განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 10/საზ 15 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ
ჯ. ყიფიანის თავმჯდომარეობით პალატის მოსამართლეების: ი. ბიბილაშვილის, ნ. გვენეტაძის, ლ. კუპატაძის, მ. ქარსელაძის, დ. ჩიტლოვის შემადგენლობით
განიხილა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის ნ. გ-ის საჩივარი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ქ. მ-შვილის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 23 აგვისტოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის სამეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 23 სექტემბრის განაჩენებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1999 წლის 5 ნოემბრის განჩინების გადასინჯვის შესახებ.
საზედამხედველო პალატამ მოისმინა პალატის მოსამართლე ლ. კუპატაძის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 23 აგვისტოს განაჩენით ქ. მ-შვილი, უმაღლესი განათლებით, ქართველი, უპარტიო, საქართველოს მოქალაქე, სამართალში არყოფილი, მარტოხელა დედა, გორის სარაიონთაშორისო … ცენტრის ექიმ-პათანატომი, მცხოვრები ქ. გორში, წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართვე-ლოს სს კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის 187-ე მუხ-ლის მეორე ნაწილით და ამავე კოდექსის 191-ე მუხლით, ცნობილია უდანაშაულოდ და გამართლებულ იქნა. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 23 სექტემბრის განაჩენით გორის სასამართლოს 1999 წლის 23 აგვისტოს განაჩენი ქ. მ-შვილის მიმართ დარჩა უცვლელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1999 წლის 3 ნოემბრის განჩინებით გორის სასამართლოს 1999 წლის 23 აგვისტოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 23 სექტემბრის განაჩენები დარჩა უცვლელი.
საბრალდებო დასკვნით ქ. მ-შვილს ბრალი ედებოდა შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: იგი მუშაობდა … ცენტრის განყოფილების უფროსად და ითვლებოდა თანამდებობის პირად. ქ. მ-შვილი პირადი მოტივით, სისტემატურად იყენებდა სამასახურებრივ მდგომარეობას ბოროტად, ე. ი. სჩადიოდა თანამდებობის პირის მიერ განზრახ მოქმედებას სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რითაც არსებით ზიანს აყენებდა სახელმწიფოსა და ცალკეულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. მანვე, პირადი მოტივით, ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ე. ი. თანამდებობის პირის მიერ ისეთი მოქმედების განზრახ ჩადენა, რომელიც აშკარად სცილდება მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებათა და რწმუნებათა ფარგლებს, რომელმაც არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფოსა და ცალკეულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; მანვე, პირადი მიზნით, შეგნებულად ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე, ე. ი. თანამდებობის პირის მიერ შეგნებულად ყალბი დოკუმენტების შედგენა და გაცემა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ. მ-შვილი 1980 წლიდან მუშაობს ქ. … ცენტრის განყოფილების უფროსად. 1970 წლიდან სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ¹ 667 ბრძანებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ 1995 წელს გამოცემულ ზოგადი პათანატომიის სახელმძღვანელოს თანახმად, მას თანამდებობრივად ევალება სტაციონარში გარ-დაცვლილთა გვამების გაკვეთა და პათოლოგიური გამოკვლევა, მათზე გარდაცვალე-ბის მოწმობების გაცემა. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, 1995 წლის 22 დე-კემბერს აშკარად გადაამეტა რა მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებებსა და რწმუნებათა ფარგლებს, 1995 წლის 10 ოქტომბერს თვითმკვლელობით გარდაცვლილ თ. ს-შვილის გვამზე, ამ უკანასკნელის ახლობელების თხოვნით, გასცა ¹ 28 გარდაცვალების მოწმობა, რაზედაც ისარგებლა რა ¹ 2 საავადმყოფოს მთავარი ექიმის ნ. ჯ-ძის ნდობით, გარდაცვალების მოწმობას დაუსვა მისი სამსახურებრივი ბეჭედი.
