიფოს ან საზოგადოების კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა არ გამოუწვევია.
პალატა თვლის, რომ ლ. ჩ-ძე-ზ-ძის ეს ქმედება სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამ მუხლით იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.
ლუ. დ-ძის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით, ლ. ა-შვილის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით, ლ. ჩ-ძე-ზ-ძის წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით, ექიმ გ-იას ჩვენებებით, ¹ 107 სარეცეპტო ბლანკით, ¹ 37 აფთიაქის ნარკოტიკულ საშუალებათა საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალით, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლუ. დ-ძე 1980 წლიდან მუშაოდა ¹37 აფთიაქის სარეცეპტო განყოფილებაში დეფექტორის თანამდებობაზე. მას ევალებოდა, მიეღო ყველა იურიდიული რეკვიზიტით დაცული, გამზადებული რეცეპტი; მასვე უნდა შეეფასებინა და გადაეცა იგი წამლის მოსამზადებლად.
ლუ. დ-ძემ იცოდა რა, რომ ¹ 26 პოლიკლინიკის ¹ 107 სარეცეპტო ბლანკი ლ. ჩ-ძე-ზ-ძის მიერ მოგონილ გვარზე ყალბად იყო შევსებული, მაინც მიიღო ეს რეცეპტი და გადასცა წამლის მოსამზადებლად. მისივე განმარტებით, ეს გააკეთა მხოლოდ იმის გამო, რომ დახმარებოდა თანამშრომელს, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ 0,2 გრ. კოდეინ-ფოსფატი სჭირდებოდა ლ. ჩ-ძე-ზ-ძეს, ავადმყოფი შვილისათვის წამლის დასამზადებლად.
ამგვარად, ლუ. დ-ძემ უკანონოდ მიიღო 0,2 გრ. კოდეინ-ფოსფატი, რაც შემდგომ გამოყენებულ იქნა ხველების მიქსტურის დასამზადებლად. ამ მოქმედებით მან განახორციელა სსკ-ის 269-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.
ლუ. დ-ძე მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის.
ვინაიდან ლუ. დ-ძეს აღნიშნული მოქმედებით რაიმე გამორჩენა არ მიუღია არც თავისთვის და არც სხვისთვის, ასევე მას ამ მოქმედებით არ დაურღვევია არსებითად ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებები, სახელმწიფოს ან საზოგადოების კანონიერი ინტერესი, ამიტომ მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ლ. დ-შვილი მუშაობდა ქ. თბილისის ¹ 37 აფთიაქში მზა ფორმების განყოფილების გამგედ. 1995 წლის ოქტომბრის თვიდან ქ. თბილისის ჯანდაცვის მთავარი სამმართველოს უფროსის ბრძანების საფუძველზე პერსონალურად პასუხისმგებელი იყო 37-ე აფთიაქში ჰუმანიტარული გზით შესული სამკურნალო საშუალებების მიღების აღრიცხვასა და განაწილებაზე.
საქმეში არსებული დოკუმენტებით დადგენილია, რომ ლ. დ-შვილმა მოახდინა მის გამგებლობაში არსებული ვადაგასული ჰუმანიტარული მედიკანტების აღწერა და 1997 წლის 29 სექტემბერს შეადგინა ჰუმანიტარული გზით შემოსული ვადაგასული მედიკამენტების ჩამოწერის აქტი, რის შემდეგაც ამ წამლების განადგურებაზე ნებართვის მისაღებად მიმართა ქ. თბილისის ჯანდაცვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას, საიდანაც 1998 წლის 15 ივნისს მიღებული წერილით ნება დაერთო, მოეხდინა ვადაგასული მედიკამენტების განადგურება.
ვადაგასული მედიკამენტების განადგურების აქტით, რომელიც უთარიღოა, დადგენილია, რომ ლ. დ-შვილის მიერ ჩამოწერილი მედიკამენტების განადგურება მოხდა მთლიანად დამტვრევით, გამოყრით, მოსრესით. ამავე აქტით დადგენილია, რომ ასევე ლ. დ-შვილმა მოახდინა 1995, 1996, 1997 წლების რეცეპტების განადგურება დაწვით.