მანვე, იყენებდა რა თანამდებობას ბოროტად, სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, პირადი მოტივით, 1996 წლის 12-15 თებერვალს გასცა ¹ 5 და ¹ 7, ძიებით დაუდგენელი გზით მოპოვებული, ბეჭედდარტყმული გარდაცვალების შეუვსებელი მოწმობები, ა/საგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილ თ. ტ-შვილისა და ა. ჭ-ძის გვამებზე. მოწმობები თავისი ხელით შეავსო და დაადასტურა ხელისმოწერით.
ამდენად, ქ. მ-შვილმა ზემოთ აღნიშნული მოქმედებებით არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფოსა და ცალკეულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნ. გ-ეს უკანო-ნოდ მიაჩნია გორის სასამართლოს 1999 წლის 23 აგვისტოსა და თბილისის სა-ოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 23 აგვისტოს განაჩენები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1999 წლის 5 ნოემბრის განჩინება ქ. მ-შვილის მიმართ და საჩივრით ითხოვს ზემოაღნიშნული განაჩენებისა და განჩინების, რო-გორც უკანონოსა და დაუსაბუთებლის, გაუქმებას და საქმის ხელახლა განხილ-ვისათვის გორის რაიონული სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნებას.
განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა გამართლებულ ქ. მ-შვილისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ბ-ის შუამდგომლობები, რომლებიც მოითხოვენ სასამართლო გა-დაწყვეტილებების უცვლელად დატოვებას, მოუსმინა, აგრეთვე, შიდა ქართლის პროკურორის თანაშემწე ა. ტ-სა და სახელმწიფო ბრალმდებელ გ, ხაბა-შვილს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საჩივრის დაკმაყოფილებას, საზედამხედველო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ არის სა-ფუძვლიანი და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სახელდობრ, გორის სა-სამართლოს 1999 წლის 23 აგვისტოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1993 წლის 23 სექტებრის განაჩენები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1994 წლის 7 ნოემბრის განჩინება ქ. მ-შვილის მიმართ საქართველოს სს კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განხილვისათვის დაუ-ბრუნდეს გორის რაიონულ სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღ-ნიშნული განაჩენები და განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საზედამხედველო პალატა ეთანხმება როგორც გორის რაიონულ სასამართ-ლოსა და ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენებს, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებას იმის თაობაზე, რომ ქ. მ-შვილის ქმედებაში არ არის საქართველოს სს კოდექსის 186-ე მუხლის მეორე და ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, ვინაიდან მის მიერ ჩადენილ ქმედებას რაიმე არსებითი ზიანი არ გამოუწვევია. ასეთი არც წინასწარი გამოძიების მიერ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში ყოფილა მითითებული. ამიტომ აღნიშნულ მუხლებში იგი სწორად არის გამართლებული.
წინასწარი და სასამართლო გამოძიებით დადგენილია და არც გამართლებული ქ. მ-შვილი უარყოფს, რომ იგი მუშაობდა გორის პათანატომიის ცენტრის უფროსად და სამსახურებრივად ევალებოდა სტაციონარში ავადმყოფობით ან ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილთა გვამების გაკვეთა-გამოკვლევა და მათი გარდაცვალების სამედიცინო მოწმობების გაცემა. მიუხედავად ამისა, 1995-1996 წლებში მას გაცემული აქვს სამი ცნობა ისეთ გვამებზე, როცა გაკვეთა-გამოკვლევა ევალებოდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს. 1995 წლის 10 ოქტომბერს ასეთი ცნობა ¹ 28 გასცა თვითმკვლელობის შედეგად გარდაცვლილ თ. ს-ძის გვამზე. ცნობაში გარდაცვალების მიზეზად ჩაწერა გულის კუნთის გაგლეჯვა. 1996 წლის 12-15 თებერვალს გასცა ¹ 5 და ¹ 7 გარდაცვალების სამედიცინო ცნობები ა. ტ-შვი-ლისა და ა. ჭ-ძის გვამებზე, რომლებიც გარდაიცვალნენ ავტოავარიის შედეგად. აქედან ა. ჭ-ძის გარდაცვალების მიზეზად ჩაწერილია ტრავმული შოკი, თავის ქალას ფუძის მოტეხილობა, ხოლო ტ-შვილის გარდაცვალების მიზეზად _ ტრავმული შოკი. არც ერთ შემთხვევაში მას გვამის გაკვეთა-გამოკვლევა არ ჩაუტარებია. ბოლო ორი გარდაცვალების მოწმობას დასმული აქვს სასამართლო-სამედიცნო ექსპერტის ბეჭედი, ნაცვლად საავადმყოფოს მთავარი ექიმის ბეჭდისა. აღსანიშნავია ისიც, რომ ა. ჭ-ძე გარდაიცვალა საავადმყოფოში.
რაც შეეხება პირველ, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებში იმის მითითებას, რომ თითქოს ქ. მ-შვილის მიმართ ბრალდების წარდგინების დადგენილებასა და საბრალდებო დასკვნაში არ იყო მითითებული იმის თაობაზე, თუ რაში გამოიხატებოდა ქ. მ-შვილის მიერ ყალბი დოკუმენტის ან ყალბი ჩანაწერების გაკეთება და ამის გამო მის გამართლებას
ბრალდების ამ ნაწილში, საზედამხედველო პალატა ვერ დაეთანხმება.
როგორც ბრალდების წარდგენის დადგენილებაში, ასევე საბრალდებო დასკვნაში მითითებულია საქართველოს სს კოდექსის 191-ე მუხლის დისპოზიციაზე, სადაც ნათლად არის აღნიშნული ის გარემოება, რომ ქ. მ-შვილს არ ევალებოდა ტრავმულ გვამებზე გაკვეთა-გამოკვლევა და ასეთ გვამებზე გარდაცვალების სა-მედიცინო ცნობების გაცემა. მან კი სამ ასეთ გვამზე ისე, რომ არ ჩაუტარებია გაკვეთა, გასცა გარდაცვალების სამედიცინო ცნობები გარდაცვალების მიზეზების მითითებით, თანაც აქედან ორი ცნობა დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ბეჭდით, ნაცვლად საავადმყოფოს ბეჭდისა. სასამართლომ არ გამოიკვლია, არსებობდა თუ არა, გარდა საქმეში არსებული მოძველებული დებულებისა, სხვა რაიმე წესი ექიმ-პათანატომის მიერ გვამების გამოკვლევისა და მათზე გარდაცვალების სამედიცინო ცნობის გაცემის შესახებ. ასეთ ვითარებაში, საზედამხედველო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები ქ. მ-შვილის მიმართ სს კოდექსის 191-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ აშკარად დაუსაბუთებელია.
თუკი სასამართლოს ეჭვი გაუჩნდა იმის თაობაზე, რომ ბრალდების ამ ნა-წილში წინასწარი გამოძიება სრულყოფილად არ იყო ჩატარებული, მაშინ, საქართვე-ლოს სსს კოდექსის 501-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სასამართლოს უნდა ემსჯელა ამ ნაწილში საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ და არა გამართლებაზე.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ბრალდების აღნიშნულ ნაწილში ქ. მ-შვილის მიერ ჩადენილი ქმედება, მისცეს მას სწორი იურიდიული კვალიფიკაცია და მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საზედამხედველო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსს კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის ნ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
გაუქმდეს გორის სასამართლოს 1999 წლის 23 აგვისტოს, თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 23 სექტემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები ქ. მ-შვილის მიმართ საქართველოს სს კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების გამართლების ნაწილში და საქმე განსახილველად ამ ნაწილში დაუბრუნდეს გორის რაიონული სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
დანარჩენ ნაწილში გორის სასამართლოს 1994 წლის 23 აგვისტოს, თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 23 სექტემბრის განაჩენები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1999 წლის 5 ნოემბრის განჩინება ქ. მ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელი.
საზედამხედველო პალატის დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.