ზემოთ მითითებული აქტი რომ ლ. დ-შვილმა გააყალბა, ეს დადგენილია 1999 წლის აპრილის თვეში ¹ 37 აფთიაქიდან წინასწარი გამოძიების მიერ იმ ჰუმანიტარული მედიკამენტების ამოღების ოქმებით, რომლებიც ლ. დ-შვილის მიერ შედგენილი აქტით ითვლებოდა განადგურებულად, ასევე ლ. ზ-ძე-ჩ-ძის და ლუ. დ-ძის ბინების ჩხრეკის ოქმებით, საიდანაც ასევე ამოღებულ იქნა ის ჰუმანიტარული მედიკამენტები, რაც ასევე ზემოთ მითითებული აქტით განადგურებულად ითვლებოდა.
ამგვარად, ზემოაღნიშნული ოქმებით დადგენილია, რომ ლ. დ-შვილს მთლიანად არ მოუხდენია მის მიერ ჩამოწერილი, ვადაგასული ჰუმანიტარული მედიკამენტების განადგურება, რის შესახებაც შეადგინა ყალბი აქტი. აღნიშნული ყალბი აქტით, სათანადო წესების დარღვევით, მან ასევე გაანადგურა 1995-1997 წლების რეცეპტები.
საქმეში არსებული დოკუმენტებით დადგენილია, რომ 1999 წლის 5 იანვრით დათარიღებული აქტი მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესახებ, რითაც ჩამოიწერა 8 დასახელების მედიკამენტი, ლ. დ-შვილმა შეადგინა 1999 წლის აპრილის თვეში, მაგრამ ხელი მოაწერა ძველი რიცხვით.
ვინაიდან ლ. დ-შვილს ზემოთ მითითებული აფთიაქიდან ამოღებული განადგურებულად ნაჩვენები ჰუმანიტარული მედიკამენტები არ მიუთვისებია, ასევე მის მიერ განხორციელებული ამ მოქმედებებით თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენა არ მიუღია, არც სახელმწიფოს ან საზოგადოების კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა არ გამოუწვევია, ამიტომ პალატას მიაჩნია, რომ ლ. დ-შვილს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის I ნაწილით და 332-ე მუხლის I ნაწილით წარდგენილი ბრალდებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის “დ” პუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 აპრილის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ლ. ა-შვილს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება.
ლ. ა-შვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლის I ნაწილით და შეეფარდოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას საფარმაცევტო დაწესებულებაში თანამდებობის დაკავებისა და პროფესიული საქმიანობის უფლება. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ლ. ა-შვილს დანიშნული სასჯელი _ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და მას გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ერთი წელი.
ლ. ზ-ძე-ჩ-ძის ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე. იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 269-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას საფარმაცევტო დაწესებულებაში თანამდებობის დაკავებისა და პროფესიული საქმიანობის უფლება. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ლ. ზ-ძე-ჩ-ძეს დანიშნული სასჯელი _ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ერთი წელი.
ლუ. დ-ძეს ქმედება სსკ-ის 332-ე მუხლის I ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს 269-ე მუხლის I ნაწილზე. იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 269-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას საფარმაცევტო დაწესებულებაში თანამდებობის დაკავებისა და პროფესიული საქმიანობის უფლება. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცელ ვადად დაუდგინდეს ერთი წელი.
ლ. დ-შვილს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 332-ე მუხლის I ნაწილით წარდგენილი ბრალდებები.
ლ. დ-შვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით და შეეფარდოს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ შეეფარდოს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.
ლ. დ-შვილს ერთი წლის ვადით ჩამოერთვას საფარმაცევტო დაწესებულებაში თანამდებობის დაკავებისა და პროფესიული საქმიანობის უფლება.
საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ლ. დ-შვილს დანიშნული სასჯელი _ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ერთი წელი.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელი.